როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი

კორონავირუსი

როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი

1 ოქტ. 2020, 13:55:04

გუშინ, გურიაში მცხოვრები ორი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, ორივე მათგანი იმავე დღეს დაკრძალეს.

ჩვენ დავინტერესდით, როგორია ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის პროტოკოლით ასეთია: როდესაც ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვლება, მისი დაკრძალვა იმავე დღეს უნდა მოხდეს. ცხედარი სპეციალურად უნდა შეიფუთოს იმ ადგილზე, საიდანაც მოასვენებენ.. დეზინფექცია უტარდება იმ მანქანას, რომლითაც მოყავთ გარდაცვლილი და შემდეგ ხდება დაკრძალვა“.

არჩილ მჟავიამ ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია მოგვაწოდა:

„კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:

1. COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება. შემდეგ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებლობა; გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები:

_ გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით;

_ გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ. სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში;

_ ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დახშულ უნდა იქნეს პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები;

_ გვამის დამუშავების დროს წარმოქმნილი ყველა ნარჩენი უნდა განთავსდეს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში.

2. შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო.

3. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება.

4. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან, არა უმეტეს 1 საათის განმავლობაში, უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.

5. ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე:

_ გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;

_ საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს, 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

6. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამირება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.

გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი

1. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების სხვა სივრცეებისგან იზოლირებულ და ტრანსპორტისთვის ადვილად მისადგომ სივრცეში.

2. სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით.

3. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით.

4. გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის, სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას.

5. თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

სამედიცინო დაწესებულების, პროზექტურის, დამკრძალავი/სარიტუალო სამსახურების ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვლილის გვამთან, აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებებით:

_ ორმაგი ქირურგიული ხელთათმანები, რომლებიც დაფარულია გაჭრის მიმართ მდგრადი ბადისებრი ხელთათმანების ფენით, ან სამეურნეო/სქელი ხელთათმანი;

_ სითხეგაუმტარი ერთჯერადი ხალათი;

_ ინდივიდუალური დაცვის სათვალე და სახის დამცავი ფარი;

_ ქირურგიული ნიღაბი ან რესპირატორი;

­_ ბახილები;

_ სამედიცინო ჩაჩი.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული ნაკრები გამოიყენება გვამის მართვის ყოველ ეტაპზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურების სივრცეებში (პალატა, დარბაზი) გვამის სპეციალურ ჩანთაში მოთავსებისა და ტრანსპორტირების ეტაპზე მათ სწორად გამოყენებასა და უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვას“.




 ახალი ამბები
  • Public Opinion Strategies ეგზიტპოლი : ვინ რამდენი პროცენტი მოიპოვა ამომრჩეველთა ხმებისამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. 18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23% ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3% ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3% დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3% გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 3% „გირჩი“ - 3% შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1% ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1% მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1% სხვა პარტიები - 5% ... ...
  • Ipsos-ის ეგზიტპოლი - თბილისში "ენმ- გაერთიანებული ოპოზიცია პირველ ადგილზეა -psos საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგი, 5 საათის მონაცემები:  არჩევნები 2020 - თბილისი  ენმ- ძალა ერთობაშა 35%  ქართული ოცნება 30%  გირჩი 8% ლელო 7% ევროპული საქართველო 4% სტრატეგია აღმაშენებლი 4%  პატრიოტთა ალიანსი 2% ლეიბორისტული პარტია 2% მოქალაქეები 2% ახალი საქართველო ... ...
  • „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ოცნებამ“ 52.26 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 25,33 %ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,33 %-ით. „ევროპულმა საქართველომ“ კი მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო საქართველოსთვის“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოქალაქეების 2,61 %-იანი მხარდაჭერა ... ...
  • ipsos-ის ეგზიტპოლი - "ქართული ოცნება" 41% , "ენმ" 33% , "ევროპული საქართველო" 5%ipsos-ის  ეგზიტპოლის 5 საათის მონაცემები. ვის მიეცით ხმა დღევანდელ არჩევნებზე : ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა  _ 33%  ევროპული საქართველო_  5% ლელო _ 4% გირჩი - 3% სტრატეგია აღმაშენებელი_  3% პატრიოტთა ალიანს ი_  2% მოქალაქეები_  ... ...
  • საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურასაქართველოში 20 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები დაიხურა. საქართველოს მასშტაბით, არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მას შემდეგ შეწყდება, რაც უბანში მისული ბოლო ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ამის შემდეგ ხმების დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული. არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...