მე ვიცი როგორ ვითამაშო ვნება _ალ პაჩინო

კულტურა

მე ვიცი როგორ ვითამაშო ვნება _ალ პაჩინო

20 ნოე. 2017, 20:38:35

როდესაც ფრენსის ფორდ კოპოლა "ნათლიას" მესამე ნაწილის გადაღებას აპირებდა, მთავარი როლის შემსრულებელმა ალ პაჩინომ ჰონორარის სახით შვიდი მილიონი დოლარი მოითხოვა. რეჟისორი განსრისხდა და დაემუქრა პაჩინოს, სცენარს გადავწერ და სურათს დავიწყებ მაიქლ კორლეონეს დასაფლავებითო. რა გაეწყობოდა, მსახიობი ხუთ მილიონ დოლარს დასჯერდა. თავის დროზე კი ნათლიას პირველ ნაწილში მონაწილეობისათვის მას მხოლოდ 35 ათასი დოლარი გადაუხადეს. თუმცა მაშინ ფილმში მისი ყოფნა არყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან კოპოლას გარდა არავის სურდა კორლეონეს როლში ყველასათვის უცნობი, ქონდრისკაცი პაჩინოს, ასე ეძახდნენ მას სტუდიის მესვეურები, ნახვა. მაგრამ რეჟისორმა თავისი გაიტანა და დაამტკიცა რომ მისი არჩევანი სწორი იყო. ალ პაჩინომ შექმნა ყველა დროის ერთ_ერთი ყველაზე ცნობილი განგსტერის სახე და მისი მეტამორფოზა ომის გმირიდან ცივსისხლიან მაფიის ბოსამდე განსაცვიფრებელ ეფექტს ახდენს. ასეთი რამ მხოლოდ დიდ დრამატულ მსახიობებს ძალუძთ. “ამერიკაში მცხოვრებ ყოველ იტალიელს ამერიკული ოცნების გამო მსხვერპლის გაღება მოუხდა. ყოველივე ამან მაიქლში, დაკარგული თაობის წარმომადგენელში, მოიყარა თავის და ის ტრაგიკულ პიროვნებად აქცია.”_ასე ახასიათებდა თავის გმირს პაჩინო. აღსანიშნავია, რომ ეს როლი მისთვის ზედგამოჭრილი თუნდაც იმიტომ არის, რომ პაჩინოს ერთი ბაბუა წარმოშობით კორლეონედან იყო. კარიერაში აღმასვლას იგი პირველ რიგში კოპოლას უნდა უმადლოდეს, თუმცა როდესაც ამ უკანასკნელმა კაპიტან ვილარდის როლი შესთავაზა თავის შედევრში “ჩვენი დღეების აპოკალიფსი’, პაჩინომ უარით გაისტუმრა იგი და განცხადა” მე ყველაფერს გავაკეთებ ფრენსისთვის, მაგრამ მასთან ერთად ომში არ წავალ!”

მაიქლ კორლეონეს როლმა ალ პაჩინოს ოსკარის ნომინაცია მოუტანა. როგორც თვითონ იხსენებდა “ნათლიას” წარმატება მისთვის შოკის ტოლფასი აღმოჩნდა. ამიერიდან მას შეეძლო უფრო ადვილი და მაღალანაზღაურებიანი როლები მოეთხოვა. მაგრამ ყველას გასაკვირად, პაჩინო არჩევანს ძალზე რთულ პროექტებზე აკეთებდა. როგორიცაა ჯერი შაცბერგის მიერ 1973 წელს დადგმულ ფილმში “საფრთხობელა”, სადაც მან ითამაშა მაწანწალას როლი და კარდინალურად საწინააღმდეგო სახე შეგვთავაზა ვიდრე ნათლიაში. პაჩინოს სიტყვებით მისი გმირი დაბნეული და ოდნავ სასაცილოცაა, მას სჭირდება ვინმეს ძლიერი მხარი, დასაყრდენი, რადგან თვიონაც არ იცის ვინ არის და რა უნდა”. ასეთი დასაყრდენი კი ჯიმ ჰექმენი აღმოჩნდა. ოთხი წლით ადრე გადაღებული “შუაღამის ქაუბოის” შემდეგ ეს ყველაზე დასამახსოვრებელი კინოდუეტი იყო. შეგახსენებთ, რომ “ქაუბოიში” მთავარ როლებს ჯონ ვოიტი და დასთინ ჰოფმანი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში პაჩინოს ხშირად ამსგავსებდნენ ჰოფმანს და გარკვეულწილად ეს ხელს უშლიდა მას.

პაჩინო ბრწყინვალეა სიდნი ლუმეტის “სერპიკოში”, სადაც მოთხრობილია რეალურად არსებული ნიუ-იორკელი პოლიციელის ამბავი, რომელიც პოლიციაში გამეფებულ კორუპციას ებრძვის. პაჩინომ იგი დაგვიხატა როგორც ძლიერი პიროვნება, რომელსაც უყვარს სიცოცხლე და ტკბება მით. მისი თამაში ეს არის გრძნობების თავბრუდმახვევი კალეიდოსკოპი. მაყურებელს გულთან ახლოს მიაქვს ამ უცნაური, ჰიპივით ჩაცმული სამართლიანობის მანიით შეპყრობილი გმირის ქმედებანი. ერთხელ გადაღებებისას იგი ისე შევიდა როლში რომ მან ქუჩაში მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი გააჩერა და დაპატიმრებითაც დაემუქრა. ასევე ძლიერი როლია “თაკარა შუადღე”, სადაც მან განასახიერა რეალური პიროვნება, ისტერიული ჰომოსექსუალი ბანკის მძარცველი, რომელიც ცდილობს ფულის შოვნას რათა მისმა პარტნიორმა სქესი შეიცვალოს.

მიუხედავად კინოში მიღწეული უაზარმაზარი წარმატებისა ალ პაჩინოს პირველი და ყველაზე დიდი სიყვარული ეს თეატრია. თეატრიდან დაიწყო მან მოღვაწეობა და დღემდე არ უღალატია მისთვის. მისი ყველაზე საყვარელი დრამატურგი უილიამ შექსპირია. “მე შექსპირს ბობოქარი ვნებების გამო ვაფასებ”_ამბობს ალ პაჩინო. 1996 წელს მსახიობმა ამ დიდი ინგლისელს დოკუმენტური ფილმი “რიჩარდის ძებნაში” მიუძღვნა.

როგორც ბევრ მსახიობს მასაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მშობლები ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. პატარა ალფრედო თავის ნებაზე იყო მიშვებული. ერთხელ იგი პოლიციამ დააპატიმრა იარაღის უკანონო შენახვისთვის. ალ პაჩინო ბავშვობიდანავე მსახიობობით იყო გატაცებული. ყოველი ფილმისა თუ პიესის ნახვის შემდეგ სახლში ართობდა ნათესავებს ნანახის მიბაძვით. 1966 წელს მან ჩააბარა ლეგენდარულ ექთორს სთუდიოში, სადაც მას ასწავლიდა ლი სთრასბერგი, რომელმაც არა ერთი დიდი ამერიკელი მსახიობი გამოზარდა. მათ შორისაა მარლონ ბრანდოც, რომელმაც თავის დროზე ჩაუნერგა პაჩინოს რწმენა, რომ იგი მაიქლ კორლეონეს როლს დაძლევდა.

ალ პაჩინო ყოველთვის სიფრთხილით ირჩევს როლებს. მიუხედავად ამისა ასეთ დიდ მსახიობსაც ჰქონდა ჩავარდნები: “ქრუიზინგი”, “ავტორი! ავტორი!” და “რევოლუცია”_ეს სხვადასხვა წლებში გადაღებული ფილმებია. “რევოლუცია” ყველა დროის ერთ_ერთ ყველაზე ცუდ ფილმად არის მიჩნეული. ამ ჩავარდნებისა და საშინელი რეცენზიების გამო მსახიობი ხუთი წლით ჩამოშორდა კინემატოგრაფს და სცენას დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში მან ერთი ფილმიც დადგა, რომელიც რატომღაც ეკრანებზე არ გამივიდა. 1989 წელს კი ალ პაჩინო ტრიუმფით დაუბრუნდა ეკრანს ბრწყინვალე თრილერით “სიყვარულის ზღვა”. მას მოჰყვა ფილმები “გლენგერი გლენ როსს”, “ფრენქი და ჯონი”, რომელიც დააგვირგვინა “ქალის სურნელმა”, სადაც მან შექმნა ბრმა გადამდგარი სამხედროს როლი, რომელიც ზედგამოჭრილი იყო მისთვის. ეს ფილმი ამავე სახელწოდების იტალიური ფილმის რიმეიქია, სადაც მთავარი როლი ვიტორიო გასმანმა შეასრულა. მის ფილმებში ხშირად მოისმენთ მსახიობის მონოლოგებს და ერთი ასეთი დაუვიწყარი და ფეთქებადი მონოლოგი შედგა “ქალის სურნელის” ეპილოგში, სადაც პაჩინოს გმირი წარმოთქვამს სიტყვას ქრის ო’დონელის დასაცავად. ამ როლისთვის მან ოსკარი დაიმსახურა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. იმ წელსვე იგი წარდგენილი იყო აგრეთვე მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში “გლენგერი გლენ როს”.

პაჩინოს სტატუსს გამყარება არ სჭირდებოდა მაგრამ ოსკარმა თავისი საქმე მაინც გააკეთა. ყოველ შემთხვევაში ფინასურად მაინც. “მადლობა ღმერთს მღებავი არა ვარ და არ მიჭირს. ჩვენს პროფესიაში ერთი საიდუმლო არსებობს_რაც უფრო სუსტია სცენარი, მით უფრო მეტ თანხას გთავაზობს პროდიუსერი. ეს უდავო ჭეშმარიტებაა”. და მაინც იგი ისევ სიფრთხილით ირჩევს ყველა როლს და მის მიერ განსახიერებული სახე საყურადღებო და საინტერესოა, შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს: განგსტერი ბრაიან დე პალმას “კარლიტოს გზაში”, სხვათაშორის, ეს მისი მეორე ნამუშევარია ამ რეჟისორთან. პირველი იყო “ნაიარევი სახე”. “დონი ბრასკო”, “მერია”, “ეშმაკის ადვოკატი”, ”ამნეზია” თუ “შერკინება” სადაც იგი გამოჩნდა დიდი ხნის ეკრანულ მეტოქესთან, რობერტ დე ნიროსთან ერთად.

ინტერვიუებში პაჩინო აცხადებდა, რომ წლოვანებასთან ერთად იმატა როლებმაც, საითაც ცოტა ხნის წინ არც კი გაიხედავდა, მაგრამ ხშირად ესა თუ ის პერსონაჟები მის სულიერ მდგომარეობას ზუსტად პასუხობენ. ზოგჯერ ეჩვენება რომ გმირი მისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მერე ირკვევა რომ ეს საუკეთესო როლი უთამაშია. ”ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ რეჟისორობა არ მინდა. არაა ეს საჩემო საქმე. მე ვიცი როგორ ვითამაშო ვნება და სწორედ ასეთი პერსონაჟებისაკენ მივილტვი. ზოგჯერ კი სულის მოსათქმელად დეტექტივებში თამაშზე ვთანხმდები. იქ დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო”.

 ალ პაჩინო სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მას ყველა დამწყები მსახიობი ბაძავს, ყველას უნდა იყოს პაჩინო. მაგრამ იგი ერთადერთი და განუმეორებელია.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება" წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს„ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც  დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება" განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება. ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც, კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა. უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება" წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას" ექნება. მისი თქმით, კამპანია აგებული იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. „ჩვენი მთავარი გამოწვევები არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით პანდემიის გათვალისწინებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც შექმნა პანდემიამ. ბუმებრივია ეს აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენი კამპანია აგებული იქნება რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის",-განაცხდა ირაკლი ... ...
  • შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა: პირველმა ზღურბლი გერმანიაში მცხოვრებმა პატარა ქართველმა გადაკვეთადღეს შეკვეთილში გაიხსნა  დენდროლოგიური პარკი, რომელიც თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური მრავალფეროვნების კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, მთელ რეგიონში გამორჩეულია. პარკის გახსნა  ოფიციალური ფორმატით  არ მომხდარა. 11 საათიდან ნებისმიერი მოქალაქეს შეეძლო აქ შესვლა.  მათ  ადგილზე თერმოსკრინინგს უტარებდნენ. პირველი, ვინც პარკის ზღურბლი მამის კისერზე შემომჯდარმა  გადაკვეთა,  გერმანიაში მცხოვრები პატარა ქართველი, დემეტრე  არაბიძე  იყო.  შეკვეთილის დენდროლოგიური  პარკის ფრინველებისა და ხე-მცენარეთა  სიმრავლე და სილამაზე, როგორც აქ დასათვალიერებლად მოსული ადამიანები აღნიშნავდნენ, ფანტასტკის სფეროს  ესადაგება. _ ვიცოდი,  რომ ძალიან კარგი რამ  გაკეთდა, თუმცა, რაც აქ ვნახე, ეს ფანტასტიური სამყაროა. სამოთხე, ალბათ, ასეთი წარმოუდგენია   ადამიანს.  ჩემი პატარა მიკიც წამოვიყვანე. თურმე მიწაზე არ უნდა დავსვათ. ეს არ ვიცოდით.  აქ მიგვითითეს. ამიტომ ხელში აყვანილი დამყავს. ურეკში ვისვენებთ. თბილისიდან  ვარ. რომ გავიგე, პარკი იხსნებოდა, მაშინვე წამოვედი. აღფრთოვანებული ვარ, - გვითხრა თბილისელმა ქალბატონმა, პროფესიით მუსიკოსმა რუსუდან ურთქმელიძემ. ოზურგეთელი ქალბატონები, მანანა  ჭელიძე, მარიკა ანდღულაძე და  ანა სადრაძე დენდროლოგიური პარკის გახსნას, გურიისთვის  ჯადოსნური სამყაროს შემადგენელ ნაწილად ქცევას უწოდებენ. _ჩვენს მუნიციპალიტეტში, ოზურგეთში რომ ასეთი პარკი იარსებებს, ბედნიერებაა. სხვა სახელი რა უნდა ერქვას? _ გვითხრეს მათ. _ასეთი განძი რომ საქართველოშია, ამაყი ვარ და ორმაგად ამაყი  ვარ, რომ გურიაშია  ეს სამოთხე.  ასეთ სანახაობას სად შეხვდები ასე  ადვილად. ტურისტული მიმართულებით  ეს ჩვენთვის მარადიული ლოკაცია იქნება, სადაც თითოეული უცხოელი,  ვინც ფეხს დადგამს ჩვენს მიწაზე, აქ აუცილებლად მოვა და ნახავს სამოთხეს, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილემ, ირაკლი სირაძემ. თითოეული მოქალაქე, საჯარო მოხელე თუ თანამდებობის პირი, დღეს აქ ერთნაირად გამოთქვამდა მადლიერებას დენდროლოგიური პარკის შემქმნელის  ბიძინა ივანიშვილის მისამართით. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის  60 ჰექტარზეა გაშენებული ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის უამრავი სახეობა. პარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰა-ზე გაშენებულია საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული.  კოლექცია შედგება 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან. დანარჩენ 42 ჰა-ზე კი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური ჯიშის  ათასობით მცენარეა. სილამაზის  პიკია ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. სულ კი, პარკის ტერიტორიაზე 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, ხუთივე კონტინენტიდან: წეროები, ყარყატები, ფლამინგოები, თუთიყუსები, მაინები, ფარშევანგები, ვარხვები...  ეს ის სახეობებია, რომლებიც გადაშენების პირასაა  და მსოფლიოში წითელ ნუსხაშია შეტანილი. _მოდით, იარეთ აქ, მოიყვანეთ შვილები, მომავალ თაობას შეაყვარეთ დედა-ბუნება.   ეს  უდიდესი  გაკვეთილი   იქნება მათ ცნობიერებაზე გარდამტეხი მნიშვნელობის მოსახდენად, - გვითხრა დენდროლოგიური პარკის მენეჯერმა ავთანდილ ... ...
  • ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებსდაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, მე დამნიშნეს საარჩევნო შტაბის უფროსად, გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი. 2016 წელს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის” მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით. ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მთლიანად აგებული მომავალზე. ორიენტირი იქნება ეს, რომ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ როგორც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას, მათ შორის, როგორ ვხედავთ, იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისმენენ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის Facebook-ზე გავრცელდა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ... ...
  • TDI გამოცდების ეროვნულ ცენტრს უჩივის2020 წლის 15 ივლისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ. ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს ჩაებარებინათ ინგლისური ენის გამოცდა. ორმა აბიტურიენტმა - მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებმა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია. საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 9 ივნისის ბრძანებით განისაზღვრა გამოცდების განრიგი, რომლის მიხედვით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს - კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს. ის თარიღი კი, კონკრეტულად რომელ დღეს უნდა მიეღოთ გამოცდაში მონაწილეობა აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა 27 ივნისს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, გამოცდაში მონაწილეობა მიიღონ 17 ან 19 ივლისს. როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული. საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ მგრძნობელობა და საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, უგულებელყოფს ამ ფუნდამენტურ უფლებას. “რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” გაეროს დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებას. TDI-ის მიერ 15 ივლისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოთხოვნილია დროებითი განჩინების მიღება, რათა ცენტრს დაევალოს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ორ წევრს მიეცეს შესაძლებლობა, ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარონ  17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.  სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, TDI სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო ... ...
  • "გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას"- "ახალგაზრდა ადვოკატები"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის გახსნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მრავალი თვეა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის VII განყოფილების წარმოებაშია დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე). ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც პოლიცია იძიებს, საფუძვლად დაედო, ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბავშვის დედამ - ოლივია ანტონმა სასამართლოს წარუდგინა დასაქმების კონტრაქტი და ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ სასამართლომ არ მოახდინა დოკუმენტების კვლევა - არც ერთ წარმოდგენილ დოკუმენტს არ აქვს მხარის იდენტიფიცირება, არც ერთი დოკუმენტი არ არის ნოტარიულად ან/და აპოსტილით დამოწმებული, რაც წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მოქმედებას, არ შეიცავს ხელმომწერი მეორე მხარის საკონტაქტო ინფორმაციას, დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ერთ მათგანზე არ არის დასმული ოფიციალური ბეჭედი. მხარემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა გაყალბებული დოკუმენტების დამადასტურებელი მასალები - სასტუმრომ, სადაც დასაქმების ფაქტზე მიუთითებდა ოლივია ანტონი, 2020 წლის 18 მარტს გასცა ცნობა, რომ იგი არასოდეს ყოფილა დაქირავებული თანამშრომელი. შესაბამისად, მასთან არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სახლი და ქუჩა, რომელიც მითითებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულებაში, კვიპროსის ოფიციალური სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, არ არსებობს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნული, უდავოდ მიუთითებს ორ გარემოებაზე: ა. მხარემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ბ. სასამართლო შეიყვანა შეცდმაში, სასამართლოში წარადგინა ყალბი დოკუმენტი. ოლივია ანტონის ადვოკატმა სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები 2019 წლის 18 ოქტომბერს წარუდგინა, სასამართლომ კი საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყდნობით, 22 ოქტომბერს მიიღო. სასამართლოს სწორედ 22 ოქტომბერს უმთავრდებოდა ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე განხილვის 6-თვიანი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა ობიექტური შესაძლებლობა მისულიყო დასკვნამდე, შეეფასებინა წარდგენილი საბუთის სიყალბე და მტკიცებულებიდან ამოერიცხა. ამჟამად, მართლმსაჯულების ინტერესების, მისდამი საზოგადოებრივი ნდობისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, ვინაიდან გამოძიებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მოთხოვნაზე ყველა მიმართვა გამოხმაურების გარეშე რჩება. მეტიც, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გამოკითხული არ არის, არც ოლივია ანტონი და არც მისი წარმომადგენელი, ვინაიდან გამოირიცხოს ან დადასტურდეს ადვოკატის მტკიცებულებების წინასწარი შეფასების პროცესში კეთილსინდისიერების საკითხი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენი, პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი - არ ჩანს. ეს შეშფოთება მით უფრო მზარდია, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია, არ ემსახურება განმცხადებლის სრული ინფორმირების სტანდარტს. პრჟემისლ ანტონის ოჯახი ელოდება საქმეზე სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და რაც მთავარია - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რაც წარდგენილი მტკციებულებების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა მომზადდეს. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება“ - განაცხადა არჩილ კაიაკციშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახი დარწმუნებულია, რომ ოლივია ანტონს შინაგან საქმეთა სამინისტროში მფარვლები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...