„სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“_ სპექტაკლი აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე

კულტურა

„სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“_ სპექტაკლი აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე

2019 ნოე 9 13:43:15

„სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“_ ასე ჰქვია რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილისა და ანა მირიანაშვილის ერთობლივ პიესას, რომლის პრემიერაც სპექტაკლის სახით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა.


სპექტაკლი არ არის თეატრალური წარმოდგენა კლასიკური გაგებით. ის უფრო სპექტაკლი-აქციაა, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრის წამოწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებების გადაფასების.

საიდან გაჩნდა პიესის დაწერის იდეა და შემდეგ მისი თეატრალიზების_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ რეჟისორს, დიმიტრი ხვთისიაშვილს ესაუბრა.

როგორც რეჟისორი გვიამბობს, თავიდან თხოვნა ბავშვებისთვის აფხაზური ფოლკლორის გამოყენებით ზღაპრის მომზადების შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მიიღო, მაგრამ ქართული და აფხაზური ზღაპრები ერთმანეთს ისე ჰგავს, იდენტობას ვერ მიაღწია და თავი შეიკავა. მოგვიანებით კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და მიხვდა, რომ საკუთარი პიესა უნდა დაეწერა.

„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ,  გიორგი ალიბეგაშვილმა, გვთხოვა ზღაპარი ან რამე მსგავსი აფხაზური ფოლკლორით გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის, შევისწავლე რაღაცები და მივხვდი, რომ იმდენად ჰგავს აფხაზური ზღაპრები ქართულ ზღაპრებს, რომ იდენტობას აფხაზურისას ვერ ვაღწევდი ან უნდა დამებრალებინა, ამიტომ თავი შევიკავე.  შემდეგ კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა ეთნიკურ უმცირესობათა თემებზე კონკურსი. დავდექი იმ გამოწვევის წინაშე, რომ უნდა გავაკეთო სპექტაკლი, მაგრამ ვერ ვაკეთებ ზღაპარს, რადგან მინდა ვიპოვო რაღაც აფხაზური წესჩვეულების, ხასიათის, ტრადიციის  ამსახველი და ამ ჭიდილის და ფიქრის შედეგად მივედი დასკვნამდე,  რომ პიესა თვითონ უნდა დამეწერა“,_ამბობს რეჟისორი და აღნიშნავს, რომ დღემდე ერთი ზღაპარი აქვს დაწერილი დოდო ხურცილავასთან ერთად, ეს სპექტაკლი კი ფაქტობრივად მისი დებიუტია.

„მირიანაშვილთან ერთად დავწერე ამბავი ქართულ-აფხაზური ოჯახის შექმნის. ამ ოჯახის შექმნის იდეით, რაღაც ახალი მარცვალი იდება ურთიერთობაში, რომელიც გვინდა, რომ გაღვივდეს“,_ამბობს ხვთისიაშვილი.

სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მუსიკა, სიმღერა და ქორეოგრაფია. წარმოდგენა არის სიყვარულზე, წარსულზე, მომავალზე, ტრადიციასა და თანამედროვეობაზე.

სპექტაკლის შემქმნელები არ ცდილობენ  მაყურებელს თავს მოახვიონ საკუთარი პოზიცია, გაარჩიონ მტყუან-მართალი, არ იძლევიან გადაჭრის მზა რეცეპტებს. 

„არანაირ დასკვნებს არ ვაკეთებთ, სურვილებს ვაჟღერებთ. დასკვნების გაკეთება  რთულია, რადგან ბზარი ძალიან დიდია. შემთხვევით ჩამივარდა ხელში წიგნი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის წევრები წერდნენ, რომ მათ სოხუმი არ უნახავთ, მერე გაჩდნენ.  ნაწერში იყო ასეთი ფრაზა: _ „ჩვენ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავათავისუფლოთ ჩვენგან. თუ ჩვენ გავათავისუფლებთ მათ, ცოცხლები, ცოცხლების შეყვარებას შევძლებთ“. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ყველა მოდის თავის მიცვალებულთან. ჩემი შვილი იმისმა ტყვიამ მოკლა, ის ამბობს ჩემი შვილი ამისამ... ეს ამოუვსები ჭრილობაა და თუ ჩვენ ერთობას ვაპირებთ, აქ ხომ არ დგას საკითხი ისე, რომ ერთი მხარე აბსოლუტურად მართალია და მეორე დამნაშავე.  თუ  ეს არის ერთი კავკასიური ტომი  და ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე და გვინდა, რომ ისევ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ალბათ, უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება“,_ ამბობს ხვთისიაშვილი.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს საღამოსაც გაიმართება.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?