რას უმზადებს ოზურგეთელი მომღერალი ილა წულაძე "VOICE"-ს გულშემატკივრებს

კულტურა

რას უმზადებს ოზურგეთელი მომღერალი ილა წულაძე "VOICE"-ს გულშემატკივრებს

2015 დეკ 19 01:41:29

ოზურგეთელი მომღერალი, ილა წულაძე "VOICE საქართველოს" ერთ-ერთ ძლიერ კონკურსანტად ითვლება. კონკურში ჯერ ინტერნეტ-ქასთინგი გაიარა, რის შემდეგ  ბრმა-ქასთინგნზე მოხვდა.

 "თავდაჯარებული ვიყავი და ყოველთვის მაქვს ჩემი თავის იმედი. ახლაც ასე ვარ და ყოველ ტურზე ამაში დარწმუნდება ჩემი გულშემატკივარი". - გვითხრა ილა წულაძემ.

ილა ანრი ჯოხაძის გუნდში მოხვდა და ამბობს, რომ მას ამით გაუმართლა.

"ათასჯერ, რომ მომიწიოს ბრმა ქასთინგის გავლა, ათასჯერვე ანრის ავირჩევდი. ძალიან კომფურტულად ვგრძნობ მასთან თავს და ყველანაირად ხელ მიწყობს. მასთან  თავისუფლების სრული ზეიმია." - ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ახალგაზრდა მომღერალი.

ილა წულაძე გურიაში პოპულარულია. მან ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა დამთავრა, რის შემდეგ მუსიკალური კარიერა ბათუმში გააგრძელა. ოზურგეთში მუსიკალური ჯგუფის "ლურჯი იალქანის" წევრი იყო.

"ლურჯ იალქანში" ვუკრავდი კლავიშზე და ვმღეროდი პირველ ხმას ანუ ბექ-ვოკალში ვიყავი.  იქ მღეროდა გოგა გორდელაძე. პარალელურად კი ჩემი ჯგუფი მყავდა ბათუმში და ვმღეროდი. სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე. ოჯახში ბაბუაჩემი მღეროდა მოყვარულის დონეზე. მე კიდევ გადავწყვიტე პროფესიონალურად მივდგომოდი სიმღერას და ასეც მოხდა. "ლურჯი იალქანის" ბიჭებთან ახლაც ვმეგობრობ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან", - თქვა ილა წულაძემ.

ილა წულაძე "გურია ნიუსს" უმხელს,  რომ სამშაბათს "იმედზე" პირველ ლაივ-შოუში იესოს არიას შეასრულებს და ამისთვის ყოველდღე გადის რეპეტიციებს.

"სამშაბათისთვის სერიოზულად   ვემზადები, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო მისია მაქვს.  აუცილებლად უნდა შევასრულო სიმღერა იმ დონეზე, როგორც  ანრი მეუბნება და რასაც მაყურებელი მოიწონებს. ჩემი ნომერია 0903 300 365  და  იმედია მაქვს ამ ნომერზე დარეკავს მაყურებელი. ურთულეს არიას ვმღერი, კომპრომისზე მივდივარ ამ გადაწყვეტილებით და მგონი გაამართლებს. მინდა გითხრათ, რომ ვასრულებ როკ-ოპერიდან "Jesus Christ Superstar"  იესოს არიას." 




 ახალი ამბები
  • ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას_ ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჯებათუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას. „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, - განაცხადა მინისტრმა. „მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრიაიურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“. „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი. _ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება? _პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს. _ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ? _ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება. _არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება? _ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.  _“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას? _არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ... ...
  • "დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე"საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული. ,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ რომ არ არის არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად იმიტომ რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, რომელიც იქნება მოქნილი, რომელიც იქნება უფრო იაფი ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება რომელიც სხვათა შორის კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არა, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.“, _ განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან ... ...
  • "ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით, ისე როგორც გაწერილია კანონში“ დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო ეს არის ნორმალური, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი რომ თვითონ დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. იქ 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს და ეს არის მნიშვნელოვანი და ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ რაიმეს ჩამოვრჩით ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ, არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით. ისე როგორც გაწერილია კანონში", _ აღნიშნა ლევან ... ...
  • საპენსიო სისტემა საჯარო სექტორში მომუშავე 2 712-მა და კერძო სექტორში 433-მა ადამიანმა დატოვა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 100 დღის მუშაობის შედეგს აცნობს. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს  მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა. „747 774 ადამიანია სულ სქემაში გაწევრიანებული. საჯარო სექტორიდან ამჟამად გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან გაწევრიანებულია 581 439 ადამიანი, ხოლო ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ორივე სექტორში მათი რაოდენობა არის 21 137 ადამიანი. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის“,- აღნიშნა სურგულაძემ. მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შეიძლება მოუნდეთ სქემიდან გასვლა არის 294 852 ადამიანი. „სულ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სისტემიდან გასვლის უფლება არის 294 852 მონაწილე. აქედან კერძო სექტორში არის 228 006 მონაწილე, საჯარო სექტორიდან რჩება -78 047 ადამიანი, ხოლო ორივეში მომუშავე არის 11 201 ადამიანი“,- აღნიშნა სურგულაძემ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა. „ამ ეტაპზე სულ გასული ადამიანების უნიკალური რაოდენობა გახლავთ 2915 ადამიანი, აქედან კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, საჯარო სექტორიდან არის 2 712 და ორივეში ერთად მომუშავეების არის 230 ადამიანი“, - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...