,,რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური“ _ ალექსანდრე წუწუნავას "ჯანყი გურიაში"

კულტურა

,,რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური“ _ ალექსანდრე წუწუნავას "ჯანყი გურიაში"

2018 მაი 19 09:54:35

ეგნატე ნინოშვილის რომანი “ჯანყი გურიაში” ასახავს გურიაში 1841 წელს მომხდარ მძლავრ აჯანაყებას, რომელსაც ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. “ჯანყი გურიაში” სხვა ნიშნებთან ერთად მკაფიოდ თვითმპყრობელობის და რუსეთის საწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა და მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის, თავადაზნაურობის დიდი ნაწილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა.

,,რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, _ იგონებდა ამ აჯანყების (პუნტის) მონაწილე გოგია ვადაჭკორია. _ რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ”.  კაჟიანი თოფებით შეიარაღებულმა გურულებმა რუსის რეგულარულ ჯარებს ვერ გაუძლეს, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ზიანიც მიაყენეს. რუსებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშეს და მას შემდეგ გლეხებზე წნეხი უფრო დამძიმდა.

,,ჯანყი გურიაში” ალექსანდრე წუწუნავას ჯერ კიდევ სცენაზე ჰქონდა დადგმული და მას დიდი აღიარება მოჰყვა. ,,ჯანყი გურიაში” ნამდვილი  ფსიქოლოგიურ დრამად არის გადაქცეული, _ წერდა ჟურნალი ,,ხელოვნება” (1925 წ. #7). აქ მთავარი გმირი თვით მასაა, მოზღვავებული, ბობოქარი, ფაფარ-აყრილი, რომელიც პირველ სიტყვიდან უკანასკნელამდე აქტიურია და მოქმედი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართულ რამპას ასეთი ცოცხალი მასა ჯერ არ უნახავს”. ასე რომ, წუწუნავა ამ მასალას, ლიტერატურული პირველწყაროსა და ისტორიული მონაცემების მეშვეობით, ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ,,ისტორიული სიმართლის დაცვა და თან შეძლებისდაგვარად მკაფიოდ გაშლა იმ ტრაგედიისა, რომლის მთავარი მოქმედნი გლეხები იყვნენ _ აი, რას შეადგენდა რეჟისორის უპრველეს მიზანს“, _ წერდა კარლო გოგოძე.

ფილმის გადაღება რეჟისორის მშობლიურ სოფელ ლიხაურში მიმდინარეობდა. რეჟისორმა თავიდანვე უარი განაცხადა ეროვნული, ამ შემთხვევაში გურული ადათ-წესების, კოლორიტის და ეგზოტიკის თვითმიზნურ ჩვენებაზე, რაც ასე ხშირად იყო ორიენტალისტურ სურათებში, სადაც წინა პლანზე გარეგნული ნიშნები – ქამარ-ხანჯალი, ჩოხა თუ ჰარამხანა იყო გამოტანილი და ავტორების ყურადღების მიღმა რჩებოდა ადამიანები, მათი ბუნება. ფილმში მკაფიოდ და მკვეთრად გამოიკვეთა მთავარ გმირთა მხატვრული სახეები, რომლებიც აჯანყებული გლეხების მასასთან ერთად ერთ ორგანიზმს წარმოადგენს. წუწუნავამ სხვა ფილმებში გამოყენებული სახალხო შეჯიბრებანი, ჯირითი კინორომანის იდეურ-მხატვრულ კონცეფციის საკვანძო პუნქტებად წარმოაჩინა და ორგანულად მიუსადაგა ფილმის ლაიტმოტივს.  მაგრამ ერთ-ერთი უპირველესი, რაც ფილმს მაგიურობას ანიჭებს, ეს მასიური სცენებია, რომლის უბადლო ოსტატად ისევ მოგვევლინა ალექსანდრე წუწუნავა. ამ სცენების ყურებისას (იქნება ეს ხალხმრავალი კრება, სადაც აჯანყებულთა მეთაურებს ირჩევენ, თუ უმაღლესი ოსტატობით დადგმული საბრძოლო ბატალიები) გებადება ეჭვი, რომ ეს მსახიობთა მონაწილეობით დადგმული ეპიზოდები არ არის, არამედ რაღაც ზებუნებრივი ძალით, დროის მანქანის საშუალებით გადამღები ჯგუფი გადასროლილ იქნა 1841 წელს და აპარატი, როგორც თვითმხილველი, როგორც მოწმე აფიქსირებდა მოვლენებს. მსგავსი შეგრძნება გამიჩნდა როცა ვნახე აკირა კუროსავას ბრწყინვალე ,,შვიდი სამურაი”.

 საინტერესოა, რომ “ჯანყი გურიაში” წარმოებაში ჩაშვებას მხარს არ უჭერდა გერმანე გოგიტიძე, რადგან მისი წარმატებისა არ სჯეროდა. ამის თაობაზე მან მთავრობას წერილიც კი მისწერა, რომ ,,სურათი უდიდეს ხარჯებს მოითხოვს, ხოლო საჭირო ეფექტი მის დადგმას არ მოჰყვება”. ფილმის შექმნისთვის გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვით, ,,რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა სახკინმრეწვს”.  ბიუჯეტის გადახარჯვა სახკინმრეწვის კრიტიკის საფუძველი გახდა. სულ მალე გოგიტიძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ყველაფერთან ერთად მას მენშევიკების მთავრობის დროს დოკუმენტური ქრონიკის გადაღებაც გაუხსენეს. 1928 წლის მიწურულსა და 1929 წლის დასაწყისში გერმანე გოგიტიძე ორჯერ იმყოფებოდა ირანში, სადაც მონაწილეობდა საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის ხელშეკრულების გაფორმებაში, რომლის მიხედვითაც ამ სახელმწიფოს უნდა შეესყიდა საბჭოთა, მათ შორის ქართული ფილმები. ირანიდან ჩამოსული გოგიტიძე ქართულ კინოში აღარც დაბრუნებულა. ის ყველამ დაივიწყა, თუმცა მთავრობა ,,ფხიზლობდა”: 1949 წელს 63 წლის გოგიტიძე დააპატიმრეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ის უცხო ქვეყნის ჯაშუში იყო (ამისთვის საბაბად ალბათ ისიც გამოიყენეს, რომ მისი ვაჟი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, საფრანგეთში დარჩა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა). უარის თქმის შემდეგ მას წამება დაუწყეს. ,,...გამაშიშვლეს, დამაწვინეს იატაკზე და მათრახით ცემა დამიწყეს. მხეცი მურადოვი ფეხებით შემდგა და თიაქარზე მაწვებოდა. მე სული მეხუთებოდა”.  გოგიტიძემ წამებას ვერ გაუძლო: ,,მოვითხოვე შეხვედრა ჩემს გამომძიებელ მურადოვთან და განვუცხადე, რომ გადავწყვიტე ყველაფერი ვაღიარო... რამდენიმე დღის მანძილზედ ვთხზავდი ლეგენდას ჩემი ვითომდა ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, კავშირებზე ვინმე პირონესთან, ბელგიის მოქალაქესთან”.  გერმანე გოგიტიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და კომის ასსრ-ში გადაასახლეს, სადაც ის ე.წ. მინერალურ ბანაკში მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან გოგიტიძე ვადაზე ადრე, 1956 წელს გაათავისუფლეს, ის საქართველოში დაბრუნდა და ოთხი წლის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა. რაც შეეხება ალექსანდრე წუწუნავას შემდგომ ბედს, ის დაინიშნა სახკინმრეწვის სამხატვრო ხელმძღვანელად, ასევე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კინოსასწავლებელში, ამასთან იყო ოპერის და ბალეტის თეატრის დირექტორი, მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი 1918 წლიდან გარდაცვალებამდე (1955). მას ჰქონდა სურვილი რამდენიმე ფილმის დადგმისა ,,ხიდი ენგურზე”, ,,დავით აღმაშენებელი”, ,,ქეთო და კოტე”, მაგრამ მას დადგმის საშუალება არ მისცეს. წუწუნავა რომ თავისი ნებით არ ჩამოცილებია კინოს, ადასტურებს მსახიობი არკადი ხინთიბიძე: ,,ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ისეთი კმაყოფილება, როგორიც ალ. წუწუნავასთან მიმიღია, კინოში არც ერთთან არ მიგრძვნია. უნდა ითქვას, რომ მისი კინოზე ჩამოცილება დიდი შეცდომა იყო. ნამდვილი ქართული ფილმების დამდგმელი იყო და თან და თან უკეთესი ხელოვანი გახდებოდა ის, კინემატოგრაფიაში, რომ დასცლოდა”.




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს