„9 წლის ასაკიდან პოეზია გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი“


კულტურა

„9 წლის ასაკიდან პოეზია გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი“

24 ნოე. 2020, 16:48:43

მთავარანგელოზობას, ერკეთის დედათა მონასტერში  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ერკეთის მკვიდრის, პოეტ მამუკა უნგიაძის პირველი  ლექსების კრებულის პრეზენტაცია შედგა.

პირველ კრებულს „ჩემებური ოდა“ დაარქვა. მამუკა წიგნის გამოცემაზე დიდი ხანია ფიქრობს.

ფოტოები:იამზე ვაჩეიშვილი

„9 წლის ასაკიდან პოეზია გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, მაშინ დავიწყე წერა და დღემდე ვწერ.

ერკეთის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა აღარ გამიგრძელებია. ბავშვობიდან პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ვარ შშმ პირი. დაბადებიდანვე ვარ სოფელ ერკეთის მკვიდრი. ეს სოფელი არის მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილი და ისტორია. ძალიან კარგი, თბილი და კეთილშობილი ადამიანები ცხოვრობენ.

ვწერ სამშობლოზე, გურიაზე, ჩემს სოფელზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ჩოხატაურზე. ამ დროისთვის 1000 მეტი ლექსი მაქვს დაწერილი. ბავშვობიდან მინდიდა კრებულის გამოცემა, მაგრამ ეს სურვილი ახლა შემისრულდა ახლობლების და მეგობრების დახმარებით,“ - გვითხრა მამუკა უნგიაძემ.

პირველი კრებულის პრეზენტაცია ერკეთის დედათა მონასტერში შედგა.

“ვინერვიულე. პირველი კრებული საჩუქრად დავურიგე იმ ადამიანებს ვინც ესწრებოდა ერკეთის დედათა მონასტერში წიგნის პრეზენტაციას. ჩემს ცხოვრებაში ეს დღე საუკეთესო და დამამახსოვრებელი იყო. დედაოებმა და მეგობრებმა მომილოცეს, ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა.“

მამუკა უნგიაძე თავის ლექსებს სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით აცნობს საზოგადოებას. პირველი კრებულის გამოცემა მისი მამიდაშვილის ხათუნა ბენდელიანის დამსახურება იყო.

„წიგნის გამოცემის საშუალება არასდროზე მქონია. ესეც კეთილი ადამიანების დამსახურება არის. ჩემი მამიდაშვილის დიდი დამსახურებაა და ამისთვის მას მადლობას ვუხდი. არ ვიცი მომავალში, რა იქნება, მაგრამ ეს პირველი კრებული დიდი სტიმული იყო ჩემთვის, რომ ახალ გამოცემაზე ვიფიქრო, მაგრამ... რანაირად? ჯერ, ამაზე, არ მიფიქრია,“- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს მამუკა უნგიაძემ.

მამუკა დედასთან ერთად ცხოვრობს.

“ჩვენი პენსიის უმეტესი ნაწილი წამლებში იხარჯება. სოციალურ დახმარებასაც ვიღებთ. ბოლო ერთი წელია ძლიერი ტკივილები მაქვს ხერხმლის არეში, თითქმის მიჭირს სიარული. აქედან გამომდინარე, ეს ნათელი წერტილი იყო, როდესაც ჩემი წიგნი დაიბეჭდა და მოხდა წიგნის პრეზენტაცია.

ვცდილობ, რომ კიდევ დავწერო ლექსები და ეს ლექსები ჩემს მკითხველამდე მივიტანო. მომავლის და ღმერთის იმედი მაქვს. მინდა ჩემამ მკითხველმა ისეთი მიმიღოს, როგორიც ვარ. მე მიყვარს ადამიანები და სიცოცხლე,“ - თქვა ჩვენთან საუბრის დასასრულს მამუკა უნგიაძემ.

„გურია ნიუსი“ ულოცავს მამუკა უნგიაძეს ლექსების კრებულის გამოცემას და წარმატებებს უსურვებს.




 ახალი ამბები
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....