გია ფერაძის მიერ „გაბითურებული“ ვლადიმერ ვისოცკი

კულტურა

გია ფერაძის მიერ „გაბითურებული“ ვლადიმერ ვისოცკი

4 ნოე. 2017, 15:31:03

დღევანდელ წერილში ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაგაბრუნებთ და იმ დროს პოპულარული კინოფილმების გადაღებების დროს „დაფიქსირებულ“ კურიოზულ შემთხვევებს გავიხსენებთ. რასაკვირველია ჩვენი მოგონებების მთავარი გმირები პოპულარული ქართველი მსახიობები იქნებიან.

თავდაპირველად გია ფერაძისა და ცნობილი რუსი მსახიობისა და მომღერლის ვლადიმერ ვისოცკის „რთული ურთიერთობის“ შესახებ ვისაუბრებთ.

ცნობილ საბჭოთა ხუთსერიან დეტექტივში „შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება“, რომლის მთავარი გმირს საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი ვლადიმირ ვისოცკიასახიერებს, ქართველ მსახიობს, გია ფერაძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა. გიას ბოროტმოქმედ „პრომაკაშკას“ სახასიათო სახე უნდა შეექმნა. გადაღებები მოსკოვსა და ოდესაში მიმდინარეობდა. გია ფერაძე 1978 წლის ივნისში, ქალაქ ოდესაში მიიწვიეს „კინოპრობებზე“ (საცდელ გადაღებებზე).

ვისოცკის თავიდანვე არ „ევასა“ სიმპათიური, ნიჭიერი და მახვილგონიერი ქართველი მსახიობი. ვისოცკი ქალების მუსუსი იყო და გიაში სერიოზული კონკურენტი დაინახა. საბოლოო ჯამში კი, სწორედ ვისოცკის მოთხოვნით მოხსნეს უკვე როლზე დამტკიცებული გია ფილმიდან. ეს კი ასე მოხდა: გია ფერაძემ ერთი ძალიან ცნობილი კინოვარსკვლავი „შეაბა“, რომელიც ფილმში მონაწილეობდა და რომელსაც ვისოცკიც ეტრფოდა. ერთ საღამოს გიამ და იმ ქალმა სანაპიროზე გაისეირნეს და „ლუნა პარკში“ შეუხვიეს, რომელიც უკვე დაკეტილი იყო, მაგრამ გიამ დარაჯს ორი ბოთლი არაყი „დაუდგა“. უცებ წყვილს ვლადიმირ ვისოცკიც შეუერთდა, რომელიც თურმე მათ ფარულად უკან გამოჰყვა. გია და მისი კინოვარსკვლავი „ნაშა“ შამპანურს და კონიაკს სვამდნენ. „შემოსწრებულ“ ვისოცკის გიამ ჯერ „სგორლიშკა“ (მოყუდებული ბოთლიდან) ნახევარი ბოთლი კონიაკი დაალევინა, შემდეგ ამერიკულ ატრაქციონ ცენტრიფუგაზე დაჯდომა შესთავაზა და ვისოცკი ავიდა და ქამრით მიება, გიამ ატრაქციონი ჩაურთო, თავად კი ქალთან ერთად „ლუნა პარკი“ დატოვა. ერთი საათი იბზრიალა ვისოცკიმ ცენტრიფუგაზე. გამოფხიზლებულმა დარაჯმა ატრაქციონი გამორთო. გულწასული ვისოცკისთვის კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა...

„ან მე, ან ფერაძე!“ – კატეგორიულად მოუთხოვია ვისოცკის რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინისთვის.

გოვორუხინმაც ვისოცკი აირჩია, გია კი ფილმიდან გამოუშვეს. მაგრამ, ის კინოვარსკვლავი ქალი ქართველ მსახიობს გამოჰყვა ვისოცკის ჯინაზე.

ნება მომეცით ბატონი დოდო აბაშიძე გავიხსენოთ. ამ „ისტორიას“ მსახიობი გია ბადრიძე მოგვიყვება.

„გიორგი კალატოზიშვილი „ციმბირელ პაპას“ ისტორიულ ადგილებში იღებდა და ციმბირში, მდინარე ენისეის პირას ვიმყოფებოდით. მთავარ, ნესტორ კალანდარიშვილის („ციმბირელი პაპა“) როლს შეუდარებელი დოდო აბაშიძე ასრულებდა. ვმონაწილეობდით მე და გურამ ფირცხალავაც. გადამღები ჯგუფი, ფაქტობრივად, ტაიგაში ვცხოვრობდით და ცივილიზებული სამყაროსგან მდინარე ენისეი გვაშორებდა, რომელზეც ერთადერთი მოტორიანი ნავით გადავდიოდით. მენავეს თავისი მოძრაობის გრაფიკი ჰქონდა. ერთ დღეს მე, დოდო და გურამი „პირადი საჭიროებისთვის“ მეორე ნაპირისკენ გავემართეთ და კალატოზიშვილმა წასვლის წინ, მკაცრად გაგვაფრთხილა:

– იცოდეთ, გადაღებაზე არ დააგვიანოთ. ზუსტად შუადღეზე ვიწყებთ და დილის თერთმეტზე აქ უნდა იყოთო.

ჩვენმა ტრიომ პირველი ღამე, ჟარგონით რომ ვთქვა, „კარგ პონტში“ გავატარეთ და არცთუ ცოტა სპირტიანი სასმელი მივიღეთ, თან, არ გვძინებია. დილის ცხრაზე კი, „პირადი საჭიროება“ მოვითავეთ და ენისეის ნავსაყუდელისკენ ავიღეთ გეზი. მენავე ფეოდორი და მისი ორი „პაძელნიკი“ იქვე, კატერში დილიდანვე ქეიფობდნენ. ოთხი ნახევარლიტრიანი არაყი ედგათ და „სტოპკებით“ (ასგრამიანი ჭიქა) „ურტყამდნენ“, თან შავ პურსა და „სალას” აყოლებდნენ.

– ბოდიში, ბიჭებო, მაგრამ იქით ნაპირზე გვეჩქარება და უნდა გადაგვიყვანოთ, – უთხრა დოდომ მოქეიფეებს.

– დავლევთ და მერე, – შეუღრინეს დოდოს დაკუნთულმა ციმბირელმა „ბაკლანებმა”.

დოდო ასეთ უხეშობას ვერ იტანდა და თავხედსა თუ თავხედებს (რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა) თავისი რკინის მუშტებით უსწორდებოდა. იგივე დააპირა იმ მომენტშიც, მაგრამ ვთხოვე, ჩხუბი არ აეტეხა. კარგიო, – მითხრა. შემდეგ ციმბირელებს მიუბრუნდა და უთხრა:

– რა წვეთ-წვეთობით სვამთ, კაცურად დაასხით და დალიეთო.

– შენ ხომ, რას ამბობ, ბოთლი არ გამოცალოო, – „წაეიაზვნენ“ დოდოს.

– რომ გამოვცალო, იქით ნაპირზე გადაგვიყვანთო? – ჰკითხა დოდომ.

– უსიტყვოდ, – მიუგეს „ბაკლანებმა“, თან თვალებგადმოკარკლული მისჩერებოდნენ დოდოს.

დოდომ ნავის ძრავას ფოლადის ჩაღრმავებული დამცველი ფარი მოხსნა, შემდეგ ნახევარი ლიტრი არაყით გაავსო, დაილოცა და დალია. მენავეს და მის „პაძელნიკებს” თვალები შუბლზე აუვიდათ. დოდომ „სალას” პირიც არ დააკარა და იმავე მეთოდით, დროის მოკლე მონაკვეთში კიდევ ორი სავსე არყიანი ბოთლი გამოცალა, ბოლოს კოპები შეიკრა, დოინჯი შემოიყარა და ციმბირელებს უთხრა:

– რას ვშვრებით, აღარ მივდივართო?

ლიტრანახევარარაყდალეული, კოპებშეკრული და დოინჯშემოყრილი დოდოს ხილვამ ჯიუტ ციმბირელებზე დიდი ეფექტი მოახდინა. მენავის მეგობრებმა უსიტყვოდ დატოვეს ნავი და ადგილები ჩვენ დაგვითმეს. მენავემ ძრავა ჩართო, კატერი უზარმაზარ მდინარეში შეაგდო და ისე გადაგვიყვანა მეორე ნაპირზე, რომ დოდოსთვის შიშისგან თვალი არ გაუსწორებია. გადაღებაზე დროზე მივედით და საგულისხმო ისაა, რომ ისეთ სცენას ვიღებდით, სადაც კადრში სმის ეპიზოდია. სულ ოთხი დუბლი გადავიღეთ. ნამდვილ არაყს ვსვამდით და დოდომ კიდევ ერთი ლიტრი დალია. თუმცა, მას არაფერი ეტყობოდა, დანარჩენი მსახიობები კი, ინდაურებივით იყვნენ გამობრუჟულები.“

დოდო აბაშიძემ ციმბირელი მენავეები „დააშინა“. აი, ქართველი მსახიობი ბორის წიფურია კი არც მეტი არც ნაკლები მოსკოველ „გაიშნიკებს“ „გაუსწორდა“. ამ შემთხვევას ცნობილი ქართველი ექიმი ლეო ბოკერია გაიხსენებს.

„მე და სულგანათლებული ბორია წიფურია ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვმეგობრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულები ვიყავით, საკმარისი იყო, მე ჩავსულიყავი თბილისში ან ის ჩამოსულიყო მოსკოვში, რომ განუყრელნი ვხვდებოდით და ერთად ვატარებდით დროს. 1975 წელს ბორიას მხატვრულ ფილმში – „ცენტრალური თავდამსხმელი“ ერთ პატარა როლში იღებდნენ და მოსკოვში მოუწია ჩამოსვლა. თანაც, საკუთარი მანქანით ჩამოვიდა, პირდაპირ კლინიკაში მომაკითხა და ეგრევე, რესტორან „არაგვში“ წამიყვანა საქეიფოდ. კარგად რომ მოვილხინეთ და სახლში ვბრუნდებოდით, „გაიშნიკმა“ ზედ წითელ მოედანთან გაგვაჩერა და „ლიშენია“ რომ არ მოეცა, 100 მანეთი „აგვაფცქვნა“. მილიციის კაპიტანთან არც ჩემმა პროფესორობამ გაჭრა და  არც ბორიას სახალხო არტისტობამ. თანაც, ბორიას მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა, რაზეც მოსკოველი „გაიშნიკები“ განსაკუთრებით ნადირობდნენ და ფულიან ქართველებს „პარსავდნენ“.

– შენ, ძმაო, თუ ასე გპარსეს, მანქანის აქ დატოვება მოგიწევს და კიდევ ვალებს დაიდებ, – ვუთხარი ბორიას. მან კი მიპასუხა:

– მე მაგათ ვუჩვენებ სეირს, ნახე, რა უხეშად დავარღვევ წესებს და ფეხებსაც ვერ მომჭამენო.

ბორიამ მანქანა რკინეულობის მაღაზიასთან გააჩერა და გადავიდა. უკან რომ დაბრუნდა, ხელში წებო „მომენტი“ ეჭირა. წებო მან ხელებზე დაისხა, შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა და კალინინის გამზირზე ისეთი  საშინელი მანევრი გააკეთა, მოძრაობის წესების ასეთი დარღვევისთვის ასი კი არა, ათასი მანეთიც ვერ გვიშველიდა.

„გაიშნიკმა“, რა თქმა უნდა, მანქანა გაგვაჩერებინა და „პრავაც“ მოითხოვა. ბორიამ მას „პრავა“ მიაწოდა, თავად კი ხელის მტევნებზე მიმხმარი წებოს მოძრობას და ასფალტზე დაყრას შეუდგა.

– ხელებზე რა გჭირთ, რას აკეთებთ, მოქალაქევ? – დაინტერესდა „გაიშნიკი“, რომელიც მანქანისა და ჩვენს მილიციაში გადაყვანას გეგმავდა.

– ვერ ხედავ, რა მჭირს? ინფექციური კეთრი მაქვს. ხორცი მძვრება და ვყრი, – მიუგო ბორიამ „გაიშნიკს“.

ეს რომ მოისმინა, „გაიშნიკმა“ „პრავა“ მანქანაში შემოაგდო. შემდეგ თავის მოტოციკლს მოახტა და ალბათ, საავადმყოფოში გაქუსლა გასასინჯად.

ბორია, მოსკოვში სამი კვირა დარჩა და უკვე ყველა „გაიშნიკმა“ იცოდა მისი მანქანის ნომერი. „კეთროვანს“ ვინ გააჩერებდა ინფიცირების შიშით და როგორც გვინდოდა, ისე დავქროდით დედაქალაქის ქუჩებში".




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls