ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ლანჩხუთში თეატრალურმა ცხოვრებამ შემოაბიჯა

კულტურა

ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ლანჩხუთში თეატრალურმა ცხოვრებამ შემოაბიჯა

2016 ოქტ 14 16:18:01

ლანჩხუთის სინამდვილეში, რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც აქაურ ახალგაზრდებს მისცა შანსი, გამოვიდნენ ჩაკეტილი სივრციდან და საკუთარი თავის თვითრეალიზება მოახდინონ თეატრში.

ის მსახიობთა ოჯახში არ დაბადებულა, არც  კულისებში გაზრდილა და არც  ღრმა ბავშვობიდან  ჩაუყლაპავს  სცენის მტვერი, თუმცა, პროფესიად, ბევრისთვის მოულოდნელად, მსახიობობა არჩია. დათო წერეთელი დღეს ბათუმის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია, მაგრამ ლანჩხუთი მას როგორც რეჟისორს უფრო იცნობს.

დათო ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ჩვეულებრივი, აქტიური ბავშვი იყო და სკოლის ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობდა. სწორედ, აქედან მიიღო გადაწყვეტილება, რომ  საკუთარი მომავალი სცენისთვის დაეკავშირებინა. არადა,  ცხოვრებაში ქონდა სხვა არჩევანიც, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ბევრად მისაღები იყო. თავიდან დათომ სწავლა  უცხო ენების ფაკულტეტზე გააგრძელა, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და მშობლების დაუკითხავად თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. იყო წინააღმდეგობაც, თუმცა,  მიზანსწრაფულობამ და სცენის სიყვარულმა ყველა ბარიერი გადალახა, დღეს თეატრი დავით წერეთლისთვის, ფაქტობრივად, მეორე სახლია.

„ოჯახში არავის უნდოდა, რომ თეატრალურში ჩამებარებინა, ყველა მეუბნებოდა _ გინდა მშიერი მოკვდე, დოლ-აკარდიონზე უნდა ააწყო შენი ცხოვრებაო. თან მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო.  მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება და  არავისთვის მიკითხავს, ისე წავედი თეატრალურში ჩასაბარებლად. საკმაოდ გამიმართლა _   თეატრალურ სივრცეში ვინც მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, ყველასთან მომიწია ურთიერთობა სტუდენტობისას. თან  იმ პერიოდში ბათუმის თეატრში თაობათა ცვლა მოხდა, მაშინ გიორგი თავაძემ დადგა სპექტაკლი და რამდენიმე სტუდენტი მიგვიწვია. პირველად ძალიან გაგვიჭირდა, აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველაფერი გაცილებით რთულია და ისე არ არის, როგორც წარმოგიდგენია, დილიდან მეორე დილამდე გვიწევდა მუშაობა. ყველაფერი გადავლახე და აგერ  უკვე თორმეტი წელია ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ“, _ გვიყვება დათო წერეთელი, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რვა თვის წინ ლანჩხუთში თეატრალურმა ცხოვრებამ შემოაბიჯა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ჩვენი,  მაყურებლის  აღქმისა და ინსტიქტების  მთელი აპარატი საკუთარი ზემოქმედების ქვეშ მოაქციოს.
„როცა ბათუმის თეატრში სარემონტო სამუშაოები დაიწყო გადავწყვიტე აქ, მშობლიურ რაიონში ჩამომეყალიბებინა დასი. ამაში დიდი როლი მამაჩემმა შეიტანა, რომელიც ყველანაირად მაგულიანებდა და ბიძგს მაძლევდა, ამ საქმეს შევჭიდებოდი. სულ მეუბნებოდა, მიდი, მამა, გააკეთე ლანჩხუთში რაღაც, _ და  მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე. ბათუმის თეტრიდან ხელს გამოვაყოლე თუ რამე ჩამოწერილი ინვენტარი იყო. მოვედი აქ,  გავაცანი აქურებს რა და როგორ მინდოდა  გამეკეთებინა.  ვთქვი, რომ ბათუმიდან წამოღებულ მთელს ქონებას საჩუქრად გადავცემდი ლანჩხუთის თეატრს, სანაცვლოდ კი რაღაცები უნდა გაკეთებულიყო ისე, როგორც საჭირო იყო. მოკლედ, ჩვეულებრივი ბიუროკრატიული გარიგება მოხდა. თავიდან  შეიძლება ითქვას, უარიც კი მითხრეს, არ კეთდება ასეო. რარაც მომენტში წასვლაზეც ვიფიქრე, მაგრამ მერე გადავწყვიტე, არც ერთი ნაბიჯით არ დამეხია უკან. შედეგად კი მივიღე ის, რომ დღეს ლანჩხუთში არის სახალხო თეატრი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელს ადელინა კილაძეს, რომელიც ყველანაირად გამომყვა. რომ არა ის, დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით. რამდენიმე დღის წინ რაიონს გარეთ პირველი აღიარება გვქონდა, სახალხო თეატრების ფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის პრიზი გადმოგვეც
ა“, _ამბობს დათო და აქცენტს სამომავლო გეგმებზე აკეთებს:

„ძალიან მინდა ჩვენი თეატრი საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანო, ამიტომ საამისოდ არსებული რესურსი არასაკმარისია. დღეს მხოლოდ ვიწრო წრეში იციან, რომ ლანჩხუთში თეატრი არსებობს, ამიტომ მინდა უფრო ფართო ასპარეზის დაუფლება. ამიტომ გეგმაში მაქვს ცნობადი რეჯისორებისა და მსახიობების მოწვევა. ამასთან,  განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ჩემი თანამშრომლების პროფესიულ გადამზადებასაც ვუთმობ. ლანჩხუთში ყველა სივრცე დაკეტილია, ამიტომ პროფესიული ზრდისთვის მეტი გასვლები გვჭირდება. მაგალითად, ბათუმში მომავალ წელს   მონო-პიესების ფესტივალი იმართება, აუცილებლად გავუშვებ ერთ-ორ მსახიობს იქ. გრიმორების, გამნათებლების გადამზადებაც აუცილებელია. გეგმები ძალიან ბევრი მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ. მერე კი დადგება დრო, როცა მე აქედან წავალ, მანამდე კი იქნება ბევრი წარმატება და აღიარება “.
ახლა ლანჩხუთის მთელი თეატრალური კოლექტივი მორიგი პრემიერის სამზადისშია, რვა თვიან მონაკვეთში უკვე მესამე სპექტაკლს ამზადებენ.  პირველად იყო ლაშა ბუღაძის  „ნაფტალინი“, რასაც მალევე მოჰყვა ბუღაძისვე „ნუგზარი და მეფისტოფელი“.  

სანამ პირველ სპექტაკლს დავდგამდი, საზოგადოებაში გარკვეული გამოკითხვა ჩავატარე, თუ რის ნახვას ისურვებდნენ. ზოგმა სტურუას „კავკასიური ცარცის წრეო“, ზოგმა „დათა თუთაშხიაო“ და ასე შემდეგ.  ბუღაძის პიესები  მარტივია ყველა თვალსაზრისით და  ჩვენი  რესურსი სხვა არანაირ საშუალებას არ იძლეოდა“ -განმარტავს ახალგაზრდა შემოქმედი.
გარდა თეატრის დათოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოჯახს, რომლის თანადგომის გარეშე თვლის, რომ  არც არაფერი არ გამოუვიდოდა.
„რა უნდა ვთქვა ოჯახზე, მყავს არაჩვეულებრივ დედა, მამა,  ვგიჟდები მათზე. ასევე არაჩვეულებრივი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი, ჯერჯერობით ერთი.  ისინი ჩემთვის ყველაფერია“,
_  ამბობს ის.

ახალგაზრდა შემოქმედს არც პატარები დავიწყებია და თეატრალური დასის პარალელურად  თოჯინების თეატრსაც ჩაუყარა საფუძველი. „იხვის ჭუკი“ ლანჩხუთის სკოლებში აქტიურად მოგზაურობს.




 ახალი ამბები
  • მამუკა ბახტაძე: "ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამთემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდადასახელდეს. "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ "თიბისიბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მისშინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისპოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედანგამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთანარანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", _- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან. "მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლებადროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენშევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.   ... ...
  • რა ქონებას ფლობენ ჩოხატაურის მერი და მისი მოადგილეებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში შეავსო. დოკუმენტის თანახმად, ირაკლი კუჭავა ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 400კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, აღმაშენებლის #40-ში. მერის საკუთრებაშია, ასევე, მემკვიდრეობით მიღებული 3 000 კვ.მ. მიწის ფართობი დაბა ჩოხატაურში. ირაკლი კუჭავას 2011 წელს შეძენილი აქვს 50 000 კვ.მ. მიწის ფართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. მისი მეუღლე, ელისო სიხარულიძე ფლობს 100 კვ.მ. მიწის ფართს დაბა ბახმაროში, რომელიც 2011 წელს საკუთრების აღიარების ფორმით აქვს მიღებული. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კუჭავას, 2015 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის. ჩოხატაურის მერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მეზობელმა აჩუქა: _ ეს ნაკვეთი ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ადრე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო. შემდეგ დოკუმენტებით აღმოჩნდა მეზობლის _ მზია ჟღენტის საკუთრებაში და ამიტომ, ქალბატონმა მზიამ ჩუქების სახით დამიბრუნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს _ დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი კუჭავას სახელფასო ანგარიშზე 2 200 ლარი ჰქონდა; ხოლო მის მეუღლეს _ 3 500 ლარი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ელისო სიხარულიძემ, როგორც შპს"მედალფა ჩოხატაურის" ექიმმა, 31 652 ლარი მიიღო, ხოლო როგორც სოფელ ზოტის უბნის ექიმმა _ 7 800 ლარი. ირაკლი კუჭავას შემოსავალი 2017 წელს 31 170 ლარი იყო. ჩოხატაურის გამგებლის ოჯახს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ელისო სიხარულიძემ "საქართველოს ბანკში" არსებული სამომხმარებლო სესხის საფასური _ 919 ლარი გადაიხადა. კუჭავაზე რამდენიმე თვით ადრე, 2018 წლის გაზაფხულზე აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მის პირველ მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს. დოკუმენტის თანახმად, იგი ფლობს 2014 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 150 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, ჯალაღანიას ქუჩაზე. ამავე პერიოდში, ჯინჭარაძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 54 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამდენივე მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, დუმბაძის #11-ში. ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე ფლობს 2014 წელს 8 500 დოლარად შეძენილ ავტომანქანას _ TOYOTA 4runner. ჯინჭარაძის საკუთრებაშია, ასევე, ავტომანქანა HONDA CIVIC, რომელიც 2017 წელს 6 000 ლარად არის ნაყიდი. დეკლარაციის შევსების დროს, თამაზ ჯინჭარაძის სახელფასო ანგარიშზე 15 ლარი და 61 თეთრი იყო. ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ოფიცრის, ირინა მამალაძის სახელფასო ანგარიშზე 31 ლარი და 55 თეთრი. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს თამაზ ჯინჭარაძემ ხელფასის სახით 23 399 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი _ 7 425 ლარი. რაც შეეხება გასავლებს _ თამაზ ჯინჭარაძემ 4 701 ლარი გადაიხადა "ლიბერთი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" დადებული სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად; სესხის თანხა _ 3 660 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლესაც. კიდევ ერთი გასავალი, რაც დეკლარაციაში თამაზ ჯინჭარაძეს უწერია, სარემონტო ხარჯებია _ მერის პირველმა მოადგილემ 2017 წელს რემონტში 6 200 ლარი დახარჯა. რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს _ მინდია ჟღერიას, მის საკუთრებაშია 24 კვ.მ. ფართის ბინა და ამდენივე არასაცხოვრებელი ფართი ბათუში, ჭავჭავაძის #33-ში, რომელიც მას ჩუქების სახით აქვს მიღებული. მინდია ჟღერიას მეუღლე _ ქეთევან მეფარიშვილი ფლობს ავტომანქანა აუდი A4-ს, რომელიც 2015 წელს 4 500 დოლარად აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროს მინდია ჟღერიას სახელფასო ანგარიშზე 3 ლარი და 44 თეთრი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია, 87 ლარი. მინდია ჟღერიამ 2017 წელს ხელფასის სახით 20 800 ლარი აიღო; დეკლარაციის თანახმად, 9188 ლარის შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლეს. მერის მოადგილემ 7 936 ლარი გადაუხადა "საქართველოს ბანკს" ორ სესხში, ხოლო მისი მეუღლის გასავალი, რომელიც, ასევე, სესხის თანხად არის მითითებული, 3 314 ლარი ... ...
  • ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდაBloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა. როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 5.17 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.93 მილიონი უნცია ოქრო და 78 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0267%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.1%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 82%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.31%-ს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული. „ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა. ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ... ...
  • შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა _ დაკავებულია 4 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული - 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის - ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა. პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით ... ...
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...