დარისპანის გასაჭირის პრემიერა ლანჩხუთის თეატრში
ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ღია ცის ქვეშ, დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შესთავაზა თეატრის ადგილობრივ მოყვარულებს.
პრემიერა ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში, გურული ოდის ფონზე გამართა, ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
აზნაურ დარისპანის საკმაოდ რთული ყოფა-ცხოვრება დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით ლანჩხუთის სახალხო თეატრში რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ დადგა.
„ძალიან მოკლე დროში დაიდგა სპექტაკლი. სწორი გუნდი შეიკრიბა, მთელი სამსახური მუშაობდა, რათა ეს სპექტაკლი გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა. ჩემთვის ეს პირველი სპექტაკლია ლანჩხუთში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი”,- ამბობს ოთარ ქათამაძე.