„მოტყუებული და დაყაჩაღებული“ სანდრო ჟორჟოლიანი

gurianews.com

კულტურა

„მოტყუებული და დაყაჩაღებული“ სანდრო ჟორჟოლიანი

2018 იან 27 11:47:17

 დღევანდელ წერილში ცნობილ ქართველ ხელოვანებსა და მათთან დაკავშირებულ სახალისო ამბებს გავიხსენებთ.

ქართველ მსახიობს სანდრო ჟორჟოლიანს ფულის ხარჯვა არ უყვარდა და მისი მეგობრები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ მის „გასაწეწად“.

ერთხელ, გასტროლებზე მატარებლით მიმავალი სანდრო ჟორჟოლიანი და მიშა სარაული ტამბურში იდგნენ. მიშამ სანდროს უცებ მაჯაში ჩაავლო ხელი და უთხრა:

– ახლავე მომეცი 20 მანეთი, თორემ მატარებლიდან გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო.

შეშინებულმა სანდრომ იქვე გადაუხადა სარაულს მოთხოვნილი თანხა და ვაგონში შევარდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ სარაულმა ჟორჟოლიანის ფულით ნაყიდი საჭმელ-სასმელი მოიტანა ვაგონ-რესტორნიდან, სუფრა გაშალა და სანდროსვე თანდასწრებით, ხარხარით უყვებოდა კოლეგებს, თუ როგორ აკისრებინა ჟორჟოლიანს სუფრა.

ერთხელ, „დიდი თეატრის“ მსახიობებს გეგმური კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ ციმბირის ერთ-ერთი, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. მსახიობთა შორის, ჩვენი სახელოვანი მომღერალი, ზურაბ სოტკილავაც იყო, რომელსაც რამდენიმე მეგრული სიმღერა უნდა შეესრულებინა თავისი მდიდარი რეპერტუარიდან. კონცერტის წინ, ბატონ ზურაბთან ერთი ქართველი (მეგრელი) პატიმარი მისულა და უთქვამს:

– ბატონო ზურაბ, მეზობელ ზონაში, სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით, ჩემი „პაძელნიკი“ ზის, ზუგდიდელი. შევიტყვე, მას ძველ საქმეს უხსნიან, თავად კი ამის შესახებ არაფერი იცის. მე ვერ ვატყობინებ ამის შესახებ, რადგან „ქსივები“ დაბლოკეს და ვერ ვუგზავნი. არადა, რომ არ შევატყობინო და განვუმარტო, თუ როგორ მოიქცეს, გააბამენ, დიდ სროკს დაუმატებენ და ციხეში ამოალპობენ. იქნებ დამეხმაროთ და ყველაფერი შეატყობინოთ.

– როგორ? – მხრები აუჩეჩავს ბატონ ზურაბს, – მე მხოლოდ ამ კოლონიაში მაქვს კონცერტი და იქ როგორ მოვხვდეო?

მეგრელ პატიმარს გასცინებია და უთქვამს:

– თქვენ ხომ მეგრულად მღერით. რუსებმა მეგრული არ იციან და ვერაფერს გაიგებენ. თქვენ კი, რასაც მე გეტყვით, ის იმღერეთ მეგრულად. მაღალი ხმა გაქვთ. მეზობელ ზონაში ჩემი „პაძელნიკი“ ყველაფერს გაიგებს და მიხვდებაო.

ზურაბ სოტკილავა დათანხმებია „ზემლიაკს“ და მთელი თავისი რეპერტუარი მეგრულად იმ „ქსივის“ ტექსტი იყო, რაც პატიმარმა უთხრა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო, თავად ბატონი ზურაბისა და იმ ორი მეგრელის გარდა, ერთმანეთში, ბატონი ზურაბის წყალობით კომუნიკაცია რომ დაამყარეს. თავად მომღერალი კი, მსმენელებმა მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვეს.

მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ჰყვებოდა:

„დასავლეთ გერმანიაში ვარ, ქალაქ ჰამბურგში. იმ პერიოდში ძალიან გააქტიურებულები იყვნენ პროფაშისტური ბანდები და არაგერმანელებს სასტიკად სცემდნენ. ღამეა. ქუჩაში კაციშვილი არაა და მარტო მოვდივარ, თან შექეიფიანებული ვარ. ჩემს სასტუმრომდე 200 მეტრის მოშორებით პროფაშისტებს გადავეყარე. რომ დამინახეს, მომიახლოვდნენ და რაღაც მკითხეს გერმანულად, მე კი რუსულად ვუპასუხე... ჯერ, „რუსო შვაინო“, _ მიძახეს. შემდეგ ჩემს საცემად გამოიწიეს და აბა, რას გავუმკლავდებოდი ათიოდე „გალავარეზ“ ფაშისტს? ერთ-ერთს შევუკურთხე, შენი დედაც-მეთქი, _ ხელი ვკარი და მთელი ძალით მოვკურცხლე. ყიჟინით დამედევნენ. ერთ-ერთ ქუჩაზე წითელ შუქზე გადავირბინე და სირბილს მოვუმატე. ამასობაში, სასტუმროსაც მივაღწიე. გავჩერდი, შემოვბრუნდი და რას ვხედავ _ ფაშისტების ჯგუფი მორჩილად დგას შუქნიშანთან და მწვანის ანთებას ელოდებიან, რომ ჩემი დევნა გააგრძელონ. უცებ სიცილი ამიტყდა, მხრებში გავსწორდი და სასტუმროში დინჯად შევაბიჯე, სადაც საფრთხე აღარ მემუქრებოდა. ასე გადამარჩინა ცემას გერმანულმა პედანტიზმმა.

ბორის წიფურია ერთ „უცნაურ“ ამბავს ხშირად იგონებდა.

„მეზობელი მყავდა ერთი, კირილე შავდია. ძალიან გაქნილი, მაგრამ კეთილი ადამიანი იყო. სხვადასხვა სამკაულს ამზადებდა უბრალო შუშებისა და მავთულებისგან. შემდეგ „სოჩაში” მიჰქონდა სეზონურად, ყიდდა და უამრავი ფული ჩამოჰქონდა. სულ მიკვირდა – ასეთ „ბარახლოს“ როგორ ყიდის-მეთქი და პასუხი მაშინ მივიღე ამ კითხვაზე, როცა ერთ ზაფხულს, დამხმარედ გავყევი ძია კირილეს. მას „რივიერას“ პლაჟზე პატარა ოროთახიანი ფარდული ჰქონდა ნაქირავები. უკანა ოთახში ნაკეთობებს ამზადებდა. წინაში დახლი იყო, რომელზეც ლამაზი „ბარახლო“ ჰქონდა გამოფენილი და იქვე, უზარმაზარი სარკე ეკიდა, რომ ქალებს სამკაულები კარგად „მოერგოთ“ სხეულზე.

– რუსული ხომ იცი, ბიძია? – მკითხა კირილემ.

– როგორ არა, – მივუგე კირილე შავდიას.

– ჰოდა, ასე უნდა ვქნათ, – როცა მყიდველი შემოვა, სამკაულს მოირგებს და ფასს იკითხავს, მე შენ გამოგძახებ მეორე ოთახში ესა და ეს სამკაული რა ღირსო, – კირილემ სამკაულების „პრაის-ლისტი” მომცა, – აქ ჩახედავ და ფასს მეტყვი. მე რამდენჯერმე შეგეკითხები და როგორც აქ წერია, იმ ტექსტით მიპასუხებ, გასაგებია?

– კი. გასაგებია, – მივუგე ძია კირილეს.

ახლა, რა ხდებოდა – მყიდველი რომ შემოვიდოდა და ძია კირილეს დაელაპარაკებოდა, ის ისე იჭერდა თავს, თითქოს ძალიან ყრუ იყო და ამაში მყიდველს აჯერებდა. სამკაულის ფასს რომ იკითხავდა მყიდველი, ძია კირილე მე მკითხავდა:

– რა ღირს შავი ფერის რომბიანი საყურეები ორ რგოლზე?

მე კი ოთახიდან ვპასუხობდი:

– ძვირფასი გიმშრის საყურეები, ვერცხლზე ასხმული, ღირს ოცდათხუთმეტი მანეთი.

ამას კლიენტი ისმენდა რამდენჯერმე, რადგან ძია კირილე ხომ „ყრუ“ იყო. ბოლოს და ბოლოს კირილემდეც მიაღწევდა ჩემი პასუხი – 35 მანეთი და მყიდველს პასუხობდა:

– ოცდახუთი მანეთიო.

პასუხს დიდი კომერციული ეფექტი მოჰქონდა. დაგოიმებული მყიდველი ოცდათხუთმეტმანეთიან სამკაულს ოცდახუთად სწრაფად ყიდულობდა და სანამ „სიმართლე“ გაირკვეოდა, სასწრაფოდ ტოვებდა „ლავკას“. არადა, სინამდვილეში, არცერთი სამკაული არ ღირდა მანეთ-ნახევარზე მეტი. აი, ასე შოულობდა ძია კირილე ფულს პატარა თაღლითობით, არანაკლებ თაღლითი დამსვენებლისგან“.


ნახვა: 161


 ახალი ამბები
  • იმერეთის გუბერნატორის აპარატიის უფროსი _ ,,დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და ეს თანხა მივიღეთ“იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც  2 950 ლარი იყო,  თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე, გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც. აღნიშნულის შესახებ ,,გურია ნიუსთან“ ინფორმაცია უარყო იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ. მისი თქმით, გუბენატორის ხელფასი იგივე დარჩა, თუმცა ცვლილება შეეხო დანამატისა და ხელფასის გაერთიანებას. როგორც გაბუნია აცხადებს, აღნიშნული თანხების გაერთიანებამ ჯამში იმ  თანხის რაოდენობა შეადგინა, რასაც გუბერნატორი წინა თვეში იღებდა. ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად მოხდა გუბერნიებისათვის განსაზღვრული სტრუქტურისა და ხელფასების ცვლილება. აღნიშნული კანონის საფუძველზე,ჩამოყალიბდა ახალი თანამდებობრივი სარგოები, თუმცა, გაზრდა არ შეინიშნება არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ, რადგან თუკი მანამდე იყო ხელფასი გუბერნატორის 2 950 ლარი,  ასევე, დანამატი ჰქონდა მათ ყოველთვიურად  2 950 ლარი _ ეს დარჩა იგივენაირად, არაფერი შეცვლილა,  უბრალოდ, გაერთიანდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელფასო ფონდი წლიური ანაზღაურება გუბერნიაში არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა 8 000 ლარით. გასულ წელს იყო ნახევარი მილიონი ლარი იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი და იანვრიდან გახდა 49 200 ლარი ანუ 8 000 ლარით შემცირდა. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ხელფასები  გაიზარდა, რაც იყო ის დარჩა. უბრალოდ,  თუ იღებდა დანამატსა და ხელფასს,  ახლა გაერთიანდა და მივიღეთ ეს თანხა“, _ განაცხადა აპარატის უფროსმა. ... ...
  • მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია _ შსს-ს კომენტარიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ ... ...
  • "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ "ევროპულ საქართველოს", რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა. ფრაქციის სახელწოდება ასეთია: "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" და მისი თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს წევრი" ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ "ნაციონალი" მამუკა ბარამიძე. ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმაც" მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია ... ...
  • „ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით  ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ,,როდესაც საქართველოს  მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ  შენგენის  ზონასთან  და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად  იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე  პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს  ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა  ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს. ,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა  არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა  ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული  ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ. ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა  შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.  ეს სამუშაო  უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ატყობენ, რომ  წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _  განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი ... ...
  • ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა აღმოაჩინესგორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. „გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ  პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა. ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...