გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 403


კორონავირუსი

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 403

13 იან. 2021, 10:59:05

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 13 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  243 255-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  227 611-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 103, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 788, აჭარაში - 350, იმერეთში - 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7.

სულ  6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 620  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.




 ახალი ამბები
  • “იადონის” უხუცესი წევრი, გურამი ღლონტი გარდაიცვალაგარდაიცვალა მომღერალი, ფოლკლორული ანსამბლის “იადონის” უხუცესი წევრი, გურამი ღლონტი, _ ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ავრცელებს. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გურამის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • „ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 14:00 საათზე ... ...
  • "საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი"ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს - ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე, _ ამის შესახებ ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.). ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და ... ...
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....