ერთი ოფიციანტი და მილიონი გალაკტიონი

კულტურა

ერთი ოფიციანტი და მილიონი გალაკტიონი

2018 ივნ 9 14:01:35

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია - ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია, რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა. ამჟამინდელ ახალგაზრდობას წინა საუკუნის  თანამემამულეებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

დღევანდელი წერილით წარსულში დაგაბრუნებთ და ჩვენს სახელოვან წინაპრებს გაგახსენებთ. ეს ხალხი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გახლდნენ დაჯილდოებულები. მათი ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში დღემდე გადადის.

იმედია ქვემოთ მოყვანილი „ისტორიები“  პოლიტიკური ცხოვრებით გადაღლილებს კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებებით გადაღლილებს ერთგვარ შვებას მოგგვრით.

ერთ წვეულებაზე მყოფ კაცს, რომელსაც მარჯვნივ აკაკი წერეთელი ეჯდა, ხოლო მარცხნივ - ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბევრს ლაყბობდა, უნდოდა ეთქვა, მარჯვნივ ბულბული მიზის და მარცხნივ კაჭკაჭიო. დრო რომ იხელთა, იკითხა, ბულბულსა და კაჭკაჭს შორის რა მანძილიაო. დიდი არაფერი, შუაში ერთი ბაიყუში ზისო - უპასუხა აკაკიმ.

*****

„გვირგვინებს ნუ მოიტანთ, როცა მოვკვდები! თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, იმ გვირგვინების ფული ახლავე მომეცით", - იხვეწებოდა აკაკი წერეთელი“.

*****

ილიასთვის უკითხავთ, რატომ ხდება რომ თქვენ ყოველთვის აქებთ აკაკის, ის კი ყოველთვის გაძაგებთო? „ეტყობა, ჩვენ ორივე ვცდებით" -  უთქვამს ილიას“.

*****

„მე რომ ბავშვობიდან ხეიბარი არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ფირალი ვიქნებოდი", - ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იგი ხშირად ვინმე კერძო პირს იშვიათ ნაკეთობას გამოართმევდა და ეტყოდა: „მე ამ ნივთს სახლში წავიღებ, შევისწავლი და ხვალ დაგიბრუნებ“. მეორე დღეს კი გაზეთში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ამა და ამ ადამიანმა საქართველოს მუზეუმს ესა ეს ნივთი ნებაყოფლობით უსახსოვრა.

*****

„ივანე ჯავახიშვილის დაკრძალვაზე, საფლავთან შალვა ნუცუბიძე ნიკო კეცხოველის გვერდით აღმოჩნდა. კეცხოველს უთქვამს - რაო, შალვა, მაგის გვერდით წოლა ხომ არ გინდა შენცო? - მართალი ხარ, შენთან დგომას, ამასთან წოლა მირჩევნიაო, - უპასუხია შალვას“.

*****

„დამაცა, შე კაცო, შენისთანა მილიონია, მე კი ერთი ვარ" - უთხრა ერთმა ოფიციანტმა გალაკტიონ ტაბიძეს.

*****

„მსახიობი ჟორა შავგულიძე მუდამ იმის ცდაში იყო, სანდრო ჟორჟოლიანისთვის რამე „ისეთი" მოეწყო, რომ მერე ეხალისათ. მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, - აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გატეხილიყო. ერთხელაც როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, სანდრომ გადაწყვიტა, იგივე ოინი გაეკეთებინა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა, - ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო... ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი“.

*****

„რეზო ლაღიძესთან ერთხელ მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა კარებზე, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და მიდის უკან. ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიც ზედა სართულზე ცხოვრობდა და ჩასძახა - სად მიდიხარო? რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, - უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ - სახლში როგორ არაა, აბა ეს კაცი ტოლმაა, ვაზის ფოთლებში რომ ჩანსო?

*****

„ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე იდგნენ ფილარმონიასთან, წვიმაში! ნოდარს უნდოდა გადახურულ და მშრალ ადგილს შეფარებოდა მაგრამ გიგა არ ინძრევა ადგილიდან. რა ქნას ნოდარმა? და უთხრა - გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო? (გიგას, როგორც ცნობილია, ცალი ფეხი პროტეზის ჰქონდა, მაგრამ მეგობრები იყვნენ და მათში მოსული იყო ეგეთი ხუმრობა!).

*****

„ნოდარს უთქვავს ერთხელ: „იქ სადაც ორი გურულია სამი განსხვავებული აზრიაო".

*****

„ყველასა და ყველაფერზე წერ და რა მოხდებოდა, ჩემზეც დაგეწერა რამე", - უსაყვედურა ნოდარ დუმბაძეს მეუღლემ, ნანული გეგენავამ. „ამდენ ხანს ხატია-ში შენი თავი თუ ვერ დაინახე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე", - ამოუოხრია ნოდარ დუმბაძეს“.

*****

„მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა „ჯიხვს” ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა. ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: - ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევით, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდებათ. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო. მაშინ „ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს ეძახდნენ.

*****

ნოდარ დუმბაძე ერთხელ ესტუმრა თავის მეგობარს სახლში. მეგობრის შვილს მშობლებისთვის უთხოვია - ეზოში ჩავალო და უარი მიუღია! დაუნახავს ეს ბატონ ნოდარს, დაუძახებია მეგობრის შვილისთვის და უთქვამს: - მოდი, ბიძია ჩემთან, გაწვალებს აი ასფალტზე მოყვანილი გურული ხომ? - წაი, მე გიშობ სათამაშოდ და თუ რაიმე გითხრა მე მივხედავ მაგ საქმეს, არ დაგავიწყდეს, მამაშენზე უარესი გურული ვარ.

*****

ნიაზ დიასამიძე ტრამვაიში ავიდა. კონტროლიორი არ ასვენებს: „გაიარეთ წინ, ბილეთები აიღეთ!" ცოტა ხნის შემდეგ: „გაიარეთ წინ!“. შემდეგ ისევ: „გაიარეთ!“ "კაცო, ამდენი სიარული რომ მნდომებოდა, აქ კი არ ამოვიდოდი!" - გაბრაზდა ნიაზი.

*****

ნიაზმა შუაღამით ძმაკაცთან შეიარა და ქუჩიდან შესძახა. ხმაურზე მეგობრის დედა გამოეგება ფანჯრიდან:

- ნიაზ, რომელი საათია, სძინავს შენს ძმაკაცს უკვე რა ხანია, დილას გამოდიო.

- ბოდიში დეიდა, ძმაკაცობა „კრუგლოსუტოჩნი” მეგონა მეო, - უპასუხა ნიაზმა და განაგრძო გზა.

*****

ნიაზმა ქართლოს კასრაძეს დილის 5 საათზე დაუკაკუნა. კარი ქართლოსის დედამ გააღო: - რა გინდა ბიჭო ამ დილაუთენია რომ აბრახუნებო?

- რა და მინდოდა მეკითხა საშლელი ხომ არა გაქვთო?- უპასუხა ნიაზმა, ქართლოსის დედამ გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა „აბეზარი" სტუმარი და უთხრა: არა ნიაზ, საშლელი არა მაქვსო! კარგიო ნიაზმა და წავიდა. ნახევარ საათში ისევ ჩამოიღო კარი ბრახუნით. ისევ ადგა ის საწყალი ქალი, გააღო კარები და ხედავს ოფლით გაწუწულ ნიაზს კარებში, ყურებამდე გაღიმებულს და ხელში საშლელით: დეიდა თამარ, აგე საშლელი მოგიტანეთ, წეღან რომ მითხარით არა გვაქვსო!

*****

ერთხელ სააავადმყოფოში მწოლიარე ნიაზ დიასამიძეს მეგობრებმა მიაკითხეს და ქვემოდან დაუწყეს ძახილი. - ამოდით! - ფანჯრიდან გადასძახა ნიაზმა ძმაკაცებს. - არ გვიშვებს კარისკაცი! - ბოთლი ჩაარტყით თავში! - არა გვაქვს ბოთლი! - ბოთლი თუ არ გაქვთ აქ რას მოდიოდით! - გაბრაზდა ნიაზი.

*****

ერთხელ ნიაზ დიასამიძემ ტაქსი გააჩერა - თავისუფალი ხარ? - კი! - გაუმარჯოს თავისუფლებას! - გაუღიმა ნიაზმა.

*****

„ნიაზ დიასამიძეს წინ დაეცა თურმე ვიღაცა ქალი. ნიაზმა დახედა და უთხრა : ქალბატონო, რეშკაზე ხართ თორემ აგაყენებდითო.

*****

ნიაზ დიასამიძეს გვერდში ედგა და პატრონობდა უმშვენიერესი პარტიული ბოსი ვიქტორია სირაძე, რომელიც მუდამ აკონტროლებდა, არ დაელია. ერთხელაც, სისხამ დილით ქალბატონი ვიკა შავ „ვოლგაში" სანაპიროზე ცკ-სკენ მიემართება და ხედავს ნიაზს (დილის 6 საათია). მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და შეეკითხა, სად მიდიხარო. ნიაზი, რა თქმა უნდა პახმელიაზე გამოსასვლელად მიდიოდა, მაგრამ არ დაიბნა, საათზე დაიხედა და უპასუხა: „ქალბატონო ვიკა, სახლში რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ, ჰიმნის მოსასმენადო" (როგორც მოგეხსენებათ, ჰიმნი ზუსტად 6 საათზე ირთვებოდა).

*****

როდესაც ანზორ ერქომიშვილი პარიზიდან დაბრუნდა და გურიას, კერძოდ ოზურგეთს ეწვია, იქაურებს მოუყვა, ქართული სიმღერები ევროპელებმა მსოფლიო მონაპოვრად აღიარესო. „რავა, აქამდე არ იცოდნენ თუ?!“ - გაიკვირვეს გურულებმა.

*****

როცა ანსამბლი „ქართული ხმები" ფოლკლორულ, საეკლესიო მუსიკის ფესტივალზე იყო კუნძულ სარდინიაზე, აღმოაჩინეს, რომ მრავალხმიანი სიმღერა იქაურებსაც ჰქონიათ. ერთხელ რესტორანში ყოფნისას ნაცნობი ჟღერადობა შემოესმათ და ზაურ ბოლქვაძეს უკითხავს: „ვინცხამ ჩამოგვასწრო აქ?"

*****

გიგა ლორთქიფანიძე ყვებოდა: „ვმუშაობდით ფილმზე „წიგნი ფიცისა" რომელიც 5 სერიად უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ 3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი. ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი, ჩვენი კონსულტანტი. მოვიდა ჩემთან ბატონი ნოდარი და მეკითხება: „მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი, რა უნდა ერქვას? მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“ - არაო, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: - მაშინ იცი,მ რა ვქნათ, მოდი დავარქვათ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.




 ახალი ამბები
  • „კომპანიას ერთი სუსტი წერტილი რომ ჰქონდეს, გატყდება“_ ინტერნეტსაფრთხე და რეკომენდაციები„გამოიყენეთ DNSSEC-ი (როგორც ხელმოწერის, ისე ვალიდაციის ზონებში); გამოიყენეთ სანდო DNS სერვერები; გამოიყენეთ ორმაგი ავტორიზაცია (როგორც მომხმარებლების, ისე ქვეკონტრაქტორებისთვის); გამოიყენეთ ძლიერი პაროლები“, ეს ის რეკომენდაციებია, რასაც  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE ახალი ჰაკერული საფრთხის გამო, ინტერნეტ მომხმარებლებს აძლევს. როგორც  გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სერიოზული და ფართომასშტაბიანი თავდასხმების შესახებ, აშშ-ის მთავრობამ და უსაფრთხოების წამყვანმა კომპანიებმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების უკან ირანელი ჰაკერები დგანან, რომლებსაც ბრალი ედებათ სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო კომპანიის კუთვნილი ელფოსტის პაროლებისა და სხვა მგრძნობიარე მონაცემების მითვისებაში. როგორც Cisco Talos-ის (The Talos Security Intelligence and Research Group ) წარმომადგენელმა განაცხადა, DNSpionage კამპანიის ფარგლებში ჰაკერებმა შეძლეს ლიბანსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ელფოსტისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის მოპარვა. ამ მიზნით მათ DNS სერვერების გადამისამართება გამოიყენეს, რითაც პირადი ქსელებისა და ვებგვერდების მისამართები ჰაკერების მიერ კონტროლირებად მისამართებზე გადაიტანეს. Cisco Talos-ი იტყობინება, რომ ამ ოპერაციით ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს SSL დაშიფვრის სერტიფიკატები, რომელთა დახმარებითაც გაშიფრეს დაშიფრული ინფორმაცია და მიითვისეს დიდი რაოდენობის მგრძნობიარე (მათ შორის პირადი) მონაცემი. 2019 წლის 9 იანვარს უსაფრთხოების სერვისების მომწოდებელმა კომპანია FireEye-იმ გამოაქვეყნა ანგარიში (Global DNS Hijacking Campaign: DNS Record Manipulation at Scale), რომელიც აღნიშნული ე.წ. ჰაკერული კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტ ტექნიკურ დეტალს გვიზიარებს და კამპანიით დაზარალებულთა შესხებაც გვაწვდის ინფორმაციას. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო მოთხოვნით მიმართეს ყველა ფედერალურ სამოქალაქო სააგენტოს, რათა გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ე.წ. DNS კონტროლ-დაფის ავტორიზაციის მონაცემები. ამ მანდატის ფარგლებში, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) DNSpionage-ის კამპანიაში გამოყენებული დომენური სახელებისა და ინტერნეტმისამართების მოკლე ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამასთან, უსაფრთხოების კომპანია „CrowdStrike“-მაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კამპანიის ფარგლებში გამოყენებული პრაქტიკულად ყველა ინტერნეტმისამართია დასახელებული. DNS მონაცემები გვიჩვენებს, რომ თავდამსხმელებმა mail.gov.ae-ის (არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამთავრობო ოფისების ელფოსტების მთავარი პორტალია) DNS-ის ჩანაწერები შეცვალეს. საინტერესოა, რომ კამპანიის ფარგლებში გადამისამართებული DNS სერვერების მფლობელი ორგანიზაციების ჩამონათვალი მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროებით არ შემოიფარგლება. სიაში ასევე მოხვდნენ: nsa.gov.iq: ერაყის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი; shish.gov.al: ალბანეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური; mailmail.mfa.gov.eg: ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო; mod.gov.eg: ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრო; owa.e-albania.al: ალბანეთის ელექტრონული მთავრობის პორტალი; mail.dgca.gov.kw: ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის ბიურო; gid.gov.jo: იორდანიის გენერალური დაზვერვის დირექტორატი; adpvpn.adpolice.gov.ae: VPN მომსახურება აბუ-დაბის პოლიციისთვის; mail.asp.gov.al: ალბანეთის სახელმწიფო პოლიცია; was.gov.cy: კვიპროსის მთავრობის ელფოსტა; webmail.finance.gov.lb: ლიბანის ფინანსთა სამინისტრო; p.pel.eg.eg: ეგვიპტის ნავთობპროდუქტების სამინისტრო; mail.cyta.com.cy: სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ პროვაიდერი, კვიპროსი; mail.mea.com.lb: შუა აღმოსავლეთის ავიახაზები. როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა SSL სერტიფიკატების მიღება SSL პროვაიდერების (Comodo და/ან Let Encrypt) მეშვეობით შეძლეს. განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის დეტალები ხელმისაწვდომია cert.sh-ზე, რომელიც საშუალებას იძლევა ვნახოთ ყველა ახლად შექმნილი სერთიფიკატი. ცნობილია, რომ ჰაკერებმა ე.წ. ფიშინგ შეტევით მოიპოვეს ავტორიზაციის ინფორმაციები, შეაღწიეს PCH-ის რეგისტრატორში და EPP პროტოკოლით შეტყობინებების გაგზავნა შეძლეს. EPP ნაკლებად ცნობილი ინტერფეისია, რომელიც ემსახურება როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ DNS სისტემას. ეს პროტოკოლი ჰაკერებს საშუალებას აძლევს შეცვალონ ჩანაწერები რეგიონული რეესტრების DNS სისტემებში. იანვრის დასაწყისში კომპანია Key Systems-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი EPP ინტერფეისიც ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენეს სწორედ მათ, ვინც შეძლეს და მოიპოვეს ავტორიზაციის ინფორმაცია ფიშინგის მეშვეობით. Key Systems-ის წარმომადგენელი აქვე დასძენს, რომ ეს თავდასხმა, მისი გადმოსახედიდან, EPP თავდასხმის ადრეულ ვერსიას წარმოადგენდა. „ამ შეტევის მიზანი იყო ე.წ. რეპრეზენტატებისთვის გაგზავნილი EPP ბრძანებების მეშვეობით DNS სერვერების შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, დგება საორჭოფო საკითხი - ახლო მომავალში უნდა დარეგისტრირდეს თუ არა ნებისმიერი EPP ბრძანება", _აღნიშნავს Key Systems-ის წარმომადგენელი. ამ თავდასხმების ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი ისაა, რომ Netnod-ი და PCH-ი DNSSEC-ის (DNS Security Extensions) მმართველ კომპანიებს წარმოადგენენ. DNSSEC-ი ტექნოლოგიაა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ტიპის თავდასხმის აღკვეთას, როგორიცაა DNSpionage-ი. DNSSEC-ი ყალბი ან მანიპულირებადი DNS მონაცემების გამოყენების შესაზღუდად მოცემული დომენისთვის ყველა DNS მოთხოვნის ციფრული ხელმოწერით დადასტურებას ითხოვს. DNSSEC-ი, თუ DNS სერვერი განსაზღვრავს, რომ მოცემულ დომენზე მისამართების ჩანაწერი არ შეცვლილა ე.წ. სატრანზიტოში, ადასტურებს დომენს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გახსნას კონკრეტული ვებგვერდი. თუმცა, თუ ჩანაწერი შეცვლილია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ დომენს, DNS სერვერი არ აძლევს მომხმარებელს კონკრეტულ ვებგვერდზე შესვლის საშუალებას. იმის მიუხედავად, რომ DNSSEC-ი DNSpionage-ის წინააღმდეგ გამოყენებული ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, ინტერნეტის მხოლოდ 20%-ი იყენებს მას. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ PCH-ის ყველა ინფრასტრუქტურა DNSSEC-ს იყენებს, თუმცა PCH-ის კლიენტების 13%-ს არ ჰქონდა ეს ინსტრუმენტი სწორად დაკონფიგურირებული და შესაბამისად DNSpionage-ის წინააღმდეგაც ვერაფერს გახდნენ. მათი განცხადებით, PCH-ის ინფრასტრუქტურა DNSpionage-ის თავდასხმის მსხვერპლი 2018 წლის დეკემებრსა და 2019 წლის 2 იანვარს შორის პერიოდში გახდა. თითოეული შეტევის დროს ჰაკერები თავიანთ ფიშინგ შეტევის მექანიზმებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რთავდნენ, ხოლო შემდეგ ქსელს თავდაპირველ სახეს უბრუნებდნენ. თავდამსხმელები მეთვალყურეობის ქსელს საათში ერთხელ რთავდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე თანამედროვე სმარტფონები მოსულ ელექტრონულ წერილებს ავტომატურად იწერენ, ჰაკერებმა ელფოსტის ბევრი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მოკლე პერიოდში მოპოვება შეძლეს. „ირანელები ინტერნეტზე მომენტალური ეფექტის მოსახდენად არ იბრძვიან. ისინი ცდილობენ ინტერნეტის ინფრასტრუქტურაში შეღწევას, რათა დაუშვებელი ქმედებები განახორციელონ და სასჯელსაც თავი აარიდონ“,_ ამბობს დარგის ექსპერტი. ICANN (The Internet Corporation for Assigned Names and Numbers) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური დომენის ინდუსტრიას აკონტროლებს. ამ ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წამყვანი ოფიცერი ამბობს, რომ ყველაფერი მონაცემთა ჰიგიენის ხარისხზეა დამოკიდებული. „დიდი ორგანიზაციები ყურადღებას არ აქცევენ დომენ სერვერებს, ორმაგ ავტორიზაციასა და DNS სერვერების ინფორმაციის უსაფრთხოებას. დღეს კომპანიას თუნდაც ერთი სუსტი წერტილი რომ ჰქონდეს, იგი მაინც გატყდება და ბოროტი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული“, _დასძენს ICANN-ის ... ...
  • მაია ცქიტიშვილი: "ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას"მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. „ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით აღიარა ევროსაბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში. კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა. სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა. სტრატეგიის მომზადების ამ პროცესს კოორდინაციას სამინისტრო უწევდა. მასში ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, ... ...
  • "ოცნების" 9 დეპუტატის კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს _ საგანგებო ბრიფინგი პარტიაში"ქართული ოცნების" ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს ეხება საპარლამენტო უმრავლესობის მხარს არ დაუჭირეს _  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია. მმართველმა გუნდმა, რომელიც ყოველთვის უსმენს საკუთარ საზოგადოებას, ამ დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტშიც. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს. პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი - გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად", _ განაცხადა ირაკლი ... ...
  • ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგაბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა _ ამის შესახებ ინფორმაციას TV 25  ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, 78 წლის კაცი დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული. ხანდაზმული სამედიცინო დაწესებულების პალატიდან დღეს, დილით ისე გავიდა, რომ ამის შესახებ პერსონალს და დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. როგორც ახლობლები აცხადებენ, დაკარგულ პაციენტს ახლა ბათუმის ქუჩებში უშედეგოდ ეძებენ. ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალის პრესცენტრმა ფაქტის შესახებ მედიიდან შეიტყო და ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ მომხდარს შეისწავლიან და სათანადო რეაგირება ... ...
  • საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად კაცი დაშავდასამტრედიის სოფელი ტოლებში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 58 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...