„წიგნმა ავტორი საქართველოში უნდა დააბრუნოს“

კულტურა

„წიგნმა ავტორი საქართველოში უნდა დააბრუნოს“

20 სექ. 2018, 13:54:10

„ავი მუსაიფი“ _ ასე ჰქვია თორნიკე გურჯინთახის, იგივე ნოდარ მაჭარაშვილის ახალ რომანს, რომლის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გუშინ საღამოს შედგა.

წიგნი  2 გლეხი ბიჭის მუსაიფით იწყება, რომელთაგან ერთ-ერთი  პატარა კახი აღმოჩნდება.

ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს ხმალზე არსებული წარწერის სახელს ატარებს,  მეფე ერეკლეს ცხოვრებას და იმ ეპოქას ეპოქას ასახავს, რომელშიც ის მოღვაწეობდა.  როგორც წიგნის პრეზენტაციაზე ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა, ამ წიგნმა ავტორი საქართველოში უნდა დააბრუნოს.

„სამწუხაროდ, ამ წიგნის ავტორი საქართველოში არ არის. ერეკლე მეფემ ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მჯერა, ისტორიული პირების, რომლებიც ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც აგრძელებენ თავიანთ არსებობას. ერეკლე მეფემ, ამ წიგნმა ავტორი საქართველოში უნდა დააბრუნოს“, _  განაცხადა  კალანდიამ.

ნოდარ მაჭარაშვილი, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია და წლებია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს. წიგნებს კი, რაც დღემდე გამოცემული აქვს, თორნიკე გურჯინთახის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

ჰგავს თუ არა ნოდარ დუმბაძისა და ნოდარ მაჭარაშვილის შემოქმედება ერთმანეთს და რით არის გამორჩეული ნოდარ მაჭარაშვილის ახალი წიგნი მისი წინა რომანებისგან, რა არის მნიშვნელოვანი ისტორიული რომანის წერისას და რამდენად შეძლო ავტორმა ისტორიული ამბის მკითხველამდე მიტანა, რამდენად საინტერესო და კარგი საკითხავია ახალი ქართული ისტორიული რომანი  _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ფილოლოგსა და პოეტს გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც „ავი მუსაიფი“ უკვე წაკითხული აქვს.

როგორც გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომანი ქართული ისტორიული რომანების ტრადიციას აგრძელებს, მაგრამ ახლებურად  და სხვა ქართული ისტორიული ნაწარმოებებისგან ენობრივადაც განსხვავდება.

 „ისტორიული რომანისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად არის დამუშავებული ფაქტოლოგიური მასალა და როგორ არის გადმოტანილი მხატვრულ სამოსელში, მხატვრული რეალობა როგორ არის კონსტრუირებული იმ მასალის მიხედვით. ეს არის ძალიან პირწმინდად, ბრწყინვალედ  გაკეთებული, მწერლის, როგორც ხელოსნის დონეზე, იმიტომ, რომ არის აღმაფრენა, რაც გაწერინებს, მაგრამ მეორე მხრი, თუ არ იცი შენი საქმე, თუ არ იცი მწერალმა რა გააკეთო, რომელი სვლის მერე რით გააგრძელო, ასე ჩავარდება ნაწარმოები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამხელა რომანში ერთი ჩავარდნა არ არის ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ის აგრძელებს ქართული ისტორიული რომანების ტრადიციას, მაგრამ სრულიად თავისებურად და ახლებურად. რაც მთავარია, ისეთი არქაიზებული და სტილისტური ენით, როგორც ჩვენთან საერთოდ იწერებოდა კარგი ისტორიული რომანები, მაგრამ ნოდარ მაჭარაშვილის რომანი ენობრივადაც განსხვავებული რომანია“, _ ამბობს ლობჟანიძე.

ლობჟანიძე, ასევე, ამბობს, რომ ნოდარ მაჭარაშვილის მიერ დაწერილი რომანები კარგი ლიტერატურის შესავალი იყო, „ავი მუსაიფი“ კი დახვეწილი ლიტერატურაა.

„რაც შეეხება გურჯინთახის ფსევდონიმით გამოქვეყნებული მის წინა რომანებს, ვფიქრობ, ისინი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ აქ დიდი ნახტომია. ეს უკვე არის დახვეწილი ლიტერატურა, იქ იყო კარგი ლიტერატურის დასაწყისი და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ წიგნს თავისი სახელ-გვარი მოაწერა“, _ ამბობს ლობჟანიძე.

მისი თქმით, ნოდარ დუმბაძისა და მისი შვილიშვილის შემოქმედებებს შორის მსგავსების პოვნა შეიძლება, მაგრამ მაჭარაშვილი ბაბუის გავლენის ქვეშ არ არის მოქცეული და ორივე მათგანი ცალკ-ცალკე, ინდივიდუალური მწერლები არიან.

„გენეტიკა ისეთი რამ არის, რომ ადამიანი სახითაც კი ემსგავსება თავის წინაპარს.  ცხადია, დუმბაძისა მაჭარაშვილის ნაწარმობებს შორის  ამ მსგავსების მოხელთება შეიძლება, მაგრამ ეს არ არის გავლენა და  არის 2 სხვადასხვა მწერალი. თუმცა, მსგავსება არის ის, რომ ის დიდი ჰუმანიზმი, რაც ნოდარ დუმბაძის წიგნებში იგრძნობა,  არაჩვეულებრივად გრძელდება ნოდარ მაჭარაშვილის რომანშიც“, _ ამბობს ლობჟანიძე.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?