„გაზაფხულდა“ - ანსამბლი „რეხეული“ მაყურებელთან ანგარიშით წარდგა

კულტურა

„გაზაფხულდა“ - ანსამბლი „რეხეული“ მაყურებელთან ანგარიშით წარდგა

2 მარ. 2020, 16:35:00

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში,  ქალთა  ანსამბლ „რეხეული"-ს  საანგარიშო კონცერტი შედგა, რომელიც სიმბოლური ჟესტით,   ( სიმღერით  „გაზაფხული“ )  დაიწყო.

„რეხეული" 2008 წელს შეიქმნა, როგორც მგალობელ - მომღერალ გოგონათა ანსამბლი,  თუმცა ფოლკლორის და საგალობლების გარდა, როგორც კონფერანსიემ აღნიშნა, საანგარიშო კონცერტისთვის ასევე აკადემიური  ჟანრი შეირჩა და ახლა მაყურებლის წინაშე  წარდგა, როგორც ქალთა კამერული ანსამბლი.

ანსამბლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, როგორც კონცერტის დასაწყისში თქვეს, დღეს „რეხეულს “ წარმოადგენენ ძალზე  ნიჭიერი და კვალიფიციური მომღერლები: მზია კოიძე, თამუნა ანდღულაძე,  ხათუნა  სალუქვაძე, ნათია რამიშვილი, მარიამ გორდელაძე, მარიკა სურგულაძე, მაია   თოთიბაძე,  სალომე კვირკველია, ნუნუჩი  თოიძე, ლედი კეჭაყმაძე, ნანა  სალუქვაძე,  ქეთი ჩხარტიშვილი, მარიამ ჯინჭარაძე, მარიამ ს შაქარიშვილი, თიკო და თეონა   ბაკურაძეები, ფოტინე   გორდელაძე _ ეს შემადგნლობა, თავისი ხელოვნებით, მუსიკალურობითა და მაღალი   საშემსრულებლო  კლასით, დიდი ხანია, გამორჩეული სიყვარულით   არსებობს მსმენელთა გულებში.

ანსამბლი "რეხეული" კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს 2019 წლიდან შეუერთდა. ანსამბლის ხელმძღვანელია   ფოტინე გორდელაძე.  თავდაპირველად   ანსამბლი მხოლოდ საღმრთო  ლიტურღიაში მონაწილეობდა, ლიხაურის ღვთისმშობლის შობის და აჭის წმ.გიორგის ტაძარში.  დრო და დრო ანსამბლი მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

საანგარიშო კონცერტზე ანსამბლმა  მაყურებელს  წარუდგინა  მრავალფეროვანი  რეპერტუარი - კერძოდ, მათ   შეასრულეს გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“, გიორგი სალუქვაძის მომნუსხავი  „ნანა“,  ასევე აფრიკული  ფოლკლორის რამდენიმე ნიმუში და სიმღერები ინგლისური რეპერტუარიდან.

მაყურებელი  აღფრთოვანებული  დარჩა.

ანსამბლ „რეხეულის“ კონცერტი,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების და ა(ა)იპ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  კულტურის  და  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით  შედგა.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...