„ტაშტი“, „ასატრინა“ და „ქეშად“ აღებული ფული

კულტურა

„ტაშტი“, „ასატრინა“ და „ქეშად“ აღებული ფული

17 ოქტ. 2020, 15:43:40

ქართველი მსახიობები შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.

დღევანდელ წერილში რამდენი ათეული წლით უკან დავბრუნდეთ და ნაკლებად ცნობილი რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენოთ.

ცნობილი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე იხსენებდა: „დამწყებ მსახიობს ისეთ მსახიობებთან მომიწია თამაში, ვისთან ერთად სუნთქვაც კი მერიდებოდა... ქალბატონ ნუცა ჩხეიძეს განსაკუთრებულ პატივს ვცემდი. ეგნატე ნინოშვილის პიესა „ქრისტინეში“ კი სწორედ ქალბატონ ნუცასთან ერთად მომიწია თამაში. იასონის როლს ვასრულებდი და მისთვის უნდა მეკოცნა, მაგრამ ვერ გავუბედე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შემრცხვა. ამიტომ, ქართული ადათ-წესების მიხედვით, მას მხარზე ვეამბორე...

– ნუ გეშინია, – გამამხნევა რეჟისორმა, – შენი გაუბედაობა შემპარავი კაცის მეტყველების კილოსთვის გამოვიყენოთ, სიჭაბუკე წვერ-ულვაშით დავფაროთ, ხოლო სხეული კი ნაბადში გავახვიოთ. ეს ერთგვარი ფარდის როლს გაგიწევს თამაშში.

ეს სიტყვები ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა და დაიმედებულმა უფრო თამამად შევდგი ფეხი ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში.“

ერთხელ, ცნობილმა მსახიობმა შალვა ღამბაშიძემ (მაკარი – „ქეთო და კოტეში“) დედას თბილისში ტაშტი უყიდა და ზესტაფონში გაემგზავრა. თავად უკაპიკოდ დარჩა და ტაშტთან ერთად უბილეთოდ მგზავრობდა.

„ვიფიქრე გავძვრები-მეთქი. მაგრამ თვალი მომკრა კონტროლიორმა და ამომყვა. მე ადგილი ვინაცვლე, ის ჩემკენ წამოვიდა. თავი ავარიდე, სხვა ვაგონში გადავედი, ვიმალებოდი, მაგრამ ფეხდაფეხ მომყვებოდა... ორივენი დავიტანჯეთ. უძინარმა და გასავათებულმა ჩამოვაღწიე ზესტაფონში და რომ ვიფიქრე, მეშველა, ახლა რაღას დამაკლებს-მეთქი, გავიხედე და ის ღმერთგამწყრალი წინ არ დამიდგა ბაქანზე?

– ბიძიკო, – მითხრა ჭაღარა კონტროლიორმა, რატომ გამაწვალე ამხელა ადამიანი? მინდოდა, ჩემი ადგილი დამეთმო, რომ მოსვენებით გემგზავრა და ამიტომ დაგდევდი, შენ კი, როგორც ჭირიანს გამირბოდი. სცენაზე გნახე, ძალიან მომეწონე და ადგილს როგორ დაგამადლიდიო“.

მსახიობი აკაკი კვანტალიანი თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურმარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ, უმცროს ძმას, ვასოს, საქეიფოდ დაუპატიჟებია. ცოლი გაცეცხლებულა, მაგრამ, მაზლს დაუმშვიდებია: რამდენ ჭიქასაც დავლევ, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კაკო წაჰყოლია და 44 ჭიქამდე ასულა (ძმისწული, ბიძინა კვანტალიანი ითვლიდა და ჭიქების რაოდენობასაც „ბერავდა“). ბოლოს ვასოს თანხა დაუმრგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ქალი მაინც ბრაზობდა: ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?

ჯანსუღ კახიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„მე და გია ყანჩელი „ინტურისტის“ ბაღში რომ რესტორანი იყო, იქ წავედით. სტუმრები გვყავდა. სუფრა უნდა გაგვეშალა და გავიგეთ, რომ წინა დღით იქ შესანიშნავი „ასატრინა“ ჰქონდათ. მაშინ „ასატრინა“ ძნელი საშოვნელი იყო, ძირითადად, ცეკას თანამშრომლებზე ნაწილდებოდა. ოფიციანტმა გვითხრა: კი, გუშინ გვქონდა, მაგრამ დღეს აღარ გვაქვს და, თუ მაინცდამაინც არ იშლით, აი, ამ კაცთან (თითი გაიშვირა) მიდით, რესტორნის დირექტორია და მას უთხარითო. მივედით დირექტორთან. ეტყობა, დაღლილი იყო. მაგიდასთან იჯდა, აკაკი წერეთელივით ცალი ხელი ლოყაზე მიედო და თავი ჩაეღუნა. ვიფიქრე, ჩამოვუთვლი ამ კაცს ჩემს რეგალიებს და იქნებ „ასატრინა“ გამოგვიჩინოს-მეთქი. დირექტორმა ერთი შემომხედა და მკითხა:

– რა გნებავთო.

– მე მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვარ-მეთქი და ბოლოს დავაყოლე: გუშინ „ასატრინა“ გქონდათ, სტუმრები გვყავს, იქნებ პატივი გვცეთ და გაგვატანოთ-მეთქი.

რესტორნის დირექტორმა შემათვალიერა და კარგა ხნის პაუზის მერე მითხრა:

– შენ, ვანიჩკას ბიჭი არ ხარ?

– დიახ-მეთქი, – ვუპასუხე.

– მერე რას იტყლარჭებიო, – მითხრა  და საჭიროზე მეტი „ასატრინა“ ჩამიდო მანქანაში...“

1964 წელს გენიალურ ქართველ ბალერონს, ვახტანგ ჭაბუკიანს წარმატებული გასტროლები ჰქონდა შეერთებულ შტატებში. მისი გამოსვლები ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა და ამერიკელმა იმპრესარიომ გათვალისწინებულზე მეტი ფული იშოვა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ გარდა იმ თანხისა, რომელიც კონტრაქტით იყო დადგენილი და პირდაპირ საბჭოთა ხაზინაში ირიცხებოდა, გენიალური ბალერონისთვის პირადი საჩუქარი გაეკეთებინა. მან  ჭაბუკიანს 5 ათასი დოლარი „ქეშად“ ხელზე მისცა. ეს ამბავი მაშინვე შეიტყო „კაგებემ“ და მოსკოვში გამომგზავრებამდე ორი დღით ადრე საბჭოთა ელჩმა, ანატოლი დობრინინმა ჭაბუკიანი საელჩოში დაიბარა და უთხრა:

– ვახტანგ მიხაილოვიჩ, ხომ იცით, რომ  ჩვენთან დაუშვებელია, რომ ვალუტა ხელზე გქონდეთ. უმეტესი ნაწილი უნდა ჩაგვაბაროთ. გამონაკლისის სახით კი, ნებას გრთავთ, რომ ორასიოდე დოლარი დაიტოვოთ და თქვენი ახლობლებისთვის სუვენირები შეიძინოთო.

ჭაბუკიანმა დობრინინს უთხრა, რომ დოლარებს მეორე დღეს ჩააბარებდა და საელჩოდან წამოვიდა. გზაში კი ანტიკვარულ მაღაზიაში შეიარა და 5 ათას დოლარად ღირებული უძველესი და უიშვიათესი ჩინური ფაიფურის უზარმაზარი ლარნაკი იყიდა. მეორე დილით კი ამ ლარნაკით დობრინინს მიადგა საელჩოში. ერთხანს ჭაბუკიანი ლარნაკს ათვალიერებდა და მისი სილამაზით ტკბებოდა. შემდეგ კი ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ეს ძვირფასი ლარნაკი დობრინინისთვის საჩუქრად უნდა გადაეცა, მაგრამ   „მოულოდნელად“ ხელიდან „გაუვარდა“ და დაიმსხვრა.

ჭაბუკიანმა იატაკიდან ძვირფასი ლარნაკის ერთი პატარა ნატეხი აიღო, ცხვირსახოცში შეახვია და საბჭოთა ელჩს უთხრა:

– ეს – მე, ჩემი ჰონორარის თქვენგან ნაწყალობევი წილი, დანარჩენი კი თქვენი იყოსო.

ამ შემთხვევის შემდეგ ჭაბუკიანის უცხოურ გასტროლებს საბჭოთა მთავრობამ ტაბუ დაადო.

ერთხელ ცნობილმა მევიოლინემ და დირიჟორმა გიდონ კრემერმა გია ყანჩელს დაურეკა და ვენაში, კონცერტზე დაპატიჟა, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად, მისი სიმღერა უნდა შესრულებულიყო გია დანელიას ფილმიდან „ქინძაძა“. ყანჩელმა კრემერს მოუბოდიშა და უთხრა, რომ კონცერტს ვერ დაესწრებოდა და შესთავაზა გია დანელია დაეპატიჟებინა. კრემერი დათანხმდა და ყანჩელს სთხოვა დანელიას დაპატიჟება, რადგან თავად მას არ იცნობდა. ყანჩელმა დანელიას დაურეკა და კრემერის თხოვნა გადასცა. რეჟისორი იმ პირობით დათანხმდა კონცერტზე დასწრებას, თუკი გამოაცხადებდნენ, რომ სიმღერის ტექსტის ავტორი გია დანელია იყო. კრემერი დათანხმდა. დანელია კონცერტზე წავიდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყანჩელის ნაწარმოები შესრულდა და სიმღერის ავტორიც გამოაცხადეს... გარკვეული დრო რომ გავიდა, გია ყანჩელს რეზო გაბრიაძე შეხვდა, რომელიც „ქინძაძას“ სცენარის ავტორია და უთხრა:

– შენზე ნაწყენი ვარ.

– რატომ? – ვერ მიხვდა ყანჩელი.

გაბრიაძეს ჩაეცინა და მიუგო:

– ვენაში, კონცერტზე „ქინძაძადან“ შენი სიმღერა შეუსრულებიათ და ტექსტის ავტორად მხოლოდ გია დანელია გამოუცხადებიათ. არა და, მისი მხოლოდ „კუ“ იყო, ჩემი კი – „ჩქთ, ჩქთო“.

სიმღერაში სულ ორი სიტყვაა – „კუ“ და „ჩქთ, ჩქთ“.




 ახალი ამბები
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • აფხაზური ენის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ- ზურაბიშვილი27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ... ...
  • ოზურგეთის ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება„გურია ნიუსის“  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა  მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ლაბორატორიულმა  დაკვნამ ეს გამორიცხა. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას. მან გვითხრა, რომ დღეს, საღამოს ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნას და ზუსტი პასუხიც ამის შემდეგ ეცოდინება. _ქალბატონო მაკა, ჩვენი  სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა არ უკავშირდება კვების პროდუქტებსა და სადეზინფექციო საშუალებებს.    რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? და შეიძლება თუ არა ეს იყოს ენტეროვირუსით გამოწვეული? -გიმეორებთ, საღამოს ველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას.  ზუსტი  პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება და მასინვე გავასაჯაროებთ, _ გვითხრა მაკა  ... ...
  • ოზურგეთში ჩვილბავშვიანი დედა არხში ჩავარდა: „ ესაა პარტიულ წარდგენებზე გამოყვანილი ტრაილერების „საჩუქარი“ “ახლახან ოზურგეთის ჭადრების ბაღში,  ჩვილი ბავშვით ხელში მიმავალი  გოგონა, მოულოდნელად სანიაღვრე არხში ჩავარდა. მან ფეხი დაადგა ცხაურს, რომლითაც არხია დახურული. თუმცა დაზიანებულმა და ჩატეხილმა ცხაურის ლითონის ზოლმა ვერ გაუძლო დაწოლას და გოგონა, ბავშვით ხელში, ცალმხრივად ჩავარდა არხში. გულისმომკვლელი დასანახი იყო წამებში მომხდარი ფაქტი, როცა ახალგაზრდა დედა, არხში ცალმხრივად  ჩავარდნილი,  ცალ მკლავში მომწყვდეულ ჩვილს ხელს არ უშვებდა, თანამგზავრი ქალბატონი კი ყვირილით ცდილობდა მის შველას. გოგონასთან საწრაფოდ მიირბინეს  გზად მიმავალმა მამაკაცებმა, ერთმა უცებ ბავშვი აიტაცა, მეორემ კი გოგონა არხიდან ამოიყვანა. საბედნიეროდ პატარა უვნებლად გადარჩა, ის მხოლოდ გაცხარებული ტიროდა. დედას კი, ახალგაზრდა გოგონას მუხლი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სიმწრისგან გაფითრებული და ატირებული ბავშვისკენ იმზირებოდა. უფრო იმიტომ, რომ სურდა დაენახა, უვნებლად გადარჩა თუ არა. გოგონა  იქვე, ერთ-ერთ დაწესებულებაში შეიყვანეს და სახელდახელო დახმარება აღმოუჩინეს. რაც შეეხება  ჩამტვრეულ ცხაურს ოზურგეთს ჭადრების ბაღში, რომელიც არც ისე დიდი ხნის გაკეთებულია და საკმაოდ კარგადაც, მისი დაზიანება, როგორც აქ გაბრაზებული მოქალაქეები საუბრობდნენ, პარტიული წარდგენების დროს  შეყვანილმა ტრაილერებმა  გამოიწვია. _„ევრონაცები“ იყვნენ , „ლელო“ თუ მანუჩარ კვირველია და მისი მხარდამჭერები, ვინმემ დაუშალა შემოსვლა? ხომ უნდა დააკვირდნენ, როცა ტრაილერებით შემოზიდეს თავისი ბანერები,  ავეჯი თუ ტექნიკა, რომ ამ არხების ცხაურებზე  ამხელა ტრაილერები არ გადაატარონ? მაგათი მოსვლისას დაიმტვრა ეს.   ესაა პარტიულ წარდგენებზე გამოყვანილი ტრაილერების  „საჩუქარი". ასფალტიან მოედანზე ემოძრავათ, კი შეიძლებოდა ეს,  მაგრამ მეტი დარდი არ აქვს პოზიციონერია თუ ოპოზიციონერი, _ ბრაზობდნენ ადგილზე თავმოყრილი მოქალაქეები, რომლებიც ამ კინაღამ ტრაგიკულ ფაქტს შეესწრნენ. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორს თენგიზ  ქუტიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ეს  ცხაურები,  სხვადასხვა წარდგენების  დროს შემოყვანილმა  ტაილერებმა დააზიანეს. _ერთხელ გავაკეთეთ. მერე სხვებმა შემოიყვანეს მანქანები. ყურადღებით უნდა მოძრაობდნენ, თორემ სიარული ვინ ვის დაუშალა? დღესვე გავაკეთებთ, გავუშვებ თანამშრომლებს, - გვითხრა მან.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...