„კახური ბორდელი“ და სხვა თელავური ამბები

კულტურა

„კახური ბორდელი“ და სხვა თელავური ამბები

2019 აპრ 15 12:34:23

მსახიობი პაატა გულიაშვილი მხიარული ადამიანია. საქართველოში ანეკდოტებისა და სახალისო ისტორიების „მცოდნეებს“ რა გამოლევს, მაგრამ პაატა ამათგან მაინც გამორჩეულია. მშობლიურ თელავზე უზომოდ შეყვარებულ მსახიობს  თავისი კუთხისთვის დამახასიათებელი პირდაპირობაც ახასიათებს. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს და მის „კლანჭებში“ ახლობელ-მეგობრები „ეხვევიან“. პაატა გულიაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია და რამდენიმე „თელავურ ამბავს“ გაიხსენებს.

გაწბილებულიგურჯაანელები

თელავში ერეკლე მეფის კულტი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ამ პატივისცემამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული „აქტიურობა“ შეიძინა. სახელგანთქმულ ხელმწიფეს ჩემს ქალაქში სიყვარულით „პაპას“ ეძახიან და ყველა რესტორნის დარბაზში მის დიდ სურათსაც წააწყდებით. ერთ-ერთი „დაწესებულების“ მეპატრონემაც  მხატვარს „პაპის“ დიდი სურათი დაახატვინა და დარბაზში გამოსაჩენ ადგილას გამოფინა. თელაველებს იმ მაგიდასთან ქეიფი და დროსტარება განსაკუთრებით უყვარდათ. ერთ დღესაც რამდენიმე თელაველი ამ რესტორანში საქეიფოდ შევიდა. „აღმოაჩინეს“ რომ ის ადგილი დაკავებული გახლდათ. რა გაეწყობოდა. მეორე მაგიდას მიუსხდნენ, რომელსაც „ნატიურმორტი“ ამშვენებდა. ცოტა ხანში მიხვდნენ რომ უცნობები გურჯაანელები ყოფილან. თელაველებისა და გურჯაანელების ისტორიული „დაპირისპირების“ შესახებ ალბათ გაგიგიათ. ცოტა ხანში, როდესაც შეთვრნენ, ერთ-ერთი თელაველი, კუჭა ერქვა სახელად(გარდაიცვალა საწყალი) სტუმრების მაგიდას მიუახლოვდა და „გურჯაანელები ბრძანდებითო“ - ჰკითხა. დადებითი პასუხის შემდეგ - „მნიშვნელობა აქვს, თქვენს მაგიდასთან რა ნახატი ეკიდებაო“ - დაინტერესდა. იმათაც, არაო - უპასუხეს. ჩამოხსნა შენმა კუჭამ მეფე ერეკლეს სურათი და თელაველების მაგიდასთან გადმოიტანა. იმ მაგიდასთან კი ქალაქის ხედი დაკიდა. - აი, ეხლა ამ ნახატს უყურეთ. თელავის რუკაა და მომავლისთვის გზა დაიმახსოვრეთო, - მიუგო. რასაკვირველია თელაველებმა ქეიფი „პაპას“ ნახატის გვერდით გააგრძელეს.

თვალისექიმი

თელავი სპეციფიური ქალაქია და ადგილობრივებმა ხუმრობაც რაღაც სხვანაირი იციან. ერთი თვალის ექიმი ცხოვრობს. მუდმივად ან მთვრალია ან „პახმელიიდან“ გამოსვლა სურს. ერთ დილასაც ნაცნობებმა დაურეკეს და ხაშზე მიიპატიჟეს. დახეთ უიღბლობას. გასვლის წინ პაციენტი დაადგა. რა გაეწყობოდა. ჩამოუკიდა ის ნახატი, აი, სხვადასხვა ზომის რგოლები რომ ახატია და გასინჯვა დაუწყო. ნაკლი ვერ აღმოუჩინა. რადგან პაციენტი შესანიშნავად ხედავდა. შემდეგ აივანზე გაიყვანა და კავკასიონის მწვერვალი დაანახა. იმან ვხედავო - მიუგო. „აბა, თუ ხედავ კარგია, მაგრამ იმის იქით მეც ვერაფერს ვხედავ, რას მაწვალებ, წადი შენი დედ... რას მოდიოდი შე შობელძაღლო ჩემთანო“, - მიუგო.

კახური ბორდელი

ალბათ გაგიგიათ თელაველი კოლორიტი გეგე სულხანიშვილი. გეგე ჯერ მამაჩემთან მეგობრობდა, შემდეგ კი მეც დამიძმაკაცდა. ახალგაზრდა ვარ, სადღაც თხუთმეტი-თექვსმეტი წლისა და გეგემ აიტეხა ქალებში უნდა წაგიყვანოო - ბორდელში. ეს „დაწესებულება“ თელავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობდა. მივედით მე და გეგე. რასაკვირველია ვნერვიულობ, ქალთან პირველად მივდივარ. უნდა გითხრათ რომ „კახურ ბორდელს“ თავისი სპეციფიკა გააჩნია. მასპინძელმა ქალბატონმა ჯერ მისაღებ ოთახში შეგვიყვანა, ნარდი გადმოგვიღო და საჭმელებიც მოგვართვა. მახსოვს „ბორდელის“ „პერსონალს“ დედა და ორი ქალიშვილი შეადგენდა. მე და გეგემ ნარდის თამაში დავიწყეთ. გავიხედეთ და კედელზე ერთი შეუხედავი მამაკაცის სურათი ეკიდა. ისეთი იყო, ნეტავი არ გენახოს. ამ დროს ერთ-ერთი და შემოვიდა, მწნილი შემოგვიტანა. გეგე ამ კაცის ვინაობით დაინტერესდა. „მამაჩემია. უბედური, სამი წლის ვიყავი როდესაც გარდაიცვალა, აღარ მახსოვსო“, - გვიპასუხა . მალე მეორე დამაც მოგვაკითხა და ყველი მოგვართვა. „ესო, მამათქვენიო“ - დაიწყო გეგემ. „ჰოო. ჰოო. მამაჩემია, არც მახსოვს. დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო რომ გარდაიცვალაო“ - გვითხრა. მოგვიანებით დედაც მოვიდა და სუფრას ცხელ-ცხელი ხაჭაპური შემატა. გეგემ კვლავ დაიწყო - „თქვენი ქმარიაო?“. „ჰოო. ჰოო. დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, საერთოდ აღარ მახსოვსო“, - გვიპასუხა. ამაზე გეგე „განრისხდა“ და - „თქვენი დედაც, თუ აღარ გახსოვთ, ჩამოხსენით და აქაურობას მოაშორეთ, რას დაგიკიდიათ ეს უშნო კაცი, ვინმე შესახედავი მამაკაცის ფოტოსურათი მაინც მოიტანეთო“.

გატეხილი ქოთანი

რამდენიმე წლის წინ თელავში რობიკო სტურუა ჩავიყვანე და თეატრში კლაისტის პიესა „გატეხილი ქოთანი“ დავდგით. როგორც ინგლისელებს შექსპირი ჰყავთ, გერმანელებისთვის იგივე კლაისტია. მშვენიერი სპექტაკლი გამოვიდა, თუმცა მძიმე წარმოდგენაა და პრემიერის შემდეგ მაყურებელი მოაკლდა. ამ ამბიდან ცოტა ხანში „ხანუმა“ წარმოვადგინეთ. პიესამ ქალაქში არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და თეატრის დარბაზი მუდმივად სავსე გახლდათ. ერთ დღესაც თელაველი ნაცნობი მომიახლოვდა და მეუბნება: - პაატა, ეს კლაისტის პიესა და  „ხანუმა“ შარვალ-კოსტიუმივით არიანო. აი, ადამიანს ერთი გამოსასვლელი კოსტიუმი რომ აქვს და მხოლოდ საზეიმო დღეებში იცვამს, ეს „გატეხილი ქოთანიაო“, „ხანუმა“ კი ჯინსივითაა, ყოველთვის შეგიძლია ჩაიცვაო.

კინგ კონგი

თელავი სხვა ქალაქებიდან იმითაც გამოირჩევა რომ ადგილობრივები მიცვალებულებზე ხშირად სახუმარო სიტყვებს ამბობენ. ეს ტრადიცია დიდი ხანია არსებობს და გადაგვარება არ უწერია. ერთ ჩემს ნაცნობს 93 წლის მამა გარდაეცვალა. წავიდნენ ამ ბიჭის ძმაკაცები მეკუბოვესთან და სასახლე შეუკვეთეს. გარდაცვლილს ამ ადამიანისთვის თავის დროზე პატივი უცია და მანაც ხურდის დაბრუნება მოისურვა. ზომებს ყურადღება არ მიაქცია და დიდი სასახლე გამოთალა. ამ ბიჭის მამა სიცოცხლეში სიმაღლით ვერ დაიკვეხნიდა, იმ ქვეყანაში წასვლის შემდეგ კი სულ დაპატარავდა და დაპატარავდა. მოიტანეს ძმაკაცებმა სასახლე და აივანზე ააყუდეს. გამოვიდა ჭირისუფალი და რას ხედავს, სასახლე იმხელაა რომ სახურავზე „გაიჭედა“. უყურა, უყურა და „თქვენი დედ.... მამა მომიკვდა თუ კინგ კონგიო“, - აღმოხდა.

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთი თელაველი ნაცნობი მშობლების საფლავზე შვიდი წელი არ ყოფილა. უკან რომ დაბრუნდა - რამხელა ბალახი გაზრდილა ამ საფლავზე, დედაჩემი და მამაჩემი ფეხის წვერებზე იდგნენ და ისე იყურებოდნენო.

ოფსაიდი

რესტორანი „ოფსაიდი“ თელავში განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ. სტადიონთან მდებარეობდა. არც შორს იყო, არც ახლოს, სუფთა „ოფსაიდი“ იყო რა და ხალხშიც ამ სახელით მოინათლა.

ერთ დღესაც ქალაქში ხმა გავარდა, „ოფსაიდში“ ცალხელა მზარეული მუშაობს, გუფთას ერთი ხელით ამზადებსო. ერთი ჩვენი ძმაკაცი ამ „ინფორმაციის“ დასაზუსტებლად წავიდა. დაბრუნდა უკან და - მართალიაო, - გვახარა. ის კაცი ერთი ხელით დაკეპილ ხორცს იღებს, შემდეგ იღლიაში იდებს და აგუნდავებსო, შემდეგ კი გამზადებულს მაგიდაზე აგდებსო. ნამდვილია თუ ტყუილი დღემდე არ ვიცი, ბიჭებმა კი ამ ამბავზე ბევრი ვიხარხარეთ.

ძმაკაცი მყავს ერთი, ჯონდი. სტუმრები ჩამოუვიდნენ და „ოფსაიდში“ შესვლა გადაწყვიტა. ფული არ ჰქონდა და იქაურ პერსონალს ნისიაზე ქეიფი მოსთხოვა. ვალები ადრეც ჰქონია და უარი უთხრეს. წამოვიდა გაწბილებული და წყენა გულში ჩაიდო. ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა. ქვეყანა აირია და „ოფსაიდსაც“ ცუდი დღეები დაუდგა, არც საჭმელი ჰქონდათ, არც სასმელი. ამ ჯონდის ხომ ახსოვს რომ ერთხელ ნისიაზე უარი უთხრეს. არ დაიზარა, მივიდა, კარი შეაღო და მზარეულებს შავი პური მოსთხოვა. არ გვაქვსო, - უპასუხეს. მეტის ღირსები არც ხართო, - მიუგო გახარებულმა და უკან გამობრუნდა.

ამ ჯონდის მეზობელი ჰყავდა რომელსაც არ ელაპარაკებოდა. ერთხელაც იმ კაცმა შლანგი მათხოვეო. არაო, - უპასუხა ჯონდიმ, გაფუჭებულიაო. როგორო, გაუკვირდა მეზობელს. როგორო და ორივე ბოლოდან წყალს ასხამსო - უპასუხა და შლანგი ცოცხალი თავით არ გაატანა.




 ახალი ამბები
  • "ამასაც მოვესწარით _ ცერცვის და ყველის ფასი თითქმის გათანაბრდა!"ოზურგეთში, წინასააღდგომო ბაზრობა, გასულ წლებთან შედარებით, მეტი სიძვირით გამოირჩევა. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, სხვადასხვა პროდუქტზე თუ ცოცხალ შინაურ ფრინველსა და ცხოველზე ფასები უკვე დილიდან საღამომდეც კი იცვლება და მაღლა იწევს. აგრარულ ბაზარში, სადაც შინაური ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთათვის სპეციალური ფართია გამოყოფილი, გამყიდველთა უკმაყოფილება პიკს აღწევს. კითხვაზე, თუ რატომ და ვისზე ბრაზობენ ისინი, გამყიდველი ქალბატონები ამბობენ, რომ სოფლებიდან მოსული მეურნე ადამიანები ძალიან ძვირად ყიდიან კვერცხს, რძის ნაწარმს, შინაურ ფრინველს თუ ცხოველს, თვით ცერცვსაც კი. _ ასეთი რამ გაგიგიათ? დღეს, დილით ერთი კილოგრამი ცერცვი 5 ლარი ღირდა. ყველი კი _ 6 ლარი. შუადღისკენ ყველის ფასი კიდევ აიწია ერთი ლარით. ცერცვის ფასიც მოიმატებს, ალბათ. ამასაც მოვესწარით, ცერცვის და ყველის ფასი, თითქმის, გათანაბრდა. ასეთი არაფერი გვახსოვს, _ ამბობენ ისინი. ოზურგეთის ბაზარში ახლა ინდაურს, რომელიც ათ კილოგრამს იწონის, ას ლარს აფასებენ. ახალი ქათამი _ 25 ლარი, ხოლო შედარებით დიდი, რასაც ძველ დედალს ეძახიან _ 35-40 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი ყველი აქამდე ექვსი ლარი ღირდა, 19 აპრილისთვის კი უკვე შვიდი ლარი გახდა და ვარაუდობენ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირაში საკმაოდ მოიმატებს. ერთი კილოგრამი ცოცხალი გოჭის ფასი 9-10 ლარია. ხორცი 15 ლარი ღირს. ყველაზე აუცილებელი სააღდგომო ატრიბუტის _ კვერცხის ფასი 50 თეთრია. _ შინაური, სახლის ქათმის კვერცხის ფასი აუცილებლად მოიმატებს აღდგომამდე, რადგან შარშან ამ დროს ჩაბარება 35 თეთრი ღირდა. ახლა კი უკვე 45 თეთრად ვიბარებთ და რა აზრი აქვს 50 თეთრად გაყიდვას? შემთხვევით ორი ცალი რომ გაგიტყდეს, უკვე ზარალში ვარდები. ასეთი სიძვირე სოფლის ქათამსა და კვერცხზე, ბოლო წლებში არ მახსოვს, _ გვეუბნება ბაზარში მოვაჭრე თამუნა კინწურაშვილი. ბაზარში კი ყოველდღე ხალხმრავლობაა _ ადამიანები წინასწარ ყიდულობენ სადღესასწაულო სანოვაგეს და ცდილობენ, ცოტა უფრო იაფად შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი. ამბობენ, რომ სოფლის ქათმის თუ კვერცხის ფასი იმიტომ კი არ აწეულა, რომ ზოგადად, ფასების ზრდა ხდება, არამედ, რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა ადამიანი მისდევს შინა მეურნეობას. წარსულში წარმატებული აგრონომი, ამჟამად პენსიონერი ელდარ თავაძე "გურია ნიუსთან" საუბრობს: _ რაც დრო გადის, სოფელში უფრო და უფრო ნაკლებ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველი, ფრინველი. წელს, სამასკომლიან სოფელში ბევრს არ დაუთესავს სიმინდი. ეს უკუსვლის სტატისტიკა საგანგაშოა. ბუნებრივია, ფასების ზრდაც აქედან გამომდინარე ხდება და არა იმიტომ, რომ გლეხის შრომას ფასი დაედო. ყველას რომ ჰყავდეს შინ ფრინველი, ცხოველი, ჰქონდეს კვერცხი, რძე, ყველი, იქნება სიძვირე? ჯობს, იაფი იყოს და ყველას ჰქონდეს. მე რომ მკითხო, ხელისუფლება უნდა სწავლობდეს ამ სტატისტიკას. დავცინით კომუნისტებს, მაგრამ მათ ასეთი რამ ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ. ერთსაც გირჩევთ, თუ არ მიწყენთ _ შეისწავლეთ ჟურნალისტებმა რამდენიმე სოფელი, გააკეთეთ სტატისტიკა. ნახავთ, რაოდენ ნელა, მაგრამ შესამჩნევად, თავს ანებებს ხალხი შინამეურნეობას, ყანას... სულ თუ ვიწუწუნეთ, სხვა არაფერს გაგვიკეთებს. რის საშუალებაც არის, ბევრი იმასაც არ აკეთებს. სიმინდი როგორ არ უნდა დათესო? ერთი ტარო 200 მარცვალს გაძლევს. მოსავალი რომ მიიღო, 10-15 დღე მუშაობა სჭირდება. არ გვინდა? მომავალ აღდგომას სამი ლარი ეღირება კილოგრამი ფქვილი, ქათამი კი, ალბათ, _ 40-50 ლარი, საყანე ფართობები აქვს ხალხს და უმრავლესობამ ტყედ გაუშვა, _ გვითხრა ელდარ თავაძემ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ მომავალი წლის აღდგომამდე ფასები ისევ გაიზარდა, ეს ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს. რაც შეეხება ბოსტნეულს, ოზურგეთის ბაზარში მწვანილეული შედარებით იაფია. თუმცა, აგრარული კულტურებიდან, ცერცვის შემდეგ, კომბოსტოს ფასია მაღალი _ ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს, რაზეც, ასევე, გაკვირვებით საუბრობენ გამყიდველები და ამბობენ, რომ მსგავსი ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ ახსოვთ. ძვირია, ასევე, ბადრიჯანი _ ერთი კილოგრამი ოთხი ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს ბულგარულ წიწაკას. რაც შეეხება კვერცხის საღებავს, ბუნებრივი ენდრო, პატარა კონა ერთი ლარი ღირს. დაქუცმაცებული სახით კი ერთ ჭიქასაც ერთ ლარად ... ...
  • "ჰაერში გამოკიდებული ვასო"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (დვაბზუ, ძიმითი, ლაითური და მერია) დღემდე არ არის დანიშნული მერის წარმომადგენელი. "გურია ნიუსი" ამის შესახებ რამდენჯერმე წერდა, რასაც თან ახლდა მერიიდან არაერთხელ მიღებული პასუხი, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნებოდა, თუმცა, დღემდე არც ერთ ამ სოფელში წარმომადგენელი დანიშნული არ არის. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ლია ღლონტმა ღიად განაცხადა, რომ სოფელში არ ნიშნავენ წარმომადგენელს და თუ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება, საპროტესტო აქციას მოაწყობენ და გზას გადაკეტავენ. _ რატომ არ დაინიშნა დღემდე დვაბზუში მერის წარმომადგენელი?! რა დავაშავეთ?! მოვალეობას ასრულებს ვასო ღლონტი _ არ გვინდა ეს ჰაერში გამოკიდებული ვასო. ჩვენ გვჭირდება ადგილზე გამგებელი, წარმომადგენელი, რომელსაც ვეტყვით ჩვენს გასაჭირს, მოგვისმენს და აქ არ ვიქნებით ყოველ წუთს სარბენი. დროზე დაგვინიშნონ დვაბზუში წარმომადგენელი, თორემ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას და გადავკეტავთ გზას, _ თქვა მაშინ სოფელ დვაბზუს მკვიდრმა ლიკა ღლონტმა. "გურია ნიუსი" ვასო ღლონტს ესაუბრა, რომელიც ახლა სოფელ დვაბზუში წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებს. _ ბატონო ვასო, თქვენ წინააღმდეგ თანასოფლელებმა პროტესტი გამოთქვეს. "გურია ნიუსთან" კერძო საუბარში ისინი ამბობენ, რომ ხშირად ხართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ:  "შვიდჯერ მარტო მძღოლის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ასევე, არ აქვს უმაღლესი განათლება და ამიტომ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტმა, ვერ შეძლო წარმომადგენელი გამხდარიყო", _ ეს თქვენი თანასოფლელების სიტყვებია. რას იტყვით ამ ბრალდების შესახებ? _ დვაბზუს გამგეობაში კარი სულ ღიაა. ვინც მოდის, ყველას პასუხს ვცემ და ვეხმარები. ვინც მაგას ამბობს, არის ვიღაცისგან დაქოქილი, დააპროგრამეს და ათქმევინეს რაღაც. თუ დვაბზუს მოსახლეობა იტყვის, რომ მე არ ვუნდივარ, იმ დღესვე წავალ. ყველაზე ძალიან მე მინდა, რომ დაინიშნოს წარმომადგენელი. ორი კაცი უფრო მეტ საქმეს არ ვიზამთ?! _ უმაღლესი განათლება გაქვთ? _ მე ჩავაბარე, რა გამოცდაც იყო ჩასაბარებელი _ საკონკურსო და ვმუშაობ აგერ. შეთავსებით რომ ვარ, საქმე მეტი მაქვს საკეთებელი. პირადული თემაა, როცა ვიღაც ამბობს, რომ თითქოს, მე ვარ რამეში დამნაშავე. _ მართვის მოწმობა მართლა შვიდჯერ ჩამოგართვეს? _ მაგათ უყურებთ? მე აქ ყველას პატივს ვცემ. მარტო დვაბზუში კი არ არის დაუნიშნავი წარმომადგენელი, სხვა სოფლებშიც არის და ნელ-ნელა შეივსება ყველგან... მარტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი ინწკირველმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სოფელში არ არის დანიშნული წარმომადგენელი: "ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, არის შეხვედრები, რომ დაინიშნონ..." _ თქვა მაშინ გოგი ინწკირველმა, რის პასუხადაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა ჩაილაპარაკა _ "ფიქრი მერის უფლებამოსილების გასვლამდე..." კითხვაზე, თუ როდის დაინიშნება დვაბზუში, ლაითურში, ძიმითსა და მერიაში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან, წინა პასუხების მსგავსი პასუხი მივიღეთ: "ახლო მომავალში დაიწყება საკონკურსო პროცედურა აღნიშნულ ოთხ სოფელში მერის წარმომადგენელთა ... ...
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

თამაში თუ რეალობა...

ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი...

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების...

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად?

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ...

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...