გურამ მიქაძის პერსონალური გამოფენა

gurianews.com

კულტურა

გურამ მიქაძის პერსონალური გამოფენა

2016 ოქტ 21 21:32:25

ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში  მხატვარ გურამ მიქაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გურამ მიქაძემ სამხატვრო სკოლა ბათუმში დაამთავრა, სადაც ხატვას ასწავლიდა ცნობილი მხატვარი და პედაგოგი ანატოლი შერპილოვი.  სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლა განაგრძო თბილისის ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში,  საქართველოს სახალხო მხატვრებს გივი თოიძეს  და კოტე კიკნაძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მის შემოქმედებით დაოსტატებაში. ნიჭიერმა ახალგაზრდამ სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განყოფილებაზე _ დავით კაკაბაძის კლასში. იგი სტუდენტობის პერიოდში სისტემატურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ამ პერიოდში მოეწყო, ასევე, მისი პირველი  პერსონალური გამოფენა ქალაქ ტალინში. ამჟამად გურამ მიქაძე მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში. მისი შემოქმედება ამჟამად სწორედ მშობლიური სოფლის პეიზაჟებსა და ხედებს ასახავს. მხატვარი, ძირითადად, ფანქრითა და ტუშით ხატავს.

ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში ორჯერ მოეწყო გურამ მიქაძის პერსონალური გამოფენა. მისასალმებელია, რომ ოზურგეთის ხელოვნებისმოყვარე საზოგადოება გაეცნო მხატვრის 90-მდე ნამუშევარს. დამსწრე საზოგადოებას მხატვრის შემოქმედებაზე ესაუბრა სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე, მხატვარი ვახტანგ მამეშვილი, გურიის მხატვართა კავშირის ხელმძღვანელი თამაზ დარჩია,  ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძე და სხვები. შთაბეჭდილების წიგნში კი იმ დღეს ბევრი თბილი სიტყვა დაიწერა და მხატვარს მრავალი შემოქმედებითი წარმატება უსურვეს.

1


ნახვა: 48


 ახალი ამბები
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...
  • "ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“ - დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატებს შორის "ქართული ოცნების" დეპუტატები აკაკი ზოიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ. ხმაური სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი პრინციპულად შეეწინააღმდეგება ამ საკითხს. „საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა-  „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“. აკაკი ზოიძის განცხადებით, მიზანი არის ის, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. „ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა ზოიძემ. სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევა დაშვებული ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3 ბალი ... ...
  • მარიხუანის კულტივაცია _ ,,შემოსავალს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას“იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მარიხუანის კულტივაციის შესახებ აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური შედეგები, რაც შესაძლოა, მარიხუანის წარმოებამ მოიტანოს.  აღნიშნული განცხადება წულუკიანმა საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა. ,,შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმის, თუ ყველა ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკას  შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს სახელმწიფო იმას, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რატომაც არა“, _ განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მარიხუანის კულტივირებას დაიწყებს, ქართულ ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს. ,,არ ვთვლი, რომ რაიმე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის ინიციატივის საფუძველი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას“, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის კულტივირებას ითვალისწინებს, პარლამენტში დროებით ... ...

არქივი

ზაფრანი

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...

მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი...

რა არის სიყვარული

ჯონ ლი თავის წიგნიში "The...

მეცნიერული აღმოჩენა _ მუშაობა საზიანოა!

ადამიანები, რაც უფრო მეტს მუშაობენ,...
კარმიდამო ჩემი

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...