აკაკი, ალექსანდრე დიუმა და "შოფერი" ოპერაში

კულტურა

აკაკი, ალექსანდრე დიუმა და "შოფერი" ოპერაში

10 თებ. 2019, 14:27:00

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია. ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ.  ეს ის ხალხია, რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა.

სახალისო ისტორიები მათაც გააჩნიათ და ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემონახული.

დღევანდელი წერილის დასაწყისში დიდ მწერალს, აკაკი წერეთელს გავიხსენებთ. ახალი წლის წინა ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის - თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ იმედია, ვიპოვითო.

- თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ, დაიკარგოს, -- მიუგო აკაკიმ, -- ეს ძველი წელიწადი მთელი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის! ახლა ეტყობა, ჩემს ცხენზეა შემჯდარი და ისე მიდის, ნუ გამოუდგები, აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.

ხონიდან მომავალმა აკაკიმ ეტლში ერთი ადგილი დაიქირავა. მეეტლემ აკაკი რომ ჩასვა, ჩვეულებისამებრ ბაზრის ირგვლივ ეტლი რამდენჯერმე შემოატარა ძახილით: - ვის გინდათ, ვის გინდათო.

- ამდენს რომ გაიძახი, ვის გინდათ, ვის გინდათო, - უთხრა პოეტმა, - ხომ ხედავ, არავინ მყიდულობს, ისევ მე მითხარი რამდენად ვარ შეფასებული, იქნებ თავის გამოხსნა შევძლოო.

ქართულ თეატრში შექსპირის “ოტელოს” დგამდნენ. იაგოს როლს იმერელი მსახიობი სვიმონიძე ასრულებდა. აკაკი წერეთელიც თეატრში იყო და მის გვერდით მჯდომმა მაყურებელმა უთხრა:

- ვერ უყურებ, კაკი სვიმონიძე რა კარგად თამაშობს იაგოს როლსაო?

- რა ძალიან გაგკვირვებია, განა არ იცი, რომ ყველა იმერელი იაგოა ცხოვრებაშიო! –უპასუხა აკაკიმ.

 მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში დაიდგა აკაკი წერეთლის ისტორიული დრამა “პატარა კახი”. სპექტაკლს თავად ავტორიც დაესწრო და პირველ რიგში იჯდა. ცნობილი მსახიობი კოტე ყიფიანი ასახიერებდა გივი ჩოლოყაშვილის როლს. მეორე მოქმედება მისი მონოლოგით მთავრდებოდა: “ თუმცა უდროოდ დაგვისნეულდა ძველი არწივი თეიმურაზი”. მან კი დიდი რიხით წარმოთქვა: “ეგრე უდროოდ დაგვიორსულდა ეს ჩვენი მეფე თეიმურაზი”. ხალხში სიცილ-ხარხარი ატყდა. აკაკი წამოდგა და თქვა: - წავიდე აქედან, გავასწრო, თორემ ჩვენი მსახიობების ამბავი რომ ვიცი, მეც რაიმეს დამწამებენ” - და გაუდგა გზას.

მეეჭვება, რომ ქართულ სუფრაზე ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას სადღეგრძელო შეისვას, მაგრამ ამ უკანასკნელის გახსენება მაინც მსურს. ფრანგი მწერალი 1858 წლის დასასრულს საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და ახალ წელსაც ჩვენს ქვეყანაში შეხვდა. თბილისში ჩამოსული დიუმა საფრანგეთის კონსული ფინოს დახმარებით დაბინავდა მაშინდელ ერევნის მოედანზე, ივანე ზუბალაშვილის სახლში.

თბილისის საზოგადოებას მისთვის რამდენიმე სადილი გაუმართავს. “სამი მუშკეტერის” ავტორს საკმაოდ ბევრი ღვინო დაულევია. ამის დამადასტურებლად წერილობითი მოწმობაც კი მიუციათ. ივანე კერესელიძეს ( “ცისკრის” მაშინდელ რედაქტორს ) მოწმობაში შემდეგი წარწერა გაუკეთებია: “ბატონმა ალექსანდრე დიუმამ მოინახულა ჩვენი ღარიბი რედაქცია, სადაც მისთვის გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა”.

საქართველოში მოგზაურობის დროს დიუმამ მოინახულა წინანდალი, ჭავჭავაძეთა მამულები. თბილისიდან ქუთაისის გავლით ის სოფელ მარანში შეჩერდა, იქიდან სამდინარო გზით—ფოთში ჩავიდა. 1 თებერვალს კი საფრანგეთში გაემგზავრა. 

დიუმას ძალიან მოსწონებია ქართული ჩოხა, შარვალი და ქამარ-ხანჯალი. საქართველოში მოგზაურობის დროს დიუმა ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა, რითაც ის გამოხატავდა დიდ პატივისცემას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

მეოცე საუკუნეში გადმოვინაცვლოთ. ომამდე მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა გიორგი ჟურულმა შალვა დადიანის პიესა “ნაპერწკლიდან” დადგა და სპექტაკლის ოფიციალური გასინჯვაც შედგა. კოლეგებმა შალვა დადიანს გამარჯვება მიულოცეს. ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, პოლიკარპე კაკაბაძის გამანადგურებელი შეკითხვა რომ არა:

-კი მაგრამ, შალვა, როგორ დაწერე ასეთი უსუსური პიესა. როგორ მოაწერე ხელი?

 ყველა იქ მყოფ მწერლებს მიაჩერდა. უხერხულობა შეიქმნა. დოდო ანთაძემ, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისიდან, ხელი მკლავში გაუყარა შალვა დადიანს და იქაურობას გააშორა. პოლიკარპემ მათ თვალი გააყოლა და ჩაილაპარაკა:

“შალვა დადიანი ერთადერთი თავადისშვილია, რომელიც შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა საბჭოთა ხელისუფლებამ.” თქმა იყო და სიცილმაც იფეთქა.

გიზო ნიშნიანიძემ და ქართლოს კასრაძემ თავის დროზე, ოპერაში ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას მძღოლის სტუმრობის ისტორია მთელ ქალაქს მოსდეს. ბატონი კონსტანტინეს მძღოლი ოპერის “შთაბეჭდილებებს” მეტად “მახვილგონივრულად” ყვებოდა. იმ ხანად ამ ზეპირმა მოთხრობამ მთელი თბილისი მოიარა. ბოლოს თავად დიდმა მწერალმა მოისურვას მისი მოსმენა. შოფრის ამ “მონოლოგს” უცვლელი სახით შემოგთავაზებთ.

“ხაზეინი მეუბნება, ოპერაში წავიდეთ, კულტურაში უნდა წაგიყვანოო. ხაზეინჯან, რა დროს ოპერა, პრიჩომ კულტურა და ფიზკულტურა-მეთქი. მაშინა ბენზინი ჭამს, დანკრატი უნდა ვიშოვო-მეთქი. შენ ბევრი ნუ ლაპარაკობ—გამაჩუმა. ოპერა თუ გინახამსო? როგორ არა, რამდენიც გინდა. მაიცა, რა ერქვა? რაღაც ქალაქის სახელია, “მასკვა-ლეტო”, “როსტოვ-ლეტო”. აა, გამახსენდა, “რიგალეტო”. დაჟე, გალეტიც გამიგია - “ლებედინი ოზერო”, ოღონდ პლავკა არ მქონდა და ვერ წავედი-მეთქი. ვერ წახვედი და ახლა წახვალო, მითხრა.

ხაზეინი პირველი რიგის ბილეთი აუღია, ცოდო ვარ, ბატონო, ჯერ შევეჩვიო-მეთქი. გამიშო, წავედი გალიორკაზე და ვარ ჩემთვის სკუჩნად. გამოვიდა ვიღაც ტრაურნი ტიპი, გაწეწილი თმითა და გრძელი ჯოხით. ეს ვინ არის-მეთქი? –ესო დიდი ჯორიაო. ამოდენა დუხავოი ორკესტრი ზის და თვალებში უყურამს, არაფერი ეწყინოს და ჯოხი არ მთხლიშოსო. იმან ერთი პრედუპრედიტელნი მაიქნია და იმნაირი მეხი გვთხლიშა თავში, რომ ყურის ბარაბანი გასკდა.

მერე ფარდა ავიდა ლენინის ორდენში და გალეტიც დაიწყო. ტიტველა, ტიტველა ქალები. გეგონება პლაჟია. ვაა, რა ცუდი ყოფილა, როცა ბევრი ვიბორია. ერთი მამეწონება, უცებ გაიქცევა, მეორე წაიქცევა, მესამე გაფრინდება. კინაღამ გავაფრინე! უცებ გამოვარდა გეროი სავეტსკოგო საიუზა, ლაურეატ ლენინსკიხ, სტალინსკიხ, მიქოიანსკიხ პრემიი, ბუკიანი ჭაბუა, ბოდიში - ჭაბუკიანი. კუნთები, მკლავები, პრიჟოკები, კაცი-პეპელა! ქალი აიყვანა ხელში, პროწიალი უყო? ვაა, სეროჟას იმოდენა ცოლი ყამს, სახლში ტაქსით ვერ მიუყვანია, გრუზავიკს ეძახის.

ჭაბუკიანზე ამბობენ, ვსემირნი ვინმეაო, აფსუსი არ არი, ამისთანა ჯანიანი კაცი აქ იყოს? ეგ უნდა იყოს კოჭლამაზაშვილის შოფერი, ალალია. ვხედამ ვიღაცა მაღვიძებს, ჩვენი ძმა, პირველი აქტი დამთავრდაო! ვაა, ამათ აქტიც უნახამთ, მე კი ჩამძინებია. ჩავედი პადვალნი ეტაჟში, ხაზეინი ვნახე და ვთხოვე, წავალ რა, როცა მეტყვი, მოვალ-მეთქი. ძველი არხაიჩესკი ქართულით მეუბნება:

- გარნა არ მოგწონს ქალთა როკვაიო? მარნა-მეთქი, - მეც არხაიჩესკით ვუპასუხე”.




 ახალი ამბები
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენ შევისწავლით „ლიდერფუდის“ შემთხვევას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მხრიდან კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მასობრივი საინფორმაციო-საშუალებებით ცნობილი გახდა დავა, რომლიც შეეხება კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების ერთმანეთთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან დავაზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო დადანაშაულებულ იქნა სავარუდო კორუფციასა და გავლენის ჯგუფების კონტროლთან. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და პროცესის მონაწილე მხარის წარმომადგენლებს, ბატონ არჩილ კბილაშვილსა და ბატონ პაატა სალიას, 2020 წლის 29 მაისს, წერილობითი მიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზაცია შეძლებდა საკითხის სამართლებრივ შესწავლას, თუ მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლების გადმოცემა. წერილს 1 ივნისს არჩილ კბილაშვილის იურიდიული ფირმა გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა მასალების გადმოცემაზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენებას მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში კი, „ლიდერფუდთან“ მიმართებით, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას აქვს ადგილი, რაც საქმეს ხდის საჯარო ინტერესის შემთხვევად. ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში, არ განიხილავს დავის შინაარს და არ წარმოადგენს მათზე რაიმე სახის შეფასებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ორგანიზაციის მიზანია, შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოადგინოს ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხის შესწავლას დაიწყებს და შეფასებას საზოგადოებისთვის გონივრულ ვადებში წარმოადგენს. ... ...
  • ოზურგეთში ერთი მოქალაქის დაკავებას შსს პრესსამსახური ადასტურებს“გურია ნიუსმა“ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე დააკავეს _ ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში დააკავეს ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...
  • მოქალაქეებს „სითი პარკის” მიერ დაკისრებული ჯარიმები გაუნულდებათპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია „სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან. „საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს ხსენებული დავალიანება გაუნულდება“, - განაცხადა ზაზა ... ...
  • დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელიდააკავეს თუ არაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სანდო წყაროს ინფორმაციით, გ.თ-ს ჩაუტარდა ნარკოტესტი. “მეც დღეს გავიგე ეს ამბავი. ამ დილით გავიგე და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, დააკავეს თუ არა ის“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში. “გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა აღნიშნული სამსახურის უფროსთან, ილია ლეჟავასთან გასაუბრება. მას ტელეფონი გამორთული აქვს. ტელეფონი გამორთული აქვს გ.თ-ძესაც. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე ... ...
  • "პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ"ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?