"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს", - მაშველის კურიოზები

ა კიდო

"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს", - მაშველის კურიოზები

14 იან. 2019, 14:57:06

ჟურნალი გზა 30 წლის მაშველის პაატა ჩხიტუნიძის სახალისო ისტორიებს აქვეყნებს. იგი 12 წელზე მეტია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს. 18 წლის იყო, ამ სისტემაში მუშაობა რომ დაიწყო, მას მერე ბევრჯერ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩენილა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბევრჯერ რისკზეც წასულა, თუმცა, როგორც რესპონდენტი ყვება სახალისო და მოულოდნელ სიტუაციებშიც ხშირად აღმოჩენილა.

- სამორიგეოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ბინაში ახალგაზრდა ქალი იყო ჩაკეტილი და დახმარებას ითხოვდნენ. მივედით შემთხვევის ადგილზე, კართან დგას ამ ქალის მეუღლე და შველას ითხოვს. მამაკაცი ძალიან ღელავდა, თურმე მან დარეკა 112-ში. დაიწყო სამაშველო ოპერაცია, მაშველმა ზედა სართულიდან შეაღწია ბინაში და ვხედავ, კარს არ აღებს. ვურეკავ და გაკვირვებული ვეკითხები, რა ხდება? რატომ არ აღებ კარს? კართან ვდგავართ მე და მისი მეუღლე. ჩემი კოლეგა მეუბნება, მიდი, ცოტა გვერდზე გაიწიე, შენთან რაღაც სალაპარაკო მაქვსო. - რა ხდება? ისევ ვეკითხები. აქ, ამ გოგოსთან ერთად ბინაში კაციაო. თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავს მოყვანილი და ამიტომ არ უღებდა კარს და ვერც მაშველი აღებდა ამის გამო კარს.

- მაშველის ფორმა ხომ არ ჩააცვით ქალის საყვარელს?

_ დიახ, ნამდვილად ჩავაცვით ჩვენი ფორმა და გადავუშვით თოკით აივნიდან და იქიდან გადავაპარეთ. მიწაზე როგორც კი დადგა ფეხი კაცმა, იქიდან ელვის სისწრაფით გაქრა. იქ აღარ გამოჩენილა. ამის მერე მაშველმა გააღო კარი და დასრულდა ოპერაცია. ბოლოს ემოციური შეხვედრაც ვნახეთ, ქმარი ჩაეხუტა თავის ცოლს და უთხრა, - ვაიმე, როგორ ვინერვიულეო. ერთად დავტოვეთ ისინი და წამოვედით ისე, რომ ქმარს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, ქალმა დარეკა 112-ში. შეშფოთებული იძახდა, რომ თითზე ბეჭედი გაეჭედა და ვერ იხსნიდა. გავედით და ვუშველეთ, მოვაძვრეთ საყვარელი ბეჭედი და გახარებული დავტოვეთ სახლში.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...