"ტაში ბიჭო, გიორგუნა"_ ვინ და რატომ ბრაზობდა კულისებში "რაჭული ცეკვის" ავტორზე

gurianews.com

კულტურა

"ტაში ბიჭო, გიორგუნა"_ ვინ და რატომ ბრაზობდა კულისებში "რაჭული ცეკვის" ავტორზე

2016 ივნ 14 22:35:41

ცნობილი  "რაჭული ცეკვა", რომელიც ჩვენს თვალწინ პოპულარობის  ზენიტში ავიდა, არც ისე დიდი ხანია დაიდგა. ბევრს ის დღესაც ხალხური ცეკვა ჰგონია და შემოგედავება კიდეც, საწინააღმდეგო რომ თქვა . არადა, "რაჭული ცეკვა", რომელიც განუყრელია სიმღერასთან  "ტაში ბიჭო, გიორგუნა" და მხოლოდ ასეთ ტანდემში იცეკვება,  წარსულში ანსამბლ "შინის" სოლისტმა და სუხიშვილების წარმატებულმა მოცეკვავემ,  რაჭველმა კოლორიტმა, ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორმა დავით სხირტლაძემ, (იგივე "რაჭველების დათუნიკამ"), 2000 წელს დადგა. რა იყო მანამდე და როგორ გაჩნდა იდეა?  ამის შესახებ თვითონ დავით სხირტლაძე გვესაუბრა, რაც ძალზე საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველებისთვის.

დავით სხირტლაძე ამბროლაურის რაიონში 1958 წელს დაიბადა და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ კი თბილისში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო სწავლა და მოხდა ისე, რომ  1978 წელს, რესპუბლიკურ ფესტივალზე ცეკვა "ქართულის" შესრულებით გაიმარჯვა. ილიკო სუხიშვილმაც აქ დაადგა თვალი და თავის ანსამბლში მიიწვია.

"10 წელი ვცეკვავდი იქ და მსოფლიო შემოვიარე. უდიდეს ბედნიერებას მაზიარეს მათ და ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხისშვილს მარად ცოცხლებად მივიჩნევ, ჩემი ცხოვრების გზა მათ გაკვალეს, მათ სულს ვენაცვალე!" _ ასე იხსენებს ორ დიდ მაესტროს დავით სხირტლაძე.

როგორ და რის საფუძველზე დაიდგა ცეკვა "რაჭული"? როგორც დავით სხირტლაძე გვიამბობს, მან მამის, ასევე ცნობილი ხელოვანის გიგა სხირტლაძის ლექსების კრებულიდან ამოიღო ერთ-ერთი ლექსი: "ტაში ბიჭო, გიორგუნა", მოარგო მუსიკა და ცეკვად "ჩამოასხა". პოპულარულიც ისე სწრაფად გახდა,  ხალხურმა  სამყარომ, როგორც სჩვევია,  დაუკითხავად  გაითავისა. ბატონი დავითი ძალიან არც ამაზე ნერვიულობს, რადგან თავს ხალხის შვილად მიიჩნევს.  მისადმი, როგორც რაჭველი კოლორიტისადმი  უსაზღვრო სიყვარულს რაჭველები ორ სიტყვაში ატევენ: "ჩვენი დათუნიკა" ან "რაჭველების დათუნიკა".

ცეკვა "რაჭულის" პოპულარობა, ცნობილ ხელოვანს, მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძესაც უკავშირდება. 2000 წელს, როცა სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი" ფილარმონიაში კონცერტით გამოდიოდა, ბატონმა ფრიდონმა თხოვა დავით სხირტლაძეს, ცეკვა "რაჭული" წარედგინა მაყურებლისთვის. ამ გამოსვლის დეტალებს "რაჭველების დათუნიკა"   დავით სხირტლაძე დღესაც   სიყვარულით იხსენებს და იუმორით  ყვება:

"გამოვიდნენ სახელმწიფო ანსამბლის  ოქრო-ბიჭები, იცეკვეს "რაჭული" და დარბაზში ოვაცია არ წყდებოდა, კულისებიდან კი მესმის ბუზღუნი და გინებასავით ჩალაპარაკება: "რა ჩამოიტანე ეს, შენი... არ მოვკვდი?"   რომ გავიგონე, შევედი და ვეკითხები, რომელი იგინებით-მეთქი... რა თქმა უნდა, ეს არ იყო სერიოზული გაბრაზება, უფრო სიყვარულით ნასაზრდოები იუმორი იყო. არავინ გამომეპასუხა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ მითხრა ერთმა, "ის" მე ვიყავიო...

რაც შეეხება ანსამბლ "შინს", რომლის წევრიც ხუთი წლის განმავლობაში იყო დავით სხირტლაძე, ამ სახელოვან მუსიკალურ ოჯახში ის მიიწვიეს ერთ-ერთ პროექტში, რომელშიც, ქართულ ხალხურ ფოლკლორზე დაყრდნობით  უნდა შექმნილიყო ნომერი, სადაც შაბლონი არ  იქნებოდა. მოხდა ისე, რომ კვლავ წარმატება მოვიდა, გაიმარჯვეს ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალზე და იქ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პროდიუსერებმა მიიწვიეს. ხუთი წლის შემდეგ, როცა ეს პროგრამა დასრულდა, დავით სხირტლაძე, დანარჩენ ოთხ მეგობართან ერთად, წამოვიდა და შექმნეს ჯგუფი "ეგარი".   როცა კონცერტი დაიგეგმება,  უგზავნიან პროგრამას და  მაღალი კლასის პროფესიონალიზმის წყალობით, სამი დღე ჰყოფნის რეპეტიციის გასავლელად. მშობლიურ ამბროლაურში კი კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობს. სამიათასზე მეტმა აღსაზრდელმა გაიარა მისი სკოლა და გაასმაგებული სიყვარული დაუბრუნდა უკან.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მშობლიური რაჭა ძალიან უყვარს.

"გული მიკვდება... თბილისში ჩამჯდარა რეგიონების  მოსახლეობის ნახევარზე მეტი, წამოგორებულან და სოციალურ დახმარებას ელიან...  ბუების საბუდარად გადაქცეული საბუხრეები მენანება, დაკეტილი სახლები და მიტოვებული ეზოები  მტკივა, "- ამბობს ის და  ადამიანის გაზარმაცებულ ბუნებაზე ბრაზობს, ნეტა, ჯანმრთელ კაცს, ამ მიწის პატრონს ასე რამ შეაძულა დაბადების ადგილი, მშობლიური კუთხე, რომ წელიწადში ერთხელ ძლივს მიაკითხავს დაკეტილ ჭიშკარს... არც იქ ივარგებენ, სადაც წამოგორებულან. ყველაფერს უკარგესი მთავრობც  ვერ იზამს, თუ ხალხმა საკუთარ თავს რაღაც არ ჰკითხა... ვიღაც უთოფოდ მოვა, უომრად და ისე წაიღებს ჩვენს ზღაპრულ ქვეყანას."- ამბობს დავით სხირტლაძე. 


ნახვა: 118


 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...
  • "ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“ - დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატებს შორის "ქართული ოცნების" დეპუტატები აკაკი ზოიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ. ხმაური სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი პრინციპულად შეეწინააღმდეგება ამ საკითხს. „საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა-  „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“. აკაკი ზოიძის განცხადებით, მიზანი არის ის, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. „ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა ზოიძემ. სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევა დაშვებული ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3 ბალი ... ...

არქივი

ზაფრანი

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...

მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი...

რა არის სიყვარული

ჯონ ლი თავის წიგნიში "The...

მეცნიერული აღმოჩენა _ მუშაობა საზიანოა!

ადამიანები, რაც უფრო მეტს მუშაობენ,...
კარმიდამო ჩემი

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...