პატარა მარკოიძეები სახლის „მშენებლობაზე“
წინასაახალწლოდ მთას ვესტუმრეთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, უკანავაში, დეკემბრისთვის უჩვეულოდ მზიან და თბილ დღეს, მარკოიძეების ეზოში, ერთი არაჩვეულებრივი სურათი ვნახეთ.
ოჯახის ყველაზე პატარა წევრები, სკოლამდელი ასაკის და-ძმა მარკოიძეები, ძველი ფიცრების გარდიგარდმო დაწყობაში ეხმარებოდნენ ერთმანეთს. გვეგონა, უფროსებმა რაღაც დაავალეს და დახმარებას ცდილობდნენ.
თუმცა, სასწრაფოდ გვიტხრეს „სახლობანას ვთამაშობთ, ფიცრები უნდა „ავახოხოლოთ“, მზეა, წვიმა რომ იყოს, წყალი ჩამოვაო“, _ ასე აგვიხსნეს „მშენებლობის გეგმა“.
ჟურნალისტ გიორგი გირკელიძის მიერ, სასწრაფოდ მირთმეულ შოკოლადებზე დარცხვენილი მადლობა თქვეს და ასევე სასწრაფოდ ერთმანეთს გაუნაწილეს.
პატარა მარკოიძეები- მომავლის მთის მშენებლები!