ვინ ხმაურობს ღამით მთაწმინდაზე, ანუ ფიქრები ექვთიმეზე

კულტურა

ვინ ხმაურობს ღამით მთაწმინდაზე, ანუ ფიქრები ექვთიმეზე

2019 იან 10 13:14:29

ამას წინათ, არ დავიზარე და ინტერნეტში ვნახე ფილმი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა და ალიაქოთი გამოიწვია (გახსოვთ, ალბათ, ხელგაწვდილი რომ აგროვებდნენ ფარას, თუ პატრიოტი ხარ უნდა ფული მიწილადოო - პატრიოტი მგონი ვარ, მარა აბდლური საქმეების არა) _ ,,ექვთიმე ღვთისკაცი”... ამბობენ, მას შემდეგ, რაც ეს ფილმი გაკეთდა (შექმნა მისთვის შესაფერისი სიტყვა არ არის), მთაწმინდის პანთეონში ღამღამობით ხმაურია _ ეს დიდი ექვთიმე საფლავში ბრუნავს _ აი, რა მთხლეი გადეიღეთ ჩემზეო, მანახეთ მისი ავტორი, ერთი თვალებში უნდა ჩავხედოო... ფილმი მართლაც უვარგისი გამოვიდა _ ჯერ ერთი ისტორიული თვალსაზრისით იმდენი იაღლიში აქვს, რომ ვერ დეითვლი. ვინც არ იცის ისტორია (ასეთი კი საქართველოში ნამეტანი ბეური ყოფილა), ისეთ აზრს გამეიტანს კაცი, რომ მხოლოდ ექვთიმე ზრუნავდა საქართველოსა და განძზე, ნოე ჟორდანია და სხვები ნაღდი მტრები იყვნენ, რაც სიმართლეს, რაღა თქმა უნდა, არ შეეფერება. ეს კიდევ ერთი მცდელობაა დაამცირონ სოციალ-დემოკრატების როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ის კი არ იციან ამ აბდლებმა, რომ სოც-დეკები, მათ შორის კი უმრავლესობა გურული იყო (ეს ისე, სიტყვამ მოიტანა) სანიმუშო სახელმწიფოს ქმნიდა, მაშინ, როცა შუაგულ ევროპაში ფაშისტური სახელმწიფოები ჩნდებოდა....

კიდევ ამბობენ, სოც-დეკები გეიქცენო, არავინ არსად გაქცეულა, მათ კაპიტულაციას ხელი არ მოაწერეს, იბრძოლეს და სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდნენ ემიგრაციაში ბრძოლას. აი, ამონარიდი მიშა ბახტაძის წერილიდან ამ თემაზე:

,,პანიკა ქალაქში (თბილისში) არ იყო. თბილისს იცავდა 10-15 ათასი მებრძოლი (რეგულარული არმია, სახალხო გვარდია, სამხედრო სკოლა, მოხალისეები). მთავრობის ქუთაისში გადაყვანის საკითხი გადაწყდა 24 თებერვალს საღამოს, მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, 20:30 საათზე მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება (არა მთავრობის თავმჯდომარემ ან მთავრობამ და არც დამფუძნებელმა კრებამ) თბილისის დატოვების შესახებ. რაც საინტერესოა, პირველი იერიში ქალაქის ასაღებად წითლებმა 19 თებერვალს განახორციელეს გამთენიისას და მარცხიც იწვნიეს. გენერალმა მაზნიაშვილმა 1500 წითელარმიელი დაატყვევა. ასე რომ, 18 თებერვალს ზემოთ აღწერილი საუბარი, უბრალოდ, ვერ გაიმართებოდა.

ზემოთ აღწერილი დიალოგისას ექვთიმე თაყაიშვილი ჟორდანიას შესძახებს, ასე უომრად უნდა დავტოვოთ ქალაქი? თბილისი უომრად არავის დაუტოვებია. 19-დან 24 თებერვლის ჩათვლით ქალაქის დამცველებმა მოიგერიეს ყველა შემოტევა და არ დათმეს არცერთი პოზიცია. ქალაქი დავტოვეთ გენერალ კვინიტაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით (რატომ მიიღო მთავარსარდალმა ეს გადაწყვეტილება სხვა საკითხია)”.

გაიქცენო - ვახტანგ VI-ზე რეიზა არ ამბობთ ამას? იმან, აბა, რა ქნა? მოკრიფა ნაღები ქართველობა და გადავიდა რუსეთში. ორმაგი სტანდარტები დედას ტირობს ამ ქვეყანას! მავანი მეტყვის, ეს ხომ მხატვრული ნაწარმოებიაო და თავისუფალი ინტერპრეტაციააო. კი, ბატონო, მინახავს ბევრი ამერიკული ფილმი, სადაც თხრობა ისტორიული ფაქტებთან თანხვედრაში არ მოდის, მაგრამ ფილმი, როგორც მხატვრული ნაწარმოები ისეთ მაღალ დონეზეა დადგმული, რომ მაყურებელს გითრევს და გიბიძგებს, რომ ამ ამბავზე, ფილმის ნახვის შემდეგ, ინტერნეტში ჩაიხედო ან ხელში წიგნი აიღო. ეს ფილმი კი პირდაპირ ჩეჩმისკენ გიბიძგებს. ჩვენ, ასეთ პატარა ერს, რომელსაც მსოფლიო ჯერ კიდევ ცუდად იცნობს, არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არასწორი ფაქტები მივაწოდოთ მთელ დუნიას, მით უმეტეს, ისეთ მნიშვნელოვან პერიოდსა და ადამიანზე.

ცალკე თემაა სათაური, რომელიც მაშინვე ბადებს კითხვას, როცა ეს უდიდესი გურული საქართველოსთვის იღვწოდა და განძს იცავდა, მაშინ უკვე წმინდანი იყო? ის ვმეორდები, ექვთიმე ვერაფერს გააწყობდა მარტო, რომ თანამოაზრეები არ ჰყოლოდა და ეს მარტო ილია ჭავჭავაძე არ ყოფილა, როგორც ფილმშია მოწოდებული, არამედ უამრავი სხვა პატრიოტი ქართველი, რომელიც ფილმში ლამის ჩმორებად და მოღალატეებად ჰყავთ გამოყვანილი.

რეჟისურა, დრამატურგია, მსახიობთა თამაში უმდაბლეს დონეზეა და კიდო, გრიმს ვინ აკეთებდა და აწეპებდა ამ წვერ-ულვაშს მსახიობებს? ეგრევე ჩიჩილაკი გამახსენდა, წმინდა ბასილის წვერიაო, რომ ამბობენ.

ჩიჩილაკის გახსენებაზე - მალე კალანდაა და გილოცავთ, მრავალს დაესწარით და ღმერთმა აღარ გვანახოს ასეთი ,,შედევრები”, განსაკუთრებით, როცა ის ისეთ თავდადებულ და დიდებულ ხალხს ეხება, როგორიც ექვთიმეა თაყაიშვილი.

P.S. მეუბნებიან, გაანებე თავი, მთავარია ფილმი ხომ გადაიღესო?! ვის სჭირდება ტყუილით სავსე, მდარე ხარისხის, არაპროფესიონალური ნამუშევარი ოპუსი, ამის მაგივრად, როგორც წინათ იტყოდენ, ტაბურეტკა მაინც გაეკეთებინათ!




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...