„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“

gurianews.com

ა კიდო

„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“

2017 მაი 13 13:01:12

ჩვენი დღევანდელი წერილის გმირები სასიქადულო ქართველი მწერლები იქნებიან, რომელთა ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის.

თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძესა და ნოდარ დუმბაძეს გავიხსენებთ.

თავის დროზე ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.

– რით ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით, წვერ-ულვაშით.

– ახლა ის მითხარით – მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

– ტყვია შუბლში!

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა  აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“ უნიჭო და თავხედი მწერლები ქართულ სიტყვაკაზმულ პროზასა და პოეზიას არასდროს გამოლევია. ასეთმა ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო. ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“. საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“..., – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს:  „ბატონო გალაკტიონ“... „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა. გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი.

სიტყვას ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს მივცემთ, რომელიც ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

„უნივერსიტეტთან შემხვდა გალაკტიონი, გამაჩერა და მითხრა:

– ჯანსუღ, ნიკოლაი ეჟოვი თუ გაგიგონია?

– კი, როგორ არა, გამიგონია.

– ანდრეი ვიშინსკი?

– ვიშინსკიც გამიგონია...

– ლავრენტი ბერიაც?

– დიახ, ლავრენტი ბერიაც...

– ჰო და თუ დაკვირვებიხარ, რავა სტალინის კიტელებივით ჰგვანან ერთმანეთს?

ამ მსგავსებას მე არასოდეს დავკვირვებივარ, თუმცა გალაკტიონისა კი ძალიან გამიკვირდა და ცოტა ჩამაფიქრა ნათქვამმა, სულაც იმიტომ, რომ მაშინ 1956 წელი იყო – მარტი თუ აპრილი...“

ბატონი ჯანსუღი კიდევ ერთ ისტორიას მოგვიყვება.

„ვერის ხიდის მშენებლობაა, როგორც წესი, მშენებლობის წინ „საუცებისო“ საარყეები იყო ხოლმე... არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები – მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონიძე, უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს უთხრა: აბა, ძამიკო, ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150-გრამიანი ჭიქა გაუვსო. გალაკტიონმა ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე გადმოაქცია, მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა... მე გაოცებულმა ვუთხარი, ძია გალაკტიონ, ეგრე რათ აკეთებ-მეთქი, მან კი გახარებულმა მიპასუხა, – „ძამიკო, ახლა რომ გავალ ზემელზე, არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო“, – მითხრა და წავიდა“.

ბატონ გალაკტიონს დავემშვიდობოთ და ესტაფეტა ნოდარ დუმბაძესთან გადავიდეთ. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ქართლოს კასრაძე იქნება.

– ქართლოსია, – მითხრა ნოდარ დუმბაძემ, – ვიცი, გიჭირს, შვილები გყავს სარჩენი, ჰონორარს მოგცემ, თუ გინდა, მარა აგი ლექსი არ ვარგა და ვერ დაგიბეჭდავ.

მეც გავჯიუტდი, გინდა თუ არა, დაბეჭდე-მეთქი (არადა, მართლა არ იყო ცუდი ლექსი).

– წადი, ცნობა მომიტანე, რომ ნორმალური ხარ და დაგიბეჭდავ, – მომიშორა ნოდარმა.

წავედი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შევედი ავლიპ ზურაბიშვილთან.

– ოოო... ჩანტლაძეს გაუმარჯოს! – მომესალმა პროფესორი. მეც არ ვიუარე... ცნობა მომცა, რომ ნორმალური ვარ – ქვას გახეთქავდა, ისეთი.

რედაქციაში გამოვიქეცი. ნოდარი პარტკომის კრებას ატარებდა. მაგიდაზე დავუდე ცნობა. დიდხანს კითხულობდა, ბოლოს ამომხედა და მითხრა: „წადი ახლა და ის ცნობა მომიტანე, რომ ვინც ეს ცნობა მოგცა, ისიც ნორმალურია“.

ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი, ძალიან მფარველობდა და ჰპატრონობდა ნიჭიერ სტუდენტებს და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. მას არც ნოდარ დუმბაძის ნიჭი გამორჩენია მხედველობიდან და, ერთ დღესაც, უთხრა, ხომ არ ჯობია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადახვიდეო.

– თქვენ, პატივცემულო რექტორო, იმიტომ მოგეწონათ ჩემი ლექსები, ეკონომისტის დაწერილი რომ არის, თორემ, ფილოლოგის დაწერილი რომ იყოს, ალბათ, ყურადღებასაც არ მიაქცევდითო, – ხუმრობით უპასუხა მომავალმა მწერალმა.

ერთი გულუბრყვილო ანეკდოტი იყო: მეგობარმა მეგობარს რაღაც სასაცილო ამბავი უამბო, იმას კი არც გაჰღიმებია. რატომ არ იცინი, არ მოგეწონაო? – ჰკითხა პირველმა. ეგ ისტორია შარშან მოვისმინე და მაშინ ვიცინე ძალიანო, – უპასუხა მეორემ.

დაახლოებით ასე დაემართა ნოდარ დუმბაძეს, როცა „ცისკარში“ დაბეჭდილი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, როგორც წესი, პირველად დედას მიუტანა წასაკითხად, რადგან, დედა იყო მისი ყველაზე მკაცრი და ყველაზე ობიექტური ოპონენტი. ქალბატონმა ანიკომ ისე წაიკითხა რომანი ბოლომდე, ერთხელაც არ გასცინებია.

– რატომ არ გეცინება, დედა, არ ვარგა, ხომ? – ჰკითხა გულშემოყრილმა მწერალმა.

– როგორ არ ვარგა, შვილო, ძალიან კარგია, მაგრამ, რომ წერდი, თან ყველაფერს ხმამაღლა მიყვებოდი და, მაშინ იმდენი ვიცინე, ახლა აღარ მეცინებაო, – გულწრფელად უპასუხა დედამ.


ნახვა: 456


 ახალი ამბები
  • ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდა, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები. მერაბ ჭანუყვაძე: „სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად აგრძელებს. კერძოდ, ტყის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. გურიაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 15 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლაც. ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“. ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. ... ...
  • “დაბრძანდით, ერთი დაბრძანდით“ - საკრებულო სხდომა ხმაურით დაიწყო“დამნაშავეები სხედხართ ახლა საკრებულოს დარბაზში და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებთ“, _ თქვა საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე. “ნაცმოძრაობის“ წევრები დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდნენ “ქართული ოცნებისგან“, რასაც მცირეხნიანი კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. ამავე თემაზე: "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატმა დავით მჟავანაძემ სხდომაზე კითხვა დასვა _ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დეპუტატ ბესო ქათამაძის სცემის ფაქტზე "ქართული ოცნება"? ასევე, დაინტერესდა, სად იმყოფებოდა საკრებულოს თამჯდომარე. "ეს ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით", _ თქვა მჟავანაძემ. "ბატონი დავით დარჩია იმყოფება თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე და ამის გამო არ ესწრება სხდომას", _თქვა დარჩიას მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მცირე კამათის შემდეგ  "ნაცმოძრაობის წევრებმა" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ... ...
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...
  • ,,არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ ქრებოდნენ, უარგუმენტოდ“_მარგველაშვილისაქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ამასთან, მარგველაშვილმა კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ,,საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. არაერთხელ აღმინიშნავს ბატონი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ,  უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესებიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭრასთან მიმართებით, როდესაც პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე“,_განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...