როგორ აფასებენ ახალ რეგულაციებს გურიის თეატრებში


კულტურა

როგორ აფასებენ ახალ რეგულაციებს გურიის თეატრებში

27 აგვ. 2020, 15:14:08

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით დახურული თეატრები და კინოთეატრები მუშაობას 1 ოქტომბრიდან გაანახლებენ. თუმცა, სპექტაკლის სანახავად მისული მაყურებლის შესაშვებად გარკვეული რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განმარტა, თეატრში მაყურებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება. აღნიშნული დრო მოიცავს, როგორც მაყურებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს. ღონისძიებები  უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.

სპექტაკლებზე დაშვება კი მოხდება პირბადით; თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება; 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანი დაშვებული.

„გურია ნიუსი“ დაინტერესდა აღნიშნული რეგულაციები ხომ არ გამოიწვევს სპექტაკლებზე ბილეთების ფასის ზრდას, რადგან დისტანციურად დასწრება ავტომატურად ნიშნავს სპექტაკლზე მაყურებელთა რიცხვის შემცირებას, გარდა ამისა, ჩვენ იმითაც დავინტერესდით, საკმარისია თუ არა 3 საათი სპექტაკლებზე დასასწრებად მისული მაყურებლის შესამოწმებლად და სპექტაკლის ჩასატარებლად, ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში მდებარე თეატრებში სპექტაკლების რაოდენობის შემცირება, რადგან რეგულაციების თანახმად, სპექტაკლები შესვენების გარეშე უნდა ჩატარდეს_ ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად რეგიონში მდებარე სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელებს ვესაუბრეთ.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, დავით წერეთელი მიიჩნევს, რომ მაყურებელზე როგორი შეზღუდვაც არ უნდა დაწესდეს, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ფასი არ გაიზრდება.

რაც შეეხება თეატრში მაყურებლის ყოფნისთვის განკუთვნილ დროს, წერეთელი ამბობს, რომ დრო საკმარისია და ერთ-ერთი სპექტაკლიდან მაგალითი მოჰყავს:

„ამ რეგულაციებს პირადად მე ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკის ფაქტორია. ამიტომ სანამ არ იქნება ვაქცინა, პროფესიონალებს უნდა დავუჯეროთ და მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა.  ფასების ზრდა არ იქნება ბილეთებზე, რაც არ უნდა შეზღუდვა დაწესდეს მაყურებელზე.  ლანჩხუთის კულტურის დაწესებულების დარბაზში 30 კაცი შეიძლება რომ მოთავსდეს.  

მაყურებელი რომ არ გადაიღალოს და პროდუქტი, რომელსაც ვქმნით იყოს მომგებიანი აქვს თავის ლიმიტი. საათი და ათი წუთი, საათი და თხუთმეტი წუთი, გააჩნია პიესასაც. მაკბეტის თამაში ამ დროში გაგიჭირდება, რადგან 2 მოქმედებაა საჭირო და უფრო გლობალური თემებია, მაგრამ რეჟისორზეა დამოკიდებული როგორ ფორმატს შესთავაზებს მაყურებელს და რას მოიფიქრებს მხატვართან ერთად.  ჩვენ რაც ვითამაშეთ ეს იყო საათ და ათ წუთიანი სპექტაკლი. მაყურებლის თერმოსკრინინგიანად სადღაც 2 საათში ღონისძიება დავასრულეთ. ამ დროის დასაწესებლად ბევრ შემოქმედს კიდე კითხეს სამი საათი არის თუ არა საკმარისი“,_ გვითხრა წერეთელმა.

წერეთელი ჩვენთან ღია ცის ქვეშ გამართული სპექტაკლების შესახებაც საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თეატრმა პრემიერა გამართა.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის შეფასებით, სპექტაკლების ღია ცის ქვეშ გამართვა თეატრთან შედარებით დისკომფორტს რეპეტიციებს უქმნის.

„თეატრმა იმდენად შეიძლება ფორმირება მოახდინოს გარე სივრცეში, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ამ რეგულაციებიდან გამომდინარე. იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ სპექტაკლი, რომ დისკომფორტი არ განგვიცდია. მაგრამ  უფრო ხელი ეშლებათ სარეპეტიციო სივრცეებს, ქორეოგრაფებს“,_ გვითხრა წერეთელმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი, თამარ კეკელიძე ამბობს, რომ თეატრს რეგულაციების დაცვა არ გაუჭირდება და სპექტაკლებზე ფასების ზრდასაც გამორიცხავს.

„რეგულაციების დაცვა ჩვენს თეატრში იქნება შესაძლებელი, სავსე დარბაზი არასდროს არ ყოფილა. 350 კაცი ეტევა და არ გაგვიჭირდება ამ რეგულაციების დაცვა.  არა მგონია, რომ ფასის ზრდა გამოიწვიოს, რადგან დარბაზები ყოველთვის გავსებული არ არის“,_ ამბობს კეკელიძე.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი რამდენიმე დღეა რაც ახალ გარემონტებულ შენობაში შევიდა და ამჟამად 153-ე სეზონის გასახსნელად ემზადება.

თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე დაწესებული რეგულაციების შესახებ ამბობს, რომ თეატრისათვის სადეზინფექციო საშუალებები უკვე შეიძინეს და არც ბილეთების ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

„კანონის შესაბამისად უკვე შევიძინეთ თეატრისათვის სადეზინფექციო საშუალებები (დეზო ბარიერები, ხსნარები, ერთჯერადი ხელთათმანები, თერმომეტრი, პირბადეები და ა.შ). ჩვენი თეატრისათვის ბილეთების ფასები არ გაიზრდება, რადგან ამ რეგულაციებიდან გამომდინარე გვიხდება პირველი პრემიერის ჩატარება. ბუნებრივია სპექტაკლებზე დავიცავთ ყველა იმ მოთხოვნებს რაც დააწესა საკოორდინაციო საბჭომ“,_ გვითხრა ჯინჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. გასული წლის ბოლოს მისი გამოჩენის შემდეგ, ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელდა.

საქართველოში კორონავირუსი პირველად თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა და მას შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.

სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით არაერთი აკრძალვა დააწესა, რაც შემდეგ ეტაპობრივად, ეპიდვითარების შესაბამისად გაუქმდა.

მარტში აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, თუმცა, მოგვიანებით თეატრებისთვის სპექტაკლების ღია ცის ქვეშ გამართვის უფლება გაიცა. დახურულ სივრცეში კი თეატრები სპექტაკლების ჩატარებას ერთი თვის შემდეგ შეძლებენ.




 ახალი ამბები
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....