ბატონო გალაკტიონ!

კულტურა

ბატონო გალაკტიონ!

2018 ოქტ 27 12:06:59

დღეს მორიგი „მოგონებები“ უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი წერილის გმირები სასიქადულო ქართველი მწერლები იქნებიან, რომელთა ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის.

დღევანდელ წერილში გალაკტიონ ტაბიძესა და ნოდარ დუმბაძეს გავიხსენებთ.

თავის დროზე ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.

– რით ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით, წვერ-ულვაშით.

– ახლა ის მითხარით – მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

– ტყვია შუბლში!

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა  აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“ უნიჭო და თავხედი მწერლები ქართულ სიტყვაკაზმულ პროზასა და პოეზიას არასდროს გამოლევია. ასეთმა ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო. ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი.

მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“. საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“..., – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს:  „ბატონო გალაკტიონ“... „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა. გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი.

სიტყვას ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს მივცემ, რომელიც ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

„უნივერსიტეტთან შემხვდა გალაკტიონი, გამაჩერა და მითხრა:

– ჯანსუღ, ნიკოლაი ეჟოვი თუ გაგიგონია?

– კი, როგორ არა, გამიგონია.

– ანდრეი ვიშინსკი?

– ვიშინსკიც გამიგონია...

– ლავრენტი ბერიაც?

– დიახ, ლავრენტი ბერიაც...

– ჰო და თუ დაკვირვებიხარ, რავა სტალინის კიტელებივით ჰგვანან ერთმანეთს?

ამ მსგავსებას მე არასოდეს დავკვირვებივარ, თუმცა გალაკტიონისა კი ძალიან გამიკვირდა და ცოტა ჩამაფიქრა ნათქვამმა, სულაც იმიტომ, რომ მაშინ 1956 წელი იყო – მარტი თუ აპრილი...“

ბატონი ჯანსუღი კიდევ ერთ ისტორიას მოგვიყვება.

„ვერის ხიდის მშენებლობაა, როგორც წესი, მშენებლობის წინ „საუცებისო“ საარყეები იყო ხოლმე... არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები – მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონიძე, უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს უთხრა: აბა, ძამიკო, ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150-გრამიანი ჭიქა გაუვსო. გალაკტიონმა ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე გადმოაქცია, მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა... მე გაოცებულმა ვუთხარი, ძია გალაკტიონ, ეგრე რათ აკეთებ-მეთქი, მან კი გახარებულმა მიპასუხა, – „ძამიკო, ახლა რომ გავალ ზემელზე, არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო“, – მითხრა და წავიდა“.

ბატონ გალაკტიონს დავემშვიდობოთ და ესტაფეტა ნოდარ დუმბაძესთან გადავიდეთ. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ქართლოს კასრაძე იქნება.

– ქართლოსია, – მითხრა ნოდარ დუმბაძემ, – ვიცი, გიჭირს, შვილები გყავს სარჩენი, ჰონორარს მოგცემ, თუ გინდა, მარა აგი ლექსი არ ვარგა და ვერ დაგიბეჭდავ.

მეც გავჯიუტდი, გინდა თუ არა, დაბეჭდე-მეთქი (არადა, მართლა არ იყო ცუდი ლექსი).

– წადი, ცნობა მომიტანე, რომ ნორმალური ხარ და დაგიბეჭდავ, – მომიშორა ნოდარმა.

წავედი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შევედი ავლიპ ზურაბიშვილთან.

– ოოო... ჩანტლაძეს გაუმარჯოს! – მომესალმა პროფესორი. მეც არ ვიუარე... ცნობა მომცა, რომ ნორმალური ვარ – ქვას გახეთქავდა, ისეთი.

რედაქციაში გამოვიქეცი. ნოდარი პარტკომის კრებას ატარებდა. მაგიდაზე დავუდე ცნობა. დიდხანს კითხულობდა, ბოლოს ამომხედა და მითხრა: „წადი ახლა და ის ცნობა მომიტანე, რომ ვინც ეს ცნობა მოგცა, ისიც ნორმალურია“.

ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი, ძალიან მფარველობდა და ჰპატრონობდა ნიჭიერ სტუდენტებს და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. მას არც ნოდარ დუმბაძის ნიჭი გამორჩენია მხედველობიდან და, ერთ დღესაც, უთხრა, ხომ არ ჯობია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადახვიდეო.

– თქვენ, პატივცემულო რექტორო, იმიტომ მოგეწონათ ჩემი ლექსები, ეკონომისტის დაწერილი რომ არის, თორემ, ფილოლოგის დაწერილი რომ იყოს, ალბათ, ყურადღებასაც არ მიაქცევდითო, – ხუმრობით უპასუხა მომავალმა მწერალმა.

ერთი გულუბრყვილო ანეკდოტი იყო: მეგობარმა მეგობარს რაღაც სასაცილო ამბავი უამბო, იმას კი არც გაჰღიმებია. რატომ არ იცინი, არ მოგეწონაო? – ჰკითხა პირველმა. ეგ ისტორია შარშან მოვისმინე და მაშინ ვიცინე ძალიანო, – უპასუხა მეორემ.

დაახლოებით ასე დაემართა ნოდარ დუმბაძეს, როცა „ცისკარში“ დაბეჭდილი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, როგორც წესი, პირველად დედას მიუტანა წასაკითხად, რადგან, დედა იყო მისი ყველაზე მკაცრი და ყველაზე ობიექტური ოპონენტი. ქალბატონმა ანიკომ ისე წაიკითხა რომანი ბოლომდე, ერთხელაც არ გასცინებია.

– რატომ არ გეცინება, დედა, არ ვარგა, ხომ? – ჰკითხა გულშემოყრილმა მწერალმა.

– როგორ არ ვარგა, შვილო, ძალიან კარგია, მაგრამ, რომ წერდი, თან ყველაფერს ხმამაღლა მიყვებოდი და, მაშინ იმდენი ვიცინე, ახლა აღარ მეცინებაო, – გულწრფელად უპასუხა დედამ.

წითელი პარასკევია. ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე და ოთარ მამფორია რესტორან „თბილისში“ ქეიფობდნენ. დიდი ფულის პატრონი არც ერთი ბუმბერაზი არ იყო და შეკვეთაც შედარებით მოკრძალებული ჰქონდათ. უცებ გვერდით ჩაიარა იუმორით სავსე პიროვნებამ, მაშინდელმა რაიკომის პირველმა მდივანმა ავთო საყვარელიძემ, გადახედა მწერლების მოკრძალებულ სუფრას, მიუახლოვდა, დალოცა და ბოლოს ეუბნება:

– ბიჭებო, შეგიძლიათ, რაც თქვენ გესიამოვნებათ, ყველაფერი შეუკვეთოთ და თამამად იქეიფოთ, თქვენი სუფრა გადახდილია.

მოქეიფეები ცოტა დაიძაბნენ – არ ელოდნენ ასეთ „ჟესტს“. საყვარელიძემ შეამჩნია და გაეცინა:

– არ გატყუებთ, ბიჭებო, მართლა გადახდილია. დღეს წითელი პარასკევია, ჩვენი, კომუნისტების საზეიმო დღეა...




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...