"ვიცე მისტერ იტალია" _ 21 წლის ქართველი ბიჭის იტალიური ცხოვრება

კულტურა

"ვიცე მისტერ იტალია" _ 21 წლის ქართველი ბიჭის იტალიური ცხოვრება

4 აგვ. 2020, 12:45:17

ქართველმა მოდელმა, ვახტანგ უჩავამ კონკურსზე ,,მისტერ იტალია 2020" მეორე ადგილი მოიპოვა და „ვიცე მისტერ იტალია“ გახდა.
ვატო 21 წლისაა. იგი იტალიაში, ქალაქ ბარში, დედასთან, ქალბატონ ქეთევან სიხარულიძესთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი დედა-შვილს იტალიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.


ქალბატონი ქეთევანი წარმოშობით ჩოხატაურიდან, სოფელ ბუკისციხიდანაა. როგორც თავად გვეუბნება, ბუკისციხესთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს და ზაფხულობით, როცა საქართველოში ჩამოდის, ცდილობს, ყოველთვის მოინახულოს თავისი საყვარელი სოფელი.

_ დავიბადე ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხეში, მაგრამ რუსთავში გავიზარდე. ბუკისციხესთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. ვატოც რუსთავში დაიბადა. მე 13 წლის წინ წამოვედი იტალიაში, ვატოც 10 წელია ჩემთანაა. დანარჩენს ვატო გიამბობთ, _ გვითხრა ქალბატონმა ქეთევანმა.

ვატომ ახალგაზრდულ გაზეთთან თავისი წარმატებებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა.

_ ვატო უჩავა მოდელია _ როგორ აირჩიე ეს პროფესია და საერთოდ, როგორ მოხვდი კონკურსზე „მისტერ იტალია 2020“?

_ ძალიან აქტიური ინსტაგრამ გვერდი მაქვს. 25 000 გამომწერი მყავს. ხშირად მაქვს მოწვევები სხვადასხვა სააგენტოს მიერ კონკურსებზე. ერთ-ერთი ასეთი გამოხმაურება იყო „მისტერ იტალიაც“.


_ ცოტა რამ კონკურსის შესახებაც რომ გვითხრა...

_ კონკურსზე თავიდან 100 აპლიკანტი დარეგისტრირდა. იმ 100-დან 10 შეირჩა. საბოლოოდ კი, სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

მე და კიდევ 2 მონაწილე ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები ვართ. კიდევ არის სამი გამარჯვებული, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გამოვლინდნენ _ “მისტერ იტალია like”.

_ რას შეცვლის ეს ტიტული შენს ცხოვრებაში?

_ ეს ტიტული ძალიან ბევრ რამეს შემიცვლის ცხოვრებაში. პირველ რიგში, იტალიაში გავხდი ცნობადი, რაც დამეხმარება მომავალ საქმიანობასა და კარიერის აწყობაში.

_ ვატო, საქართველოშიც ხომ არ იყავი დაკავებული მოდელის პროფესიით?

_ არა, საქართველო პატარა ასაკში დავტოვე, საქართველოში ამაზე არც მიფიქრია...

_ კორონავირუსის პანდემიამ ხომ არ შეგიშალა ხელი საქმიანობაში?

_ პანდემიამ ძალიან შემიშალა ხელი. თავიდან, როცა ვირუსი ძალიან გავრცელდა, 2 თვე, ფაქტობრივად, გამოკეტილი ვიყავი სახლში...

_ ამ ეტაპზეც გაქვს გადაღებები?

_ არა, ცოტა ხნის წინ, კონკურსის ფარგლებში, გადაღებები გვქონდა მილანში. ახლა ვისვენებთ. სექტემბრიდან ისევ დაიწყება.

_ გარდა მოდელობისა, სხვა გატაცება, ასე ვთქვათ, ჰობი თუ გაქვს?

_ დიახ, 6 წლიდან დაკავებული ვარ ჩოგბურთით. არაერთი წარმატება მაქვს სპორტის ამ სახეობაში. ვიყავი საქათველოს 2-გზის ჩემპიონი. დღეს აქტიურად ვვარჯიშობ ჩოგბურთში და ვაპირებ სერიოზულ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.

_ პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი, ახალგაზრდა მოდელის გული დაკავებულია?

_ არა, ჯერჯერობით, თავისუფალია.

_ ისე, როგორ ფიქრობ, სამომავლოდ შენ გვერდით ქართველ გოგონას უფრო ისურვებ თუ, ვთქვათ, იტალიელს?

_ ამის პასუხი არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია...

_ რა განსხვავებას ან მსგავსებას ხედავ ქართველ და იტალიელ გოგონებს შორის?

_ საქართველო პატარამ დავტოვე, კარგად არ ვიცნობ ქართველი გოგონების ხასიათს, რადგან აქ, ძირითადად, ურთიერთობა იტალიელებთან მაქვს, ამიტომ მათ მსგავსება-განსხვავებაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

_ სექტემბრიდან, როგორც გითხარით, გადაღებები განახლდება, ვაპირებ ჩოგბურთის ტურნირებში ჩართვას, ასევე, მიწვეული ვარ „მისტერ და მის საქართველოს“ ჟიურიში, რომელიც მომავალი წლის 10 აგვისტოს ჩატარდება.

_ რას ფიქრობ საქართველოზე...

_ არ მინდა საქართველოში უდანაშაულო ადამიანებს, მით უფრო ახალგაზრდებს, ჩემს ტოლებს, ბავშვებს ხოცავდნენ.

_ ხშირად ადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

_ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და დროის უქონლობის გამო, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ, თვალი ვადევნო მიმდინარე მოვლენებს.

_ რას ეტყოდი იტალიას?

_ ძალიან მადლიერი ვარ იტალიის, იტალიელი ხალხის. თბილი, მოსიყვარულე ადამიანები არიან. მადლობას ვუხდი იტალიას, რომ განვითარების ასეთი საშუალება მომცა.

_ და ბოლოს, რას ეტყოდი შენს თანატოლებს?

_ ჩემს ყველა მეგობარს, თანატოლს მინდა ვუსურვო ბედნიერება, წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში.

თქვენ კი მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემით და მომეცით საშუალება, ქართველი მკითხველისთვის მესაუბრა.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...