ფიროსმანის მუზეუმს, სავარაუდოდ, "ტაო-ტბელი" აღადგენს

კულტურა

ფიროსმანის მუზეუმს, სავარაუდოდ, "ტაო-ტბელი" აღადგენს

1 აგვ. 2012, 19:39:30
დღესვე დაფიქსირდა ერთადერთი პრეტენდენტი _ ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ფირმა "ტაო-ტბელი."

"ტაო-ტბელს "ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოდან არ დაკავშირებიან. ფირმის ხელმძღვანელი რამაზ ებრალიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ უახლოეს საათებში ელოდება სააგენტოს პასუხს.

შპს"ტაო-ტბელი "2007 წელს დაარსდა და როგორც მისი მფლობელი აცხადებს, ისტორიულ ძეგლებზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვთ.

"ჩემმა ფირმამ რესტავრაცია ჩაუტარა ხობის მონასტერს, ჩვენი რეაბილიტირებულია ბოლნისის სიონი, ასევე, ჯიხეთი გურიაში, დუშეთშიც მაქვს რამდენიმე ტაძარი აღდგენილი. ასე რომ, ფიროსმანის სახლ-მუზეუმსაც ისე აღვადგენთ, რომ მის პირვანდელ სახეს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება," _ განაცხადა რამაზ ებრალიძემ "გურია ნიუსთან" საუბარში,

ებრალიძე აცხადებს, რომ პირადად იმყოფებოდა მირზაანში, დაათვალიერა მუზეუმის ავარიული შენობა და ვარაუდობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთავაზებული 34 ათასი ლარი რესტავრაციისთვის საკმარისი იქნება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისათვის 34 ათასი ლარი მას შემდეგ გამოყო, რაც მსოფლიო ბანკმა მუზეუმი დასაფინანსებელი ობიექტების სიიდან ამოიღო.

1 თვის წინ, ფიროსმანის მუზეუმის რებილიტაცია-კონსერვაციის პროექტზე დაახლოებით 4 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებდა ითვალისწინებდა არა მარტო სახლ-მუზეუმის რესტავრაციას, არამედ მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას.

ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი ნელი გობეჯიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებდა, რომ მსოფლიო ბანკისთვის წარდგენილი პროექტი შთამბეჭდავი, საინტერესო, მაგრამ ძვირდაღირებული სიამოვნება იყო: "პროექტი მზად გვქონდა, გაწერილი იყო თითოეული დეტალი, რაც ითვალისწინებდა მუზეუმის მთლიან განაშენიანებას დაახლოებით 6 ჰექტარ ფართობზე; გათვალისწინებული იყო ავტომანქანების სადგომის მოწყობა, აშენდებოდა ვიზიტორთა ცენტრი, გაკეთდებოდა ლამაზი ბილიკები, გაშენდებოდა ეთნოგრაფიული ვენახი, რომელშიც დავრგავდით ყველა ქართული ჯიშის ვაზს, მოწეული ყურძნით კი მუზეუმში არსებულ მარანში დაიწურებოდა ღვინო, რომელსაც ვიზიტორები დააგემოვნებდნენ, სამწუხაროდ, ეს პროექტი არ დაფინანსდა."

მსოფლიო ბანკის პროექტის დირექტორმა ასმათ აბესაძემ სახლმუზეუმის სარეაბილიტაციო ნუსხიდან ამოღება გაბერილი ხარჯებით ახსნა.




 ახალი ამბები
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...
  • „ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი "დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელია, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს" - აღნიშნული განცხადება  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კონვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არც ერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება „ლიდერფუდის“ ირგვლივ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სასამართლო დავაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან შეფასდეს საქმეზე გამოქვეყნებული ორგანიიზაციის კვლევის შინაარსთან მიმართებით სასამართლოს შემდგომი დასკვნების მართებულობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის ყოფილი მესაკუთრის სარჩელი (შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ირაკლი დუმბაძე აღირიცხა შპს „ლიდერი-ფუდის“ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ), ამჟამად გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო, 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა სხდომა, კვლევა გადაცემული იქნა საქმის განმხილველი პალატისთვის, ასეთი შედეგი კი, ხაზს უსმევს კვლევაში გამოთქმული შეხედულებების მართებულებას, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის განსახილველად დაშვების საფუძვლებსა და არსებითი განხილვის გადაუდებელ წინაპირობებზე საუბობდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა დასახელებული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა. ექსპერტი პასუხსს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტის სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“, „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე თეთრი ფერის გარეშე?“. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი. ორგანიზაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიხედვით, განმარტავს, რომ სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, 2019 წლის 22 მაისს, მართლაც საკამათოა, რაც გამოქვეყნებულ კვლევაში შესაბამისი არგუმენტებით დასაბუთდა კიდეც. 22 მაისს, კომპანიამ ნამდვილად ჩაიბარა მოდავე მხარის კორესპონდენცია, თუმცა არ არსებობს ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, ჩაიბარა თუ არა სარჩელი და მასზედ თანდართული მასალები. სარჩელის ჩაბარების ეპიზოდისთვის პროცესის მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილია უკვე სამი შინაარსის მქონე დოკუმენტი/დასკვნა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის ირაკლი დუმბაძეს და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის დავით ზეიკიძეს. ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ვიდეომასალა, კერძოდ შპს ,,ლიდერი-ფუდის“-ს ოფისის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები (2019 წლის 22 მაისს კურიერის ვიზიტი ოფისში), კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება. ბ) აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, დავით ზეიკიძის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის. გ) დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვითაც, სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავადაც გაეცნო 2019 წლის 22 მაისის კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმო დაწესებულებაში, თუმცა ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცასლახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ახალია, იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ორგანიზაცის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე კვლევა: „ბიზნესი და სასამართლო - „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზი“, 2020 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნეს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი, კვლევა კი მიეწოდა სასამართლო სისტემას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს-ინსტიტუციებს. ორგანიზაცია საქმეზე აგრძელებს დაკვირვების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...