ხმოვანი კინო _ მნიშვნელოვანი გარდატეხა საბჭოთა ხელოვნებაში

gurianews.com

კულტურა

ხმოვანი კინო _ მნიშვნელოვანი გარდატეხა საბჭოთა ხელოვნებაში

2018 იან 25 23:30:42

1932 წელს მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხასაბჭოთა და შესაბამისად, ქართულ ხელოვნებაში. საბჭოთა ხელოვნების შემოქმედებით მეთოდად გამოცხადდა სოცრეალიზმი. წინა წლებში წარმატებით დაწყებული კინოაღმოჩენები და ძიებები ,,კოსმოპოლიტიზმისა” და ,,ფორმალიზმის” წინააღმდეგ გამოცხადებულმა ბრძოლამ შეაფერხა. იმ წელს გააუქმეს ხელისუფლებისაგან ასე თუ ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციები, გამოცხადდა შესრულებულად პირველი ხუთწლედის გეგმა და კულაკთა კლასიც განადგურებულად გამოცხადდა.

ამასობაში მოახლოვდა ხმოვანი კინო. პირველ ხმოვანი ფილმი ,,დონ ჟუანი”, ჯონ ბერიმორის მონაწილეობით  Warner Brothers-მა 1926 წელს გადაიღო, იქამდე გამოდიოდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სიუჟეტები, სადაც ადამიანები მღეროდნენ და ანეგდოტებს ყვებოდნენ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდა ,,ჯაზის მომღერალი”, რომელიც მიჩნეულია პირველ ხმოვან სურათად.  ხმამ ბევრი რამ შეცვალა, მოიტანა უამრავი ინოვაცია როგორც შემოქმედებით, ასევე, რასაკვირველია, ტექნიკურ სფეროში. ხმის მოსვლასთან ერთად ტაპიორებისა და ორკესტრების აუცილებლობა აღარ იყო საჭირო, ამიტომ უამრავი მუსიკოსი უფუნქციოდ დარჩა, მათ შორის მაღალი კლასის პროფესიონალებიც. ბევრი კარგი მსახიობი, რომელსაც არ ჰქონდა კარგად დაყენებული ხმა, ან ტემბრი არ უვარგოდა ან აქცენტი გააჩნდა, სამუშაოს გარეშე დარჩნენ, მუნჯ კინოში ისინი ვარსკვალავები იყვნენ, ხმოვანში კი მათ შესაფერისი ხმოვანი მონაცემები არ გააჩნდათ (მაგალითად, ნატო ვაჩნაძე ,,უკანასკნელ მასკარადში” ხმას არ იღებს, რადგან მის ქართულს რუსული კილო დაჰკრავდა).

ბევრმა კარგმა მსახიობმა ეკრანზე სცენური მანერულობა გადაიტანა, საუბრობდნენ ძალიან მკვეთრად, გამოკვეთილად, ისე თითქოს სცენაზე იდგნენ და ცდილობდნენ, ქანდარაზე მსხდომებისთვისაც ხმა მიეწვდინათ. ისინი მშვენიერი მსახიობები იყვნენ, ფილმებშიც პატიჟებდნენ ხოლმე, მაგრამ კინოს სპეციფიკას ალღო ვერ აუღეს, თეატრალურ მსახიობებად დარჩნენ. მექანიკურად მოხდა წარწერების ტრანსფორმაცია დიალოგებში, პლაკატურ-ლოზუნგური ხასიათის ტიტრები თავდაპირველად უცვლელად გადმოვიდა დიალოგებში და მსახიობები კი არ საუბრობდნენ, არამედ ლოზუნგებს ისროდნენ, რაც ნაღდი უაზრობა იყო. ზოგიერთმა კინოს გახმოვანება-ახმაურება ვერ აიტანა და თავი მოიკლა, ზოგი გალოთდა, სხვა დეპრესიამ იმსხვერპლა. ბევრი ხელოვანი ხმის შემოსვლას ეწინააღმდეგებოდა, არ სჯეროდა მისი მომავლისა, მათ შორის იყვნენ ბასტერ კიტონი, დეივიდ უორკ გრიფითი, ვიკტორ შესტრომი, ვსევოლოდ პუდოვკინი, კინგ ვიდორი, რენე კლერი, სერგეი ეიზენშტეინი, ჩარლი ჩაპლინი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: მეცოდება მუნჯი კინო, რა სიამოვნება იყო გეყურა, როგორ აღებდა ქალი პირს და ხმა არ ისმოდაო. ძველი კინოს მოღვაწეები ისევ განაგრძობდნენ მუნჯი ფილმების გადაღებას, საბჭოთა კავშირში თუმცა აღიარებდნენ ფილმში მუსიკისა და სხვადასხვა ხმაურების აუცილებლობას, მაგრამ მათი აზრით, დიალოგი ხელს შეუშლიდა მის რიტმს. სხვათაშორის, გადაღებაც და მონტაჟიც ძველებურ ყაიდაზე მიმდინარეობდა, ანუ მოკლე კადრებით, რის შედეგად მსახიობები ვერ ასწრებდნენ საკუთარი დიალოგების წარმოთქმას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ახალმა ტექნიკურმა გამოგონებამ გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ხმოვანი კინოს საწყის ეტაპზე გადასაღებ მოედანზე ხმის ოპერატორები იქცნენ სრულ ბატონ-პატრონებად და სწორედ ისინი იძახდნენ - გადაღებულია! და არა რეჟისორი, მაგრამ მათ დიქტატს მალე მოეღო ბოლო. საქართველოში იმ პერიოდის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის კომედია ,,ნახვამდის” (1934), რომლის მოქმედება 1905-07 წლებში ხდება.

ფილმის ორიგინალური კომპოზიცია აერთიანებდა დრამატულ მოქმედებას - მეტეხის ციხდან რევოლუციონერის გაქცევის დაძაბულ სიუჟეტს და ორი მოძულე ძმის – თავადების სასაცილო დავის სატირულ და იუმორისტულ ეპიზოდებს, რომლის ერთობლიობა სურათს გროტესკულობას ანიჭებდა და სწორედ ამან განაპირობა ფილმის კომედიური ბუნება. ფილმში გაქილიკებულია ცარიზმის ბიუროკრატიული აპარატი და ქართველი თავად-აზნაურობა. ,,ნახვამდის” სამი თვის განმავლობაში გადიოდა თბილისის კინოთეატრებში, პრესამ მას ,,განსაკუთრებული კინემატოგრაფიული მოვლენა” უწოდა. ფილმი შემდეგ გაახმოვანეს, ბევრი მას პირველ ხმოვან ფილმად მიიჩნევს.  ფილმის რეჟისორმა გიორგი მაკაროვმა კარიერა როგორც მსახიობმა დაიწყო, მან პერესტიანის ფილმში გერმანელი ოფიცრის როლი შეასრულა, ამავე დროს იყო მისი ასისტენტიც. მაკაროვი აგიტპროპფილმებსაც იღებდა, 1930 წელს მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,აფსნების ქვეყანა”, სწორედ იმ წელს აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.  მაკაროვის კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა - ,,ნახვამდის” შემდეგ ის, თითქოსდა ავადმყოფობის გამო, კინოს საერთოდ განერიდა; მაგრამ ამბობენ რომ მიხეილ ჭიაურელმა ვერ აიტანაო კონკურენტის გამოჩენა, რომელსაც მისი დაჩრდილვა შეეძლოო. იმხნად ჭიაურელი საბჭოთა კინოში უკვე გავლენიანი ადამიანი იყო და რაღაც მანქანებით მაკაროვი მოიცილა თავიდანო. ასე თუ ისე, ქართულ კინოს ნიჭიერი კაცი ჩამოაშორეს. ალბათ, ისიც სიმბოლურია რომ კინემატოგრაფთან მისი დამშვიდობება და მისი უკანასკნელი ქართული უხმო ფილმის სახელწოდება არის ,,ნახვამდის”.  მუნჯი კინო წარსულს ჩაბარდა, საბჭოთა კავშირმა და მასთან ერთად საქართველომ დიდი ტერორის ეპოქაში შეაბიჯა, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურს იყო მორგებული. მომდევნო წლების განმავლობაში, რათა გაქცეოდენენ იმ სიცრუესა და ტყუილს, რაც გაბატონებული იყო მთელ საბჭოთა იმპერიაში, ქართულ კინემატოგრაფში, შეიქმნება ე. წ. ეზოპეს ენა. სინამდვილეს ვერ იტყოდი, ამიტომაც უნდა გეცრუა, ქარაგმული ენით უნდა მოგეთხრო და გადმოგეცა იმდროინდელი სინამდვილე, რაშიც ქართველებმა უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს, მაგრამ... ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი ნიშან-მახასიათებელი, თუ რატომ აირჩა თხრობის ასეთი გზა: ქართველს ეშინოდა და ეშინია რეალობისა და ყოველთვის გაურბის მას. ამაში ვიღაცა დამეთანხმება, ვიღაც, არა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. მთავარია, რომ არ დავკარგოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც მიუხედავად ყველანაირი სიძნეელებისა და წნეხისა, სუფთა და მართალი რჩებოდა საკუთარი სინდისის წინაშე და ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს, რომელთაც დროთა ქარტეხილებს გაუძლეს, დღეს კი ჩვენ, მათი შექმნილით ვამაყობთ.


ნახვა: 42


 ახალი ამბები
  • იმერეთის გუბერნატორის აპარატიის უფროსი _ ,,დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და ეს თანხა მივიღეთ“იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც  2 950 ლარი იყო,  თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე, გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც. აღნიშნულის შესახებ ,,გურია ნიუსთან“ ინფორმაცია უარყო იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ. მისი თქმით, გუბენატორის ხელფასი იგივე დარჩა, თუმცა ცვლილება შეეხო დანამატისა და ხელფასის გაერთიანებას. როგორც გაბუნია აცხადებს, აღნიშნული თანხების გაერთიანებამ ჯამში იმ  თანხის რაოდენობა შეადგინა, რასაც გუბერნატორი წინა თვეში იღებდა. ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად მოხდა გუბერნიებისათვის განსაზღვრული სტრუქტურისა და ხელფასების ცვლილება. აღნიშნული კანონის საფუძველზე,ჩამოყალიბდა ახალი თანამდებობრივი სარგოები, თუმცა, გაზრდა არ შეინიშნება არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ, რადგან თუკი მანამდე იყო ხელფასი გუბერნატორის 2 950 ლარი,  ასევე, დანამატი ჰქონდა მათ ყოველთვიურად  2 950 ლარი _ ეს დარჩა იგივენაირად, არაფერი შეცვლილა,  უბრალოდ, გაერთიანდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელფასო ფონდი წლიური ანაზღაურება გუბერნიაში არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა 8 000 ლარით. გასულ წელს იყო ნახევარი მილიონი ლარი იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი და იანვრიდან გახდა 49 200 ლარი ანუ 8 000 ლარით შემცირდა. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ხელფასები  გაიზარდა, რაც იყო ის დარჩა. უბრალოდ,  თუ იღებდა დანამატსა და ხელფასს,  ახლა გაერთიანდა და მივიღეთ ეს თანხა“, _ განაცხადა აპარატის უფროსმა. ... ...
  • მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია _ შსს-ს კომენტარიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ ... ...
  • "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ "ევროპულ საქართველოს", რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა. ფრაქციის სახელწოდება ასეთია: "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" და მისი თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს წევრი" ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ "ნაციონალი" მამუკა ბარამიძე. ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმაც" მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია ... ...
  • „ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით  ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ,,როდესაც საქართველოს  მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ  შენგენის  ზონასთან  და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად  იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე  პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს  ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა  ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს. ,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა  არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა  ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული  ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ. ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა  შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.  ეს სამუშაო  უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ატყობენ, რომ  წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _  განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი ... ...
  • ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა აღმოაჩინესგორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. „გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ  პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა. ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...