"ჩემი დებიუტი სცენაზე ბახმაროში შედგა"

კულტურა

"ჩემი დებიუტი სცენაზე ბახმაროში შედგა"

2011 ნოე 20 06:59:42
ჯემალ სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების უფროსია, თუმცა, საზოგადოება მას ასევე იცნობს როგორც ნიჭიერ სცენისმოყვარეს, რომელმაც დასამახსოვრებელი სახეები შექმნა სახალხო თეატრში დადგმულ სპექტაკლებში.

_ სცენისა და თეატრისადმი სიყვარული ბავშვობიდან ჩამენერგა. ოჯახთან ერთად ხშირად ვისვენებდით ბახმაროში, სადაც საგასტროლოდ ამოდიოდნენ თბილისის, ფოთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის თეატრები. აქედან გამომდინარე, საშუალება მქონდა, საქართველოს წამყვანი თეატრების სპექტაკლები მენახა, რომლებშიც, ძირითადად, ქართული სცენის კორიფეები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი ამა თუ იმ პერსონაჟზე, განსაკუთრებით, სახასიათო ტიპაჟები მიტაცებდა.

_ პირადად თუ იცნობდით იმ პერიოდის მსახიობებს?

_ დიახ, ვიცნობდი. ესენი იყვნენ ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ილია არობელიძე და კოკი ღლონტი, რომლებიც ჩვენს მეზობლად ისვენებდნენ. მათ გვერდით ყოფნა ძალიან საინტერესო იყო. საღამოობით კოცონს დავანთებდით და იყო ერთი ჟრიამული. მსახიობები ლექსებს კითხულობდნენ, სახუმარო ამბებს საოცარი არტისტიზმით ყვებოდნენ, რაც მეზობლებს ძალიან მოსწონდათ. როცა ოზურგეთის თეატრი ამოდიოდა, სპექტაკლებში ბატონი ილია და კოკიც მონაწილეობდნენ. მე რეპეტიციებზე დავყვებოდი და ძალიან მეამაყებოდა ამ საოცრად მიმზიდველი პროფესიის ადამიანების გვერდით ყოფნა. მათ რეპერტუარში იყო სპექტაკლი "ნაცარქექია". მასში მონაწილე ბავშვი, რომელიც ნაცარქექიას ძმისშვილის როლს ასრულებდა, ავად გახდა. ჩემმა მეზობელმა მსახიობებმა მითხრეს, სასწრაფოდ უნდა გვიშველო და ეს როლი შეასრულოო. მე ორ დღეში ვისწავლე როლი და სპექტაკლში წარმატებით მივიღე მონაწილეობა. პირველად კურორტ ბახმაროში წარვდექი მაყურებლის წინაშე, რომელთა ოვაციამ უდიდესი სიხარული მომგვარა. თეატრისადმი სიყვარული დღითიდღე ღრმავდებოდა, რის შედეგადაც მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ცხოვრება სამუდამოდ სცენასთან დამეკავშირებინა.

_ ბატონო ჯემალ, თქვენ ისე კარგად შეასრულეთ ეს როლი, რომ ჩოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობმა _ გიგა სურმანიძემ, რომელიც ასევე დგამდა სპექტაკლებს, თეატრში მიგიწვიათ. რომელ სპექტაკლებში მიიღეთ მონაწილეობა და რა როლები შეასრულეთ?

_ მე შევასრულე: ნოდარი _ "მეგობრები"; მამა _ "ოქროს მედალოსანი"; მიტია _ "პატარა გმირები"; ყმაწვილი _ "კოლმეურნის ქორწინება" და სხვა.

_ მაყურებელს კარგად ახსოვს თქვენ მიერ შესრულებული პატარა კახის როლი სპექტაკლში "პატარა კახი". იმდროინდელი პრესა წერდა: "წარმოდგენაში პატარა კახის როლი წარმატებით შეასრულა ახალგაზრდა სცენისმოყვარემ ჯემალ სიხარულიძემ. მიმზიდველი მეტყველება, მკაფიო ხმა, ცოცხალი და ხალისიანი თამაში, უფლისწულისთვის დამახასიათებელი სიამაყე, სამშობლოს სიყვარულის მაღალი გრძნობა, _ აი, რა ახასიათებს ჯ. სიხარულიძის მიერ მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებულ როლს".

_ მართლაც, ეს ჩემი საყვარელი როლია. დღემდე მახსოვს, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი როგორი მონდომებით ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე. ყოველი წარმოდგენა მაყურებლის ოვაციებს იმსახურებდა. სპექტაკლი დიდხანს იყო თეატრის რეპერტუარში.

_ შემდეგ თქვენ საფინანსო-ეკონომიური ფაკულტეტი დაამთავრეთ და მშობლიურ რაიონში დაბრუნდით, სადაც მუშაობა დაიწყეთ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. თუმცა, სცენა არ მიგიტოვებიათ.

_ 1980 წელს ჩოხატაურის თეატრში რეჟისორად მოვიდა ბატონი ილია არობელიძე, რომელმაც გამიხსენა, მომიკითხა და მიმიწვია სპექტაკლში _ "დაჭრილი არწივი", სადაც უშანგის როლი შევასრულე. ამ სპექტაკლში შესანიშნავი სახეები შექმნეს სცენისმოყვარეებმა: ირაკლი კალანდაძემ, იზოლდა შარაშენიძემ, ვალოდია მგელაძემ, გიორგი ცინცაძემ, რომულ კუკულავამ, ნუგზარ გურიელიძემ, ზაურ კეკელიძემ, არსენ დუნდუამ, ვიოლეტა მაღულარიამ და სხვებმა. ამ სპექტაკლით მონაწილეობა მივიღეთ თბილისში სახალხო თეატრების ფესტივალზე, რომელიც გრიბოედოვის სახელობის თეატრში ჩატარდა. სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა. მონაწილეთა უმრავლესობამ ლაურეატის წოდება და პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურა.

_ მაყურებელს ძალიან უყვარს თქვენ მიერ შესრულებული სამხედრო მასწავლებლის როლი ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის პიესაში "მე ვხედავ მზეს".

_ ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი როლია. ხშირად ვამბობ, რა დიდი ღვაწლი მიუძღვის ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს იმაში, რომ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები სცენაზე აამეტყველა. თითოეული სახე უდიდესი შინაგანი სიღრმითაა გადმოცემული. მე შევასრულე ახალგაზრდა სამხედრო მასწავლებლის როლი, რომელიც ფრონტის ხაზიდან მასწავლებლის ამპლუაში გვევლინება. ძალიან ტევადია ეს ეპიზოდური როლი. ყველა წარმოდგენაზე თვალები ცრემლებით მევსებოდა, როცა მოსწავლეს, რომელსაც ფეხზე იდგა, შენიშვნას ვაძლევდი: "დაჯექი, გოგო და ნუ იყურები სადღაც". ხატია, რომელიც, თურმე, უსინათლო იყო მპასუხობდა: "მე ვერ ვხედავ მასწავლებელო". კლასში სამარისებური სიჩუმე ისადგურებდა. ეს სცენა თანაგრძნობის, ტკივილისა და სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ამ ნაწარმოებში. ამის შემდეგ შევასრულე მოსამართლე ("მარადისობის კანონი"); მილიციის უფროსი ("კუკარაჩა"); მოსამართლე ("საბრალდებო დასკვნა") და სხვ. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თეატრმა ფუნქციონირება კვლავ განაახლა. მისასალმებელია, რომ თეატრის ამჟამინდელმა რეჟისორმა გოგი ცინცაძემ, რომელმაც რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი დადგა, მიმიწვია სპექტაკლში "სისხლის ძახილი", რომელიც დაიდგა ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით. შევასრულე თავმჯდომარე ქიშვარდის როლი. სპექტაკლს ესწრებოდნენ რეჟისორები ვასილ ჩიგოგიძე და ირაკლი აზიკური. მათ მიერ წარმოდგენა დადებითად შეფასდა. ბატონმა ირაკლიმ შემოქმედებითი ჯგუფი ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში მიგვიწვია, რაც, თავისთავად, ძალიან საამაყო და მისასალმებელია.




 ახალი ამბები
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...