რა იწერებოდა ქართულ პრესაში ქალების შესახებ - თბილისში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

კულტურა

რა იწერებოდა ქართულ პრესაში ქალების შესახებ - თბილისში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

2019 ნოე 29 15:18:02

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - ,,ქალები ქართულ პრესაში’’  - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის შემდგენელია ფილოლოგი და მკვლევარი - ანა ბაქანიძე, პროექტი ,,ქალთა ფონდის’’ მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა 1866-1909 წლების პერიოდული გამოცემები - ,,ივერია’’, ,,დროება’’, ,,ცნობის ფურცელი’’ და ,,ნიშადური’’. (წყაროები დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

წიგნში, კვლევის ფარგლებში შეკრებილი სტატიები, ბეჭდური ენისა და სტილის დაცვით, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ვიზუალურ მასალებთან ერთადაა წარმოდგენილი. სტატიები წლების მიხედვით დაჯგუფებულია ქვეთავებად, თითოეულ ქვეთავში კი პირობითადაა გაყოფილი საქართველოსა და მსოფლიოს ამბები.

მასალა მრავალფეროვანია: მცირე სტატიები, საინფორმაციო თუ სარეკლამო ხასიათის განცხადებები, თარგმანები, კრიტიკული თუ ანალიტიკური პუბლიკაციები, წერილები საქართველოს ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული ინფორმაცია და ა.შ. პუბლიკაციების ავტორები არიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. ხშირ შემთხვევაში მასალის ავტორები ინიციალებით ან ფსევდონიმებით არიან წარმოდგენილნი.

წიგნში თავმოყრილი მასალა არის  მდიდარი რესურსი გენდერის მკვლევრებისთვის, რადგან სტატიებში კარგად ჩანს, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ქალთა სახეები სხვადასხვა სფეროში, რა სტერეოტიპები უკავშირდებოდა ქალთა გენდერულ როლს იმ პერიოდის საქართველოში და მსოფლიოში, რა გენდერული, ქალთა და ფემინისტური საკითხები იკვეთებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, როგორ აისახებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში ქალთა მოძრაობის დასავლური გამოცდილება და იმ პერიოდის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ზოგადად, რა სახის მასალას მოიცავს ის პუბლიკაციები, რომლებიც დღეს უკვე არქივად ქცეულ ქართულ პრესაში - ,,ქალთა საკითხების’’ - ამ პირობითი სათაურის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ.

9 დეკემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნს სხვადასხვა პროფესიის ქალები წარადგენენ და სტუმრებს მათ საქმიანობასთან თემატურად დაკავშირებულ მასალას გააცნობენ კრებულიდან. წიგნის წარმდგენთა შორისაა: თამთა მელაშვილი (მწერალი, გენდერის სპეციალისტი), იდა ბახტურიძე (აქტივისტი, გენდერის კვლევების მაგისტრი), ანა აბაშიძე (უფლებადამცველი), თინათინ ბრეგვაძე (ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) და ნათია ფურცელაძე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).

წიგნიდან რამდენიმე თავს “გურია ნიუსის“ მკითხველს  ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის  მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.   როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან  07:00 საათამდე გადაიკეტება.  სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • სამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინასამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინა. 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის  ,,ეკონომიკის განვითარება სამტრედიაში" გამარჯვებული სამტრედიის ,,სკოლა-ცოდნის" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ლუკა 400 მოზარდთა შორის ერთ-ერთია,  რომელიც 2020 წლის 24-26 იანვრის პერიოდში ბაქოს სტუმრობდა. ახალგაზრდების საქართველოდან გამგზავრება უზრუნველყო ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ". ,,გურია ნიუსს" ლუკა ტუღუშმა ბაქოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა: ,,პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი" ფარგლებში მოვინახულეთ  ბაქო.  გავიცანით საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა დასტრატეგიული პარტნიორის კულტურა. 26 იანვარს მოვაწყვეთ ფართომასშტაბიანი საღამო- ,,ქართული დღეები აზერბაიჯანში". მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები. მოგვესალმა ელჩი, რომელმაც თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები გვისურვა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, სადაც მე, როგორც ,,იქს ფაქტორელმა" შევასრულე სიმღერა და ქართული ცეკვით ჩემი ქვეყანა აზერბაიჯანში წარვადგინე",_გვითხრა ლუკა ... ...
  • მიწას, რომლით სარგებლობაც ოზურგეთის ბაზრის ყოფილ დირექტორს სურს, მოდავე გამოუჩნდადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ  განხილულ საკითხს, რომელიც  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული,  გურიის ქუჩაზე  (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის  უფლებით  გადაცემაზე, ოზურგეთის მერიისთვის თანხმობის  მიცემას შეეხებოდა, სადავო გახდა. ბიუროს სხდომაზე გამოცხადდნენ ქალბატონები, რომლებმაც   თქვეს, რომ მათაც აქვთ სურვილი, ეს მიწა და შენობა  სარგებლობის უფლებით აიღონ. _ათი წელია, იქ ვმუშაობთ. ჯერ ერთი, გვეგონა, რომ უკვე გაყიდული იყო, რადგან ყოველ თვეში დიდძალ თანხას ვიხდით, სამას ლარს.  უნარშეზღუდული შვილიშვილი მყავს. კი ვიცი, რომ სულ ფულიანს აქვს უპირატესობა, მაგრამ ცოტა გლეხებსაც მოგვხედეთ, _ ტირილით განაცხადა ქალბატონმა ჟუჟუნა ხელაძემ. _მოქალაქე, რომელმაც წარმოადგინა განცხადება, რომ ეს ადგილი სარგებლობის უფლებით გადასცენ, ჰქონდა ამის უფლება, თუმცა, საკრებულომ კარგად რომ შეასრულა თავისი მოვალეობა და გასაჯაროებულია ეს, ამ სხდომაზეც ამიტომ იმყოფებით. ჩვენ საჯაროობას უზრუნველვყოფთ, _ მიმართა ქალბატონებს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. _ფულს ვის უხდიდით? _ შეეკითხა  ქალბატონ ჟუჟუნას დეპუტატი ეროდი გორდელაძე. _ბაზრის დირექციას, _ იყო პასუხი. ოზურგეთის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა,  ნანა სიხარულიძემ განაცხადა, რომ იქ მისი შვილიც მუშაობს და ანალოგიური სურვილი აქვს, რომ თავადაც სარგებლობის უფლებით მოიხმარონ. ბიუროს წევრებმა გამოთქვეს თვალსაზრისი და ქალბატონებს რჩევის სახით განუმარტეს, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აუქციონის წესით მოხდეს  გასხვისება და სულ სხვამ შეიძინოს. საკმაო მსჯელობის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი  განიხილონ  5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაიბარეს ქალბატონებიც, რომლებიც ასევე ითხოვენ აღნიშნული მიწის სარგებლობის უფლებით  გადაცემას და მერიას განცხადებითაც მიმართეს. „გურია ნიუსი“   დაინტერესდა და ბიუროს სხდომის შემდეგ გავარკვიეთ, ვინ იყო კონკრეტული პირი, ვისაც ამ მიწის დამასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურს. _ეს პიროვნება, გვარად შალამბერიძე, ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია. სწორდ ასეთ პოზიციაზე ნამყოფი ადამიანები ფლობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელზეც წვდომა არ აქვს, ვთქვათ, ქალბატონ ჟუჟუნა ხელაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც იქ დღემდე ვაჭრობენ, თვეში სამას ს ლარს იხდიან და  მიწაც და შენობაც   აქამდე  გაყიდული თუ ბაზრის დირექციის საკუთრება ეგონათ, _ გვითხრა ... ...
  • კახა კუჭავა: მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა“დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც",-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ... ...
  • დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდებადედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდება. „ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.        ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

როგორ შევაყვაროთ თავი სასურველ მამაკაცს

როცა მის მხარზე გეძინებათ -...

ყველაზე გავრცელებული ადამიანური შეცდომები

ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა. გზის...

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება

ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე...

საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის

კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების,...

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...