გოლდი ჰოუნი _ ძლევამოსილი მსახიობი ქალი ჰოლივუდში

კულტურა

გოლდი ჰოუნი _ ძლევამოსილი მსახიობი ქალი ჰოლივუდში

2018 აპრ 12 19:21:03

თავის დროზე ამერიკელი მსახიობი გოლდი ჰოუნი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მსახიობი ქალი იყო ჰოლივუდში. მან სახელი კომედიებში თამაშით გაითქვა. დრამატული როლები მის კინოკარიერაში თითებზეა ჩამოსათვლელი, მაგრამ კომედიური ნიღაბის ტყვეობაში აღმოჩენილი ბევრი მსახიობისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ, დრამატული როლების თამაშით დააღწიონ თავი ამ მდგომარეობას, გოლდი ჰოუნი არასოდეს უჩიოდა საკუთარ აქტიორულ ბედს და დღესაც წარმატებითა და დიდი სიამოვნებით განაგრძობს კომედიებში მუშაობას.

გოლდი ჰოუნი განეკუთვნება იმ მსახიობთა რიცხვს, რომელთა კარიერა ყოველთვის სტაბილურად და წარმატებულად მიედინებოდა. მიუხედავად იმ კლიშეებისა, რომელიც მან შექმნა ეკრანზე, იგი მშვენიერი და ნიჭიერი მსახიობია. გოლდი ჰოუნი მაღალი დონის პროფესიონალია, იგი განუმეორებელი მომხიბვლელობითა და გულწრფელობით ყველას ერთნაირად იპყრობს, მაყურებელსაც და სერიოზულ კინოკრიტიკოსსაც.

გოლდი ჰოუნი დაიბადა 1945 წლის 21 ნოემბერს ვაშინგტონში. დედამისი მოცეკვავე იყო, მამა კი პროფესიონალი მუსიკოსი. მისი წინაპარი მამის მხრიდან იყო ედვარდ რუთლეჯი, ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას 1776 წელს. გოლდი სამი წლის ასაკიდან სწავლობდა ცეკვასა და სიმღერას. თავისი პირველი როლი თეატრში მან 11 წლისამ შეასრულა სპექტაკლში “მაკნატუნა”, რისთვისაც დოლარნახევარი მიიღო. 16 წლისა გოლდი უკვე თამაშობდა ჯულიეტას თეატრალურ სცენაზე, ჩვიდმეტისა კი სხვებს ამეცადინებდა ცეკვაში, რათა კოლეჯში სწავლის ფული გადაეხადა. ცოტა ხანს სწავლობდა დრამატულ ხელოვნებას უნივერსიტეტში, მაგრამ მალე დაანება თავი და გადაბარგდა ნიუ-იორკში, სადაც განაგრძო პროფესიონალი მოცეკვავეს კარიერა. გოლდი ბევრს ცეკვავდა სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში, აგრეთვე ბროდვეიზეც. დღემდე იგი ბევრ დროს უთმობს ცეკვას და ეს არის ერთ_ერთი მიზეზი იმისა, რომ მსახიობს ასეთი მშვენიერი და მოხდენილი სხეული აქვს.

გოლდი ჰოუნი ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით, როგორც ამბობენ, დღემდე ვერავინ ყვება მასზე უკეთესად ანეგდოტებს, იგი შეუდარებელია როცა ვინმეს აჯავრებს. როდესაც ეკითხებიან თუ როგორ ახერხებს ასე კარგად რომ გამოიყურებოდეს, იგი ამბობს: ”იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ეცადეთ თქვენი ახლობლები გაახაროთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენში, განურჩევლად ასაკისა, მუდმივად პატარა მხიარული ბავშვი ზის. საჭიროა მხოლოდ ვიცოდეთ თუ როგორ და როდის გამოვუშვათ იგი გარეთ”. “ჰოლივუდის ცაზე, სადაც ბატონობს შური, ფული და ეჭვიანობა, გოლდი ერთადერთი ნათელი ვარსკვლავია”, _ წერდა ერთი ჟურნალი.

ცნობილი მსახიობი ალან ოლდა დარწმუნებულია რომ გოლდის გააჩნია თერაპევტული ეფექტი გარშემო მყოფებზე. იგი ტკბება ცხოვრებით და ეს თვისება გადამდებია სხვებზეც. ერთხელ მსახიობი მანქანით მიემგზავრებოდა. რადიო გადმოსცემდა მის საყვარელ სიმღერას ელტონ ჯონის შესრულებით. სიმღერამ ისე ჩაითრია იგი, რომ გოლდიმ მანქანა გააჩერა, ბოლომდე აუწია ხმას, გადმოვიდა მანქანიდან და ცეკვა დაიწყო. იქვე მიმავალმა ახალგაზრდა მძღოლმა, რომელმაც იცნო ცნობილი ვარსკვლავი, გააჩერა მანქანა და სიამოვნებით უცქერდა მას. გოლდი მიეჭრა მძღოლს, გადმოიყვანა მანქანიდან და აიძულა მასთან ერთად ეცეკვა. ცეკვის შემდეგ ახალგაზრდამ განაცხადა რომ ასე კარგად მას დრო დიდი ხანია არ გაუტარებია. აღსანიშნავია, რომ გოლდის ყოველთვის იტაცებდა როკ_მუსიკა, მისი საყვარელი ჯგუფებია დორს და როლინგ სთოუნზ.

კარიერის დასაწყისში გოლდი ჰოუნი ტელევიზიაში მოღვაწეობდა, ჯერ როგორც მოცეკვავე, შემდეგ კი მას ეპიზოდური როლებიც მიანდეს. 1967-68 წლებში იგი მონაწილეობდა ტელედადგმაში “დილა მშვიდობისა, მსოფლიო!”, მას მოჰყვა ძალიან პოპულარული “ლაფ ინ”, სადაც დაიბადა სასაცილო და მიმზიდველი ქერათმიანი გოგონას იმიჯი, რომელიც აი, უკვე ლამის 40 წელია მილიონობით მაყურებელთა გულებს იპყრობს.

როგორც წესი, თუ მსახიობმა სახელი გაითქვა ტელევიზიაში მისი პერსონით ჰოლივუდი ინტერესდება ხოლმე. ასე მოხდა გოლდი ჰოუნის მაგალითზეც. მისი მეორე ფილმი “კაქტუსის ყვავილი” ნამდვილ სენსაციად იქცა. თავისი თამაშით მან პარტნიორები_ ლეგენდარული მსახიობები ინგრიდ ბერგმანი და უოლთერ მატაუ დაჯაბნა. ჟურნალ გაზეთები მას მერილინ მონროს მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ჟურნალმა თაიმმა კი ერთ წერილში აღნიშნა: ”გოლდის ნამდვილად შეუძლია თამაში”. აკადემიამ მას ოსკარი მიანიჭა ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. გოლდი არც კი ოცნებობდა ამ სანუკვარ ჯილდოზე. იმ დროს იგი ინგლისში იმყოფებოდა გადაღებებზე. ამ დიდი გამარჯვების შესახებ მას მეგობრებმა მეორე დღეს შეატყობინეს.

ოსკარმა ხელ_ფეხი გაუხსნა ახალგაზრდა დამწყებ მსახიობს, მას უკვე შეეძლო თავისი გემოვნებით შეერჩია როლები. როგორც წესი ეს ფილმები კომედიური ხასიათისა იყო. 1974 წელს მან ამპლუა შეიცვალა და დრამატული როლი ითამაშა სთივენ სპილბერგის ფილმში “შუგარლენდის ექსპრესი”. ეს მსახიობის თქმით მისის საყვარელი როლია. ამ როლმა ნათლად წარმოაჩინა, რომ გოლდი ჰოუნი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული სერიოზული მსახიობია.

მისი ფილმები ყოველთვის წარმატებით სარგებლობდა, 70- 80-იან წლებში იგი ექვსჯერ იყო წარდგენილი ოქროს გლობუსზე. სამსახიობო ნიჭის გარდა გოლდი ჰოუნს ორგანიზატორული ნიჭიც აღმოაჩნდა. მან ფილმების პროდიუსირებასაც მიჰყო ხელი და საკმაოდ ნაყოფიერად. გოლდი იხსენებდა:”მე არ ვიყავი კმაყოფილი იმით, რომ ვარ უბრალოდ მსახიობი, რომელიც ვიღაცის დაწერილ ტექსტს იზეპირებს და შემდეგ ელოდება რომ ვინმე ამისაგან რაღაცას შექმნის. მე საკუთარ თავს შევეკითხე: რა მიშლის ხელს რომ ყველაფერი მე გავაკეთო?” ასე დაიბადა კომედია “რიგითი ბენჯამენი”, სადაც პროდიუსერმა და მსახიობმა გოლდი ჰოუნმა დიდი ოსტატობითა და დამაჯერობლობით გვიჩვენა თუ როგორ გარდაიქმნა განებივრებული, მდიდარი და ეგოისტი ქალი ემანსიპირებული და დამოუკიდებელ ადამიანად, რომელსაც სამხედრო კარიერის გაკეთება სურს. ‘რიგითმა ბენჯამენმა” იმ დროისთვის დიდი შემოსავალი_ 22 მილიონი დოლარი მოიტანა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფილმი, სადაც მთავარ როლს ქალი ასრულებდა და მამაკაცები დამხმარე როლებზე იყვნენ. წინათ, როგორც წესი, მსახიობ ქალს ყოველთვის მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი ედგა გვერდით. 1980 წელს “რიგითი ბენჯამენი” და გოლდი ჰოუნი ოსკარზე წარადგინეს.

პროფესიონალური მოღვაწეობისაგან საპირისპიროდ მისი პირადი ცხოვრება არც თუ ბედნიერად მიედინებოდა. ძალიან ბევრს საუბრობენ რომ ჰოუნი ლესბოსელია და მას ჰქონდა ურტიერტობა ცნობილ მსახიობტან სალი ფილდსთან. მისი ორი ქმარი ერთმანეთზე უარესი აღმოჩნდა, განქორწინების შემდეგ ისინი კომპენსაციის სახით დიდ თანხებს ითხოვდნენ. 1983 წელს გოლდი შეხვდა ცნობილ ამერიკელ მსახიობს, მასზე ექვსი წლით უმცროსს კურტ რასელს და მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობენ. მათ ერთად რამდენიმე ფილმში ითამაშეს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია “ბორტს მიღმა”. გოლდი ჰოუნი რასელს საკუთარი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს უწოდებს. როგორც ამბობენ, მსგავსი წყვილი ჰოლივუდში ძნელად თუ მოიძებნება. ისინი ერთად ოთხ შვილს ზრდიან. გოლდის ქალიშვილი ქეით ჰადსონი ცნობილი ახალგაზრდა მსახიობია. გოლდი აცხადებს რომ ქვეყანაზე ვერავითარი სიმდიდრე ვერ შეედრება ოჯახურ სიამტკბილობას.

გოლდი ჰოუნი ბუდისტია და საკუთარ თავს ებრაელ ბუდისტს უწოდებს. 80_იანი წლებიდან გოლდი ჰოუნი აქტიურად ჩაება ცხოველთა დაცვის მოძრაობაში, იგი ბევრს მოგზაურობს მსოფლიოში და ველურ ბუნებაზე დოკუმენტურ ფილმებს იღებს. დრო თითქოს უძლურია გოლდის წინაშე, ჰოლივუდის ქერათმიანი სასაცილო გოგონა ისევ ჩვეული ენერგიით განაგრძობს ტრიუმფალურ სვლას ეკრანზე.




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 პატიმარი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. „ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება პირობითი მსჯავრისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“, – განაცხადა ... ...
  • პროფესიული გადამზადების კურსებზე სწავლა 1426-მა ბენეფიციარმა დაიწყოსოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“  ფარგლებში,  მოკლევადიან კურსებს 1426 ადამიანი გაივლის. თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.  მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.  პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული. სასწავლო კურსები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზეა შემუშავებული. პროგრამის მონაწილეები 31 მოთხოვნად პროფესიას ეუფლებიან. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.    სწავლის დამთავრებისთანავე, კურსდამთავრებულებს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად,  მყისიერი დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.   „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“  მეორე ეტაპი 2019 წლის სექტემბერში ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მინიმალურ დონზეა დასული“_ ნიკა ჩიტაძე„საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების აღარ სჯერა. 2013-2014 წლებში პარტიის ლიდერისადმი ნდობის ხარისხი 50%-ს აღემატებოდა, დღეს კი მისი რეიტინგი მინიმალურ დონეზეა დასული“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ. ჩიტაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და ამბობს, რომ “ხელისუფლებამ  არარაციონალური მოქმედებებით, მათ შორის, ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე  წყალი დაასხა“. _ ბატონო ნიკა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი პანკისის ხეობაში სამართალდამცავებისა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ მწვავე დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობის უმეტეს წილს შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს. იმ ფონზე, როცა ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა, როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო ძალადობრივი ქმედებების განხორციელების მიზნით ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა? _პირველ ყოვლისა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შს სამინისტროს აღნიშნულმა ქმედებამ საქართველოს ინტერესები დააზიანა. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში ჰიდროელექტრორესურსების გამოყენება აუცილებელია. მაგალითისთვის, ჯამში საქართველოს, დაახლოებით, ჰიდროელექტრორესურსების 15%-მდე აქვს ათვისებული. ჰიდროელექტრორესურსების მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში კი, საქართველოს შეუძლია, დაახლოებით, 150 მილიარდ კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავოს. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ პანკისის მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა. აღნიშნულ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელდეს, ხელისუფლებამ კი საკუთარი არარაციონალური მოქმედებებით, მათ შორის, ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით, რაც სრულიად გაუზრებელი ნაბიჯი იყო, საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე წყალი დაასხა.   _მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისში სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირება სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურისა და პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირისპირების შედეგია. აღნიშნულის შესახებ რას ფიქრობთ?! გავლენების გადანაწილების მიზნით, შესაძლოა, მაღალჩინოსნებს შორის შიდაპარტიული ბრძოლა მიმდინარეობდეს? _მაღალჩინოსენბს შორის დაპირიპირება გამორიცხული არ არის, თუმცა აღნიშნულის დამამტკიცებელი საბუთი, ჯერჯერობით, არ არსებობს, ამიტომ ამ თემის შესახებ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვარაუდების შესახებ იმ შემთხვევაში ვისაუბრებ, თუ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირების კონკრეტულ ფაქტი გამოიკვეთება. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კარგად გაიგოს, პანკისი ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნისთვის სასარგებლო არის თუ არა.   _ 2 წლის შემდეგ ირკვევა, რომ პარლამენტმა ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კანონდარღვევით დაამტკიცა.  კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი”, რომელმაც ხარებავა კანდიდატად წარადგინა, სასამართლოში წარმომადგენლობით საქმიანობას არ ახორციელებდა, რაც კანონის მიხედვით, კანდიდატის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება. ნიშანდოვლივია ის ფაქტი, რომ ხარებავა ამავე საბჭოს წევრის, სასამართლო კლანის წევრად მიჩნეული ირაკლი შენგელიას მეჯვარე და შვილის ნათლიაა, აღნიშნული ფაქტი, როგორ ფიქრობთ, სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასა და კორუფციის არსებობაზე მიუთითებს? _ ფაქტები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა და ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს. როგორც ცნობილი ფილოსოფოსი ციცერონი იტყოდა, მართლმსაჯულება სახელმწიფოს საფუძველია. სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის არსებობა კი ნიშნავს იმას, რომ საქმე კლანურ მმართველობასთან გვაქვს.  სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის არსებობა ყველა უწყებასთან შედარებით ბევრად უკეთ ჩანს. პრობლემაა ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები გამჭვირვალედ არ ტარდება.   _ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების ზრდის ფონზე, როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ 2020 წლამდე მსხვილ საკადრო ცვლილებებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე, განახორციელებს?  _ 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ახალ სახეებს ვიხილავთ. გამორიცხული ისიც არ არის, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე უახლოეს მომავალში შეიცვალოს. იმ ფონზე, როცა მოსახლეობა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს, პარტიის ლიდერი ვიღაცებს განტევების ვაცის როლს აუცილებლად მოარგებს. აღსანიშნავია, რომ  საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილის აღარ სჯერა, 2013-1014 წლებში მისდამი ნდობის ხარისხი 50%-ს აღემატებოდა, დღეს  კი მისი რეიტინგი მინიმალურ დონეზეა ... ...
  • ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი (R)საქართველოს ბანკმა, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 26, 28 და 29 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ  ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით. მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით  ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე: საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგი: https://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=442 ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგი: http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=251 30 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია _ ოცნების კანდიდატს მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს" (R),,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლს მიხედვითაც ოცნების კანდიდატს მოსახლეობის  65 % უჭერს მხარს” _  ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ლაშა გვასალია.  „ამ მონაცემების გამო ნაციონალები აგონიაში არიან და გადმოდიან აბსურდულ ბრალდებებზე, არავინ არ ახდენს ზეწოლას, ზეწოლები და ხალხის დაშინება მათი მოგონილია. აბსურდულია ნაციონალური მოძრაობის ბრალდება, თითქოს ჩვენ საარჩევნოდ არაზუგდიდელებს ვარეგისტრირებთ. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და იმ კვლევას უკავშირდება, რაც ჩატრადა  და რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 65% ლიდერობს“ _ აცხადებს ლაშა გვასალია. მისივე განმარტებით ცნობილია ნაციონალების ადგილობრივი ლიდერების ვინაობაც  ვინც რეგიონის მუნიციპალიტეტებში აქტივის მობილიზებას და ზუგდიდში ჩაწერებს ახდენს.  ,,რაც შეეხება ჩაწერების  თემას, პირიქით მათი მხრიდან ხდება  მომხრეების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ზუგდიდში ჩაწერა, შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები.  ხობში ამ პროცესს ია ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, წალენჯიხაში ელგიჯა მესხია, ფოთში კი დარეჯან ცხვიტარია, ეს ადამიანების ახდენს აქტივის მობილიზებას და ჩაწერების გაკეთებას. შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამას არჩევნებზე დავამტკიცებთ“ _ აცხადებს ლაშა ... ...

არქივი

ზაფრანი

თამაში თუ რეალობა...

ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი...

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების...

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად?

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ...

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...