"მჯერა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი კვლავ აღორძინდება"

კულტურა

"მჯერა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი კვლავ აღორძინდება"

13 დეკ. 2010, 00:12:15

ჩვენი სტუმარია ჟურნალის "თეატრი და ცხოვრება" მთავარი რედაქტორი, დრამატურგი, მწერალი, მთარგმნელი, საქართველოს  სახელმწიფოსა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი გურამ ბათიაშვილი.
_ ბატონო გურამ, თქვენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ. თეატრში როგორ მოხვედით?
_ საერთოდ, მთავარია ის, თუ როგორ ფუნდამენტალურ განათლებას იღებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გარემოში გიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩემი გარემომცველი სამყარო ყოველთვის იყო ქართული მწერლობა და ქართული თეატრი. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მე დავამთავრე ქართული მწერლობისა და ქართული თეატრის აკადემია. ვსწავლობდი მთელი ჩემი ცხოვრება და დღემდე ვსწავლობ.
_ ქართულმა თეატრმა თავისი არსებობის მანძილზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა გამოიარა. დროთა განმავლობაში შეიცვალა შეხედულებები, გემოვნება, საზოგადოების მოთხოვნები თეატრისადმი. ძირითადად რას უნდა ემსახურებოდეს თეატრი?
_ ქართული თეატრი ყოველთვის იყო ზნეობის მატარებელი და მქადაგებელი. უმაღლესი კატეგორიები, რაც უნდა ჰქონდეს საერთოდ შემოქმედებით მუშაობას, სათავეს იღებს ქართული მწერლობიდან და ქართული თეატრიდან. ამიტომ ჩემთვის მიუღებელია ყოველგვარი ლიტერატურა და თეატრალური წარმოდგენა, თუ ის არ არის დაკავშირებული ზნეობრიობის კატეგორიებთან. შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში თეატრს ტაძარს უწოდებდნენ. ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ თეატრი ასევე იყო "შკოლა." თეატრის ამოცანაა ადამიანის სულიერი წრთობა და მისი გაკეთილშობილება. მოდით, ასე ვთქვათ _ რა არის ადამიანის ფუნქცია, რატომ ჩნდება ამქვეყნად? ნუთუ ეს მხოლოდ შემთხვევითობაა და არა კანონზომიერება? ეს შეუძლებელია _ ადამიანის ამქვეყნად არსებობის ერთ-ერთი ამოცანაა, გაამშვენიეროს და უკეთესი გახადოს ის გარემომცველი სამყარო, რომელიც მას დახვდა.
_ რამ განაპირობა თქვენი დრამატურგიაში მოღვაწეობა და ყველაზე მეტად რომელმა თეატრმა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?
_ ჩემს სტუდენტობაში დავდიოდი სპექტაკლებზე, რომელშიც ქართული თეატრის კორიფეები მონაწილეობდნენ _ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, აკაკი კვანტალიანი და სხვები. მათ მაღალპროფესიულ ოსტატობას მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას თეატრისადმი, დრამატურგიისადმი, მინდა გითხრათ, რომ ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მიშა თუმანიშვილის რეჟისურამ, იმ ესთეტიკამ, რომელიც მან მოიტანა. აღმოვაჩინე, როგორი უნდა ყოფილიყო თეატრი. საერთოდ, მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელზედაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა თუმანიშვილის შემოქმედებამ. მოგეხსენებათ, მან სრულიად ახალი სამყარო შექმნა თეატრში.
_ თქვენი პიესები საქართველოს თითქმის ყველა თეატრში წარმატებით იდგმება, მათ შორის გურიაშიც, კერძოდ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში.
_ დიახ, ოზურგეთის თეატრთან დიდი ხანია ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. კარგად მახსოვს 70-იანი წლების ოზურგეთის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი, როგორც შემოქმედებითად, ასევე თავიანთი პიროვნული ღირსებებით. ახლო ურთიერთობა მქონდა რომან ლომინაძისა და ანა ანდღულაძის ოჯახთან. ჩემთვის საყვარელი პიროვნებაა ამირან ქადეიშვილი, რომელმაც ძალიან საინტერესო სახეები შექმნა როგორც თეატრში, ასევე კინოში. სასიხარულოა, რომ დღეს ოზურგეთის თეატრი კვლავ წარმატებით მუშაობს შემოქმედებითად.
_ ოზურგეთის თეატრში წარმატებით დაიდგა თქვენი პიესები: "სერობის შემდეგ," "მე-13 თავმჯდომარე" (რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე), "წერილები შვილებს" (რეჟისორი ოთარ კუტალაძე), "ლალი, სიყვარული და სხვები" (რეჟისორი შოთა ბაბილოძე) და სხვა.
_ დიახ, ერთ-ერთ პიესაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას _ როცა ოთარ კუტალაძემ დამირეკა და მითხრა, "წერილები შვილებს" უნდა დავდგაო, მართალი გითხრათ, ძალიან არ გამხარებია. იმიტომ, რომ ეს პიესა 25 წლის წინ დაიწერა, თავის დროზე წარმატებითაც იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, მაგრამ დღეისთვის არ ვფიქრობდი, რომ აქტუალური იქნებოდა. რეჟისორმა საინტერესოდ გადაწყვიტა პიესა და როცა პრემიერაზე ჩავედი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. საერთოდ, არ შეიძლება არ აღვნიშნო სამხატვრო ხელმძღვანელის ოთარ კუტალაძისა და თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის თავდადებული მუშაობა, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ თეატრში ჯანსაღი შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას. თქვენის ნებართვით, ჩოხატაურის სახალხო თეატრში გადმოვინაცვლებ, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. იგი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ფესტივალებზე  და საკუთარ შემოქმედებას თბილისის ფართო საზოგადოებას აცნობდა. სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია ჩოხატაურის თეატრს მონაწილეობა არ მიუღია სახალხო თეატრების ფესტივალში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ვიცი, რომ არ გაქვთ სათანადო შენობა, მაგრამ მჯერა, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ კუთხეში, სადაც მისი ნაწარმოებების გმირები: ზურიკელა, ხატია, ილიკო, ილარიონო და სხვები ცხოვრობდნენ, სახალხო თეატრი კვლავ აღორძინდება და თავის სიტყვას იტყვის. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო გურულებო!




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...