„პახმელია“ გერმანულად

კულტურა

„პახმელია“ გერმანულად

2019 აპრ 15 12:21:04

მსახიობი ზურა შარია საინტერესო ადამიანია. უყვარს სპორტი, მოგზაურობა, ნადირობა. რასაკვირველია, პოლიტიკითაც დაინტერესებულია, მაგრამ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. გარეგნულად სერიოზული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, იერსახის მიღმა გულღია და იუმორის მოყვარული ადამიანი იმალება. ბავშვობაში განსაკუთრებით კინოფილმი „ზორო“ ჰყვარებია და ამ ცხოვრებაშიც მისი მთავარი გმირის დამსგავსებას ცდილობს. დალევა. ბოლო რამდენიმე წელია, სმას ერიდება, მაგრამ „ხანდახან“ მაინც უწევს. რასაკვირველია, გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს და დღეს მკითხველისთვის რამდენიმე სახალისო ისტორიას მოგვიყვება.

ქეიფიფასანაურში

1991 წლის პირველი დეკემბერია და ზამთრის შემოსვლის აღსანიშნავად ორ მეგობართან ერთად გუდაურში ასვლა გადავწყვიტე. თხილამურებით სრიალის შემდეგ ფასანაურში გადასვლა და იქაურ ცნობილ სახინკლეში ქეიფიც გვსურდა. ალბათ გახსოვთ ის პერიოდი: განუწყვეტელი პურის რიგები, უშუქობა, უგაზობა... ყოველივე ამას ლუდის დეფიციტიც დაემატა. თბილისში ეს სასმელი პრაქტიკულად არ იშოვებოდა.

ყოველი შემთხვევისთვის დიდი ნაცნობობით სამი ლიტრი ლუდი ვიშოვე და თან წავიყოლიე. მლეთის „ტეკამდე“ მშვიდობით ვიმგზავრეთ. იქ პირველი სიურპრიზი გველოდა. დილის ათი საათი იყო და არაგვზე გადასასვლელ ხიდს კარგად „შებუჟბუჟებულ შემთვრალი“ წესრიგის დამცველი იცავდა. სახეზე ეტყობოდა რომ მთიული იყო. უცებ ამ მთების შვილმა იარაღი მოგვიშვირა, დაგვიმიზნა და მოულოდნელად გვესროლა. ბედმა ტყვიამ მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ მანქანის საქარე მინა დააზიანა. საჭესთან მე ვიჯექი. რასაკვირველია მანქანიდან გადმოვედით და მისი „აგრესიულობის“ მიზეზი ვიკითხეთ. „რა ვიცი ვინ ოხერი ტიალი ხართ. ალბათ ვლადიკავკაზში წამლის საყიდლად მიდიხართო“ - გვიპასუხა. ჩვენ მივუგეთ რომ გუდაურში სასრიალოდ მივეშურებოდით. მაგრამ ბედის ირონია არ გინდა. ირგვლივ სულ მწვანე ბალახი ყვაოდა და თოვლის ნასახიც არსად იყო. ბოლოსა და ბოლოს ურთიერთობა მოვაგვარეთ, მაგრამ ახალი პრობლემა წარმოიშვა. „გინდათ არ გინდათ, ეს ხიდი უნდა გადაიაროთ, თუ არა და უკან არ გაგიშვებთო“ – „დაგვემუქრა“. რა გაეწყობოდა, მანქანით იქითა მხარეს გადავედით, შემდეგ მოვტრიალდით და პირდაპირ ფასანაურისაკენ გავეშურეთ.

ფასანაურში კომუნისტების დროინდელი „ინტურისტი“ კიდევ ფუნქციონირებდა. იქ კიდევ, მესამე სართულზე ჩინებული სახინკლე იყო . მახსოვს, ამ სახინკლის მიმტანს ჩიტო ერქვა, დიდი ხნის განმავლობაში იქ მუშაობდა და ადგილობრივების მტკიცებით თავის დროზე „კეგებეს“ აგენტიც გახლდათ.

გამოვიდა ეს ჩიტო - „კეგებეშნიკი“ და „რა დილაუთენია მოხვედით, მეხინკლეს ჯერ კიდევ სძინავსო“ - გვითხრა. რა გაეწყობოდა, იქვე ჩამოვჯექით და მზარეულის გაღვიძებას დაველოდეთ. ლუდი ჭიქებში ჩამოვასხით და ნელ-ნელა წრუპვას შევუდექით. ამ დროს დარბაზში სამი უცნობი მამაკაცი შემოვიდა. როგორც აღმოჩნდა ერთი მათგანი დუშეთის პრეფექტი ყოფილა, მეორე მისი თანაშემწე, მესამე კი მათი მეგობარი. რასაკვირველია მიმტანი ჩიტო მეხინკლესთან გაიქცა და სასწრაფოდ ლოგინიდან წამოაგდო. უკვე ხინკლის მოლოდინში ვართ და პრეფექტის თანაშემწე მოგვიახლოვდა. „ბიჭებო, დუშეთის რაიონში რასაც კი ისურვებთ, ნებისმიერ თხოვნას შეგისრულებთ, ოღონდ ერთი ჭიქა ლუდი გვიფეშქაშეთ. პრეფექტი დილიდან პახმელიაზეა, რაიონში კი ლუდს ვერსად იშოვი“. - გვთხოვა. რასაკვირველია სამი ლიტრი ლუდი ექვს ნაწილად გავყავი და ლიტრანახევარი გვერდით სუფრაზე გავაგზავნე.

ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა. ჩვენი პატივისცემა პახმელიიდან გამოსულმა დუშეთის პრეფექტმა მოინდომა და ერთი გემრიელად გვაქეიფა. რა გინდა სულო-გულო ჩვენს სუფრაზე რომ არ აღმოჩნდა: ცხელ-ცხელი ხინკალი, 80 გრადუსიანი ადგილობრივი სანთლის არაყი და უგემრიელესი მწვადი. რასაკვირველია დანახარჯი პრეფექტმა გადაიხადა, უფრო მეტიც, თბილისისკენ წამოსულებს ადგილობრივი პოლიციის მანქანა მოგვამაგრეს და ქალაქამდე სულ ანთებული „მიგალკების“ თანხლებით ვიმგზავრეთ. შემდეგ ვხუმრობდი, ვინმეს ლიტრანახევარი ლუდით ასეთი ჩინებული დრო გატარებული თუ ჰქონია. მიყივლა იმ დილით გულმა ეს ლუდი ხელთ რომ გამეყოლებინა. როგორც აღმოჩნდა არც შევმცდარვარ.

მიუნჰენურიინციდენტი

1993 წელია და გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მამაჩემთან გამგზავრება მომიწია. იმ ხანად აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, მეც სოხუმში ჩასული ვიყავი. შემდეგ ცოტა ხნით თბილისში „შემოვიარე“, მაგრამ აფხაზეთში დაბრუნებას კვლავ ვაპირებდი. ჩემიანებს ფრონტის ხაზზე ჩემი გაშვებისა შეეშინდათ, მამას დაუკავშირდნენ და ერთი „მზაკვრული“ გეგმა შეიმუშავეს. უცებ მიუნჰენიდან დეპეშა მივიღეთ, რომ მამა შეუძლოდაა და სასწრაფოდ ჩემს ნახვას ითხოვს. სასწრაფოდ გამიკეთეს უცხოური პასპორტი, ამიღეს ვიზა და გერმანიაში გამამგზავრეს.

იქ ჩასულმა „აღმოვაჩინე“ რომ მამა ჯანმრთელადაა და არაფერი სჭირდა. მან ჩინებულად მიმასპინძლა და ყოველ დღე იქაურ ქართულ რესტორანში დავყავდი. ჩინებული ქართული კერძები ჰქონდათ, განსაკუთრებით ხაჭაპური და ხინკალი. ყურადღება მივაქციე, რომ ყოველი სტუმრობის დასასრულს ამ დაწესებულების უფროსი მიახლოვდებოდა და ერთი და იმავე სიტყვას_ „შმექთ“- მეკითხებოდა. გერმანულ ენაში მოვიკოჭლებდი და რატომღაც უარყოფითად ვპასუხობდი. დარწმუნებული ვიყავი აინტერესებდა, კერძები უგემური თუ იყო. მეც „არა, არას“ ვპასუხობდი. რამდენიმე დღის შემდეგ მამა დამიმარტოხელა და აქაური კერძები არ მოგწონსო, - მკითხა. მე პირიქით, დიდი აღტაცება გამოვხატე. „მაშინ იმ დარბაისელ ადამიანს „არას“ რატომ ეუბნები, ჰგონია რომ უკმაყოფილო ხარ და ერთი კვირის განმავლობაში უკვე ოთხი მზარეული გამოცვალა. გუშინ დამელაპარაკა და რჩევა მკითხა. საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს ჩვენი კერძები არ მოსწონს და რა ვიღონოო“, - მითხრა მამამ. რასაკვირველია „შეცდომა“ იმ საღამოსვე გამოვასწორე, ის ოთხი მზარეული კი ჩემმა გერმანულის არცოდნამ შეიწირა.

პახმელიაგერმანულად

ისევ გერმანიაში იმ ჩემს სტუმრობას დავუბრუნდები. თბილისიდან რომ მივდიოდი, ძმაკაცებმა შურით გამაცილეს - „ჩახვალ მიუნჰენში, საღამოობით იქაურ ლუდის ბარში გამოთვრები, დილაობით კი იმავე ბარში პახმელიიდან გამოხვალ“.

მამაჩემმა „სერიოზული“ კულტურული პროგრამა შემიდგინა, მეგზურიც მომამაგრა, მოსკოველი ბიჭი ვალოდია მასლოვი. მე და ვალოდიამ მიუნჰენის მთელი ღირშესანიშნაობები რამდენიმე დღეში დავათვალიერეთ. გაიკვირვებთ, თეატრშიც ვიყავი და მოსკოვის ტაგანკის თეატრის სპექტაკლს „დოქტორ ჟივაგოს“ დავესწარი. კულტურული პროგრამა კარგი, მაგრამ ადგილობრივი ლუდის დაჭაშნიკებაც რომ მსურდა. რამდენიმე დღეში მე და ვალოდია ლუდის ბარს ვეწვიეთ და თითო კაცმა ხუთი ლიტრი ლუდი და ნახევარი ლიტრი არაყი „აბსოლუტი“ მივირთვით. გათენდა მეორე დილა და დახეთ საოცრებას - არანაირი პახმელია არ მაწუხებდა. ისე გამოვიყურებოდი თითქოს ერთი წლის განმავლობაში წვეთი ალკოჰოლიც არ მიმეღო.

იმავე საღამოს ახალი „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ. ამჯერად თითო კაცმა ერთი ლიტრი არაყი და ათი ლიტრი ლუდი დავლიეთ. გავიღვიძე მეორე დილით და კვლავ... არანაირი პახელია. როგორც ვალოდიამ ამიხსნა, ადგილობრივი არაყი და ლუდი სუფთა, ნატურალური პროდუქტებისგან გახლდათ დამზადებული და რამდენიც არ უნდა დაგელია, პახმელია არ შეგაწუხებდა.

არ დაიჯერებთ და შევწუხდი. მომენატრა თბილისური დილის თავის ტკივილი და „მკურნალობის“ ქართული მეთოდები, მაგრამ რა მეღონა? რამდენიმე დღეში მიუნჰენთან მოშორებით მდებარე პატარა ქალაქში ლიანა ისაკაძის ორკესტრის წევრებს სტუმრად ვეწვიე. იქ სუფრა გაიშალა, შენი მოწონებული. ღვინო ავსტრიიდან იყო ჩამოტანილი. ადგილობრივ კერძებთან ერთად ნამდვილი ქართული ხაშიც კი ვიგემე. შუა ქეიფისას მაგიდაზე ნაცნობ ბოთლს მოვკარი თვალი. იმ წლებში თბილისში არაყი „დიპლომატი“ გამოდიოდა და ორკესტრის ერთ-ერთ წევრს ერთი ბოთლი გერმანიაში ჩამოეტანა. გამიხარდა და რა გამიხარდა. დავიდგი ეს შენი თბილისური არაყი და მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ მას ვსვამდი.

გავიღვიძე მეორე დილით და... ნაცნობი სურათი. თავი ისე მტკივა ლოგინიდან ვერ ვწევ. გამიხარდა და რა გამიხარდა. რამდენიმე წუთში ადგილობრივი ბარისკენ მივრბოდი რომ სასწრაფოდ „პახმელიისგან“ გავთავისუფლებულიყავი.

უალკოჰოლო ქეიფი“ 

გერმანიაში მყოფი ერთ თბილისელ ბიჭს _ საშა მარკოსიანს სტუმრად ვეწვიე. საშას ბავშვობიდან ვიცნობდი. შემდეგ მთელი მისი ოჯახი გერმანიაში გადასახლდა და მეც მეგობრის მონახულება გადავწყვიტე. მივედი, მოვიკითხეთ ერთმანეთი. შემდეგ რასაკვირველია დალევა გადავწყვიტეთ და მასპინძელი ლუდის საყიდლად წავიდა. მალევე დაბრუნდა, თან გახარებული. „ზურა ორი ყუთი ლუდი იაფად, ერთი ყუთის ფასში შევიძინეო“, - მომახარა. დავხედე ლუდს და... ელდა მეცა - უალკოჰოლო ყოფილა. რა მეღონა? მოუწია საშას ისევ მაღაზიაში წასვლა და ამჯერად ორი ბოთლი არყის ყიდვა. შემდეგ ეს არაყი უალკოჰოლო ლუდში ავურიე და მშვენიერი დრო გავატარეთ. აბა ლუდი ლუდია, თუნდაც უგრადუსო, მისი გაფუჭება იქნებოდა!




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...