თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმე

ა კიდო

თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმე

2017 აგვ 19 15:54:09

დღევანდელი სახალისო მოგონებების მთავარი გმირები ჩვენი თანამემამულე სამართალდამცველები იქნებიან. ეს ადამიანები რამდენიმე ათეული წლის წინ „დაფიქსირებულ“ რამდენიმე „ხმაურიან“ საქმეს გაიხსენებენ. იმ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიმყოფებოდით, ამჟამინდელ „პოლიციას“ კი „მილიციად“ მოვიხსენიებდით.

თავდაპირველად სიტყვას მაიორ გივი თეთრაძეს გადავცემ.

„ეს კურიოზი მოსკოვში შემემთხვა, სადაც ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი მივლინებაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი თბილისელი „ვალუტჩიკის“ საქმეს ვიძიებდით, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მისი ცოლ-შვილი მოსკოვში ცხოვრობდა და სწორედ მათ მივადექით ჩხრეკის ჩასატარებლად, რადგან, ოპერაციული ინფორმაცია გვქონდა, რომ „ვალუტჩიკის“ გადამალული დოლარები და არალეგალური გზით მოპოვებული ძვირფასეულობა მოსკოვში, მის ბინაში ინახებოდა.

ივლისია. ცხელა. ჩვენ მოსკოველ კოლეგებთან ერთად გამალებული ჩხრეკით ვართ დაკავებული და თან ოფლში ვიწურებით. ყველაზე ცუდ დღეში კი კაპიტანი ვალოდია ვალიევი იყო, რომელიც ისე გაიწურა ოფლში, რომ ეს ვეებერთელა კაცი (თითქმის ორი მეტრი სიმაღლის და 140-კილოგრამიანი) სავარძელში ჩაჯდა და ვეღარ იძროდა. წინ სამლიტრიანი გრაფინი და პატარა ჭიქა ედგა და იმ ჭიქით წამდაუწუმ სვამდა წყალს გასაგრილებლად. ორი გრაფინი რომ გამოცალა, პატარა გოგონამ, გარდაცვლილი „ვალუტჩიკის” 9 წლის ქალიშვილმა, მესამე გრაფინიც მოუტანა და გავიდა. იმ მომენტში მე იმ ოთახს ვჩხრეკდი და თან ჩემს კოლეგას ვესაუბრებოდი.

– რა ჯანდაბაა ეს პატარა ჭიქა! – თქვა ვალოდიამ, ადგა, სერვანტთან მივიდა, რაღაც აიღო და ისევ თავისი ადგილისკენ გაემართა.

რა აიღო ვალოდიამ სერვანტის თავიდან, არ დამინახავს, მაგრამ, მივხვდი, რომ დიდი სასმისი იყო, რადგან კარგა ხანს ასხამდა შიგ წყალს. გაავსო თუ არა, მაშინვე მოიყუდა და სულმოუთქმელად დალია. ბოლოს, როგორც იქნა, ამოსუნთქა და დააყოლა:

– დაილოცოს წყალი, ამაზე გემრიელი არაფერია!

ამ დროს ოთახში „ვალუტჩიკის“ პატარა გოგონა შემოვიდა და ვალოდიას მიაშტერდა, შემდეგ უცებ შეტრიალდა, გაიქცა და ისტერიულად აყვირდა:

– დედი, დედი, იმ მსუქანმა ბიძიამ მამა დალიაო...

ერთი სიტყვით, სერვანტის თავზე რკინის დიდი თასი იდგა, რომელშიც გარდაცვლილის ფერფლი ეყარა და ვალოდიამაც ის ფერფლიანი წყალი შესვა, თუმცა, დღემდე ვერ გამიგია, რატომ ეგემრიელა ასე ძალიან...“

ბატონი გივი კიდევ ერთ „კრიმინალურ“ ამბავს მოგვიყვება.

„კომუნისტების პერიოდში ტელეფონით ხუმრობა გავრცელებული ამბავი იყო. დღე არ გავიდოდა, რომ მილიცია, სახანძრო რაზმი ან სასწრაფო არ გამოეძახათ ტყუილად. ასეთი საქმიანობით ძირითადად ბავშვები იყვნენ დაკავებულები. ჩემი სამსახური კი ასეთი ტიპის ხულიგნებს ავლენდა.

ერთი პერიოდი გახშირდა მოსკოვის ¹4 სახანძრო რაზმში ცრუ გამოძახებები და ეს ყოველივე იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ საფუძვლიანი გამოძიება დავიწყე. შევადგინე ცრუ გამოძახებათა სია, შემდეგ სიხშირის გრაფიკი და საოცარი აღმოჩენა გავაკეთე. გამოძახებები მხოლოდ იმ დროს ხდებოდა, როდესაც მთავარი სახანძროს მორიგე მაიორი ანტონ რეფსი იყო. ის ყოველ მეორე დღეს მორიგეობდა სხვადასხვა ბრიგადებთან ერთად. ამიტომ ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ცრუ გამოძახებები მასთან იყო დაკავშირებული. იქვე მუშაობდა მისი მეუღლე, ლიდაც. ის ბუღალტერი იყო – ახალგაზრდა, ლამაზი ქალი და როგორც შევიტყვე, რეფსი ძალიან ეჭვიანობდა, ცოლს გარეთ არ უშვებდა. თუ სამსახურში იყო და მთელ დღეს ბუღალტერიაში ატარებდა, სადაც ლიდასთან ერთად, კიდევ ერთი კაცი – ბუღალტერი გონტარი მუშაობდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს ინტუიციას ვენდე. ბოლომდე მივყევი და სიმართლე გავარკვიე. ცრუ ზარებს ბუღალტერი გონტარი უშვებდა ქუჩის ტელეფონიდან. სანამ რეფსი ცრუ გამოძახებაზე მიიჩქაროდა, გონტარი და რეფსის მეუღლე ლიდა ერთ ამბავში იყვნენ.

საყვარლები ფაქტზე დავიჭირეთ. დანაშაული დავუმტკიცეთ და დიდი ჯარიმა გადავახდევინეთ. სამსახურიდან კი ორივე დაითხოვეს. თუმცა, მათ ეს დიდად არ უდარდიათ და ყოფილი საყვარლები დაქორწინდნენ.

სამაგიეროდ, რეფსის ცხოვრება წავიდა უკუღმა. ის ნერვიულად დაავადდა. ერთ მშვენიერ დღეს კი სახანძროს შენობა გადაბუგა და თავისი ფეხით წავიდა საგიჟეთში...“

თავის დროზე რუსეთში კიდევ ერთი ქართველი სამართალდამცველი, პოლკოვნიკი გიორგი ბრეგვაძეც მოღვაწეობდა.

„მაიორი ივანოვი, რომელიც ჩემი უფროსი გახლდათ, რუსეთის ერთ-ერთი ოლქის რისხვა იყო, მისი სახელით ბავშვებსაც კი აშინებდნენ ძილის წინ. ის პროსტიტუცია-ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსი იყო. მას ხშირად უყვარდა ჭკუის დარიგება. ნარკომანებსა და მეძავებს ზნეობის გაკვეთილებს უტარებდა, რასაც ასეთი ფრაზით ამთავრებდა: „უბადრუკნო, მრუშობისა და მორფის ტყვეებო, როგორ არ გრცხვენიათ?! მეც მყავს თქვენხელა ქალიშვილი, მაგრამ, განა თქვენნაირია, ზნეობის ეტალონია..“

მაიორის 19 წლის ქალიშვილი, პირობითად მას ზინა დავარქვათ, იმავე რაიონის ერთ-ერთ ტექნიკუმში სწავლობდა და მაიორი ჭკუაზე აღარ იყო, ისე უყვარდა.

იმ პერიოდში ჩვენს ოლქში ქალების შიშველი ფოტოებით გაფორმებული კარტებით ვაჭრობა შემოიღეს. კარტებზე ქალები სხვადასხვა პოზაში იყვნენ გადაღებულები და ამ საქონელს დიდი გასავალი ჰქონდა. მაიორმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ ბიზნესისთვის და დაგვავალა, დამამზადებლისთვის მიგვეგნო. ჩვენ გულმოდგინედ შევუდექით საქმეს: მივყევით, მივყევით და ამ პროდუქციის მწარმოებელს რაიონის ერთ-ერთ ფოტოატელიეში მივაგენით. მან თავის ჩვენებაში დაწერა, რომ კარტზე ადგილობრივი გოგონას შიშველი სხეული იყო აღბეჭდილი, თავებს კი სხვადასხვა ფოტოებიდან იღებდა და ამონტაჟებდა, ანუ, ერთი „ნატურშჩიცა“ მუშაობდა. ჩვენ შიშველი ნატურის მისამართი გავიგეთ და მასთან გავემართეთ, რომ გოგონა დაგვეკითხა.

მივედით, დავრეკეთ და კარი მომხიბვლელმა, ტანწერწეტა გოგონამ გაგვიღო. ის-ის იყო სახლში შესვლას ვაპირებდით, რომ ჯერ მამაკაცის ნაცნობი ხმა მოგვესმა, მერე კი თავად მაიორიც გამოჩნდა და რომ დაგვინახა, გვკითხა:

– რაშია საქმე, მოხდა რამე?

მივხვდით, რომ შიშველი ნატურა მაიორის ქალიშვილი ზინა იყო, რომელიც მამამისს ზნეობის ეტალონად მიაჩნდა და ვუთხარით:

– ამხანაგო მაიორო, პორნოპროდუქციის ბუდე აღმოვაჩინეთ და მოსახსენებლად მოვედით...

როდესაც ყველაფერი გაირკვა, მაიორი გადადგა, ზინა კი მოსკოვში გაემგზავრა და ერთ-ერთ ღამის კლუბში მოეწყო მოცეკვავედ“.




 ახალი ამბები
  • მეუფე იოსები: “ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, დათესეთ რამე"“არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს,“ _ ამ სიტყვების მიმართა საკვირაო წირვაზე მრევლს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. მისივე თქმით, ხალხის 2 პროცენტი ეზიარება, ალბათ, საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. “ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით არ გადავა ვირუსი, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“ - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა. ... ...
  • ოზურგეთში პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლისოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი, მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს. პოლიცია ასევე იმ წესებს შეახსენებს მოსახლეობას, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა ... ...
  • სამეგრელოში მანქანით გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდებასამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება, ავტომობილებით გადაადგილებას კი პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი. დადგება დამატებითი ბლოკპოსტები რეგიონის მუნიციალიტეტების შესასვლელებში. რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი პირის ყოფნაა დასაშვები ანუ მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ეს წესი იყოს დაცული“,_ განაცხადა ჩიქოვანმა. ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ გაკონტროლდება სხვა წესების დაცვაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება. პრემიერის პრესსიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდატის საათის ... ...
  • მეუფე იაკობი: რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთმეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რომ  ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. „სახელმწიფო, რასაც იტყვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, მთავრობა ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობასა და და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, დავრჩეთ სახლში. თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება. მადლობა მთავრობას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცსებში მონაწილეობს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ... ...
  • COVID 19 _ აკრძალული საკვირაო "რიტუალი" ჩოხატაურში (ფოტორეპორტაჟი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საკვირაო ბაზრობები აიკრძალა. გამონაკლისი არც ჩოხატაურის აგრარული ბაზარია. ჯერ კიდევ გასულ კვირას ხმაურიან ადგილას, დღეს უჩვეულო სიჩუმეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ აკრძალული საკვირაო "რიტუალი" ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...