ბახის 333-ე იუბილე _ კომპოზიტორის ნაწარმოებები ღია ცის ქვეშ დაუკრეს

კულტურა

ბახის 333-ე იუბილე _ კომპოზიტორის ნაწარმოებები ღია ცის ქვეშ დაუკრეს

2018 მარ 26 14:39:33

გუშინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში, ზაქარია  ფალიაშვილის ძეგლთან, იოჰან სებასტიან  ბახის 333-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

Bach in the Subways არის საერთაშორისო პროექტი, რომლის ავტორიცაა ამერიკელი ჩელისტი დეილ ჰენდერსონი.

ის ამჟამად საქართველოში იმყოფება და სწორედ მიერ მიერ ჩელოზე შესრულებული ბახის ნაწარმოებების მოსმენა შეეძლო დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში მისულ საზოგადოებას.

როგორც Bach in the Subways ორგანიზატორი, ანა ვაშაყმაძე, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კონცერტის გარდა, ფილმის გადაღებაც იგეგმება.

"წლევანდელი ბახის დაბადების დღე განსაკუთრებულია საქართველოსთვის, "Bach in the Subways" წარმომადგენლებმა მსოფლიოს სამი ქალაქი აირჩიეს - სინგაპური, თბილისი და სიეტლი, რომლებშიც ჩავიდოდა პროექტის ავტორი მონაწილეობის მისაღებად. ასევე ჩამოდის ფილმის - "Bach in the Subways" მსოფლიოს გარშემო - გადამღები ჯგუფი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ საოცარი პროექტის ეპიცენტრშია",_ამობს  ვაშაყმაძე.

მისივე თქმით, იოჰან სებასტიან  ბახის 333-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და პროფესორები, ასევე სხვადასხვა სამუსიკო სკოლების  მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება დეილ ჰენდერსონს, მან ბახის ნაწარმოებების ჩელოზე შესრულება მეტროში 2010 წელს დაიწყო.

მას მიაჩნდა,  რომ ადამიანების უმრავლესობას არ ჰქონდა მოსმენილი კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესრულებით და სწორედ ეს იყო მიზეზი კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის შესუსტების.

როგორც ის "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანია კლასიკური მუსიკა მთელი კონტინენტის მასშტაბით მიიტანოს მსმენელამდე.

"რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბახის ნაწარმოებების მეტროში დაკვრა დავიწყე ეს იყო სოლო პროექტი. ჩემი მთავარი მიზანი იყო ამ პროექტის დახმარებით კლასიკური მუსიკა ფართო მსმენელამდე მიმეტანა",_ამბობს ჰენდერსონი.

როგორც ცნობილია, საქართველო "Bach in the Subways" წელს მეოთხედ შეუერთდა.




 ახალი ამბები
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...