,,ცოცხალი სინემატოგრაფი”

კულტურა

,,ცოცხალი სინემატოგრაფი”

2017 დეკ 11 17:13:13

1910 წლის 1 იანვარს გაზეთ ,,დროებაში” დაბეჭდილმა სტატიამ _  სათაურით ,,ცოცხალი სინემატოგრაფი” სიხარულით აუწყა საზოგადოებას, რომ თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მეცნიერი და გამომგონებელი თომას ალვა ედისონი და ჩამოიტანა ,,ცოცხალი სინემატოგრაფი”, ანუ ფილმები, რომელიც ,,სულ ქართველთა ცხოვრებას შეეხება”. ამის გამო, ქართველებს მუქთად აჩვენებენ ამ სურათებსო. თურმე კორესპონდენტი ედისონსაც ესაუბრა, რომელიც აღტაცებული ყოფილა ქართველებით: ,,თქვენისთანა ალტრუისტი და კაცთმოყვარე ხალხი დედამიწაზე არ მინახავს. ყველაფერს, საკუთარ სამშობლოსაც კი, სხვას უთმობთო”. შემდეგ მოყვანილია გადაღებული ფილმის შინაარსი, სადაც მოქმედ პირებს შორის არიან სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელნი, ასვეე ცნობილი ადამიანები ვალერიან გუნია, გრიგოლ რობაქიძე, შიო არაგვისპირელი, იოსებ გრიშაშვილი და სხვები. ყველა ლექსის კუპლეტებს იძახის: ზოგი საკუთარ გასაჭირზე ყვება, ზოგი კი საკუთარ გამორჩენაზე. ბოლოს გამოჩნდება მოქეიფე ქართველი თავადი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ჰყიდის საქართველოს, უცბად სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლდებიან უცხოტომელები და ჩვენ ქვეყანას დაეპატრონებიან. ერთადერთი ვინც განგაშს სტეხს, იერეხონის საყვირით უყვირის და თავადს გონს მოსვლას ურჩევს Baton-ია (მიხაკო წერეთლის ფსევდონიმი),  მაგრამ მას არავინ უსმენს და ქეიფი გრძელდება. წერილი პირველ იანვარს გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო საპირველაპრილო ხუმრობას წააგავდა, რადგან ედისონი ჩვენთან არასოდეს ჩამოსულა, თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს დაიჯერა. წერილის ავტორი ცდილობდა კინემატოგრაფის, ამ პოპულარული ფენომენის გამოყენებას, რათა საზოგადოების ყურადღება ქვეყნის პრობლემებზე (რუსიფიკაცია, ტერიტორიები, ქალთა ემანსიპაცია, განთლება...) გადაეტანა. ამას რომ ვკითხულობ, ასე მგონია, ეს ამბავი დღეს ხდება.

მიუხედავად პოპულარობისა კინემატოგრაფს დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნებად არავინ მიიჩნევდა, ის ბალაგანთან, ატრაქციონულ სანახაობასთან იყო გატოლებული. არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოს უმრავლეს განვითარებულ და განათლებულ ქვეყანაშიც (როცა დიდმა ესპანელმა რეჟისორმა ლუის ბიუნუელმა, სადღაც 1928 წელს, დედას უთხრა, რომ აპირებს ფილმის გადაღებას, დედამისი შოკში ჩავარდნილა და ლამის ატირებულა ,,თითქოს მე ვუთხარი ,,დედა, მე მინდა კლოუნი გავხდე-მეთქი”.  ამის მაგალითია გაზეთებში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებები, სადაც პუბლიკას ლოტოს თამაშთან და ცეპელინის აფრენასთან ერთად ,,სინემატოგრაფს” სთავაზოდნენ.  ან ,,დღეს მუშტაიდის ბაღში გაიმართება სეირნობა. მოეწყობა ილუმინაცია, უკრავს ორკესტრი და საზანდარი. პროჟექტორ-სინემატოგრაფი უფასოა”.  კინოსადმი, ცოტა არ იყოს, აგდებული დამოკიდებულება გასული საუკუნის ოციან წლებშიაც კი გაგრძელდა; ბევრი ქართველი მწერალი და პოეტი კინოხელოვნებას სრულფასოვან ხელოვნებად არ მიიჩნევდა, ეჭვსქვეშ აყენებდა მის პოტენციალს და მომავალს ჯეროვნად ვერ აფასებდა. მაგალითად, ტიციან ტაბიძე ამბობდა, კინოში არ არის სიტყვის ფენომენიო. ის სახტად დარჩენილა, როცა გაიგო, რომ სერგეი ესენინი თურმე კინოში დადიოდა. თუ დროთა განმავლობაში ,,გაცოცხლებულმა სურათებმა” ტაბიძეს აზრი შეუცვალეს (მან კინოსცენარი ,,ამორძალებიც” კი დაწერა, თუმცა ის არ გადაუღიათ), ასე არ მომხდარა თვით ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელის, ივანე პერესტიანის მაგალითზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე კინოს შეალია. ერთხელ აკაკი ბელიაშვილს მან უთხრა, ტყუილია როცა ამბობენ კინემატოგრაფი ხელოვნებააო. მანქანით ამოძრავებული სურათები არ შეიძლება ხელოვნებად იქცესო. კინო არის მრეწველობად ქცეული ფოტოგრაფია, რაგინდ ბრწყინვალედ არ უნდა იყოს ის გადაღებული, რომელიც ვერასდროს ვერ შეედრება ჯადოსნური ხელით შესრულებულ მხატვრულ ტილოსო.  ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ და პერესტიანს რომ შეძლებოდა ცალი თვალით მაინც შეეხედა, თუ რა ხდება დღევანდელ კინოში, ოღონდ ქართულში არა, ის ნაღდად შეიცვლიდა საკუთარ აზრს.

თბილისის ქუჩებში თურმე 15 სარეკლამო ბოძი მდგარა და ზედ იგივე აფიშები იყო გაკრული, რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში. კინოპროდუქციის თემატიკა ლამის ყველგან ერთნაირი იყო და ორიგინალურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც მაგნიტივით იზიდავდა მაყურებელს, რადგან ყველა ფენის წარმომადგენლისათვის ერთნაირად გასაგები და აღსაქმელი იყო ეს ,,სულის ესპერანტო” როგორც მას ერთმა ანონიმმა უწოდა.   თბილისში 1906-1914 წლებში გამომავალი გერმანული გაზეთი ,,კაუკაზიშე პოსტი” (1908, #37) წერდა: ,,...თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არამარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც”. მაშინ მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონები უზარმაზარი შლაპებით დაბრძანდებოდნენ კინოში, რომელსაც არ იხდიდნენ, რაც უკანა რიგების უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან შლაპა მთელ ეკრანს უფარავდა. ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა მოწოდების მიუხედავად მანდილოსნები მაინც განაგრძობდნენ შლაპებით ფილმების ყურებას, სანამ ერთმა მოხერხებულმა კინოთეატრის მფლობელმა განცხადება არ გამოაკრა: ,,ახალგაზრდა ქალბატონებს გთხოვთ კინოთეატრში თავსაბურავები მოიხადეთ”, განცხადებამ გასჭრა.  საინტერესოა, რომ კინემატოგრაფს ქველმოქმედებისთვისაც იყენებდნენ.  “Тифлисский листок”-ში (1911, # 256) დაბეჭდილი ერთი რეკლამა გვამცნობს, რომ ,,ხუთშაბათს, 1911 წლის 17 ნოემბერს, ქველმოქმედების მიზნით გაიმართება ხუთი კინემატოგრაფიული სეანსი, რომლის შემოსავლის 50 პროცენტი გადაეცემა ტფილისის ლიუთერანულ ეკლესისასთან არსებულ პეტრე-პავლეს სახელობის სკოლას”.




 ახალი ამბები
  • რატომ არ იმყოფებოდა უმრავლესობის შეხვედრაზე შს მინისტრი _ კალაძის განმარტება"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა შს მინისტრის გიორგი გახარიას. ჟურნალისტებმა პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს ჰკითხეს თუ რატომ არ იყო გახარია ოფისში, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ დღეს შს მინისტრის ყოფნის აუცილებლობა არ იყო. "ეს იყო უმრავლესობის სხდომა. გიორგი გახარია გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი და სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო", - განაცხადა კახა ... ...
  • კალაძე: რეფორმის ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნებათბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში "ქართული ოცნების" დიდი უპირატესობით გამარჯვებაში დარწმუნებულია.  კალაძის თქმით, ბარიერი საერთოდ უქმდება, ნულოვანი ხდება, რითაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, თუ მათ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ, ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდნენ პარლამენტში. „ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებათ პარლამენტში. მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მგონია, რომ ამ რეფორმის ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.  „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ... ...
  • მამუკა ბახტაძე: გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივიაბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. „მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის ხმა იყოს წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველო სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის ... ...
  • ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ვინც ძალას გადაამეტაპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის _  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ტავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა: "საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში. მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“. შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი; ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას", _ განაცხადა ივანიშვილმა. ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება_ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება", _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამო მიიღეს. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს", _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...