ოზურგეთში არსებულ მწვანე ნარგავებს პირუტყვი შეესია

დღის ფოტო

ოზურგეთში არსებულ მწვანე ნარგავებს პირუტყვი შეესია

14 დეკ. 2017, 12:38:23




 ახალი ამბები
  • „მე ვხედავ“ _ ახალგაზრდა შემოქმედი, რომლის ფიქრებიც მის ასაკს წინ უსწრებდა18 წლის ბეგი მამალაძე თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე ვერაგულად მოკლეს. ახალგაზრდა შემოქმედი 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან თავისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ბეგი წერდა სიმღერებს, ლექსებს, რეპით იყო გატაცებული. კარგად მღეროდა. არაჩვეულებრივად ხატავდა. წელს, ახალგაზრდა შემოქმედი ოცდაოთხი წლის გახდებოდა. „სიკეთით შემოდგა ფეხი ამ სამზეოში ბეგიმ 1996 წლის 2 დეკემბერს. სანამ გაჩნდებოდა, ჩემთან, სამშობიაროს ეზოში, ექიმი მოვიდა და სისხლის ჩაბარება მთხოვა. ბეგის დედას,  მარიკას საკეისრო კვეთას უკეთებდნენ. ძალიან ვნერვიულობდი. სისხლი გავიღე, თუმცა, არც მარიკას და არც ბეგის არ დასჭირვებიათ,  მაგრამ იმავე დღეს სხვას დასჭირდა და გადაუსხეს კიდეც ბეგისთვის დაუშურვებლად გაღებული სისხლი. მთელი ცხოვრებაც ასე გაატარა. დაუღალავად შეეძლო სიკეთის კეთება, ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება. პატარაობიდან უცნაური იყო ბეგი. განსხვავებული თავისი დამოკიდებულებებით. აღქმის და ფანტაზიის საოცარი უნარით დაჯილდოებული“,_ იხსენებს ბეგის დეიდა, ქალბატონი ნინო ზედელაშვილი. წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, ახალგაზრდა შემოქმედის იუბილეს აღსანიშნავად  კულტურული ღონისძიებები არ გაიმართა, თუმცა, დაიბეჭდა ბეგის რიგით მეორე წიგნი _ „მე ვხედავ“. როგორც ბეგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ,  წიგნს სახელი შემთხვევით არ შეურჩიეს _  თავისი ასაკისთვის შეუფერებლად ბევრს ხედავდა ბეგი.  „ხანდახან მგონია, რომ საქართველოს ისტორიამ მის თვალწინ გაიარა. ყველა ტკივილი მის გულზე აღიბეჭდა. ბეგის ძარღვებში დაუდიოდა საქართველოს სიყვარული. სულ პაწაწინა იყო, მოვიდოდა თუ არა,  ეზოდან  მეხვეწებოდა: „ნინო დეიდა, ჩოხას ჩამაცმევ? „აზიასკებსაც“ ჩამაცმევ?“ გამოეწყობოდა, ხანჯალსაც დაიკიდებდა და საბრძოლო ყიჟინით დარბოდა სახლში“, _ იხსენებს ბეგის შესახებ საუბრისას ქალბატონი ნინო. ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბეგის შესახებ ამბობს, რომ პატარა ბიჭის ფიქრები მის ასაკს წინ უსწრებდა. „ბეგი მამალაძე დიდი სევდის ავტორია. ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, ცოტა წარმოუდგენელიც კი არის, როგორ მოასწრო ასე პატარა ბიჭში ამხელა დარდმა ასე ღრმად ჩაბუდება. მაგრამ დაკვირვება, რომელსაც  სწორედ მისი პოეზიის გაცნობა გვაიძულებს, იოლად დაგვანახებს, რომ ბეგის ფიქრები მის ასაკს შორს უსწრებდა. ბეგის სული სხეულს ისედაც არ ეკუთვნოდა. ის სხვა სივრცეებს ელოდა და ამიტომაც, ასე წინასწარმეტყველურად, მაგრამ მსუბუქად შეეგება სიკვდილს, რომელიც, რუსთაველისა არ იყოს, თამაშად და მღერად უჩანდა. „სიკვდილის შიში სულაც არ მთრგუნავს და არც დედას ვთხოვ, ჩემზე იტიროს და სიკვდილის წინ სულ ერთს ვთხოვ უფალს: სახეზე სიომ გადამირბინოს! ჩვენ აქ დავრჩებით წვიმის წვეთებად, დავრჩებით ბოლო სტროფის ნაკვესში. კაცად გვეცხოვროს, არა ღმერთებად, ამოისუნთქეთ... ვიყოთ ნათელში!“ ბეგი დარჩა. ის დიდ და მნიშვნელოვან მაგალითად დარჩა და ეს კრებულიც ამის ნიშანია“,_ ამბობს კეკელიძე. მწერალი  დათო ტურაშვილის აზრით,  ბეგი მამალაძეს რომ ეცოცხლა, კარგი მწერალი გახდებოდა. მას დრო სჭირდებოდა, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ნაბოძები ნიჭი. „ვისაც  უნახავს ბეგი მამალაძის ნახატები, ან წაუკითხავს მისი ლექსები და მოთხრობები,  ალბათ, ჩემსავით გაბრაზდება ამ ფაქტით და ყოველთვის ექნება საშინელი სინანულის განცდა უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო. არადა, სწორედ დრო იყო მთავარი, რაც ბეგის ესაჭიროებდა, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს უხვად ნაბოძები ნიჭი და ჩანაწერებისგან შეექმნა ნამდვილი პროზა და ლექსებისგან  კი  ნამდვილი პოეზია. ბეგი მამალაძე რომ ძალიან კარგი მწერალი გახდებოდა, როგორც მისი მკითხველი, დარწმუნებული ვარ და მისი ნახატები კი, ახლაც ისეთი მომაჯადოებელია ჩემთვის, რომ ამ შთაბეჭდილების გადმოცემა მიჭირს. მეტიც, ისიც კი დაუჯერებელია და აუხსნელია ჩემთვის, თუ როგორ შეიძლება რომ ამ ასაკში, ასეთ სამყაროს ქმნიდე ან ხედავდე ასე და ნახატებს, მგონი, ცალკე კვლევა და სხვა ანალიზი ესაჭიროება და არა, უბრალოდ, აღფრთოვანება“, _ წერს ტურაშვილი. ბეგის ლექსებსა თუ ნახატებში იგრძნობა ახალგაზრდა შემოქმედის საფიქრალი და სატკივარი. „დილას ცა შეტიალდა. მამალმა მეორედ იყივლა. თბილისში მზე რომ ამოდის, ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ აქ გურიაში ჩოხატაურის სოფელ ხევში დღე ხალისიანად იწყება“, _ ასე იწყებს ბეგი მამალაძე მოთხრობას „ჩემი სოფელი“, საიდანაც ვიგებთ, რომ  თბილისი  ბეგისთვის იყო ქალაქი, სადაც სიყვარულის და სიკეთის დანახვა სურდა. პოეტი მანანა ჩიტიშვილი ეხმაურება ლექსების კრებულს „მე ვხედავ“. ჩიტიშვილის თქმით, ყოველი წიგნი ავტორის ხელახალი დაბადებაა.  „ეს ჯერ კიდევ ყრმა და თავის ასაკისთვის უჩვეულო სიღრმით მოფიქრალი ჭაბუკი ავტორიც ხელახლა დაიბადება, ოღონდ უკვე   მკითხველთა გულებში, მათ სიყვარულში.  კეთილი გზა და დიდი სიცოცხლე ვუსურვოთ კრებულს, ცრემლთან ერთად სიხარულს რომ მოგვრის მკითხველთ“. გამოვა თუ არა გაყიდვაში „მე ვხედავ“, იქნება თუ არა შესაძლებელი წიგნის შეძენა, მანამდე ვიდრე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და ლიტერატურული მაღაზიები მუშაობას გაანახლებენ? _  ამ კითხვებს „გურია ნიუსთან“ ბეგის დედა, ქალბატონი მარიკა ზედელაშვილი პასუხობს. _ წიგნი დაიბეჭდა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურულ სააგენტოში  ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის („ჩემი საქართველო“) დაფინანსებით. სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე წიგნი ვერ გამოჩდება ლიტერატურული მაღაზიების თაროებზე, მაგრამ ფონდმა შეიძლება ორგანიზება გაუკეთოს ონლაინ გაყიდვას. პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ ბეგის დაბადების დღე მასშტაბური ღონისძიებით, მაგრამ ამ წიგნის დაბადებამ მაინც ახალი ფურცელი გადაშალა ბეგის ბიოგრაფიაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის  ბეგის პირველი წიგნის შემდგენლებს _ ჩემს დას, ნინო ზედელაშვილს და მის ქალიშვილს, თაკო კერესელიძეს. მათმა დაუღალავმა შრომამ  სურვილი აუხდინა ბეგის გულშემატკივრებს, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დღემდე არ განელებულა. იმედი მაქვს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ წიგნის პრეზენტაცია შედგება თბილისსა და ჩოხატაურში და ეს წიგნი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ბეგის თაყვანისმცემლების წიგნების ... ...
  • ნაგავსაყრელად ქცეული მერია-კონჭკათის გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, მერია-კონჭკათის  გზაზე,  ცენტრალურ ადგილზე,  უამრავი  საყოფაცხოვრებო და  სამშენებლო ნაგავია დაყრილი.  ძნელი ამოსაცნობი არაა, რომ ეს ადგილობრივ მცხოვრებთა ნამოქმედარია.  გასაკვირი ისაა, რომ აქედან არც ისე შორს, არაერთგან არის სანაგვე ურნა  განთავსებული. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის სერვისცენტრის  დირექტორს, თენგიზ ქუტიძეს ესაუბრა. _ არაერთხელ ხდება ასე. ადგილობრივი მოსახლეობის ნამოქმედარია, აბა, ოზურგეთიდან არ შეიტანს ვინმე კონჭკათში ნაგავს. ერთხელ ასეთი ფაქტიც გვქონდა _ ვინც დაყარა ნაგავი, თვითონ დარეკა მერიაში „შეშფოთებულმა“, ეს რა ხდებაო. მერე თავად გამოვიჭირეთ ფაქტზე... მე დღესვე გავუშვებ  ჩვენს თანამშრომლებს, რომ ნაგავის გატანა მოხდეს. გასაკვირი ისაა, რატომ აკეთებენ ამას ადამიანები, როცა სანაგვე ურნები ყველგან არის, _ გვითხრა  მან. ქუტიძემ ცალკე ისაუბრა მყარ სამშენებლო ნარჩენებზე, რომელიც სპეციალურად განკუთვნილ  ადგილზე, ანასეულის სიახლოვეს  უნდა მიიტანონ. _ მინიმალური თანხის გადახდას არიდებენ   თავს და იმიტომ არ  მიაქვთ მყარი ნარჩენები სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, - თქვა ... ...
  • სოციალური პროექტი _ იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი სოციალური პროექტის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აგორდა. „იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს ერთ-ერთი სოციალური პროექტის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს. იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა. კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი „გეფასთან“ ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე, მოქმედი პროექტით 15 000 პირმა უკვე ისარგებლა. გუშინ კი, იუსტიციის სახლმა სს „გეფასთან“ განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ პროექტის დისკრეტიდაცია სცადეს, რომლითაც 2016 წლიდან დღემდე 15 000 პირმა უკვე ისარგებლა. იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა. ინფორმაციისთვის, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს: . სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. . სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი ... ...
  • "ხელისუფლებას არ აინტერესებს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა ბედი" _ ჭიჭინაძემცირე და საშუალო ბიზნესი, მათი მფლობელები, თუ იქ დასაქმებული ადამიანები,  „ოცნების“ მთავრობისთვის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულები არიან, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ის ასიათსობით ადამიანი, მათი ბედი,  ვინც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში არიან დასაქმებული. "მათ არ აინტერესებთ, ვინც თავიანთი შრომით და შესაძლებლობით შოულობს ფულს, ინახავს ოჯახებს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში. აი, ამიტომ კეტავენ, ამიტომ დაუწესეს  მათ შეზღუდვები ასე ერთი ხელის მოსმით, რადგან მათგან შესული გადასახადი, ამ მთავრობისთვის, უბრალოდ,  უმნიშვნელოა. „ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის მთავარია  ე.წ. მსხვილი ბიზნესია, ხელმწიფის კარზე დაწინაურებული რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუდმივად იღებენ და ატრიალებენ მილიარდებს. ან ის მონური შემადგენლობა, ვისაც პერიოდულად იბარებენ და   ვინც მთავრობას „ამხნევებს“ და ამისთვის იღებენ მილიარდებს... შემდეგ კი,  ეს მილიარდები დღგ-ს სახით, თუ ისევ რიგითი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების სახით,   ისევ „ოცნების“ ჩინოსანთა    ჯიბეებში ხვდება. მოკლედ, ბიუჯეტი მათთვის მხოლოდ „პრაკრუტკის“ საშუალებაა და მეტი არაფერი! ამიტომ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს სოციალური შეთანხმება საზოგადოებაში, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს; რომ ყველა ერთად დადგეს, პოლიტიკოსებიც, ბიზნესმენებიც, რიგითი ადამიანები... ერთდროულად შეიქმნას ბევრი „ცხელი“ წერტილი, ძალები რომ ვეღარ ეყოთ და ვერავინ ვეღარავინ დააჯარიმოს! თორემ თუ ერთმა გამოხატა პროტესტი და დანარჩენებმა გულხელდაკრეფილებმა მხოლოდ ტელევიზორით უყურეს მის ბრძოლას, ასე ნამდვილად არაფერი გამოვა. ბრძოლა არსებობისთვის მძიმე ბრძოლა", _ აცხადებს "ტრიბუნას" ... ...
  • როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსებიგარემოს ეროვნული სააგენტო დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 2 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4, ნალექი არც აქ არის მოსალოდნელი. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი არის ნავარაუდევი. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი. +9 გრადუსი და ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც. +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი. უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...