ქართველური ცარცის წრე

მკითხველი

ქართველური ცარცის წრე

1 იან. 1970, 04:00:00

ახლაც მესმის მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ხმა, ახლაც ვხედავ თავჩაქინდრულ აზდაკს _ დიდებულ რამაზ ჩხიკვაძეს.

 

ვის ეკუთვნის ბედნიერება?

სანამდის იქნება ქუდსა და მოსასხამში შეფარული სიმართლე?

ბედნიერება ეკუთვნის მხოლოდ იმას, ვინც ქვეყნად მხოლოდ სიკეთეს, სიკეთეს სთესავს! გვეუბნება პიესის ავტორი.

როგორ გვიხსნის ამ სიტყვას სულხან-საბა? "სიკეთე _ წინაბჭე და ეზო კეთილობისა".

სიკეთე ადამიანს ბედნიერს ხდის!

"მე ბედნიერი ვარ!" _ ხშირად ამბობდა მიხეილი. მაინც რით იყო ბედნიერი პრეზიდენტი, რომელმაც, ენის მოუზღუდავობის გამო, ქვეყნის გარკვეული ნაწილი დაგვაკარგვინა, ქვეყანა საგარეო ვალებში ჩააგდო, მოამრავლა ღატაკები, უმუშევრები, ემიგრანტები, ქუჩაში ჩაახოცინა ახალგაზრდები... ყოველივე ეს (და სხვაც ბევრი) მას აბედნიერებდა, მიაჩნდა, რომ ოქროს ხანაში ცხოვრობდა(?!).

"ვაშენებ და ვამშვენებ ყველაფერსო!" _ ახლაც მოსწონს თავი მიხეილს. არადა, ჩემთვის მშენებელი კი არა, მნგრეველია! კაცი, რომელიც არაფრად აგდებს წარსულს _ მან ხომ, ქუთაისში, სამამულო ომიდან შინმოუსვლელთა ხსოვნისადმი აგებული ძეგლი ააფეთქა და დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა... იგი ხომ არაფრად აგდებს შეგონებას: "ქვეყნის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა!"

ჰოდა, ყველას გასაგონად მინდა, შევახსენო ბედნიერ მიხეილს დიდი მწერლის, ლევან გოთუას სიტყვები: "თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი!"

ახლა ბევრი სიკეთის მთესველი ბატონი ბიძინა მინდა, გავიხსენო. შინაგანი განწყობით ის მართლაც "ეზოა კეთილობისა", მაგრამ არის ბედნიერი?!

მისმა უსაზღვრო "ეზო-კეთილობამ" გაათამამეს სააკაშვილ-მერაბიშვილი და მათი საძმო. განუსაზღვრელმა ფულადმა დახმარებამ კი, მწერალ ვოვა სიხარულიძის სიტყვები შედარებისთვის რომ გამოვიყენო, მიხეილს "ბოღმის მუგუზალმა გულში ცეცხლი გაუჩინა"... შედეგი? "ხალხი ისევ წაგებულია" ("კავკასიური ცარცის წრე").

ბატონი ბიძინა ენდო მიხეილს და, ალბათ, ნდობის და სიკეთის გრძნობამ არ გაახსენა სიბრძნე, რომ "საზოგადოებისთვის სახიფათოა აღგზნებული რეფორმატორი". დიახ, ისეთი, როგორიც მიხეილია!

მიხეილი ისევ ბობოქრობს, ისევ იწყალებს დამნაშავეებს!

და, დღეს, ასე მომრავლებული პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები და პრეზიდენტობის კანდიდატები ივიწყებენ, რომ "დღეს საქართველოს მხოლოდ მშვიდობა და სამართლიანობა ესაჭიროება!"

არადა, ისევ შუა გზაზე დგას "გახლეჩილი სიმართლე, სულშელახული სიმართლე!" ("კავკასიური ცარცის წრე").

_ ჯერ არ დაგიჭამიათ ერთმანეთი? _ გაკვირვებული კითხულობს აზდაკი ("კავკასიური ცარცის წრე").

პასუხი? კარგა ხანია, ვჭამთ ერთმანეთს, ვითომ მოდიან მშველელებად ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ნატო, ამერიკა, მაგრამ... მათგან ნაღდი შველა (შველა მხოლოდ უფალშია!)?

ერთმანეთს არ გვესმის და უცხოელებს რას გავუგებთ?

არადა, 9 წელია, გვიმტკიცებს მიხეილი და მისი გუნდი, რომ "საქართველო თავისუფალი და დემოკრატიულია(?!).

ვითომ? მაშინ შეკითხვაზე: "სევდიანი რატომ ხარ?" მხოლოდ ასეთი პასუხი გვაქვს: "იმიტომ, რომ ვარ ასე თავისუფალი" ("კავკასიური ცარცის წრე").

"თავისუფალი საქართველოს" ვადაგასული პრეზიდენტი ისევ ჭკუას გვარიგებს. თურმე, მიხეილი, ჭკუის სწავლების "ოსტატი" ბავშვობიდან ყოფილა. სხვათა გაქილიკება თანდაყოლილ თვისებად ჰქონია. აი, რას წერდა მისი ერთ-ერთი მასწავლებელი: "მიშა სააკაშვილს გვერდით ზარმაცი თანაკლასელი ეჯდა. ერთხელ თავისუფალი თემა მივეცი დასაწერად. მან მთელი თემა ლექსად დაწერა, სადაც ზარმაც ამხანაგს ჭკუას არიგებდა..."

მიხეილ-მელექსე დღეს ჭკუას ბატონ ბიძინას არიგებს(?!). აი, სანამდე მივედით და რას ვისმენთ!

მაინც როგორ მივედით ამ გზამდე? ცარცის წრე ქართველურად ჩვენც შევკარით და დადგნენ ერთმანეთს პირისპირ პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტობის მომრავლებული კანდიდატები!

ფიქრობს ვინმე, რამდენის ატანა და გაძლება შეუძლია ამ ციცქნა საქართველოს, ღატაკად ქცეულ ადამიანებს (მდიდრები ასეთი ფიქრით თავს დაიღლიან?)!

არადა, უკვე ისმის ხალხში: "აი, შენი ახალი მთავრობა" ("კავკასიური ცარცის წრე").

რატომ გაჩნდა ეჭვი? თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" წამოაყენა გიორგი მარგველაშვილი, განათლების მინისტრი (ყოფილი), რომელმაც საკუთარი თავი საოცრად არაგულისხმიერ ადამიანად დაგვანახვა _ გავიხსენოთ "გურია ნიუსის" კადრი ჩოხატაურში, ხალხთან შეხვედრისას: ასაკოვანი, შაოსანი ქალი, როგორ უდგას გვერდით ბატონ გიორგის, როგორ სთხოვს რაღაცას. უსმენს? მობილური ტელეფონით არის დაკავებული, ვიღაცას რაღაცას სწერს, ჟურნალისტის შეკითხვაზე: რას პასუხობთო? თავს ისე და იმდენჯერ იქნევს, რომ... აბეზარ ბუზებს იშორებდა?!

ყველას გვახსოვს, როგორ დღეში ჩააგდო და როგორ გააქცია ჯონდი ბაღათურიამ სააკაშვილი პარლამენტიდან... რატომ ვერ მონახა მასთან საურთიერთობო გზა "ოცნებამ?!"

ქართულად შეკრული ცარცის წრეში საქართველოს ბედით გულნატკენი ადამიანები დგანან ერთმანეთის პირისპირ(?!), მაშინ რატომ არ ესმით ერთმანეთის, თავად რატომ არ უსვამენ საკუთარ თავს შეკითხვას: რაიმე კარგს მოუტანს (ან მოუტანია) ამდენ პარტიას, ამდენ კანდიდატს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა?

ნუ იყოფითო! არც უფლის, არც წმიდა მამათა ხმა გვესმის!

საქართველურად შეკრულ ცარცის წრეშიც ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ, ერთმანეთის აღარ გვესმის და ასეთ ხმაურსა და ღრიანცელში, ურთიერთ ლანძღვასა და ქილიკში ვინ გაიგონებს აზდაკის ღრმად გასააზრებელ შეკითხვას:

_ გამოდგება თუ არა ეს ყმაწვილი მოსამართლედ?!

ქვეყანას მართალი სულის, მართალი გულის, მართლმადიდებლობის რწმენით სავსე პრეზიდენტი სჭირდება.

გყავს ასეთი კანდიდატი?!

ეთერ ქადეიშვილი,ჟურნალისტი




 ახალი ამბები
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...