,,ღუნიბის პოლკის აღლუმი“

კულტურა

,,ღუნიბის პოლკის აღლუმი“

2017 დეკ 28 18:18:23

ღუნიბის აღებისა და შამილის დატყვევების 50 წლისთავი რუსეთის მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. ბაქოში დიდი აღლუმი გაიმართა, რომელიც ქართული კინოდოკუმენტალისტიკის მამამთავარმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე გადაიღო. სიუჟეტს დაერქვა ,,ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით 1909 წლის 24 აპრილს”.

"გადაღებისას დატრიალდა ტრაგედია: კაზაკების თავში მიმავალ იასაულის ცხენს ფეხი გაუსხლტა და წაიქცა, უკან მომავალმა მხედრებმა ცხენები ვერ შეაკავეს და იასაული გადათელეს. ,,მე ისე დამაბნია და გამაოცა ამ აღრევამ, წამოვავლე აპარატს ხელი და განზე მივდექი,” - წერდა ვასილ ამაშუკელი ერთ წერილში. მასთან მივიდა თავად სიმონ ესაძე და უთხრა: ,,თვალს გადევნებდი, ეს მომენტი არ უნდა გაგეშვა, მაგრამ ახალგაზრდა ხარ და ალბათ შეშინდიო”. მაშინ ამაშუკელი სულ 22 წლის გამოუცდელი ჯეელი გახლდათ, რომელიც სიკვდილის ნახვამ შეაძრწუნა; სენსაციებზე ნადირობა და ,,პაპარაციზმი”, როგორც ფულის მოტანის საშუალება, მოგვიანებით შემოვა და მყარად დაიკავებს ადგილს ადამიანთა ცხოვრებაში.

თავად პოლკოვნიკი სიმონ ესაძე  (1868-1927)   ცნობილი იყო როგორც რუსეთისა და კავკასიის ისტორიის უზადო მცოდნე  (ის გახლდათ განთქმული რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვასილი პოტოს მოწაფე),  რომელსაც ამ თემაზე მრავალი გამოკვლევა და წიგნი ჰქონდა გამოქვეყნებული, მათ შორის:  „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“, „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“, „აღმოსავლეთის ომი“ და სხვა. მას მეგობრობა აკავშირებდა ლევ ტოლსტოისთან და ჰაჯი მურატის შესახებ ბევრი მასალა მიაწოდა. ამასთან იყო გამოცდილი ფოტოგრაფი და იღებდა ფოტოსურათებს არმიის ყოფაზე, კავკასიელების ზნე-ჩვეულებებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე.

1913 წელს რომანოვების დინასტიის სამასი წლისთავის აღსანიშნავად დრანკოვისა და ტალდიკინის კინოკომპანიამ გადაწყვიტა გადაეღო სრულმეტრაჟიანი საიუბილეო ფილმი “კავკასიის დაპყრობა” (რეჟისორები ლუდვიგ ჩერნი, სიმონ ესაძე. თურმე ჩერნის უზარმაზარი ჰონორარი გადაუხადეს, ესაძის ჯამაგირის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს), რომლის სცენარის დაწერა და კონსულტანტობა სიმონ ესაძეს დაუკვეთეს. “კავკასიის დაპყრობა” იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიიცავდა პერიოდს XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დამთავრებული XIX საუკუნის 60-იან წლებამდე, როდესაც მეფის რუსეთმა საბოლოდ შეძლო კავკასიის დამორჩილება, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის დიდი ნაწილის აყრა და ოსმალეთში გადასახლება. გადაღებები სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ქსნის ხეობაშიც, მიმდინარეობდა. ფილმში მონაწილეობდნენ დრამატული მსახიობები, რა თქმა უნდა, ქართველებიც: ვალერიან გუნია, რომელმაც რამოდენიმე როლი – შამილი, ერეკლე მეორე, გენერალი ერმოლოვი, გენერალი გალვეევი, მღვდელი პაისი, მოლა მახომა - შეასრულა, ზაქრო ბერიშვილი, ვლადიმერ გვიშიანი, ასევე ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებიც – მათ საკუთარი წინაპრების როლები ერგოთ. ეს იმ დროისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმი იქნებოდა, რადგან გადაღებაში მონაწილეობდა კავკასიის ოლქის ჯარების ოცი ათასი, დროის შესატყვის ფორმაში გამოწყობილი და გრიმგაკეთებული, ჯარისკაცი. ტულაში სპეციალურად ფილმისთვის ჩამოასხმევინეს ძველებური ყაიდის ზარბაზნები. მასობრივ სცენებში დრაგუნთა, გრენადერთა, კაზაკთა და მეფისნაცვლის კანვოისთან ერთად იქაური რამდენიმე ათასი გლეხიც მონაწილეობდა, რომელიც იმ დროს, იქვე გამართულ დღეობაზე იყო მისული. ჯარს ,,ხელმძღვანელობდა” სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკის პორუჩიკი გ. სიამაშვილი. თურმე ზარბაზნებით სროლა რომ ატეხილა ,,მასოვკაში” მონაწილე ქალები ისე დაფრთხნენ, რომ თავქუდმოგლეჯილი ზოგი იქით, ზოგი აქეთ გარბოდა.

ფილმის გადაღებაში ასევე მონაწილეობდა დღეს  მივიწყებული კინოპერატორი ვლადიმერ კერესელიძე.

“კავკასიის დაპყრობა” ეკრანებზე გამოვიდა იმავე წლის ოქტომბერში და მეფის ოჯახის და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. მას არა მარტო რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც აჩვენებდნენ წლების მანძილზე. სამწუხაროდ, როგორც იმ დროს გადაღებულმა ბევრმა კინოსურათმა, ამ ფილმმაც ვერ მოაღწია ჩვენამდე.       

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 1915 წელს, სიმონ ესაძეს, როგორც კავკასიის სამხედრო შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსს მიეცა უფლება ეწარმოებინა კინო და ფოტოგადაღებები კავკასიის საომარ მოქმედებათა არენაზე. გადაღება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1916 წელს ესაძის ჯგუფმა გადაიღო დოკუმენტურ-ქრონიკალური ფილმები: “არზრუმის დაცემა”, “ტრაპეზუნდის აღება”, “დაპყრობილი თურქული ქალაქები – ბაიბურთი, ტრაპეზუნდი, ერზინგიანი და მამახათუნი”, რომლებიც აჩვენეს თბილისის სახაზინო თეატრსა და რუსეთის ჯარის სამხედრო ბანაკში. ,,თბილისის თეატრში პოლკოვნიკმა ესაძემ მაყურებელს უჩვენა ,,არზრუმის დაცემა”. სურათმა დიდებული შთაბეჭდილება მოახდინა, ინსცენირებამ დაუსრულებელ ოვაციებში ჩაიარა. ,,არზრუმის დაცემის” თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ პოლკოვნიკი ესაძე თან ახლდა მოერიშე ჯარის ნაწილებს, არზრუმის აღების დღეს უკვე ქალაქში იყო და გადაღებას აწარმოებდა,” გვამცნობენ საარქივო მასალები.  დაახლოებით დროის იმავე მონაკვეთში, 1914 წელს, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რაულ უოლში გადამღებ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა მხატვრულ-დოკუმენტური ხასიათის ფილმის ,,გენერალ ვილას ცხოვრება” შექმნაში, რომელიც ეძღვნებოდა მექსიკელ რევოლუციონერ პანჩო ვილას. ამერიკის მთავრობამ დააფინანსა ვილას არმია, სანაცვლოდ კი მიიღო ნებართვა ბრძოლაში მისი გადაღებისა. მაშინ მექსიკაში გაგანია სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სადაც უოლშმა ხუთი თვე დაჰყო. ის, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ყველგან დაჰყვებოდა პანჩო ვილას და ბრძოლების გადაღებასაც აწარმოებდა. გადაღებული ფილმი ამერიკაში იყო ნაჩვენები, მაგრამ ამის შემდეგ, მისი ასავალ-დასავალისა არავინ იცის.  პანჩო ვილას და რაულ უოლშის ეს ამბავი კარგად ცნობილი ფაქტია, ჩვენდა სამწუხაროდ კი უნდა ითქვას, რომ არანაკლებ შთამბეჭდავ საქმეს აკეთებდა სიმონ ესაძე, მაგრამ ის დღემდე ყველასათვის უცნობია.

სიმონ ესაძეს თურმე დიდი სურვილი ჰქონდა შეექმნა ფილმი შამილის თანამებრძოლზე – ჰაჯი მურატზე. მან საკმარისი მასალა დააგროვა და შეისწავლა ამ პიროვნებაზე, სცენარის წერაც დაუწყია, მაგრამ მისი დასრულება ვეღარ მოახერხა.

გასაბჭოების შემდეგ სიმონ ესაძე გარდაცვალაბამდე ხელმძღვანელობდა სამხედრო-საისტორიო არქივს. ის დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...