“პატარა დიდები“ - ანა მაღლაკელიძის გზა კლიპმეიკერობიდან მხატვრობამდე

კულტურა

“პატარა დიდები“ - ანა მაღლაკელიძის გზა კლიპმეიკერობიდან მხატვრობამდე

2019 ოქტ 18 22:00:40

ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როდესაც მის მიერ გადაღებული კლიპები თითქმის ყველა არხზე ტრიალებდა. პოპულარული დღესაც არის, მაგრამ ბევრმა არი იცის, რომ მის მიერ დახატული ანგელოზები და მომღიმარი ადამიანები ანი მაღლაკელიძის შემოქმედებაა. ეს ნახატები კი სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს. ამ ნახატებს “პატარა დიდები“ ქვია.

_ ანა, საზოგადოებამ გაგიცნო, როგორც კლიპმეიკერი. დავიწყოთ იმ პერიოდიდა, როდესაც, ასე ვთქვათ, პოპულარული იყავი. 90-იანი წლებში და 21-საუკუნის დასასწყისში ხშირად გადიოდა თქვენს მიერ გადაღებული კლიპები.

_ პირველ რიგში მადლობას გიხდით “გურია ნიუსს“ დაინტერესებისთვის. ჩემი პროფესიაა არის ტელე-რეჟისორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემს თაობას ყველაზე რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, სწავლა. მე ვსწვალობდი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მერაბ კოკოჩაშვილთან და ახლა დოქტურატურაში ვაგრძელებს სწავლის მიღებას.


მინდა გითხრათ, ჩემმა თაობამ, ყველა  ომი გაიარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობდით, ბევრი ნათელი წერტილი დაგვენახა. ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის ძალიან რთული იყო ცხოვრება, როდესაც ამ სფეროში არაფერი არ კეთდებოდა. იყო ერთი ტელევიზია, დაცხრილული, გაუბედურებული, სადაც პრაქტიკული ბაზა გვქონდა და კიდევ კარგად ვახერხებდით, რასაც ვაკეთებდით.სწორედ სტუდენტობის დროს გადავიღთ პირველი მუსიკალური ვიდეოები. პირველი სადიპლომო ნამუშევარი მეორე არხზე გავიდა. გავაკეთე დოკუმენტური ფილმი რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილზე.

შემდეგ  პირველ არხზე დავიწყე მუშაობა,მუსიკალურ რედაქციაში.აქედან დაიწყო კლიპების გადაღება.


_როგორ ახერხებდით 90-იან წლებში კლიპრების გადაღებას?

_ არც კი ვიცი, როგორ ვაკეთებდი კლიპებს. იმ პერიოდში მომღერლებს ჰქონდათ  საშუალება საკუთარი ნამუშევრები წარმოედგინათ.იყო მუსიკალური გადაცემები , გაჩნდა მუსიკალური არხები გაჩნდა, რაც ახლა არ არის. ახლა ტელეფონითაც შესაძლებელია კლიპის გადაღება, რაც 90-იან წლებში წარმოუდგენელი იყო,თუმცა  მოთხოვნა იყო საზოგადოებიდან.

_ ანი, დღეს რატომღაც ისეთი რაოდენობით აღარ იღებენ კლიპებს, როგორც ძველ დროს. რა არის ამის მიზეზი?


_ მუსიკალური კლიპების გადაღება ახლა დიდი ფუფუნება და მომღერლებს აღარ უღირთ გადაღება. შემოსავალი არ აქვთ და მოთხოვნამ იკლო. ამ სფეროში ერთი თუ ორი ადამიანი მუშაობს, სხვათაშორის ძალიან კარგად. ახლა უფრო სხვა საშუალებები არის, რომ მომღერალმა თავისი სიმღერა წარუდგინოს მსმენელს.

_ როდის დაიწყეთ ხატვა. თქვენმა შექმნილმა ანგელოზებმა, პოზიტიურად განწყობილმა ადამიანების სახეებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ინტერნეტ სივრცეში. მაგრამ, ნაკლებად იციან, რომ ეს თქვენი შექმნილია.

_ საავტორი უფლებების დაცვა საქართველოში ცალკე თემაა. არის შემთხვევები, ჩემი ნახატებით ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ბიზნესი წამოიწყო.

ახლა რაც შეეხება ხატვას, ბავშვობიდან ვხატავდი ჩემთვის და ასევე ვწერდი. ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება მხატვრობაში. ჩემი ნახატის პერსონაჟები ბავშვობიდან არის წამოსული. ძალიან მიყვარდა მულტფილმების ყურება და ანიმაციების ხატვა. მინდოდა, რაღაც პოზიტიური და დადებითი განწყობის ადამიანები დამეხატა. ასეთ ნამდვილ ადამიანებზეც ვოცნებობდი.


შეიძლება ითქვას ჩემთვის ვხავტავდი, შემდეგ დავდიოდი კერძოდ დავდიოდი ხატვაზე, ხატწერაზეც მივლია.ვიღებდი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას და ერთ მშვენიერ დღეს... პატარა ადამიანები გამოისახა და ძალიან მომეწონა. ადამიანები ამ ნახატებში ხედავენ თავიანთ ბავშვობას, პოზიტივს, სიკეთეს და მეც უარი არ ვთქვი ამ ყველაფრის შექმნაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა პერსონაჟებმა, ბევრი თბილი სიტყვა დაიმსახურა.

_ ანუ გინდოდათ, რომ რაღაც თქვენი პატარა წვლილი შეგეტანათ...?  ჩვენ ვცხობრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოზიტივს მეტ-ნაკლებად დაინახავთ.

_ ეს იყო მთავარია, რომ ადამიანებისთვის გული გამეხარებინა. თუ ვინმე ამ ნახატებში ბევრი პოზიტივი დაინახა, მე მიხარია.

_ დაგიხატავს ისეთი ადამიანი, რომელიც არ იცნობდი?

_ მგონია, ჩემს პერსონაჟებს მხოლოდ მე ვიცნობ. თურმე ისინი ყველა ოჯახში ცხოვრობენ ჩემგან დამოუკიდებლად. მე მათ დიდი სიყვარულით ვხატავ, ვუღიმი,ვეფერები და შემდეგ ეს ემოცია ტილოზეც აისახება. სულ ესაა ჩემი ნახატების „ფოლოსოფია“.


_ როგორც ვიცი ყოველ წელს ისვენებთ ოზურგეთში.

_ “გურია დედაჩემის მხარეა და ძალიან მიყვარს. გურულებს არ შეგიძლიათ ჩვეულებრივი საუბარი,  თქვენ ერთმანეთს  ყოველთვის იუმორით პასუხობთ.ეს ყოველთვის მაოცებდა.გურული  იუმორი, ნამდვილი დღესასწაულია. ყოველ წელს დაუვიწყარი დღეები მაქვს, როდესაც გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში  ჩამოვდივარ და სულიერად ვისვენებ. გურული იუმორის დოზა აუცილებლად უნდა მივიღო. ძნელია იუმორის გარეშე ცხოვრება საქართველოში.


_ როგორია თქვენი თვალით დანახული გურია?

_ სულ მეჩვენება, რომ სხვა რეგიონებიდან განსხვავებით, გურია არის მიტოვებული. მეჩვენება, რომ ძალიან დაცლილია ადამიანებისგან.გასულ  წლებში ქუჩა სავსე იყო ბავშებით, ახლა კი თითქმის ცარიელი სახლები მხვდება. ვისურვებდი სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რომ ხალხი ისევ დაუბრუნდეს თავის საყვარელ ადგილებს, შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრები ახალგაზრდებისთვის, ჰქონდეთ დასაქმების საშუალება. ძალიან მძიმეა   მიტოვებული და ღამით უშუქო სახლების ყურება. ჩემი სურვილია, რომ უფრო მეტად სიცოცხლის მატარებელი იყოს ყველა რეგიონი და მათ შორის ჩემი გურია.


_ გავიგეთ, რომ ოზურგეთში ახალი სიცოცხლე შემატეთ ნალიას.

_ გურიაში ნალია თითქმის ყველას აქვს. დეიდაჩემის სახლში სადაც ვისვენებ ზაფხულობით, დეიდაშვილებმა,მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ ამ ნალიისთვის ახალი სიცოცხლე შეგვმატებინა.“ნალია ლაუნჯი“დავარქვით. ყოველ წელს სხვადასხვა ინვეტარს ვამატებთ და ძალიან მყუდრო ადგილია დასასვენებლად, წიგნის წასაკითად, ფილმის საყურებლად ან კიდევ სასაუბროდ. აქვეა „ფიქრის მოედანიც“, ჩვენს საყვარელ ნალიაში ,მომავალში ტურისტების მოწვევას ვაპირებთ, უნდა გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა,ასეთი ლამაზი, ფერადი,მუდამ ღია და ნათელი  ადამიანებით სავსე საქართველო.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...