„მოუხელთებელი რესპონდენტი“

კულტურა

„მოუხელთებელი რესპონდენტი“

2018 სექ 1 14:49:54

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია - ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია,რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ცნობილი თანამემამულე მსახიობი მინდა გავიხსენო. ეს პიროვნებები საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალიზმის გარდა მშობლიური ქვეყნის პატრიოტები და დიდი გულშემატკივრები იყვნენ.

წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ სუფრაზე ვიმყოფებით. თავდაპირველად ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე დავლოცოთ.

კინორეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი „დავით გურამიშვილის" გადაღებას იწყებდა. როლები თითქმის განაწილებული ჰქონდათ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სახე აკლდათ. რეჟისორმა ფილმის მხატვარს, თამარ აბაკელიას გურამიშვილის სატრფოს ესკიზების მომზადება დაავალა, რათა ამის მიხედვით მოეძებნათ სასურველი მანდილოსანი. დრო არ ითმენდა. რეჟისორს ეჩქარებოდა გადაღების დაწყება, ამიტომაც ყველა, გადამღები ჯგუფის წევრი თუ მათი ახლობელი, სასურველ სახეს დაეძებდა ქუჩაში.

ერთხელაც, როცა რეჟისორის დედამ ბაზარს მიაშურა პროდუქტების საყიდლად, თვალი მოჰკრა ლამაზ, აშოლტილ გოგოს, რომელიც დახლთან იდგა და რაღაცას ყიდულობდა. სანიშვილის დედამ უკან მისდია ქალიშვილს, ეშინოდა, არ დაეფრთხო, ამიტომ არც კი გამოელაპარაკა. მის სახლთან მისულმა დაადგინა ლამაზი გოგონას ვინაობა და შვილთან გაფრინდა. ნიკოლოზ სანიშვილი დაინტერესდა და მეორე დღეს ასისტენტი გააგზავნა მის სანახავად.

ეს გოგონა დოდო ჭიჭინაძე გახლდათ. კინოსტუდიაში ყველას ძალიან მოეწონა, თანაც მხატვარ აბაკელიას ესკიზები და მისი გარეგნობა სასწაულად ჰგავდა ერთმანეთს. ბევრი აღარ უფიქრიათ, ერთხმად დაამტკიცეს როლზე. მოგვიანებით ეს ქალიშვილი ცნობილი მსახიობი გახდა.

შემდეგი სადღეგრძელოთი ქალბატონი მედეა ჩახავა გავიხსენოთ და სიტყვა ბატონ მიხეილ თუმანიშვილს გადავცეთ.

„გავიდა მრავალი წელი და მედიკო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა.

მედიკო ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩემს ყოველ ჩანაფიქრს. რომ გავიხსენო მისი როლები, ძალიან გრძელი სია გამოვა. ესენი იყვნენ მუდამ ლამაზი, მომხიბვლელი გოგონები, ყმაწვილი ქალები, რომლებსაც უყვარდათ, რომლებიც იტანჯებოდნენ და იბრძოდნენ სამართლიანობისათვის და ხალხის ბედნიერებისათვის: ლიდა პლახა, დაშა, ამარანტა, თინა, იამზე, კლარა, ლიდა მატისოვა, ლეილა, მარიამი და ბევრი სხვა სახე... როლების ეს პატარა სია მთელი თაობის ცხოვრებაა. მე ძალიან მიყვარს მედიკო. რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება. მოვიგონოთ თუნდაც მისი სარე, ფეფელა, ეშმაკი მელაკუდა („ჭინჭრაქადან"), ორივე ლიდა, ერთი თავისი ხალხის ბედნიერებისთვის მებრძოლი, მეორე კი - მოსიყვარულე, ტანჯული და მშვენიერი.

მრავალი რეპეტიცია, საუბარი, კამათი, წყენა განუყრელად ახლდა ჩვენს შემოქმედებით პროცესს. ბევრი საინტერესო და ბედნიერი წუთი მაგონდება. ეს იყო ლამაზი, მშვენიერი დრო ნამდვილი ტალანტის გაფურჩქვნისა. მედიკოს ტალანტი აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია - უმღერო სიყვარულს".

მომდევნო ჭიქით ქალბატონი თამარ ციციშვილი დავლოცოთ.

თამარ ციციშვილი გვიან გამოჩნდა კინემატოგრაფიაში. 28 წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა ფილმში „დარიკო". ფილმის გამოჩენისთანავე ისეთი პოპულარული შეიქნა, რომ აქამდე გაკვალული გზიდან გადაუხვია და მსახიობი გახდა. „დარიკოს" შემდეგ მოვარდნილმა წარმატებამ დიდების ზენიტში აიყვანა ულამაზესი ციციშვილის ქალი. მასზე პოეტები ლექსებს თხზავდნენ:

„თუმც გლეხის ჩითში ის იმალება

მაინც მიაგნებს პოეტის თვალი,

დგას სილამაზის გაბრწყინვალება

ხელში დამბაჩით თავადის ქალი", - წერდა გიორგი ლეონიძე.

ქუჩაში გასულს პირადი დაცვასავით მუდამ მილიციელი ახლდა.

რაც შეეხება კინოს, „დარიკოს" „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქაჯეთი" მოჰყვა, სადაც თამარი ნესტან-დარეჯანის როლს განასახიერებდა. შემდეგ იყო: „დავით გურამიშვილი", „აკაკის აკვანი", „ჭრიჭინა", „ბაში-აჩუკი", „ბედნიერი შეხვედრა".

ჩვენი სუფრა გრძელდება და ალექსანდრე ჟორჟოლიანი გავიხსენოთ. მისი კოლეგები ბატონ სანდროზე არაერთ კურიოზს იგონებდნენ.

„სანდროს ძალიან ჰყვარებია ლამაზი ქალები, იმისთანა მუსუსი ყოფილა, გასტროლებისას, სპექტაკლის შემდეგ სულ ქალებს დასდევდა კუდში. ერთხელაც მორიგ გასტროლებზე ყოფნისას სანდრო ჟორჟოლიანს ერთი ქალი მოსწონებია. მოსვენება დაუკარგავს. კარგა ხანს ეხვეწებოდა თურმე, შემხვდი და შემხვდიო. ქალი კი არ თანხმდებოდა. ეს გაიგო ჟორა შავგულიძემ და ქალს სთხოვა, დათანხმდი შეხვედრაზე, თან უთხარი, რომ ძალიან მორცხვი ხარ და სახალხოდ არ გინდა პაემანზე მისვლა, სადმე, მყუდრო ქუჩაზე დაიბარე, შეღამებულზე და დანარჩენი მე ვიციო. სიხარულით გადარეულა სანდრო, როცა ქალმა თანხმობა განუცხადა. მივიდა დათქმულ დროს იმ ქუჩაზე, ერთ ბნელ კუთხეში ელოდა „ქალი", წაავლო მას ხელი, მიიზიდა თავისკენ, აკოცა ჯერ ერთ ლოყაზე, მერე მეორეზე, ტუჩებშიც მოუნდა და ულვაშებს რომ შეეხო, ერთ მეტრზე ისკუპა შეშინებულმა. იმ ლამაზი ქალის ნაცვლად, ახარხარებული ჟორა შავგულიძე შერჩა ხელში.

როცა მარჯანიშვილის დასის მსახიობები ერთმანეთის ოჯახებში იკრიბებოდნენ ან რომელიმე ცნობილი პირი, მათი თაყვანისმცემელი, დაპატიჟებდათ, ჟორა სულ „ჩასაფრებული" იყო, ცდილობდა, სანდროსთვის რამე „ისეთი" მოეწყო, რომ ეხალისათ. ჩვევად ექცა ჟორას, მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, - აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გასტყდომოდა. ერთხელაც მობეზრდა სანდროს შავგულიძის ოინები და როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, გადაწყვიტა, იგივე ოინი ექნა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა, - ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო... ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი. მერე მთელი საღამო უხდიდა ბოდიშს ოჯახის თავკაცს.

ერთი ასეთი თვისება ჰქონია სანდრო ჟორჟოლიანს: ძალიან პეწენიკი იყო, ტანსაცმელი სულ მოწესრიგებული ჰქონდა. ჩაიცვამდა კოსტიუმს, მერე დაჯდებოდა სკამზე და იქვე დალაგებულ ფეხსაცმელებში ჩაყოფდა ფეხებს. ერთხელაც ჩაიცვა კოსტიუმი, მერე ჩამოჯდა სკამზე, ჩაყო ფეხები ფეხსაცმელებში, შეიკრა თასმები, ადგა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. ატეხა ყვირილი, მიშველეთ, ვეღარ დავდივარო... თურმე, ახალგაზრდა მსახიობებს მორიგი „ხაფანგი" დაეგოთ მისთვის და ფეხსაცმელები იატაკზე მიელურსმათ“.

ჩვენი დღევანდელი სუფრის დასასრულს კი ლეგენდარული სერგო ზაქარიაძე გავიხსენოთ.

ბატონი სერგოს პოპულარობამ პიკს მიაღწია „ჯარისკაცის მამის" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ. სად აღარ იწვევდნენ მსახიობს, ყველგან საზეიმო შეხვედრებს და საღამოებს უწყობდნენ.

ერთხელ სერგო ზაქარიაძეს ჟურნალ „ოგონიოკის“ ჟურნალისტი ვადიმ სერგეევი ესტუმრა. მსახიობს არ უყვარდა ინტერვიუები. როცა ვადიმი  რედაქტორმა იხმო და დაავალა, რადაც უნდა დაგიჯდეს, თბილისში უნდა გაფრინდე, მივლინებას რამდენდღიანსაც გინდა, გამოგიწერ და ზაქარიაძესთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროო, ვადიმს „დასცხა" თურმე. იცოდა, ეს არ იყო იოლი საქმე. ორი კვირა ითხოვა მასალის მოსაპოვებლად. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა მსახიობზე. გაიგო ისიც, რომ სერგო „ფანატიკოსი" გულშემატკივარი ყოფილა თბილისის „დინამოსი" და არც ერთ თამაშს არ აცდენდა, ყველას ესწრებოდა. უსაზღვროდ გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და „დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა ქართველების მოწინააღმდეგე გუნდი ვადიმის საყვარელი მოსკოვის „ტორპედო" აღმოჩნდა. სხვა რა გზა იყო? ვადიმს უნდა ეთამაშა არა „ტორპედოს", არამედ  თბილისის „დინამოს" გულშემატკივრის როლი.

ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი „დინამოს" სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო მატჩის საყურებლად მოსული. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.

- ბიჭოს, რა ხდება? - უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, - რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?

- კი! - უპასუხია ვადიმს, - ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო.

გადარეულა სერგო თურმე, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ... და რუს „გულშემატკივარს" ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის „მოუხელთებელ" რესპონდენტს.

რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე.

ჭკუაზე არ იყო „ოგონიოკის" ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს? წასვლის წინ, როცა სერგომ პატარა ყანწი „აჯახა" სტუმარს, ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი, მისი თავკაცი, ქვეყანა, სადაც სერგოსნაირი დიდებული მსახიობები და ადამიანები იბადებიან და... ვერ მოითმინა, - საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს ნახავთ „ოგონიოკის" ფურცლებზეო.

ღიმილი შეეყინა სერგოს სახეზე, ხელში ჭიქა ეჭირა, თითქოს ხელიც გაუშეშდაო. დაძაბული წუთები ისე გაიწელა, სტუმარს ეგონა, აღარასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი დაუწერია.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ბარამიძესთან და სარიშვილთან სააპელაციოში საქმე წააგოოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი ზვიადაძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ. კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა ქალაქ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიის თანამშრომლების კუკა ბარამიძისა და თინათინ სარიშვილის დასაქმება. როგორც კუკა ბარამიძემ გვითხრა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ბარამიძისა და სარიშვილის მესამე რანგის პირველი კატეგორიის ტოლფასს თანამდებობაზე გადაყვანა და დასაქმება და ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსამართლემ დააკმაყოფილა სააპელაციო მოთხოვნა და ბათილად ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის N45 დადგენილება, რომლითაც სადავო საშტატო ერთეულების კატეგორიები შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ ბარამიძე და სარიშვილი  მობილობის და რეორგანიზაციის პროცესში გამოცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის #45 დადგენილების ბათილად ცნობას; მობილობის წესით თანამდებობაზე გადაყვანის დავალდებულებას; მერიის უკანონო მოქმედებით გამოწვეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ამასთან ერთად    ხელფასზე დაკლებული ანაზღაურების  ნაწილის დაუყოვნებლივ ჩარიცხვის  დავალდებულებას ითხოვდნენ. გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მერია, უახლოეს დღეებში გახდება ... ...
  • სავაჭრო პალატის გურიის რეგიონული ოფისის კარი, ჯერჯერობით, დაკეტილიასაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, ორიოდე კვირის წინ, გურიის რეგიონული ოფისი გახსნა.  ამისთვის ოთახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გამოიყო. გაკეთდა აბრაც, თუმცა, ოთახში, რომლის კარი, უბრალოდ, მიკეტილია, არანაირი ინვენტარი არ დგას. არაერთი დაინტერესებული მოქალაქე კითხულობს, ვინ და როდის დაიკავებს  კაბინეტს, რომ ხალხს პასუხი გასცეს. _ როდის იწყებენ მუშაობას? აკი, მეწარმეთა იმედად მოვდივართო. ვინ გაგვცემს პასუხს? ან ამ აბრის გაკვრას, ხომ სჯობდა, დაეწერათ, როდის იწყებენ მუშაობას, _ კითხულობენ რეგიონულ ოფისში მისული მოქალაქეები, რომლებსაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ცარიელი ოთახი და კარზე გაკრული აბრა ხვდებათ. „გურია ნიუსი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პიარმენეჯერს, თამუნა დემეტრაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ჭიანურდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის ამოქმედება. _ დღეიდან ათი დღის ვადაში რეგიონული ოფისი მუშაობას დაიწყებს, _ გვითხრა ... ...
  • საგარეჯოში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე–აღწერითი სამუშაოები დასრულებულია (R)ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა  აღწერითი სამუშაოები  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაასრულეს.  სულ, 45 სოფელში აღწერილია 17137 მიწის ნაკვეთი, 31762 შენობა-ნაგებობა, 17137 სამისამართო ერთეული, 1054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი.  ამჟამად საველე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს. სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია.  პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა.   საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერებით  გამოყენებით მუშაობენ და   როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში  აღწერენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს  ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.  რაც შეეხება მოწესრიგებულ სამიმართო სისტემას,  მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა. ... ...
  • კომიტეტმა კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეების შერჩევაზე, მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და "ოცნების" იდევ 6 დეპუტატის მიერ შემუშავებულ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის განხილვა კამათისა და დაპირისიპირების ფონზე წარიმართა. მმართველ გუნდის კანონპროექტს არ იზიარებდნენ ოპოზიციის წევრები, მათ შორის გედევან ფოფხაძე და ეკა ... ...
  • პირველი აპრილიდან მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათპირველი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ 200 ათასამდე მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სისტემა, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რეფორმის მიღმა დარჩენილთა რაოდენობა მცირე იქნება.  როგორც „რადიო იმედის“ ეთერში ლევან სურგულაძემ განაცხადა, „დაინტერესებულმა პირმა 1-ელი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს სააგენტოს განცხადებით და მოითხოვოს სისტემის დატოვება. მას სამი თვის დანაზოგიდან, მხოლოდ მისი შენატანი, უკან დაბეგრილი თანხა დაუბრუნდება", -  თქვა ლევან სურგულაძემ. „ვეცდებით თანხა დროულად დაბრუნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ მათ ოფისებშიც მოხდეს განაცხადების მიღება, განსაკუთრებით რეგიონებში“, - დასძინა სურგულაძემ. კითხვაზე, რატომ არ ხდება ელექტრონული განაცხადით სისტემის დატოვება, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს აუცილებელია იდენტიფიცირებისა და რისკებისგან დასაზღვევად. „ბანკში ვერ გახსნით ანგარიშს თუ პირადად არ მიხვედით. ჩვენც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა სურგულაძემ. მისი თქმით, დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ ადამიანების დარწმუნებას, თუ რა სიკეთე მოაქვს საპენსიო რეფორმას. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის ... ...

არქივი

ზაფრანი

გერმანელებს ჭკვიანი ცოლები არ უნდათ

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ...

ერთი ვაშლი დღეში სიმსუქნისგან გიხსნით

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი

ბრიტანელმა ექიმებმა, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ...

ბრედ პიტი - ახალი მოდის კანონმდებელი

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

ბრიუს უილისი პაპარაცის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ, ცნობილი ამერიკელი...
კარმიდამო ჩემი

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...