,,მე ერთადერთი ვარ ,,შესანიშნავი შვიდეულიდან”, რომელიც არავის ახსოვს” _ ბრედ დექსთერი

gurianews.com

კულტურა

,,მე ერთადერთი ვარ ,,შესანიშნავი შვიდეულიდან”, რომელიც არავის ახსოვს” _ ბრედ დექსთერი

2018 იან 23 12:06:00

,,მე ერთადერთი ვარ ,,შესანიშნავი შვიდეულიდან”, რომელიც არავის ახსოვს”. ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკელ მსახიობს ბრედ დექსთერს, რომელიც შვიდეულიდან ყველაზე ხელმოცარული აღმოჩნდა – ფილმშიც და ცხოვრებაშიც. გახსოვთ, ალბათ, ის ჰარი ლაქს ასახიერებს, რომელსაც კალვერას ბანდიტები პირველს ჰკლავენ. ფილმში მონაწილე ყველ დანარჩენი მსახიობისთვის (იულ ბრინერისა და ილაი უოლაქის გარდა – ისინი მაშინ უკვე ცნობილი მსახიობები იყვნენ) –სთივ მაკქუინი, ჯეიმს ქობერნი, ჩარლზ ბრონსონი, რობერტ ვონი და ჰორსტ ბუხოლცი – ეს სურათი ტრამპლინად იქცა კინოოლიმპისაკენ, ხოლო დექსთერი კი, მიუხედავად იმისა, რომ მან მშვენივრად გაართვა თავი როლს, სადაც სხვა ალტრუისტი თანამოძმეებისაგან განსხვავებით განასახიერა ყველაზე ,,ცოცხალი” პერსონაჟი, ფულსა და ოქროზე შეყვარებული დაქირავებული მსროლელი-განფაითერი, კარიერის ბოლომდე მეორეხარისხოვან, უმეტესწილად, უარყოფით გმირების როლებს ასრულებდა.

ბრედ დექსთერი მეგობრობდა ჰოლივუდის ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან, მათ შორის იყვნენ კარლ მოლდენი, ფრენკ სინატრა და მერილინ მონრო, სხვები რომ აღარ ჩამოვთვალო. იგი ამაოდ ცდილობდა მონროს შერიგებას მეუღლესთან, ბეისბოლისტ ჯო დიმაჯიოსთან და მათი ქორწინების გადარჩენას, ხოლო სინატრა ერთხელ სიკვდილსაც გადაარჩინა (სხვათაშორის, სწორედ სინატრას თხოვნით მიიწვია რეჟისორმა ჯონ სტარჯესმა დექსთერი ,,შვიდეულში” სათამაშოდ). 1964 წელს იღებდნენ ფილმს ,,არავინ მამაცთა გარდა”. ერთხელ შესვენებაზე დექსთერი, სინატრა და ფილმის პროდიუსერის ცოლი რუთ კოქი ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრნენ, სადაც მომღერალი და ქალბატონი ტალღამ ზღვაში გაიტაცა. დექსთერი დაუფიქრებლად გადაეშვა მათ გადასარჩენად და 45 წუთის განმავლობაში წყლის ზედაპირზე გააჩერა, სანამ ორი სერფერი არ მიეხმარა მათ ნაპირზე გაყვანას. მათი გადარჩენისთვის დექსთერმა წითელი ჯვრის მედალი დაიმსახურა. სინატრამ კი მადლობის ნიშნად ის თავის კინოკომპანიაში პროდიუსერად დაპატიჟა. სინატრამ და დექსთერმა კიდევ ერთხელ ითამაშეს ერთად ფილმში  ,,ფონ რაიანის ექსპრესი” (1967), თუმცა, მათი მეგობრობა იმავე წელს დასრულდა, როდესაც დექსთერი ცდილობდა ხელი შეეშალა სინატრასა და 30 წლით მასზე უმცროსი მსახიობის მია ფაროუს ქორწინებისათვის. პასუხად სინატრამ სასტუმროს ოთახი, სადაც მათი შეხვედრა მიმდინარეობდა, ლამის მთლიანად დალეწა და ფეროუზე მაინც დაქორწინდა. ,,ფრენკი ბევრ ამბავში ნამდვილი ავადმყოფია _ ამბობდა მოგვიანებით დექსთერი _ და ეს მძიმე ტვირთად აწევს ყველას, ვინც მასთან ახლოსაა”. სინატრასა და ფერროუს ქორწინებამ სულ ცოტა ხანს გასტანა.

ბრედ დექსთერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ბორის მილანოვიჩია, 1917 წლის 9 აპრილს დაიბადა სერბი ემიგრანტების ოჯახში, ნევადაში. მან უამრავი პროფესია გამოიცვალა – იყო ფეხსაცმლის მწმენდავი, ყასაბი, მოყვარული მოკრივე, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა აშშ-ს საჰაერო ძალებში, სადაც გაიცნო ასევე სერბი მლადენ სეკულოვიჩი, მომავალში ცნობილი როგორც კარლ მოლდენი – ელია კაზანის საყვარელი მსახიობი.

ომის შემდეგ იგი სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა პასადენა ფლეიჰაუზში, სადაც სახელი და გვარი ბარი მიტჩელად გადაიკეთა.

პირველი საინტერესო როლი ახლადგამომცხვარმა მიტჩელმა ითამაშა რეჟისორ ჯონ ჰიუსთონის კრიმინალურ დრამაში ,,ასფალტის ჯუნგლები” (1950), სადაც ერთ-ერთ როლს მერილინ მონროც ასრულებდა. ამ ფილმის გადაღებისას მან ჰიუსტონის მოთხოვნით კიდევ ერთხელ შეიცვალა გვარი და კონოსამყაროს მოევლინა ბრედ დექსთერი. ამ ფილმის შემდეგ მსახიობმა უამრავ სურათში მიიღო მონაწილეობა, სადაც როგორც აღვნიშნე იგი უმეტესწილად მეორეხარისხოვან და უარყოფით როლებს ასრულებდა. მსახიობის თქმით, მას უყვარდა უარყოფით პერსონაჟების თამაში, რადგან დადებითი გმირებისაგან განსხვავებით, ისინი ხშირად უფრო უკეთესად გამოძერწილნი და საინტერესონი არიან (რაც, უნდა ვთქვა, სიმართლეს შეეფერება). სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ ის მთლიანად გადერთო პროდიუსერობაზე, მისი ყველაზე ცნობილი ფილმია _ ლედი მღერის ბლუზს” (1972), სადაც განთქმული მომღერლის ბილი ჰოლიდეის როლს ასახიერებს არანაკლებ ცნობილი დაიანა როსი.

კარიერის დასაწყისში დექსთერს ისეთივე ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, როგორც ჯონ უეინს, ამაში ფიზიკური მონაცემებიც და ნიჭიც უწყობდა ხელს, თანაც ის ორგანულად ჩაჯდა ვესთერნის სამყაროში, მაგრამ ეს წინასწარმეტყვეელება არ გამართლდა.

ბრედ დექსთერი 2002 წლის 12 დეკემბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.  კინოს მოყვარულებს ალბათ ყოველთვის ეხსომებათ მისი სიცოცხლის მოყვარული ჰარი, რომელიც დარწმუნებული იყო რომ სოფელში, რომელსაც შვიდეული იცავდა, განძია დამალული და კრისის მიერ დაიმედებული ის ბედნიერი კვდება.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის" (R)სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მათი როლი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია და გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი სამხედროების როლზე ტერორიზმთან ბრძოლაში და გაპრეზიდენტების შემთხვევაში ავღანეთში ვიზიტი დააანონსა. „ერთ-ერთი პირველი ვიზიტი გარეთ ამ ქვეყნიდან, ალბათ უნდა იყოს ავღანეთში, სადაც ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის. ეგოისტურად ჩვენს დამოუკიდებლობაზე კი არ ვზრუნავთ, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ  ერთი მსოფლიოს შვილები. თანასწორობა იმაში არის, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი რაც არ უნდა ეს ზოგჯერ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულიც იყოს,“- განაცხადა სალომე ... ...
  • "გამოიყენოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში" (R)ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქარძე პარტიის ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს რუსთავში შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის პრობლემებს. რუსთავში ყველაზე მტკინვეულ პრობლემად ითვლება უმუშევრობა და გაჩერებული საწარმოების საკითხი. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ კონკრეტულად ისაუბრა პროგრამულ პრიორიტეტებზე _ დაცულობა და ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება უცხოეთში, პენსიის მომატება.  „რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება საქართველოს ინვესტიციები და რამდენი რამე შეუძლია შეცვალოს ხალხისთვის ინვესტიციას, რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება დღეს ქვეყანას ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადამიანების დასაქმებაზე და ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანაზე. ამიტომ, რუსთავი არის მაგალითი იმის, რომ უნდა აუცილებლად გამოიყენოს ჩვენმა ხალხმა ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში და რომელიც მთელ თავის გავლენას, რესურსს და კონტაქტებს გამოიყყენებს ქვეყანაში ინვესტორების შემოსაყვანად, სამუსაო ადგილის შესაქმნელად, ადამიანების დასახმარებლად და იმისთვის რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და საიმედო.“_ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ორგანიზაციის წევრები და გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, სოფელ შრომის და დაბა ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.„სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი. მას ზურგს უმაგრებს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ პრეზიდენტად“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ... ...
  • "ვაბშე, მიშას დავბრიდავ": სკანდალური ჩანაწერების სერია გრძელდებამირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მზად იყო - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფარულ ჩანაწერებში თავად საუბრობს, რომელიც „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დიალოგში ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა. ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ახსენებს „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის გვარს ასახელებს. საუბრის შინაარსიდან ცნობილი ხდება, რომ სუბარი არის ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს აკონტროლებდა, მაგრამ ახლა ყოფილი პროკურორი ამტკიცებს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ისევე როგორც მმართველი პარტიის გზები - გაიყო. ჩანაწერში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება. მირზა სუბელიანი - "ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩამს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე. ცუხიშვილი -აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია? მირზა სუბელიანი - ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე. მირზა სუბელიანი - მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო? ვიქტორ ჯაფარიძე - ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ." წყარო: ... ...
  • ტელეკომპანია "იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა"ხელისუფლებამ დახურა იბერია" - ეს საპროტესტო განცხადება გადაცემების ნაცვლად ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გადის. არჩევნებამდე 12 დღით ადრე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეწყვიტა. არხის ხელმძღვანელობა მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც „ომეგა ჯგუფს, რომელიც  ტელეკომპანიას ფინანსურად უზრუნველყოფდა, პრობლემები შეექმნა და სიგარეტის ქარხანა OGT-ი დახურა. "იბერიას" 200-მა თანამშრომელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას.არხის ხელმძღვანელები დამოუკიდებელი მაუწყებლობის გადასარჩენად ბიზნესსექტორს "იბერიას" ეთერში რეკლამების განთავსებისკენ ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...

მამაკაცები, რომელთა ცოლობასაც არასოდეს ინანებთ

ამბობენ, რომ ქორწინება თავისებური "ლატარიაა",...

ყავა ჭამის მადას ამცირებს

3-4 ფინჯანი ყავის მირთმევა დღის...

ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

ამბობენ, "მშობლებს არ ირჩევენ" და...

ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა

კემბრიჯის ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის წევრის...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?