გასეირნება ნიუ იორკში

კულტურა

გასეირნება ნიუ იორკში

2018 მაი 21 19:24:30

 “ნიუ იორკი მახინჯი და ჭუჭყიანი ქალაქია. მისი კლიმატი ნამდვილი სკანდალია, მისი პოლიტიკა ბავშვებსაც კი აშინებს, მისი საცობები სიგიჟეა, ხოლო მისი კონკურენცია მომაკვდავინებილი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ - ნიუ იორკში ერთხელ მაინც თუ გიცხოვრია ის შენი სახლი ხდება და მას სხვა არც ერთი ადგილი არ ჯობნის” _ ჯონ სტაინბეკი.

 როცა 70-იანი წლების ბოლოს ჩვენში ვიდეომაგნიტოფონი გამოჩნდა, მაშინ პირველად ვიხილე უოლთერ ჰილის “მეომრები” (1978), რომელიც დაფუძნებულია ბერძენი მეცნიერის, მწერლისა და მეომრის ქსენოფონტეს ნაშრომზე “ანაბაზისი”. ქსენოფონტემ და მისმა 10 ათასმა თანამემამულემ, როგორც სპარსელი უფლისწულის კიროსის მოქირავნეებმა, ძველი წელთაღრიცხვის 401 წელს ილაშქრეს სპარსეთის მეფის არტაქსერქსე მეორეს წინააღმდეგ. ბერძნებმა ბრძოლა წააგეს და მტრულ გარემოში აღმიჩნდნენ. ისინი ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ბერძნული ახალშენებისაკენ გაემართნენ. სამშვიდობოზე გასვლა მათ უცხო ტერიტორიების გავლით, იქაურ მცხოვრებლებთან მუდმივ ბრძოლებსა და შეტაკებების ფონზე უხდებოდათ.

უოლთერ ჰილის ფილმში მოქმედება თანამდეროვე ნიუ იორკშია გადატანილი და საბრძოლო ველად ქალაქია ქცეული. ნიუ იორკული ბანდების შეკრებაზე ბოსის მკვლელობას კონი აილენდურ დაჯგუფებას “მეომრებს” დააბრალებენ. იწყება მათზე ნადირობა. “მეომრები” ბრონქსიდან ჩხუბითა და ცემა-ტყეპით იკვლევენ ფათერაკებით სავსე გზას. ფილმში ღამის ნიუ იორკი წარმოგვიდგება როგორც ერთი დიდი, ჩახვეული და საშიში ლაბირინთი. მე როგორც მიყვებოდნენ,  სულ რაღაც 20-30 წლის წინათ ახლა გაწკრიალებული, მშვიდი და სამაგალითო იუნიონ სქვერი სავსე იყო სექს შოპებით და მეძავებით, იქვე ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით და ღამით იქ გავლა ხშირად სიცოცხლისათვის იყო საშიში. არაფერს ვამბობ იმდროინდელ ცენტრალურ პარკზე.

ნიუ იორკის კიდევ უფრო ნეგატიური და დამთრგუნველი პორტრეტი შემოგვთავაზა ორი ათეული წლის შემდეგ მარტინ სკორსეზემ ისტორიულ სურათში “ნიუ იორკის ბანდები” (2002), რომელიც საკმაოდ ზუსტად ასახავს XIX საუკუნის ქალაქის სასტიკ რეალობას. ნიუ იორკის არცთუ სახარბიელო სახე დაგვიხატა ასევე სერჯიო ლეონემ ქართული აუდიტორიისათვის საყვარელ ეპიკურ ტილოში “ერთხელ ამერიკაში”, სადაც მოთხრობილია XX საუკუნის 30_იანი წლების ებრაული წარმოშობის ამერიკელ განგსტერთა შესახებ. თუმცა, როგორც კინომცოდნე დეივიდ ტომპსონი წერდა, ფილმის კინოგმირები უფრო იტალიელებს წააგავდნენ, ვიდრე ებრაელებს. აღსანიშნავია, რომ ლეონეს იქამდე ჰქონდა შანსი გადაეღო განგსტერული ფილმი _ პირველად სწორედ მას შესთავაზეს “ნათლიის” გადაღება, მაგრამ რეჟისორმა რატომღაც უარი განაცხადა. უცხოელთაგან ასევე ლუკ ბესონმა შეძლო მშვენივრად გადმოეცა ნიუ იორკული სული თრილერში “პროფესიონალი” (1994).

“მეომრების” ნახვის შემდეგ მქონდა ოცნება საკუთარი თვალით მენახა ნიუ იორკი, ისევე როგორც JFK-ს აეროპორტში გაჭედილ ვიკტორ ნავორსკის ფილმიდან “ტერმინალი” (2004), რაც რამდენიმე წლის შემდეგ ამისრულდა კიდევაც.

ნიუ იორკი მაგნიტივით იზიდავდა და იზიდავს კინოს მესვეურთ. ხშირად ფილმებში მთავარი გმირი თვით ქალაქია და ის განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე ისეთ უსუსურ ნამუშევრებშიც კი, როგორიცაა “მოახლე მანჰეტენიდან” (2002), რომ არაფერი ვთქვათ არნოლდ შვარცენეგერის სადებიუტო ფილმზე “ჰერკულესი ნიუ იორკში” (1969). ქალაქის კინოისტორიას თუ გადავხედავთ პირველი დოკუმენტური კადრები ნიუ იორკში , 1896 წელს იყო გადაღებული მას “Herald Square” ერქვა. ხოლო დადგმულ ფილმებში პირველობას იჩემებს ხუთი წლის შემდეგ ედისონის მიერ გადაღებული “რა მოხდა 23-ე ქუჩაზე, ნიუ იორკში”. კამერა აფიქსირებს ჩვეულებრივ ნიუ იორკელებს, ამ დროს გამოივლის წყვილი და მიწის ქვეშ გამავალი მეტროსაგან მობერილი ჰაერი ქალს კაბის კალთებს აუწევს. ეს წუთნახევრიანი კლიპი იმითაც არის საინტერესო, რომ 54 წლის შემდეგ იგივე სიტუაცია, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესად, გაიმეორეს მერილინ მონროსთან მიმართებაში.

აქედან მოყოლებული ნიუ იორკი ამერიკული კინოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს გადასაღებ მოედნად იქცა. მსოფლიოს ამ დედაქალაქში, როგორც ნიუ იორკს ეძახიან, დადგმული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადრინდელი ფილმია “ჯაზის მომღერალი” (1927), რომელიც აგრეთვე პირველ ხმოვან ფილმად ითვლება. თუმცა სინამდვილეში იქ მხოლოდ სიმღერებია გახმოვანებული. ცნობისათვის, ერთ-ერთმა პირველმა ხმა გამოიყენა დეივიდ უორკ გრიფიტმა 1921 წელს, ასევე ნიუ იორკში გადაღებულ “ოცნების ქუჩაში”. 

XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ნიუ იორკის მაშინდელმა მერმა ჯონ ლინდსეიმ (მან 1966 წელს მერიაში დააფუძნა ფილმის, თეატრისა და რადიომაუწყებლობის ოფისი) შეაგულიანა ჰოლივუდის მესვეურნი, რათა ბევრად მეტი ფილმი გადაეღოთ ნიუ იორკში (ეს კი, თავისთავად, ქალაქის ხაზინისთვის დიდი მოგებას ნიშნავდა). მართლაც, ქალაქისკენ დაიძრნენ კინემატოგრაფისტები და აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში იქ ბევრი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შეიქმნა. ნიუ იორკის მერიის მონაცემებით, ამერიკელი პროფესიონალი მსახიობების მესამედი ცხოვრობს და მოღვაწეობს Big Apple- ში, როგორც ნიუ იორკს უწოდებენ. ყოველწლიურად 100 ათასი ნიუ იორკელია დასაქმებული კინოინდუსტრიაში და ქალაქის ხაზინაში 5 მილიარდი დოლარის მოგება შედის.როცა ნიუ იორკის ქუჩებში დადიხარ, თავი ფილმში წარმოგიდგენია, იმდენად რეალურად და ნაღდად აქვთ ასახული და დანახული ამერიკელ კინემატოგრაფისტებს ეს განუმეორებელი, კოსმოპოლიტური, ინტერნაციონალური, საინტერესო, ჩამთრევი, სწრაფი და ეკლექტური ქალაქი. “ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ სინათლეს, ჰორიზონტს, ადამიანებს ქუჩაში, რომლებიც აქეთ-იქეთ დარბიან საქმის, სიყვარულის და მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადის ორცხობილას საძებნელად და მათ შემხედვარეს გული ცეკვავს!” – წერდა რეჟისორი ნორა ეფრონი.

თავგადადებულ სინეფილთ ნიუ იორკის გაგონებისას თვალწინ წარმოუდგებათ ემპაირ სტეიტ ბილდინგზე შემოსკუპებული კინგ კონგი (1933); ლექსინგტონ ავენიუზე 51-ე და 52-ე ქუჩებს შორის მდგარი მერილინ მონრო, რომლის თეთრი კაბის კალთებს მიწის ქვეშ გრუხუნით გამავალი მეტროსაგან მობერილი ჰაერი აფრიალებს (ამ სცენის გადასაღებად უამრავი დუბლი და ფირი დაიხარჯა, რაშიც ბრალი პირველ რიგში იქ შეკრებილ ბრბოს და სექს სიმბოლოს მეუღლეს ჯო დი მაჯიოს ედება, რომელიც ყოველ ფრიალზე აღშფოთებას გამოხატავდა, ბრბოს საწინააღმდეგოდ, რომელიც აღფრთოვანებული ყვირილთა და სტვენით გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდა მუშაობაში. ამან წყობიდან გამოიყვანა რეჟისორი ბილი უაილდერი და საბოლოოდ სცენა გადაიღეს XX Century Fox -ის სტუდიაში (“Seven Years Itch”, 1955); მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩაზე მდებარე Tiffany -ს მაღაზიის ვიტრინასთან მდგარი Givenchy -ს კაბაში გამოწყობილი ოდრი ჰეფბერნი (“საუზმე ტიფანისთან”, 1961); დონ კორლეონეზე (მარლონ ბრანდო) თავდასხმის სცენა პატარა 128 Mott Street -ზე (“ნათლია”, 1972); მეგ რაიანის ყალბი ორგაზმის დემონდტრირება ბილი ქრისტალის წინაშე კაფე Katz’s Delicatessen -ში 205 East Houston Street-ზე (“როცა ჰარი შეხვდა სალის”, 1989); ფინალური შეტაკება უცხოპლანეტელ ხოჭოსა და ტომი ლი ჯონსსა და უილ სმიტს შორის 1964 წლის მსოფლიო გამოფენის პავილიონში ქუინსში (“კაცები შავებში”, 1997) და მრავალი, მრავალი სხვა.

ნიუ იორკში ყოფნისას ხშირად მიხდება მეორე და მესამე ავენიუ და Eასტ მე-60 ქუჩაზე, გავლა, რადგან იქვე ახლოს ჩემი უმცროსი შვილი ცხოვრობს (ამ რაიონში, ისევე როგორც მთელ მანჰეტენსა და ბრუკლინში, გადაღებულია ნაღდი ნიუ იორკელების ვუდი ალენისა და ნორა ეფრონის ბრწყინვალე სატირული და რომანტიკული ფილმები). იქ, ერთ კაფესთან, მე-60 ქუჩის 225 ნომერში ყოველთვის ხალხმრავლობა. შიგნით მოსახვედრად გრძელ რიგში მოგიწევთ ცდა. ეს განთქმული კაფე Serendipity -ია, სადაც ამავე სახელწოდების ფილმში ჯონ ქიუზეკმა და ქეით ბექინსეილმა შეუკვეთეს პოპულარული “გაყინული ცხელი შოკოლადი”. მიუხედავად იმისა, რომ კაფეს მაკეტი პავილიონში ააგეს და ბევრი სცენა იქ გადაიღეს, ლომის წილი მაინც კაფეში დაიდგა. იმ მაგიდას, სადაც მსახიობები უსხდნენ, ახლა “ვარსკვლავური მაგიდა” ჰქვია და ყველას სწორედ იქ სურს მიირთვას ცნობილი “შოკოლადი”.

კაფედან დასავლეთისაკენ თუ დაეშვებით (West Side -ზე ყოფნისას უნებურად “უესთ საიდური ისტორია” /1961/ მახსენდება ხოლმე –ბევრს ახსოვს ალბათ იქ აჟღერებული სიმღერა “America”) 59-ე ქუჩასა და მესამე ავენიუზე გადაგეღობებათ განთქმული მაღაზია Bloomingdale’s,, სადაც იმავე Serendipity -ის ეპიზოდია გადაღებული. მაგრამ ჩემთვის ეს ადგილი ასოცირდება ფილმთან “მოსკოვი ჰუდზონზე” (1984), სადაც საბჭოთა ცირკის მუსიკოსი (რობინ უილიამსი) ამერიკაში დარჩენას სწორედ ამ უნივერმაღში გადაწყვეტს. მშვენივრად არის დადგმული სცენა, როცა უილიამსს დასაჭერად დასდევს “კაგებეშნიკი” საველი კრამაროვი და შემდეგ კი მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს უკან დაბრუნებას.

გაგრძელება იქნება...




 ახალი ამბები
  • “ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული ინდივიდია“ - ინტერვიუ “მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტთანლალო ქართველიშვილს ეს სახელი ბებიას საპატივცემულოდ დაარქვეს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ბებიასთან თავს ყველაზე დაცულად და თბილად გრძნობს. ლალო “მთავარი არხის“ მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის“ 2019 წლის მონაწილე იყო. როდესაც, მის შესახებ ვიდეო მოამზადეს ის ოზურგეთში ცხოვრობდა. ახლა კი სტუდენტია,  უმაღლეს განათლებას თბილისში იღებს. “ვინ ელოდება გურიიდან ყველაზე მეტად თქვენს შედეგს?“ - ამ კითხვით მას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ნიჟარაძემ მიმართა. პასუხი უცნაური აღმოჩნდა ჟიურის წევრებისთვის: “მარტოდ ვცხოვრობ... კატასთან და ძაღლთან ერთად,“ - თქვა  ლალომ. დედა და მამა საბერძნეთში წავიდნენ. სახლში ბებია და შვილიშვილი დარჩა. "ფინანსურად არც ისე კარგად ვიყავით და ისიც წავიდა საზღვაგარეთ სამუშაოდ. ბებიაჩემი არის ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი ადამიანი და მინდა ვუთხრა მას, ყველა იმედს გავუმართლებ,“_ თქვა პრომო ვიდეოში 18 წლის მომღერალმა. “მხოლოდ ქართულის“ შესარჩევ ტურში მან ვაჟა აზარაშვილის “გზები“ შეასრულა. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს ლალო ქართველიშვილთან. _ ლალო, როდის დაიწყე სიმღერა? _ ბებოს თქმით, სამი წლიდან ვმღერი. _ ეს პირველი მცდელობა იყო კუნკურსში მონაწილეობის? _ არა...რამდენჯერმე ვიყავი “იქს-ფაქტორში“ და “ნიჭიერში“, თუმცა, უშედეგოდ. _ თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? _ალბათ, ისევ მე და ჩემი ნაკლებად აქტიურობა. _ კიდევ აპირებ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას? ან რამე შემოთავაზება ხომ არ იყო თქვენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა ვაპირებ! ზედმეტად მიზანდასახული ვარ იმისთვის, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ გავჩერდე. რაც შეეხება შემოთავაზებას,  არა, არ ყოფილა. _ რამდენად სამართლიანად მოიქცა ჟიური, რომ ათეულში ვერ მოხვდი? _ ჟიური სამართლიანად მოიქცა.  ჩემი ფსიქოლოგიური მომენტების გამო, არც კი წავსულვარ ათეულის შერჩევაზე. _ ლალო, მოგვიყევი თქვენს შესახებ, რომ უფრო გაგიცნოთ საზოგადოებამ. _ ოზურგეთის ერთ პატარა უბანში ,,ზვანში''ვცხოვრობდი.  დავამთავრე #3 საჯარო სკოლა. ძირითადად დაკავებული ვიყავი სიმღერით და ზოგადად მუსიკით, როგორც ახლა. _ლალო, რამდენი წელი ცხოვრობდი მარტო და როგორი იყო შენი ყოველდიურობა? არ, არის მარტო ცხოვრება სიძნელებთან დაკავშირებული? _ ვსწავლობ სეუში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. წელიწადნახევარი ვცხოვრობდი მარტო. რა თქმა უნდა რთულია, თუმც,  ჩემთვის ნაკლებად, ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას მიმაჩვია ბებომ. _ ბებია და შვილიშვილის ურთიერთობაზე რას გვეტყოდით? _ ვფიქრობ, ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული იდივიდია. ჩვენი ურთიერთობა,სიყვარული ყველაზე დიდი და ღრმაა. ჩვენ თითქოს ერთმანეთს ვავსებთ. შეუძლებელია, ამ ყველაფრის ენით ან სხვა საშუალებით აღწერა. _ როგორ მოხდა თქვენი დროებით დაშორება? _ ჩემმა აბიტურიენტობამ განაპირობა ბებოს საზღვარგარეთ წასვლა... _ როგორც ვიდეოში ამბობთ ძაღლთან და კატასთან მოგიწია ცხოვრება? _ მათთან ერთად ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. _ ახლა, ვისთან დატოვე შენი საყვარელი ძაღლი და კატა? _ ჩემი ძაღლი ჩემს ბიძაშვილ ნინის დავუტოვე. ბინაში, რომ არ შემეზღუდა, რაც შეეხება ზოის აქ მყავს ჩემთან, თავის 3 კნუტთან ერთად. _ ლალო, რას გეგმავ  მომავალში? _ ვგეგმავ სწავლის თეატრალურში გაგრძელებას. სხვაგან ვერ წარმომიდგენია თავი. მინდა ვიყო შემდგარი მუსკომედიის მსახიობი. ჰოლივუდიც კი შედის ჩემს დიდ ოცნებებში რაც არ უნდა ამბიციური ნათქვამი იყოს. ვფიქრობ, მთავარი მიზანდასახულობაა. ვინატრებდი იმას, რომ ბებო სამუდამოდ ჩემთან იყოს. _ ჟურნალისტობაზე არ ოცნებობ? _ არა,  მომწონს ეს პროფესია, მაგრამ ჩემი არაა. შემთხვევით მოვხვდი სეუში. თეატრალურის ტურზე, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა მაშინ თბილისში. _ ლალო, როგორია სტუდენტების ცხოვრება? _ სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. _ და ბოლოს, დედ-მამასთან გაქვს კონტაქტი? _ კი, როგორ არა და ძალიან მწყინს ცუდ რაღაცებს რომ წერენ მათზე...კი ყოველთვის მაკლდა ერთიც და მეორეც, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ ისინი ცუდები არიან. _ და ვინ გწერთ ან გეუბნება ამას? _ იმ, ხალხის, რაღაც ნაწილი, რომელმაც ჩემი გამოსვლა ნახა. _შენ, რას ფიქრობ მათ ასეთ რეაქციაზე? _ ნუ დიდად არ მიკვირს. ქართველებს სხვისი კრიტიკა ყველაზე კარგად გამოგვდის სამწუხაროდ, რასაც სათავეში გაუნათლებლობა უდგას. _ ლალო, შეგეხმიანეს მშობლები შენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან. “გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ლალო ... ...
  • ჩხუბი პარლამენტთან-პოლიციამ 2 პირი დააკავაგვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. როგორც პარლამენტის წინ, კარვებში მყოფი ადამიანები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ. პოლიციამ აღნიშნული ორი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) ... ...
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...

არქივი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...