როგორ "გალახეს" ქართლოს კასრაძე

gurianews.com

კულტურა

როგორ "გალახეს" ქართლოს კასრაძე

2018 თებ 3 13:47:41

ცნობილი კონფერანსიე და თბილისის კოლორიტი ქართლოს კასრაძე კვიმატი ენითა და სასაცილო თავგადასავლებით იყო ცნობილი. ერთხელ ასეთი ამბავი გადახდენია თავს, რომელსაც თავადვე ყვება: „წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი კრივის რინგი (ასეთი რამე მაშინ არცთუ ისე იშვიათი იყო), რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ფანჯრიდან კი ამ ბრძოლას (რომელიც მე უნდა მომეგო _ ერთი თვის სტიპენდია გადავუხადე) თვალი უნდა ადევნოს ჩემი ოცნების ქალიშვილმა. ყველაფერი მზად არის _ მსაჯიც, უამრავი მაყურებელიც და... უცებ გამოჩნდა ბატონი ნიკო კეცხოველი, ფოტოაპარატით და ჩემი „მეტოქე" რინგიდან გააძევა. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტი, საკავშირო პირველობის პრიზიორი მოკრივე იპოვა უცბად, რომელიც უნივერსიტეტის ჩემპიონატებზე გამოსვლას არც კადრულობდა და რინგზე შემოაგდო. შედეგზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი და, როდესაც ერთადერთხელ მოვახერხე ხელის მოქნევა, ბატონი ნიკოს შეძახილი გავიგონე: „შენ არა, შენ ნუ!" თან სურათებს მიღებდა. მეტი არაფერი მახსოვს. მერე, ალბათ, მაინც შევეცოდე და მითხრა, ობიექტივზე ხუფის მოხსნა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადამიღიაო“.

ბატონი ქართლოსის შემდეგ სიტყვას ჟურნალისტ ოთარ ხუციშვილს გადავცემ.

„იმ წლებში, როცა სარაიონთაშორისო გაზეთ „სამგორის" რედაქციაში ვმუშაობდი, ცნობილი იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ. მოჰქონდა ფელეტონები, იუმორესკები, ზოგჯერ საქმიან წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც გაზეთში დაისტამბა, მაშინდელ ლოჭინის მეფრინველეობის ფაბრიკად წოდებულ საწარმოს შეეხებოდა. ავტორი ხოტბას ასხამდა იქაურ მეფრინველეთა საქმიანობას და გეგმების დიდი გადაჭარბებით შესრულებას უწინასწარმეტყველებდა. მეორე დღეს რედაქციაში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. შეშფოთებულმა ფაბრიკის დირექტორმა გვამცნო, რომ წერილში საბედისწერო შეცდომა გაიპარა: საწარმოში მხოლოდ 2 ათასი ფრთა ფრინველი გვყავს, კორესპონდენციაში კი 4 ათასი ფრთა წერიაო. ეს რა უბედურებას გვიწერთ, ამიერიდან სახელმწიფო კვერცხის დამზადების გეგმას ამ ციფრის მიხედვით დაგვიწესებს და დავიღუპეთო.

გაზეთის რედაქტორმა სილოვან ნარიმანიძემ ქართლოს კასრაძე რედაქციაში იხმო და უსაყვედურა: _ შე კაი კაცო, რა შარს გადამკიდე. ადგილზე იყავი მისული, ის ქათმები ხეირიანად დაგეთვალა და მერე ისე დაგეწერაო.

 _ დავითვალე, აბა არ დავითვალე?! _ იუკადრისა ქართლოსმა.

_ თუ დაითვალე, 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ქათამი საიდან გაჩნდა?

_ სილოვან, აბა დაფიქრდი, _ შეედავა იუმორისტი. _ ერთ ქათამს ორი ფრთა ხომ აქვს?

 _ აქვს.

_ ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, 2 ათას ქათამს 4 ათასი ფრთა არ გამოუვა?

რაღა ჰქონდა სათქმელი რედაქტორს, გაჩუმდა. იმისი კაბინეტიდან ქართლოსი გამარჯვებულის იერით გამოვიდა და რედაქტორის მოადგილეს ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ „პირები დავაღეთ“ _ ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო. ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. _  ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, _ გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.

ქართლოს კასრაძის შემდეგ კიდევ ერთი თბილისელი კოლორიტი, მსახიობი გია ფერაძე გავიხსენოთ.

გია ფერაძე სკოლაში გაუთავებლად ოხუნჯობდა, დადიოდა „შატალოებზე" და ხშირად ცუდი ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ყველა მასწავლებელი ნორმალურ ნიშანს უწერდა, რათა იგი კლასში არ ჩარჩენილიყო და ერთი წლით არ გახანგრძლივებულიყო მათი წვალება. როდესაც დამრიგებელი მშობელს იბარებდა, გიას მორიგეობით ბებიები მიჰყავდა. არ ჰყავდა თუ რა!  ხან ერთს გაუძღვებოდა, ხან _ მეორეს და ხანაც _ მესამეს...

ის ბებიებს მოფერებით „ბლაგაროდნი დევიცებს" ეძახდა, რადგანაც ისინი მხოლოდ მეგობრულად „ურჩევდნენ საქმეს". გია ჰპირდებოდა მათ, რომ აუცილებლად გამოსწორდებოდა, გახარებული ბებიები კი ნაყინის ფულსაც აძლევდნენ ხოლმე. მასწავლებლის საყვედურების მოსმენა ყველაზე ხშირად ბებია ნინას უწევდა. გია მას სიყვარულით „მაკარენკოს" ეძახდა. თუ დედა და ძმა რამეზე ტუქსავდნენ, იმწუთასვე გაისმოდა: _ оставь ребенка, не будь садистом!.. და სამივე ბებია მატროსოვივით გადაეფარებოდა. როცა კინოში წასასვლელად ფული მოუნდებოდა, ბებიებს დასვამდა და სხვადასხვა ფოკუსს უტარებდა (ფულს წინასწარ ართმევდა). ერთხელ ერთ-ერთი ფოკუსი არ გამოუვიდა. ნადია ბებიამ დაუსტვინა და შვილიშვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ გია უკვე ეზოში იყო“.

დრო მოვიდა და ბატონი ნოდარ დუმბაძეც უნდა გავიხსენოთ.

მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავატევ სტუმრებსო და გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც.

თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა... და უცბად მატარებელმა გაიგრიხინა, ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო.

ერთხელ ნოდარ დუმბაძემ ჩინეთიდან მიიღო „მარადისობის კანონის“ სასიგნალო ეგზემპლარი. გახსნა და რაღაც იეროგლიფები ეწერა. ნოდარმა გადაატრიალ-გადმოატრიალა წიგნი და თქვა_ მე თავი კაცი მეგონა და თურმე ორი ჯოხი ვყოფილვარო.

ჩვენი მოგონებების შემდეგი სტუმარი დიდი გალაკტიონი იქნება.

ცნობილია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ხშირად ამასხარავებდა ირაკლი აბაშიძეს, თუმცა, ისინი მაინც მეგობრებად რჩებოდნენ. ერთხელ, როცა გალაკტიონი ქუჩაში ფეხით მიდიოდა, ირაკლი აბაშიძის სამსახურებრივი „ვოლგა“ წამოეწია. მანქანაში ირაკლი აბაშიძე უკანა სავარძელზე იჯდა, კარიდან თავი გამოყო და გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლის გვერდით დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და მას საუბარი გაუბა, ისე რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც გაუხედავს: „რა გქვია შენ, ძამიკო?“. „თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ!“. „კაი სახელია, ძამიკო, ძალიან კაი! ლექსებს თუ წერ, თენგიზ, ძამიკო?“. „არა, ბატონო გალაკტიონ, რა ვიცი მე ლექსების წერა...“. „მერე რა, რომ არ იცი, ძამიკო! არც შენმა „ხაზეინმა“ იცის, მარა კი წერს...“

სახალისო ისტორიებს ბატონი იოსებ გრიშაშვილი დაასრულებს.

1941 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადების 80 წლის შესრულების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნდა გამოსულიყო მისი მოგონებებისა და პიესების კრებული, რომლის რედაქციაც დაევალა იოსებ გრიშაშვილს. ელისაბედს ხშირად უხდებოდა ხარფუხში თავისი წიგნის რედაქტორის ბინაში მისვლა. ტრანსპორტი სოსოს სახლს არ უდგებოდა. როცა აივაკებდა და უკანასკნელ მოკლე ამოსახვევს მიადგებოდა, ლიზა შორიდანვე დაიწყებდა ბუზღუნს: ,,ათი წლის სიცოცხლე, ათი წყვილი ფეხსაცმელი გავცვითე აქ ამოსვლით, სოსო! ცხონებულმა მამაშენმა ამაზე უკეთესი ადგილი ვერ მონახა ამოდენა ქალაქში, რომ ამ გოლგოთაზე აიშენა სახლი?!“ სოსო ჩაეგებებოდა, ხუმრობით უქარწყლებდა დაღლას, აქებდა თავის უბანს: ,,ზიზიკო (ასე ეძახდა ელისაბედს), ნახე, რა სანახაობაა, აქედან ძველი თბილისი ხელისგულივით მოჩანს, სუფთა ჰაერი, სიწყნარე. პოეტ-კაცს მეტი რა უნდა?“ აიყვანდა ხოლმე თავის პატარა სკვერში და აჩვენებდა: ,,აი, როგორი სურნელოვანი ყვავილები მაქვს, ესეც ფშატის, უნაბის, თუთის, ალუბლის ხეებია. ამას რა სჯობია?“ ,,ეს რა ყვავილებია, ქა?“ ,,ესა? ამას ,,საბაჩკა“ ჰქვია. ,,საბაჩკის“ ადგილია და ,,საბაჩკაც“ ხარობს, კარგ ყვავილს აქ რა უნდა. ხუმრობით, სიცილ-ხარხარით მუშაობდნენ წიგნზე. სოსო ყოველთვის კარგ ხასიათზე დგებოდა, როცა კი ელისაბედ ჩერქეზიშვილი ეწვეოდა ხოლმე და ეტყოდა: ზიზიკო, შენ რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობდე, არასდროს დავბერდებოდიო. ლიზა თავისებური მანერით ქოქოლას აყრიდა: ,,მამა გიცხონდა, იოთამ, შენ გაცოცხლო და არ დაგაბერო, მე კი თავი მოვიკლა ამ გოლგოთაზე სიარულითა!“


ნახვა: 149


 ახალი ამბები
  • იმერეთის გუბერნატორის აპარატიის უფროსი _ ,,დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და ეს თანხა მივიღეთ“იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც  2 950 ლარი იყო,  თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე, გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც. აღნიშნულის შესახებ ,,გურია ნიუსთან“ ინფორმაცია უარყო იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ. მისი თქმით, გუბენატორის ხელფასი იგივე დარჩა, თუმცა ცვლილება შეეხო დანამატისა და ხელფასის გაერთიანებას. როგორც გაბუნია აცხადებს, აღნიშნული თანხების გაერთიანებამ ჯამში იმ  თანხის რაოდენობა შეადგინა, რასაც გუბერნატორი წინა თვეში იღებდა. ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად მოხდა გუბერნიებისათვის განსაზღვრული სტრუქტურისა და ხელფასების ცვლილება. აღნიშნული კანონის საფუძველზე,ჩამოყალიბდა ახალი თანამდებობრივი სარგოები, თუმცა, გაზრდა არ შეინიშნება არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ, რადგან თუკი მანამდე იყო ხელფასი გუბერნატორის 2 950 ლარი,  ასევე, დანამატი ჰქონდა მათ ყოველთვიურად  2 950 ლარი _ ეს დარჩა იგივენაირად, არაფერი შეცვლილა,  უბრალოდ, გაერთიანდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელფასო ფონდი წლიური ანაზღაურება გუბერნიაში არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა 8 000 ლარით. გასულ წელს იყო ნახევარი მილიონი ლარი იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი და იანვრიდან გახდა 49 200 ლარი ანუ 8 000 ლარით შემცირდა. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ხელფასები  გაიზარდა, რაც იყო ის დარჩა. უბრალოდ,  თუ იღებდა დანამატსა და ხელფასს,  ახლა გაერთიანდა და მივიღეთ ეს თანხა“, _ განაცხადა აპარატის უფროსმა. ... ...
  • მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია _ შსს-ს კომენტარიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ ... ...
  • "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ "ევროპულ საქართველოს", რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა. ფრაქციის სახელწოდება ასეთია: "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" და მისი თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს წევრი" ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ "ნაციონალი" მამუკა ბარამიძე. ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმაც" მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია ... ...
  • „ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით  ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ,,როდესაც საქართველოს  მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ  შენგენის  ზონასთან  და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად  იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე  პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს  ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა  ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს. ,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა  არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა  ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული  ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ. ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა  შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.  ეს სამუშაო  უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ატყობენ, რომ  წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _  განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი ... ...
  • ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა აღმოაჩინესგორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. „გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ  პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა. ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...