“სოფელ შრომას ხუმრობით „გურულ ტვინ პიკსს“ ვეძახი, ისეთი ატმოსფეროა იქ“

კულტურა

“სოფელ შრომას ხუმრობით „გურულ ტვინ პიკსს“ ვეძახი, ისეთი ატმოსფეროა იქ“

19 თებ. 2021, 20:25:17

სულაკაურის გამომცემლობამ თებერვლის დასაწყისში ახალგაზრდა მწერლის მიხეილ ციხელაშვილის წიგნი _ შრომა, გურიაგამოსცა.

სოფელ შრომის მცხოვრები რიჩარდ მუჯირი, მას მერე, რაც წინა საღამოს სახლში არმობრუნებულ ძროხას ტყეში დაგლეჯილს იპოვის, აბსურდულ ამბავში ეხვევა _ დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა, სადაზღვევო კომპანიას გაუგონარი მოთხოვნები აქვს.

მოთხრობაში – „შრომა, გურია“ – ამ უჩვეულო თავგადასავლის ფონზე იშლება პერსონაჟთა ისტორია და მათი პორტრეტები.

“გურია ნიუსი“ მიხეილ ციხელაშვილს დაუკავშირდა.

_ როგორ გაეცნობოდითგურია ნიუსისმკითხველებს?

_ ვარ 28 წლის.შრომა, გურიაჩემი მეორე წიგნია. პირველი წიგნი რომანია, სახელადმიბრუნება“, რომელიც მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოვაქვეყნე და 2019 წელს გამოიცა. „შრომა, გურიასწერა დავიწყე პირველი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, 2019 წლის ოქტომბრიდან და დაახლოებით 6 თვე ყოველდღიურ რეჟიმში ვწერდი. როცა მოვრჩი, მერე დროდადრო მივუბრუნდებოდი ხოლმე ტექსტს, მედო რამდენიმე თვე და როცა საჭიროდ მივიჩნიე გამოქვეყნება, მაშინ მივწერე გამომცემლობასაც.

_ რატომ დაინტერესდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომით?

_ სოფელ შრომით დაინტერესება გამოიწვია ერთმა აბსურდულმა ამბავმა, რომელიც რეალურად მოხდა ამ სოფელში რამდენიმე წლის წინ. სიუჟეტის მთავარი ღერძის ასაგებად ეს ისტორია გამოვიყენე, როგორც გაუცხოება და დიდი დაშორება თუ უნდობლობა ბიუროკრატიულ, კონტრაქტის ენით მოლაპარაკე სისტემასა და პასტორალურ, ავთენტური ენით მოლაპარაკე მოქალაქეს შორის.

შრომაში ჩავედი იმიტომ, რომ ზოგადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ იმ ურბანულ თუ პასტორალურ გარემოებს, სადაც ჩემი პერსონაჟები ცხოვრობენ _ უნდა ვიცოდე ის გარემო, რომელზეც ვწერ. ამიტომაც სოფელიც უნდა მენახა, მისი გეოგრაფია შემესწავლა, იქაური მოსახლეობაც გამეცნო, გავსაუბრებოდი იმ პიროვნებას, რომელსაც ეს ამბავი გადახდა და . . მოკლედ, ის მასალა შემეგროვებინა, რაც ჩემი ტექსტისთვის დამჭირდებოდა.

 _ კადრს მიღმა, როგორია თქვენს მიერ დანახული სოფელი შრომა?

_ სოფელ შრომას ხუმრობითგურულ ტვინ პიკსსვეძახი. ისეთი ატმოსფეროა იქ, რომ რიგ ადგილებზე გაქვს განცდა, თითქოს რაღაც მიკროსამყაროს ნაწილი ხარ. აი მაგალითად გზა, რომელიც ხრიალეთიდან შრომის კულტურის სახლამდე მიდის, ერთი-ორგან ისე უხვევს, ისეთ რელიეფზე გადის და ისეთ გარემოს ქნის, შეუძლებელია აღწერა _ ჩემში უკვე სურათათ ჩაიბეჭდა და თავისი განწყობაც მუდამ აქვს. ასეთ რამეებს დავუმატოთ სოფლის ისტორია, რომელიც დღემდე ჩანს შრომაში სეირნობისას. სხვა რა გითხრათ _ მგონი ბევრი რამ მაქვს აღწერილი წიგნში, დაწყებული ტანკით და მოზაიკით, დამთავრებული იქაურ ტყეებში გავრცელებული ხეებით.

_ გურიაში იგეგმება თუ არა წიგნის პრეზენტაციაში?

_ რამდენიმე თვის წინ პორტუგალიაში გადავცხოვრდი და ჯერჯერობით, რადგანაც საქართველოში არ ვიქნები, პრეზენტაციაც არ იგეგმება _ მხოლოდ ონლაინ-პრეზენტაცია იქნება 23 თებერვალს, ფეისბუქზე. მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მინდა, შრომაში პრეზენტაცია გავაკეთო და გურიის კიდევ ბევრ სხვა სოფელს ვესტუმრო. თავად ნახევრად გურული ვარ, ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი დედის სახლში. იმის მერეც გურია თავისი ისტორიით, ხალხით, ენით სულ მაინტერესებდა, მიყვარდა და ამის ერთ-ერთი შედეგი ეს წიგნიცაა.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...