გახსოვთ “ორერა”

კულტურა

გახსოვთ “ორერა”

2018 სექ 16 11:59:36

ანსამბლმა “ორერამ” თავის დროზე ქართული ესტრადის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ საბჭოთა კავშირში და ამისი ნათელი დადასტურება გახდა წინა საუკუნის 60-იან წლებში გადაღებული მუსიკალური ფილმი “ორერა“ სრული სვლით”.

“ორერას” ფენომენი გამოიხატებოდა დიდ სტილისტიკურ მრავალფეროვნებაში. ერთი კონცერტის განმავლობაში მსმენელს შეეძლო მოესმინა ქართული ფოლკლორი, ქალაქური სიმღერა, იტალიური, ჩიტო-გვრიტო, დვორჟაკის კლასიკურ ნაწარმოებებზე აგებული ვოკალი, სიმღერები ნათ კინგ ქოლისა და ფრენკ სინატრას რეპერტუარიდან, “მზიური ველის სერენადის” საუნდტრეკიდან, ძველი რუსული რომანსები, იმდროინდელი რუსული ჰიტები, მექსიკური “კუ-კუ-რუ-კუ-კუ პალომები” და ა.შ.

დღევანდელ წერილში სწორედ რომ “ორერას” გავიხსენებთ.

თავდაპირველად სიტყვა ბატონ ოთარ ბესელიძეს გადავცეთ, რომელსაც თავისი მოღვაწეობის რამდენიმე წელი ამ ანსამბლში აქვს გატარებული.

“ნამდვილად პირველი იყო. “ორერას” უნიკალური ჟღერადობა გააჩნდა, რასაც ჩემი აზრით, ზურიკო იაშვილის “პირველი” განაპირობებდა. “ორერა” უბადლოდ ასრულებდა ნებისმიერ მრავალხმიანობას დაწყებული ქართული ფოლკლორიდან, დამთავრებული – ამერიკული ტრადიციული ჯაზ-კვარტეტების ნიმუშებით. პროგრამაში უხვად იყო ნომრებიც, სადაც ანსამბლის წევრები წარდგებოდნენ დუეტების სახით ან სოლისტის ამპლუაში.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო გენო ნადირაშვილი თავისი შესანიშნავი ბარიტონით და ჯაზური სულით. ვიდრე ვოკალურ კარიერაზე გადაერთვებოდა, გენო სერიოზულად იყო გატაცებული კონტრაბასით და ჯაზმენებშიც საკმაო პატივისცემით სარგებლობდა.

დიდი მოწონებით იღებდა მაყურებელი თემო დავითაიას სოლო ნომრებს, ხოლო მისი სილაღე და არტისტიზმი ჩვენს კონცერტებს დაუვიწყარს ხდიდა.

რობერტ ბარძიმაშვილთან უშუალო თანამშრომლობა არ მომიწია, მაგრამ არავისთვის იქნება აღმოჩენა, რომ “ორერა”, როგორც იმ დროის ცნობილი მუსიკალური ბრენდი, რობერტის პროდიუსერულ-მენეჯერული ნიჭისა და მოღვაწეობის შედეგი იყო.

ერთი პერიოდი ტელევიზიაშიც ვმუშაობდი და ერთხელ თავად შევესწარი “ორერას” ერთ-ერთი კომპოზიციის ჩაწერის პროცესს. არ დაიჯერებთ – ერთი და იგივე სიმღერა რვაჯერ ჩაწერეს და ბარძიმაშვილი მხოლოდ ბოლო დუბლის შემდეგ დარჩა კმაყოფილი.

ვახტანგ კიკაბიძეს ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ იმ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით, რომ პოპულარული მომღერალი ბრძანდებოდა.

კიდევ ერთი პერსონაჟი, განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე. ნანი რომ ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელია, ეს არავის უკვირს, რადგან ეს მათ ოჯახში გენეტიკური მოვლენაა.

ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი გახლდათ, უმაღლესი დონის არანჟირების ოსტატი. შინაურობაში “წიმას” ვეძახდით. მოსკოვში ერთ-ერთი გასტროლის დროს “ორერას” შესთავაზეს გლენ მილერის ნაწარმოებებიდან შემდგარი პოპურის ჩაწერა დიდი ორკესტრის თანხმლებით. პარტიტურა არ არსებობდა. დაჯდა ეს ჩვენი “წიმა” სასტუმროს ნომერში, დაიდგა კათხით ყავა, ერთი კოლოფი სიგარეტი და ღამის განმავლობაში ზეპირად, ანუ ინსტრუმენტის გარეშე დაწერა რვა წუთიანი პარტიტურა დიდი ორკესტრისთვის. ასეთი რამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია”.

“ორერას”ხშირად უწევდა საგასტროლო ტურნეებში მოგზაურობა. რასაკვირველია მის წევრებს არაერთი კურიოზი აქვთ გასახსენებელი და წერილის მეორე ნაწილი ამ ისტორიებს მიეძღვნება.

თემურ დავითაია იხსენებდა:

“აფრიკაში ვართ. აკლიმატიზაციას გავდივართ. ჩამოგვარიგეს ორ-ორკაციან ოთახებში. მე და ცხონებული ზურა იაშვილი ერთ ნომერში მოვხვდით. ნომერი კი მოგვეწონა, ოღონდ ერთმა გარემოებამ გაგვაოცა – ლოგინზე ზემოდან მარლა გადაეჭიმათ.

კავკასიელებს შეზღუდვები არ გვიყვარს და გადავგლიჯეთ ეს მარლები. გავაღეთ ფანჯრები, დავწექით და დაღლილებმა მივიძინეთ. არ ვიცი, რამდენ ხანს გვეძინა.

გამომეღვიძა. ვხედავ ვიღაც სახეგაღაჟღაჟებული, ჩაპუტკუნებული კაცი წევს ზურას ლოგინზე და დაუხუჭია თვალები სოსოიას რუსივით. თავი დავიმშვიდე, ალბათ ზურა ადმინისტრატორმა გაიყვანა და ვიღაცა შემოიყვანა მის მაგივრად-მეთქი. ავდექი.

ფეხის ხმაზე ამ კაცსაც არ გაეღვიძა? – შემომხედა და სასწრაფოდ წამოჯდა ლოგინზე.

- ვაიმე, ვინ ხარ შენ? – მეკითხება სუფთა ქართულით.

- ნუ გეშინია, მეც ქართველი ვარ-მეთქი – დავამშვიდე აბდუშაჰილივით.

- რა გიგავს, კაცო, შენ ქართველს? მაგ სისქე და მაგ სიფათ-სახის პატრონი ქართველი რაა, სიზმარშიც არ მინახავსო, - მიყურებს შეშფოთებული თვალებით.

- კი ბატონო, ნამდვილად ქართველი ვარ, თან – თბილისელი.

- მეც თბილისელი ვარ, - მეუბნება სხვათა შორის.

- სად მუშაობ, თუ საიდუმლო არაა? – ვხიე მორიგი კითხვა.

- “ორერაში”, ჩემო ბატონო, “ორერაში”, ხომ გაგიგონია “ორერა”?

- მეორე “ორერა” ჩამოაყალიბეთ თქვე აფერისტებო სადმე? ერთში მე ვმღერი და იქ შენ არსად დამინახიხარ-მეთქი, - გამოვედი მოთმინებიდან.

- ძმაოო! – იბღავლა იმ კაცმა და გადამეხვია აცრემლებული. ზურა ვარ, ბიჭო, იაშვილი, ზურა!

- ძმაო, ზურა! – ვიბღავლე და გადავეხვიე, ვტირივართ სიხარულით და ვეხვევით ერთმანეთს ხვიჩა და გოჩასავით.

არადა, შეცდომა თურმე მაშინ დავუშვით, როცა ის წყალწასაღები ფარდები გადავაცალეთ ლოგინებს. ისე დავუკბენივართ იქაურ კოღოებს, რომ ძლივს ვიცანით ერთმანეთი”.

დღევანდელ წერილს კი ბატონი გენო ნადირაშვილის ერთი სახალისო მოგონება დაასრულებს.

“მოსკოვში ვართ გასტროლებზე. “როსიაში” დავბანაკდით. ახალგაზრდები გახლდით. სისხლი გვიდუღს. კავკასიელი ბიჭები რომ რუს გოგოებს მაგრად ვუგებთ, ყველასათვის ნათელია. არადა, სასტუმროში უცხო გოგოს ვინ შეგაყვანინებს?

გავიცანით მე და თემო დავითაიამ ორი რუსი გოგო. არ გინდა სასტუმროში შეიყვანო?! ჩვენი ნანი ბრეგვაძე უნდა “შეგვეკერა”, ცოტა გულუბრყვილო იყო და გეგმაც შევიმუშავეთ.

საღამოს, როდესაც ამ “დუშკების” შემოყვანას ვაპირებდით, წინასწარ შევედით ნანის ოთახში, მაცივრის ჩასართავი მოვშალეთ და გამოვიპარეთ უკან. ცოტა ხანში ნანი გვეძახის:

- ჩემო მაცივარი არ მუშაობს.

- ვიცით, ვიცით, - წამოსცდა თემოს და ენაზე იკბინა.

- მოიცა, საიდან იცი? – დაეჭვდა ნანი.

- ახლა არ გვითხარი? – გამოვასწორე შეცდომა, - მაგას შვეიცარი გააკეთებს. ა, 3 მანეთი და მიეცი-მეთქი, - “ვაჩუქეთ” ქრთამი.

- ჩვენს სოლისტს მაცივარი გაუფუჭდა, ადი, გაუკეთე, მაღარიჩი იქნება-მეთქი, - “შევაბით” შვეიცარი. ვერაფერს მიხვდა, წამოეგო ანკესზე.

დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო, ნანი – მაცივართან, შვეიცარი – ნანის ნომერში, ის გოგოები – ჩვენს ნომერში. კაცს ჭკუა და მოხერხება გჭირდება, თუ არა, “როსიაში” 3 მანეთად ისეთ რამეებს გააკეთებ, თვითონაც გაოცებული დარჩები.

ასეთ “შტუკებს” ნანი გვიან ხვდებოდა და გვარიანადაც გამოგვლანძღავდა ხოლმე, მაგრამ ამდენი ძმები ერთი დის გალანძღვას ვაჟკაცურად ვუძლებდით.”




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...