ტაქსით გაშვებული „ინსპექტორები“

ა კიდო

ტაქსით გაშვებული „ინსპექტორები“

21 ოქტ. 2018, 08:53:37

ძველ თბილისში ურთიერთობებს, ქეიფს, ძმაკაცობას, მეგობრობას და ჩხუბსაც კი სხვაგვარი ხიბლი ჰქონდა. ბევრი სწორედ ქუჩაში სწავლობდა საუკეთესო ჩვევებს, მაშინ სხვანაირი გაგება და სხვაგვარი სიტყვა-პასუხი იცოდნენ. თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაბრუნება და მკითხველისთვის იმ დროს თბილისში არსებული ურთიერთობების გახსენება მსურს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ქალაქელობა დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისელობა კი - ყველაზე საპატიო ტიტული.

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ბატონი ვალერიან სულაკაური იქნება. ბატონი ვალერიანი თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ცხოვრების განმავლობაში არაერთ ცნობილ და საინტერესო პიროვნებასთან მოუწია ურთიერთობა. ვალერიან სულაკაური ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

„სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალურ სკოლაში ვსწავლობდი, კურსანტებს გვეძახდნენ. სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სამხედრო ფორმები გვეცვა. ალბათ, 16 წლის ვიყავი, როცა ნოდარ დუმბაძე დააპატიმრეს. მისი თაობის მწერლები „პერედაჩებს“ უკეთებდნენ, მაგრამ ციხეში არ ატანინებდნენ. მე კი, რადგან სამხედრო ფორმა მეცვა, პრობლემა არ მქონდა.

მოვიდოდნენ ეს მწერლები, მომიტანდნენ ნოდარისთვის გამზადებულ „პერედაჩებს“, მეც მივადგებოდი ციხის კარს და ჩემი ჩაცმულობის წყალობით, ურიგოდ იღებდნენ ამანათს. მოკლედ, ასე რამდენიმე „პერედაჩი“ შევუგზავნე. მერე, რომ გათავისუფლდა, წლების შემდეგ შევხვდი პირადად და ახლოს გავიცანი. ვეხუმრებოდი ხოლმე, მე რომ არა, აბა ვინ გამოგკვებავდა, სულ ურიგოდ და დაუგვიანებლად გიგზავნიდი ამანათებს-მეთქი. ისიც ღიმილით მიქნევდა თავს: აბა, აბა, შენი სამხედრო ფორმის ვალი მთელი ცხოვრება გამყვებაო“.

თავისი ქალაქური ამბებით, ჩვენი შემდეგი სტუმარი ბატონი ვახტანგ ცხადაძეა.

„ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისი თავისებური ქალაქი იყო. მაშინ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აქ, ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მაშინდელი თბილისი, გულწრფელად გეტყვით და, მენატრება. სულ სხვა გაგება, სულ სხვა რაინდული საქციელი და ურთიერთობები იყო მაშინ. ყველამ იცოდა, ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ კარგი თამადა და ვინ - კარგი დამრტყმელი. უბანში რომ დოდო აბაშიძე და თენგიზ კეკელიძე ცხოვრობდნენ, იქ ცუდი რა მოხდებოდა?

დოდოს არასდროს დაუჩაგრავს თავისზე სუსტი და, თუ ვინმე სუსტს დაჩაგრავდა, იმას უეჭველად გამოექომაგებოდა. ვაკეში კი იყო ამირან დუმბაძე. ტანად სუსტი იყო, არ ასკდებოდა „მუსკულები“, მაგრამ, ისე ჩხუბობდა, უნდა გენახათ. ერთხელ, კუს ტბაზე ვართ ასული ბიჭები. გავიხედეთ, ვიღაცეები მანქანებით ამოვიდნენ. ბუჩქებში დავიმალეთ. ასე შევესწარით დუელს. ამირან დუმბაძე და მასზე ტანად საკმაოდ მოსული ბიჭი დაეტაკნენ ერთმანეთს. ახლა რომ ამბობენ, „ბოი ბეზ პრავილო“, ეს იქ უნდა გენახათ. ისე ლამაზი, კორექტული ჩხუბი გამართეს მუშტით, თვალს ვერ მოაშორებდით. წარმოიდგინეთ, ამ პატარა კაცმა ისე გალახა იმხელა კაცი, სულ სისხლი ადინა. ბოლოს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ჩასხდნენ მანქანებში და გამობრუნდნენ. ამ ამბის შემდეგ ამირანის საქციელი ლეგენდად იქცა და მთელი ვაკის ბიჭებმა „განტელებით“ ვარჯიში დაიწყეს“.

ნება მომეცით ბატონ ვახტანგს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცე.

„ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებულობა ცნობილი ამბავია. ერთხელ, თამადა ვიყავი ქორწილში და ხელისმომკიდეების სახელები შემეშალა სადღეგრძელოს თქმის დროს. ჯანსუღმა ნამუსი „მომწმინდა“ - არ გაიკვირვოთ, ხალხნო, წინა ქორწილის კონსპექტი აქვს წამოღებულიო.

მოკლედ, ერთხელ ჯანსუღი მისულა ისეთ სუფრაზე, სადაც არავის იცნობდა. სთხოვეს, თამადად დადექიო, მაგრამ უარი უთქვამს - არავის ვიცნობ და უხერხულიაო. მოკლედ, მოუწია თამადის გვერდით დაჯდომა. გადმოიწევა თურმე თამადა ჯანსუღისკენ და ჩასჩურჩულებს ყურში: ბატონო ჯანსუღ, ეგერ რომ კაცია, რა ჰქვიაო. ეს აზრზე არ არის, მაგრამ, უთხრა - ჟორაო. ოჰ, მადლობაო. გავიდა ცოტა ხანი, ისევ ჩასჩურჩულა: იმის გვერდით რომ კა -ცი ზის, იმას რა ჰქვიაო. იმას, თენგიზიო. კიდევ გადაიხარა და ჰკითხა: ეგერ იმ კაცსო? ამოუვიდა ჯანსუღს ყელში და მიაძახა: თუ კაცი ხარ, შემეშვი, რას შემაწუხე, მაგდენი რომ მცოდნოდა, შენ დამასწრებდი თამადობასო?!“

კორკოტა, იგივე გიორგი კორკოტაშვილი მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანია. მათ გამო უკან არასდროს დაუხევია და დღესაც სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როცა ნაღდი თბილისელობა და ქალაქელობა მართლაც სავიზიტო ბარათი იყო.

„ოთხი წყალბურთელი ძმაკაცი რესტორნიდან გამოვიდა. ძველ თბილისში რესტორანი „ნადკუროი“ განთქმული იყო. მოკლედ, იქ მაგრად დათვრნენ ძმაკაცები და გამოვიდნენ. თებერვალია. მტკვარს მოაქვს დამდნარი თოვლი, ხე, ბუჩქი... ერთმა თქვა, ვინც არ გადახტეს ახლა ამ წყალშიო. სხვები ხომ არ ჩამორჩებოდნენ და დაეთანხმნენ, მოდიო. ტანსაცმლიანებმა ისკუპეს წყალში. ერთი გადახტა, მეორე მიჰყვა, მესამე მიჰყვა, მეოთხე დგას. ფიქრობს, გადავხტე, არ გადავხტე. თან წყალი ცივია, დახრჩობის დიდი საფრთხეა. ბიჭები წყლიდან უქნევენ ხელ-ფეხს, გადმოხტიო უყვირიან. ამ ტიპმა მიაძახა, ბიჭებო „ინსპექტორები“ მაქვს ახალი ნაყიდი, სამასი მანეთი მივეცი, დღეს პირველად მაცვია და როგორ გავიმეტო ამხელა ფასიანი ფეხსაცმელიო. ისინი გადაირივნენ, დაგინებულია ბიჭო, არ შეიწერო, რა გჭირს, ვაჟკაცი არ ხარო. ერთი სიტყვით, ნამუსზე შეაგდეს.

ამ ტიპმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გააჩერა ტაქსი. გაიხადა ფეხსაცმელები, ჩაუწყო ტაქსის მძღოლს მანქანაში, ფული გაუწოდა და უთხრა: აჰა, ძმაო, ფული და ეს ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო. მძღოლი გამოშტერდა. სანამ ის აზრზე მოვიდა, ამან ისკუპა წყალში. ფეხსაცმელები კულტურულად ტაქსით გაუშვა, თვითონ კი გაყინულ, ბინძურ მტკვარში გადახტა და მოუსვა. ტაქსისტმა მიასწრო დათქმულ ადგილას მოცურავეებს. გააჩერა ტაქსი, გადავიდა, ხელში ფეხსაცმელები უჭირავს. მივიდა ბართან და ბარმენს უთხრა, თუ ძმა ხარ, ოთხი პატარა სირჩა არაყი ჩამოასხიო. ბარმენი გაშტერდა თურმე, ერთი კაცია, ოთხი ჭიქა რად უნდა, ან ფეხსაცმლის ხელში დაჭერა და ასე სიარული რა „პონტიაო“. უკითხავს, ხომ არ „მაღადავებ“, რა ოთხი ჭიქა დაგისხა თუ ძმა ხარ, თან მანქანით ხარო. ტაქსისტს ჩაუცინია, მე არ მინდა ძმაო, ახლა მტკვრიდან ოთხი ბიჭი ამოვა და მათ უნდა დავახვედროო. სულ შეშლილა ბარმენი.

არ გასულა ცოტა ხანი და ის ოთხი გაწუწული ძმაკაციც მოსულა. ის არაყიც უხუხიათ და ფეხსაცმელებიც საღ-სალამათი რომ დახვდათ, მადლობა გადაუხდიათ მძღოლისთვის. კარგა ხანი საუბრობდნენ თბილისში ამ ამბავზე. ეს რა უქნიათ ოთხ ნაგიჟარს, ამ თებერვალში, როგორ გაბედეს ადიდებულ მტკვარში, თანაც, ნასვამებმა შესვლა და ბანაობაო.

დღევანდელ ქალაქურ „ისტორიებს“ გია კორკოტაშვილის კიდევ ერთი მოგონებით დავასრულებთ.

„მე, ვახტანგ მესხი, გიგლა ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე ჩვენი ძმაკაცი ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ჩამოვდივართ. გავიხედეთ, ოთარ რამიშვილი თავისი სახლის სადარბაზოსთან დგას და შუა გაწევ-გამოწევაშია, ყველას სახლში ეპატიჟება, არადა, თავად არ სვამდა იმ პერიოდში. რომ დაგვინახა, გაუხარდა. გვკითხა, სად მიდიხართ ბიჭებო, რას აპირებთო. ჩვენ ვუპასუხეთ, არაფერს არ ვაპირებთ, რაღაც ატროვებულები ვართ და ჩვენ თვითონ არ ვიცით რა გვინდაო.

ოთარს სახე გაებადრა, მაგარი პურმარილი მაქვს სახლში, ღვინოც მაქვს და გეპატიჟებით ჩემთანო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? კარგი პურმარილი, კარგი სასმელი, კარგი სიმღერა, გარეთ სიცივე და სახლში სითბო. მახსოვს, გარეთ თოვდა. ოთარი არ სვამდა, სამაგიეროდ, გიტარას უკრავდა და საოცარ ისტორიებს გვიყვებოდა. შევამჩნიეთ, რომ ხშირად გადიოდა ოთახიდან. ცოლმა ჰკითხა, რა არის, ოთარ, რა ხშირად ტოვებ სუფრას, რა გჭირსო. მანაც უპასუხა, ტუალეტში მინდება ხშირ-ხშირად, გავცივდი და ცისტიტი მაქვსო. ჩვენც დავიჯერეთ. სინამდვილეში, თურმე ოთარს, დამალული აქვს იქ სასმელი, გადის და ჩუმ-ჩუმად წრუპავს. არადა, ნელ-ნელა ქეიფის ეშხში რომ შედიოდა და სიმღერას უმატა, კი გაგვიკვირდა, მაგრამ აბა, რას წარმოვიდგენდით? გაგვითავდა სუფრასთან ღვინო. მე ვუთხარი, სახლში წამალივით ღვინო მაქვს, წავალ და მალევე დავბრუნდები-მეთქი.

გამოვედი. სად არის ტაქსი? დავადექი ქუჩას ფეხით. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ გზაშიც არ დამეწია მანქანა. შანიძის ქუჩამდე ასე ვიარე. სახლიდან გამოვიტანე ოცდაორლიტრიანი ჭურჭლით ღვინო. ისეთი მძიმე იყო, ოთარისთან სახლში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი ფეხით. მეუღლემ მითხრა, აგერ ციგა მაქვს და იქნებ ამით აიტანოო. დავდგი ეს ჩემი ღვინო იმ ციგაზე და ცურვა-ცურვით ავიტანე ეს ღვინო.

ნახევარი ვაკე და ვერა მომდევდა, მიხვდნენ, მაგარი ქეიფისთვის იყო განკუთვნილი ეს სასმელი. მივედი როგორც იქნა, ოთარის სახლამდე და თან იმ ღვინოს ოთხი-ხუთი დაუპატიჟებელი სტუმარიც მივაყოლე. წარბიც არ შეუხრია მასპინძელს. ის ღამე სიმღერებით და საოცარი ამბების მოყოლაში გავათენეთ. ეს ერთ-ერთი თბილისური, ამბავია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში არასდროს წაიშლება და რომელსაც ყოველთვის ღიმილით და სიამაყით ვიხსენებ. აი, ასეთი სტუმარმასპინძლობა ვიცოდით ჩვენს ქალაქში“.




 ახალი ამბები
  • ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდაეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 15,1%-დან 14,9%-მდე შემცირდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ძირითადა ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბერში მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,5%-ს, სექტემბერში კი ეს მაჩვენებლი იყო 18,4%. ამავე სტატისტიკის მიხედვით, მცირედით, 11,2%-დან 11,3%-მდე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თუ სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,7%-ს, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,8%-მდე გაიზარდა. წყარო: ... ...
  • 26 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა - უმძიმესი ავარია თელავშითელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში ავტოსგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 26 წლის მამაკაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. როგორც "გურია ნიუსს“ ერთ-ერმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. რა გახდა ავარიის  გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამდრომდე ... ...
  • ლანჩხუთში აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალალანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 48 წლამდე მამაკაცი ამ დილით გარდაიცვალა. ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ორი მამაკაცი დაშავდა. 17 წლიუს ახალგაზრდამ მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორეს, 48 წლამდე მამაკაცს სხეულის მძიმე დამწვრობები ჰქონდა და იგი თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანიმობილით გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ ... ...
  • „პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები“ _ ჭიჭინაძე„პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები“, _  აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით  და ქმედებებით ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რაც ჩვენში არასოდეს ყოფილა. ეკონომიკას მომავალი აღარ აქვს;  ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ; სოციალური აფეთქება კი, ყველაზე მძიმე აფეთქება იქნება, იმიტომ რომ, შიმშილი ის მოცემულობაა, რომელიც ადამიანებს სახლში არ/ვერ დატოვებს. ამდენი მშიერი ადამიანი ქუჩაში კი,  ეს იქნება კატქსტროფა, ქვეყნის დანგრევა, აბსოლუტური უპერსპექტივობა. მოკლედ, დღეს  მივექანებით 90-იანი წლებისკენ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერი ვალშია და არც არანაირი დახმარების პერსპექტივა არსებობს და არც სამუშაო ადგილების შექმნის. ეკონომიკასთან მიმართებაში „ოცნების მთავრობა“ გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ მათთვის ძირითადი მაინც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია და არა ხალხთან მიმართებაში სწორი მოქმედება. ოპოზიცია კი იმდენად მიუღებელია მათთვის და განსხვავებული აზრის მოსმენა იმდენად უჭირთ, რომ არა მარტო „ამაყად“ აპირებენ ერთპარტიულ, კომკავშირულ პარლამენტში შესვლას, პანდემიის გავრცელებასაც კი, ოპოზიციას აბრალებენ! ანუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს განსხვავებული აზრის მოსმენას, ზუსტად ისევე მოქმედებენ  „ოცნების“ ჩინოვნიკები, მაგრამ ისინიც ხომ პატარა ბიძინები ... ...
  • “ჩემს ორგანოს გავყიდი, რომ ბებიას 15 000$ მივცე" _ 15 წლის ბიჭის სასოწარკვეთილი წერილიმამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს: “15 წლის ბავშვი მწერს, რომ დავეხმარო ან ვაპოვნინო საავადმყოფო, სადაც ადამიანის ორგანოებს ყიდულობენ, ბინიდან უშვებენ ბავშვს და უბრალოდ, შემირცხვენია ის ქვეყანა და სახელმწიფო, სადაც 15 წლის ბავშვი ორგანოების გაყიდვას ნატრობს…” როგორც ბავშვი დედა ამბობს, იგი არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი: “თბილისიდანაც კი ჩაერა პოლიცია, რომ როგორღაც ძალადობა მორჩენილიყო. ახლა მეუბნება, ხომ გავშორდით და გაეთრიეთ აქედანო. მოჰყავთ სახლის მყიდველები და აჩვენებენ ბინას, სანამ ჩემი შვილის ბაბუა ცოცხალი იყო, ის გვპირდებოდა, რომ ბინას უყიდდა ჩემს შვილს. ახლა, რაც ის გარდაიცვალა, პოლიციამ მოიყვანა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა და ისე გვიპირებდნენ გაყრას, მაშინ ბავშვმა თქვა, თავს ჩამოვიხრჩობ ამ სახლში და არ გავალ აქედან ცოცხალიო. პოლიციამ ოქმი დაწერა და წავიდა. ახლა, ყოფილი მეუღლე გვეუბნება, მომეცით 15 000 დოლარი და მე გავაჩუმებ დედაჩემსო… მე მთელი ცხოვრება ვმუშაობ, განა არ ვმუშაობ, სულ შრომაში ვარ. დავრბივარ ახლა ბანკებში, ხვალაც წავალ. ვცდილობ, სესხი ავიღო, მაგრამ არავინ მაძლევს ამხელა ფულს… მარტო იმაზე ვდარდობ, ბავშვი რომ ასე ნერვიულობს, ეკლესიური ბავშვია და წყნარი, მშვიდი იყო, ახლა კი ძალიანაა განერვიულებული…” წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...