მიუზიკლებსა და კონცერტებში დახარჯული მილიონები

კულტურა

მიუზიკლებსა და კონცერტებში დახარჯული მილიონები

2013 იან 21 20:23:07
რაში დაიხარჯა მილიონობით თანხა?

IDFI წლების განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების შესახებ. ორგანიზაციამ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიიღო საჯარო ინფორმაცია - იმ სოციალური და კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი და დაფინანსების ოდენობა, რომლებიც 2012 წლის განმავლობაში განახორციელა სამინისტრომ.

მიუზიკლი "ქეთო და კოტე" - 385 500 ლარი

სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2012 წლის თებერვლის თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე მსხვილი თანხები გამოიყო მიუზიკლის "ქეთო და კოტე" ორგანიზებისთვის (385 500 ლარი); ბათუმში ლუჩია და ლამერმურის ოპერის დადგმისთვის (412 800 ლარი) და ქ. ბათუმში ჯაზ-ფესტივალის ჩატარებისთვის (460 000 ევრო). საინტერესოა, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ საჩხერეში 13 იანვარს გამართულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებული ხარჯების (76 058 ლარი) ანაზღაურება მოხდა თითქმის ერთი თვის შემდგომ, 7 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2012 წლის მარტი - ნინო ანანიაშვილის და ვახტანგ კიკაბიძის კონცერტები

მარტის თვეში 310 000 ლარით დაფინანსდა ნინო ანანიაშვილის "30 წლის აღსანიშნავი" ღონისძიება და აგრეთვე 180 000 ლარით – მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის საკონცერტო ტურნე პოლონეთსა და იტალიაში.

2012 წლის მაისი - ისევ "ქეთო და კოტე"

მაისის თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (564 972 ლარი და 207 298 აშშ დოლარი) გამოიყო 26 მაისს ქუთაისში საზეიმო კონცერტის გამართვისთვის.

500 000 ლარით დაფინანსდა საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Open Air Altervision. 298 705 ლარი გამოიყო მიუზიკლის "ქეთო და კოტე" ორგანიზებისთვის, 30 575 ლარით დაფინანსებული იქნა მომღერლის მერაბ სეფაშვილის კონცერტი.

2012 წლის ივნისი _ შარლ აზნავურის კონცერტი

ივნისის თვეში, ყველაზე დიდი თანხა, 1 356 800 ლარი გამოყოფილი იქნა ქ. ახალციხეში კონცერტის ჩატარებისთვის. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა რაბათის კომპლექსის გახსნას: "16 აგვისტოს ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში, კონცერტი გამართა სომხური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა შარლ აზნავურმა, რომელიც წარმომავლობით ახალციხიდანაა. გახსნის ცერემონიას და კონცერტს დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი."

ამავე პერიოდში, 480 000 ლარით დაფინანსდა პროექტი "მე მიყვარს საქართველო", რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავდა და პატრიოტული სიმღერების ავტორებისა და მათი კომპოზიციების აღმოჩენით იყო დაკავებული.

2012 წლის ივლისი - მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები"

ივლისის თვე გამორჩეული იყო სხვადასხვა ღონისძიებებისა და მსხვილი პროექტების დაფინანსების კუთხით. თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლის "ვერის უბნის მელოდიების" დადგმისთვის გამოიყო 1 716 985 ლარი. მოცეკვავე ხოაკინ კორტესის კონცერტი ქ. ბათუმში დაჯდა 550 000 ლარი.

შედარებით "მოკრძალებული" თანხები გამოიყო ცნობილი მუსიკოსის გორან ბრეგოვიჩისა (79 223 ლარი) და ანაკლიაში ჯგუფ "33 ა"-ს (104 229 ლარი) კონცერტების ორგანიზებისთვის.

2012 წლის აგვისტო ლექს-სენის კლიპები

აგვისტოს თვეში ყველაზე მსხვილი დაფინანსება (698 399 ლარი) მიიღო პროექტმა "მეამაყება საქARTველო" (საქართველოს რეგიონებში კონცერტების გამართვა ახალგაზრდების მონაწილეობით). 208 004 ლარი გამოიყო მომღერალ ლექსო ქავთარაძის (ლექს-სენის) სამი მუსიკალური კლიპის გადაღების, ორი ახალი სიმღერის ჩაწერისა და 2012 წლის 26 აგვისტოს ქ. ბათუმში 2 საათიანი კონცერტის ჩატარებისათვის.




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...