"...ჩვენი გასაღები ჩვენვე გვქონდეს!"

მკითხველი

"...ჩვენი გასაღები ჩვენვე გვქონდეს!"

1 იან. 1970, 04:00:00

შიში! უპირველესად ვისი შიში უნდა გვქონდეს? ღმერთის! მაგრამ, საუბედუროდ, აღარც შიში გვაქვს უფლის და არც სიყვარული. რატომ ვფიქრობ ასე? ჩვენი საქართველოს გამო, რომელსაც ე.წ. "ვარსკვლავები განცდით" უმღერიან და იმეორებენ: "სხვა საქართველო სად არის"...

გავიხსენოთ, სადამდე მივიყვანეთ ჩვენი ქვეყანა, თუმცა, მანამდე განქარვებული შიშის გამო ერთს შეგახსენებთ: 14 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღამის ეთერში, მართლაც საჭირბოროტო საკითხზე _ უსახლკარო ადამიანთა ყოფაზე იყო მსჯელობა. დისკუსიის მონაწილე ახალგაზრდამ რამდენჯერმე გაიმეორა: მოძალადე ეკლესია! ამ სიტყვისადმი დამსწრეთა შეგუებამ გამაოგნა, რადგან არავინ გაიხსენა შეგონება: "ეკლესია ხომ იესო ქრისტეს მისტიური სხეულია?!"

რა მინდა ამ წერილით ვთქვა? კლასიკოსებს მოვუხმო და მათი სტრიქონებით გავიხსენოთ, ვინ ვიყავით, ვინ ვართ, რა გვსურდა და დღეს რა გვსურს!

გრიგოლ ორბელიანით დავიწყოთ: "რა ენა წახდეს, ერი დაეცეს, მოეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას!"

როგორია ჩვენი სასაუბრო ენა? როგორ სიტყვებს ვისმენთ ტელეეკრანებიდან, ტელესერიალებიდან, ასე მომრავლებულ შოუებიდან?

"რუსთავი 2"-ს "ჩემი ცოლის დაქალებიც" კმარა ამის დასტურად. ბილწსიტყვაობა მეფობს სერიალში, რომელშიც პატარა ბავშვები მონაწილეობენ(?!).

ეს ჩვენი ცხოვრებააო, ასეც "ამართლებენ" ასეთ გადაცემებს. ვინ მიგვიყვანა ასეთ ცხოვრებამდე, ვინ "გაგვახარა" "ჯეობარით" და სხვა მსგავსებით?! ვინ მოიტანა ასეთი დღევანელობა?! საზოგადოებამ, რომლებიც თავს "ელიტას" უწოდებს და რომელთა ნამოქმედარს მურმან ლებანიძე ასე აფასებს: "უმეცრების ისარს შუბლში მესვრიან!"

"მაგრამ მართალი კაცის გული აქ რას გახდება?" ტიციან ტაბიძის ეს ამონაკვნესი არ ასვენებდათ დიდებულ მწერლებს _ ოტია იოსელიანს, ჭაბუა ამირეჯიბს, რომელთა ნათელი ფიქრი და მზერა ირჩდილებოდა დიდი აკაკის სტრიქონების _ "ძმა ძმას არ ზოგავს, მამა _ შვილს, მოყვარე მოყვრის მტერია" _ დღევანდელობასთან თანხვედრით.

ქართველთა ერთმანეთთან დაპირისპირების მომსწრე რამდენჯერმე ვიყავით და ვართ!

ჩვენ თვალწინ არბევდნენ დემონსტრაციებს, სცემდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რამდენი ახალგაზრდა ჩაცხრილეს ქუჩებში, ქუჩაში სიკვდილისთვის გაიმეტეს ეროვნული სულით სავსე გურამ შარაძე...

ჩვეულებრივ ფაქტად მივიღეთ, როცა პირადობის მოწმობებში ეროვნება, მამის სახელი წაგვიშალეს...

და იყვნენ ამ საშინელების სულისჩამდგმელ-შემსრულებლები სააკაშვილი, მერაბიშვილი და ნაციონალთა გუნდი!

როცა თბილისის ქუჩებში სისხლი იღვრებოდა, ადამიანები ისჯებოდნენ, გავიგონეთ ვინმემ მათი დასაცავი ხმა ამერიკიდან, ევროკავშირიდან, ნატოდან? არა! რატომ? როგორ შეიძლებოდა ვინმეს საყვედური ეთქვა მათ მიერვე "დემოკრატიის შუქურად მონათლული" მიხეილისთვის?!

რატომ გაგვიმეტა ასე ევროკავშირმა, ამერიკამ... ან დღეს რატომ დაუდგნენ ასე გვერდით უკრაინელებს?!

აი, რაზე გვმართებს დაფიქრება, გუშინდელობის და დღევანდელობის გაანალიზება, ჩვენი ეროვნულობის და მართლმადიდებლური რწმენის გაძლიერებისთვის ზრუნვა!

გულში უნდა გეჯდეს ერი და არა მხოლოდ... ხახაში! ეს სიტყვები დიდ მწერალს ლევან გოთუას ეკუთვნის. ხომ ესადაგება იგი სააკაშილს? ეს, ახლახან, უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროსაც დაამტკიცა. გახსოვთ როგორი შინაარსის განცხადება გააკეთა? დემონსტრაცია ჩვენთანაც იყო, მაგრამ მის დასარბევად თითიც არ გამინძრევია, თავისით დაიშალნენო(?!).

თითი რომ არ გაუნძრევია, დაგიჯერეთ, მაგრამ თავი? საუბედუროდ არც თავი გაუნძრევია, მხოლოდ ენა გაანძრია და... მისი თავგაუნძრევლობის და ენამოუვლელობის შედეგი უკრაინელებმა ტელეეკრანიდან შეახსენეს, მაგრამ ჩვენ ისევ გავყუჩდით, ან, თურმე, იმის გახსენებაც როგორ შეიძლება, როგორ და რისთვის დაიწყო ომი რუსეთთან, რატომ დავკარგეთ ტერიტორიები.

თურმე, თევზი და ერი ერთიანად თავიდან ფუჭდება! ბრძანებს ლევან გოთუა, ჰოდა, სახეზეც გვაქვს შედეგი _ ქვეყანა უცხოტომელთა საასპარეზოდ გავხადეთ, მივართვით მიწა, წყალი, ტყე და ველი...

გვესმოდა ან გვესმის ვინმეს აკაკი წერეთლის გოდება: "შეჩერდით, შეჩერდით, ძმებო!" ან ვხვდებით რას ნიშნავს პოეტის ამონაკვნესი: "ჩვენს ეროვნულ ფიცარზე "საქართველო" აღარ აწერია!"

შეიძლება ერს თავს ამაზე დიდი უბედურება დაატყდეს?!

არადა, როგორი სასოებით ამოთქვა დიდმა ტიციანმა: "დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი."

ჩვენ ეს უღელი ჩვენივე ხელებით გავღუნეთ და... თამაზ ბუთხუზის სიტყვებიც გვიდასტურებს, რომ "დავკარგეთ ყველაფერი... ვკარგავთ სამშობლოს... თავისუფლებაზე ვოცნებობდით და, თავისუფლების ჩათვლით ყველაფერი დავკარგეთ... დავფიქრდეთ _ ჩვენს გარდა ვინ შექმნის ჩვენს ცხოვრებას?!"

ვკარგავთ ტრადიციებს, ადათ-წესებს, მამა-პაპურ ხასიათ-თვისებებს, ქალურ მოკრძალებას... ქართული ხალხური სიმღერებით კი არ გვატკბობენ, არამედ, უცხოური მუსიკით გვიბურღავენ ტვინს.

გავიხსენოთ დიდი ვაჟას ვედრება: "გაღმა გასვლისა მსურველთა, უკუღმა მიგვყავს ბორანი."

ათი წელია ამ ბორნის მესაჭე იყო მიხეილი და მისი გუნდი! დღეს მესაჭეობა "ქართულმა ოცნებამ" ითავა, მაგრამ აიღო გეზი წაღმასვლისკენ?...

შეჩერდით, ძმებო, შეჩერდით! ეს საქართველოს წარსულის ძახილია, მოწოდებაა სიღრმისეული დაფიქრებისკენ, შეშფოთებაა იმის გამო, რომ ბორანზე უმწეო საქართველო ზის, ბორნის უკუღმა წაყვანა მას დაღუპავს.

"რა დღეში უნდა იყოს კაცი, როდესაც სამშობლო გვყავს ავადა!" არ მახსოვს სად წავიკითხე და ვისი სიტყვებია, მაგრამ ტკივილის აღმძვრელია, დამაფიქრებელია!

იეთიმ-გურჯის ლექსიც გამახსენა:

"იმას შვილად ვერ მივიღებ,

წინაპრების აკვანს სწვავდეს,

სირცხვილი იმ გუთნისდედას

თავის მამის საფლავს ხნავდეს!"

დავფიქრდეთ, რატომ ვწვავთ წინაპართა აკვნებს, რატომ თხრის გუთნისდედა საკუთარი მამის საფლავს, რატომ ვბილწავთ დედის ლეჩაქს, რატომ ვერ გაგვაქვს მიწაში სწორად ხნული!

"ვაი, რომ ცუდი ბევრია, პოვნა ძნელია კარგისა!" ესეც დიდი ვაჟას სიბრძნეა. რატომ მოგვიმრავლდნენ ცუდები, რატომ გახდა სანთლით საძებარი კარგი? "სიმართლე კი, შუა გზაზე დგას და კვდება სიცილითო" _ რატომ მოგვერგო ასე ეს სტრიქონები?!

რატომ დავკარგეთ საკუთარი თავის ძალა, რატომ ვართ ევროკავშირის თუ ამერიკის მოიმედე, რატომ არ გვახსენდება, რომ ჩვენი ხსნა უფალშია, დედა ეკლესიაშია, რატომ გაგვიხდა თანამგზავრად ასეთი სტრიქონები: "ვაი, იმ ხალხს და იმ ქვეყანას, რომელიც ყოველდღე გადასარჩენია!"

დავფიქრდეთ და იქნებ, ლევან გოთუას ამ შეგონებაში დავინახოთ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი გზა: "ნუთუ ჩვენი ისტორიული საქმიანობა, სხვისი გასაღების ძებნაა და მეტი არაფერი? როდის იქნება, რომ ჩვენი გასაღები ჩვენვე გვქონდეს?!"

ნუ ვანდობთ გადამთიელთ ჩვენი სახლის გასაღებს, ნუ ვეძებთ ამ გასაღებს ამერიკის, ევროპის, რუსეთის... ხელსა და ჯიბეებში, ხომ შეიძლება ყველასთან ზომიერი, მეგობრული, თავშეკავებული მეგობრობა და მეზობლობა გვქონდეს, რატომ უნდა ვაზროვნებდეთ ფრაზებით: "ჩვენი ხსნა მხოლოდ ევროკავშირშია!"

ვინ და რატომ დაგვაბნია ასე, რატომ აღარ ვაზროვნებთ, უფლის ნაცვლად სხვას რატომ ვეძებთ.

ვინაა დამნაშავე?!

ამ შეკითხვას მორის ფოცხიშვილის ამ სტრიქონებით ვუპასუხებ: "თეთრია თუ შავია, ყველა დამნაშავეა."

დიახ! თითოეული ჩვენთაგანი დამნაშავეები ვართ, რადგან ფიქრითაც და საქმითაც ორმაგი სტანდარტი ავირჩიეთ, ერი გავათითოკაცეთ, ილიას შეგონებაც _ "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო", დავივიწყეთ!

დავფიქრდეთ, ერი და ბერი, დიდი და პატარა, ყველა დავფიქრდეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ "...ჩვენი გასაღები ჩვენვე გვქონდეს!"

კლასიკოსთა სტრიქონებით ტკივილი გავიმძაფრე!

თქვენ?

შენდობას გთხოვთ!

ეთერ ქადეიშვილი, ჟურნალისტი




 ახალი ამბები
  • რა იგეგმება ლანჩხუთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფარგლებში ლანჩხუთის  საკრებულომ ბოლო  რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკითხს, რომელიც მიმდინარე წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფარგლებში გასახორციელებელი პროექტის მოწონებას ეხებოდა.   როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა მაია აფხაზავამ განმარტა, აღნიშნულ კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გეგმავს სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიამდე (მდინარე ფიჩორამდე) მისასვლელი გზის (მოხრეშვა, დაგრეიდეირება, კვლების გაწმენდა და ა.შ) რეაბილიტაციას. საკრებულოში მიაჩნიათ, რომ  პროექტის განხორციელება ტურისტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ გურიის რეგიონის ... ...
  • ხანძარი სამტრედიაში (ვიდეოკადრები)დღეს სამტრედიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა დღეს სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე. მერაბ ჩხაიძის ეზოდან ამომავალი შავი კვამლი მეზობლებმა და გამვლელებმა შენიშნეს და განგაში ატეხეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხანძრის შესახებ ქუჩიდან შეიტყვეს. ხანძარი ,სავარაუდოდ, სხვენშია განაჩენილი ელექტრო სადენებისაგან. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა მთელ სახლში, მიუხედავად იმისა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოძახებიდან მალევე მოვიდა, ცეცხლის სწრაფი გავრცელების გამო, საცხოვრებელი სახლის ძირითადი ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახურავი, დაახლოებით, 5 წუთში ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, შს რაიონული სამმართველოსა და საპატრულოს ... ...
  • „ტყეც გასასუფთავებელია, გაიტანეთ ნაგავი“იმ ფონზე, როცა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ინტენსიურად მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით და იწმინდება მუნიციპალური პლაჟი, ირკვევა, რომ მიმდებარედ ფიჭვნარი ნაგავსაყრელადაა ქცეული. საუბარია გრიგოლეთსა და წყალწმინდას შორის არსებულ ფიჭვნარზე, ყვავილნარის ტერიტორიაზე. აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში სოფელ წყალწმინდის მკვიდრი ალიონა ბასკაკოვა წერს. „მართლაც კარგი საქმეა, რომ იწმინდება სანაპირო, მაგრამ ყვავილნარის ნაძვნარში ნუ ყრით ნაგავს ტყეც გასასუფთავებელია.გაიტანეთ ნაგავი“, _ მოუწოდებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ბასკაკოვა. მუნიციპალიტეტის განმარტებით კი, აღნიშნული ნაგავი დიდი ალბათობით, კერძო პირის მიერაა დაყრილი და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს კეთილმოწყობისა და დასუფთავების  სამსახურს, რომელიც მუნიციპალური პლაჟის დასუფთავებას ახორციელებს. მერიაში იმასაც დასძენენ, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის დასუფთავებას და  იქედან  ნაგვის ... ...
  • "შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წამომიდგენია" _ 15 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდებაამბავი და კადრები, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, რთული წასაკითხი და სანახავია, თუმცა, მარიამი და მისი ოჯახი, უკვე 13 წელია, ამ რეალობაში იმყოფებიან. მარიამ ბოლქვაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. გოგონა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. მარიამის ოჯახი 8 წევრისგან შედგება, მათგან 7 _ სოციალური დახმარების მიმღებია. 8-სულიან ოჯახში დასაქმებული არავინაა. მარიამის ბაბუა, ოჯახის უფროსი ავთო ბოლქვაძე ხელოსანია და მას თუ გამოუჩნდება სამუშაო, ისიც ხანდახან. მარიამს ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება: პამპერსი, ძვირადღირებული წამლები, სტერილური ხელსაწყოები, საკვები, საწმენდი მილები და სხვა. გოგონასთვის 2 თვეში ერთხელ აუცილებელია ტრაქეოსტომის მილის გამოცვლა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დროზე ადრეც. მარიამის გარდა ოჯახში 2 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარებაა. მარიამის დედა მადონა ენუქიძე "გურია ნიუსთან" თავისი გასაჭირის შესახებ საუბრობს: "მარიამს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს. ავადმყოფობა თავიდან ასე მკვეთრად გამოხატული არ იყო _ ვიცოდით, რომ პრობლემა ჰქონდა და რაღაც რეციდივი დარჩებოდა. 6 წლამდე ვმკურნალობდით. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შეიძლება ითქვას, არაფერი მიგვიკლია, მაგრამ მერე ვეღარ შევიძელით, _ გვიყვება ახალგაზრდა დედა და ცრემლებს ვერ იკავებს, _ ჩვენი ყველა პრობლემა მარიამთანაა დაკავშირებული. მარიამით იწყება და სრულდება დღე. ერთი წამითაც კი ვერ და არ ვტოვებთ მარტო." სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს ძალიან უჭირს იმ ხარჯების გაღება, რაც მარიამს სჭირდება. გოგონას სხეული დეფორმირებულია, ცალი ფილტვი ნეკნებით გაიჭყლიტა და სუნთქვა უჭირს. ჟანგბადს კარგავს და მუდმივად სჭირდება სპეციალური აპარატი. ასეთ ყოფას ისიც ემატება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მარიამისთვის ხშირად პამპერსიც კი არ აქვთ: "ჩერნოვეცკის ფონდმა" მომიტანა ცოტა ხნის წინ პამპერსი. ხშირადაა შემთხვევა, როცა მარიამისთვის პამპერსი არ გვაქვს. ასეთ დროს გულს ვაცლი გამოყენებულ პამპერსს და ჩვარს ვუფენ, სხვა გზა რომ არ მაქვს, რა ვქნა?! ყველაფერი სტერილური გვჭირდება. ცალი ფილტვით სუნთქავს, მარჯვენა ფილტვი აღარ აქვს _ ხერხემლისგან გაჭყლეტილია. ერთი წელია, რაც სულ წევს. ხელში ამყავს ხოლმე და ეგაა სულ მარიამის მოძრაობა. ქრონიკული ბრონქიტი აქვს. შარშან, ერთ დილას მთლიანად გალურჯდა _ ჰაერის უკმარისობა დაემართა. კატასტროფის მანქანით გადავიყვანეთ თბილისში. 10 დღე ვიწექით "ევექსის" კლინიკაში, შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ძლივს, წამებში მოვასწარით მესამე სართულიდან მეექვსე სართულზე, რეანიმაციაში აყვანა, სადაც შეაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. რეანიმაციაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა _ კომაში ჩავარდა. ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმედს, თითქმის, აღარ გვაძლევდნენ. ღმერთის იმედად ვიყავით მხოლოდ. საავადმყოფოსთან ეკლესია იყო. იქ მღვდელს ვუამბეთ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი მდგომარეობის შესახებ. წაგვყვა საავადმყოფოში და ლოცვები წაუკითხა მარიამს. მართლა სასწაული მოხდა, რასაც არავინ მოელოდა _ მარიამმა თვალი გაახილა, მაგრამ მას შემდეგ ხმა აღარ აქვს. ადრე ტირილის დროს ხმას გამოსცემდა, ახლა ვეღარ. ხედავს, ესმის _ უხარია, ბავშვები რომ მოვლენ მასთან და უცინის", _ ამბობს დედა. კომიდან გამოსულ მარიამს 2 ოპერაცია გაუკეთდა _ ტრაქეოსტომია და გასტროსტრომია. "ექიმებმა მითხრეს, მარტივი ოპერაციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, გართულდეს მდგომარეობაო. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ, თუ გინდა შენმა შვილმა იცოცხლოს, ეს უნდა გავუკეთოთო. ჩემს გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია, ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია მარიამის გარეშე, თუმცა, ექიმებს უკვირთ, რაში უდგას ამ ბავშვს სული. გაუკეთეს ოპერაცია, ჩაუდგეს მილები. ასეთი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ, თავიდანვე გამაფრთხილეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. სამი დღე გავატარე რეანიმაციაში ჩემს შვილთან ერთად და ზედმიწევნით შემასწავლეს მისი მოვლა. მარიამს მარტო დატოვება არც ერთი წამით არ შეიძლება. პროცედურები რთულია _ აუცილებელია სტერილურობის დაცვა და ყოველი კვების შემდეგ, მილების კარგად ჩარეცხვა. ბათუმში მალე გაიხსნება ასეთი ბავშვების მოვლისთვის სპეციალურად განკუთვნილი ცენტრი. მესმის, რომ შესაძლოა სამედიცინო თვალსაზრისით, მარიამისთვის იქ ყოფნა უკეთესიც იყოს, მაგრამ შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ყველა დედას ვუსურვებ, ჯანმრთელი შვილები ყავდეთ. ეს უდიდესი ბედნიერებაა! _ გვეუბნება მარიამის დედა. გოგონას ოპერაციებიდან წელიწადზე მეტი გავიდა უკვე. გოგონას კუჭთან მიერთებულ მილს ვადა 2-წლამდე აქვს, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ მილმა საკვები ან წყალი ვერ გაატაროს და შესაცვლელი მანამდე გახდეს. ყოველ ორ თვეში ერთხელ კი, ხან უფრო ადრეც ტრაქეაში ჩადგმული მილის გამოცვლა სჭირდება, რისთვისაც მარიამის ტრანსპორტირებაა საჭირო. "ეს რეანიმაციულ განყოფილებაში ხდება და დაგვყავს მარიამი ბათუმში თავისი აპარატურით, რის შეძენაშიც დაგვეხმარა მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობის სამინისტრო. ახლა მარიამისთვის გვაქვს ჟანგბადის და საქაჩი აპარატები. როცა მივდივართ, თან მიგვაქვს. მართალია, დენზეა, მაგრამ 100 მეტრზე მეტი სიგრძის ელექტროსადენი ვიყიდეთ და ამით დავდივართ. ერთხელ ავტობანზე დაგვჭირდა, იქვე რესტორანი იყო და იქიდან გადმოვიყვანეთ _ ამაზე უარს არავინ გვეუბნება. ასე ვცხოვრობთ ეს თხუთმეტი წელია ჩვენ და მარიამი. ოჯახის მთელი შემოსავალი, პენსია იქნება ეს თუ სოციალური დახმარება, მისკენაა მიმართული", _ გვითხრა ქალბატონმა მადონამ. მარიამს უმცროსი ძმები ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს, როგორც მათი დედა გვეუბნება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გააჩნია: "ბავშვს სქოლიოზი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვმკურნალობთ. ვერ შევძელით ქუთაისში გვეტარებინა _ ვერ მივაკელით მარიამს", _ ტირილით გვეუბნება 3 შვილის დედა, რომლის ნატვრა და სურვილები ისევ მარიამთან ტრიალებს და მხოლოდ მას უკავშირდება: "ჩემი მეუღლის ბაბუის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ. მადლობა ღმერთს, არ გვაწვიმს, ჭერი გვაქვს, მაგრამ მინდა მარიამი ლამაზ გარემოში მყავდეს. ჩვენ კი ისიც ვერ მოვახერხეთ, ელემენტარულად, ან სოციალური დახმარების თანხიდან, ან პენსიიდან იმდენი გადაგვედო, რომ იატაკისთვის _ საღებავი და კედლისთვის შპალერი გვეყიდა", _ გვეუბნება მადონა ენუქიძე, თან მარიამს პროცედურებს უტარებს, რომელიც საყურებლადაც კი ძალიან რთული იყო. სოფელ ჯვარცხმის დეპუტატი საკრებულოში კლოდი მდინარაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მარიამის ოჯახს მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ეხმარება და მომავალშიც შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ პირველადი მოხმარების საგნები, რაც გოგონასთვისაა აუცილებელი, გადასცეს ოჯახს. ჩვენ კი, თხოვნით მოგმართავთ თქვენ, ვინც აუღელვებლად ვერ შეძლებთ მარიამისა და მისი ოჯახის ამბის წაკითხვას და მარიამის ფოტოების ნახვას, ერთად ვიზრუნოთ, რომ გავუხანგრძლივოთ დედა-შვილს ერთად ყოფნის შესაძლებლობა. მარიამის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE57BG0000000161978144 ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: ... ...
  • წყალგაყვანილობის მშენებლობა და დაპირისპირება სოფელშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008" ახორციელებს. პროექტი წელიწადნახევრიანია და მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. მუშაობის პროცესში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის წარმომადგენლები გამუდმებით ლაპარაკობენ კომპანიის მიერ უდიერად შესრულებულ სამუშაოზე. კონკრეტულად კი, ამბობენ, რომ მშენებლები აზიანებენ ძველი წყალგაყვანილობის მილებს, რის გამოც წყალი იღვრება, აუზი იცლება და ასეთ გვალვაში ხალხი უწყლოდ რჩება. _ სათავე ნაგებობიდან მომავალ მილს ფამფალეთის ტერიტორიაზე ერთგან დამაგრებული ჰქონდა "არკა". ეს თაღი არეგულირებდა სხვადასხვა უბანში წყლის თანაბრად მიწოდებას. ამათ კი დააზიანეს მუშაობის დროს, გაგლიჯეს ეს "არკა" და გააკეთეს უფრო მაღალი. სინამდვილეში კი სოფლის გამგებელმა, გიორგი მდინარაძემ თავის სახლში შეაყვანინა და ჩვენ ასე დაგვტოვა, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა მანანა მჟავიამ. ადგილზე მოსულმა მერის წარმომადგენელმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო სიცრუე და მოითხოვა, მის სახლში წავსულიყავით და გვენახა, რომ "ტყუილს მოკლე ფეხი აქვს": _ ხალხო, ჭა მაქვს. ეს წყალი ჩემთან საერთოდ არ შემოდის. რაც შეეხება კომპანიის უდიერ მუშაობას, ახლახან მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ასევე, კომპანიის ხელმძღვანელებს არა ერთხელ ვესაუბრე. ამასთანავე, გვალვაა, წყლის დებეტმა იკლო, ხალხი გაღიზიანებულია, მაგრამ მე რატომ მაბრალებთ? უსამართლოდ გინდათ, კისერში მწვდეთ, მაგრამ ვერ მოგართვით! საკმაოდ სქელი კისერი მაქვს, რომ იცოდეთ, _ უთხრა მან მჟავიას და შეახსენა ისიც, რომ თვითონ დიდხანს არ ცხოვრობდა სოფელში, მერე ჩამოვიდა და ახლა ყოველთვის მას უპირისპირდება. თავის მხრივ, მანანა მჟავია და მირანდა დგებუაძე დაჟინებით მოითხოვდნენ, ადგილზე მოსულიყვნენ კომპანიის წარმომადგენლები და ამომწურავი პასუხები გაეცათ მათ კითხვებზე; _ ჩვენთან წყალი იყო გამოყვანილი ძველი დროიდან. ახლა ამ წყალს ტექნიკური წყლის სახელით იცნობენ და კარგია თუ ცუდი, სანამ ახალი არ გაკეთებულა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა კომპანია ახალ გაყვანილობას აკეთებს, ბუნებრივია, სადღაც დაზიანება მოხდება, თუმცა, ის მაშინვე უნდა გააკეთონ. ესენი კი მიყოლებით აზიანებენ ყველგან, თან ტოვებენ ასე დაგლეჯილს და დაზიანებულს. როცა მეტი პასუხისმგებლობა არ აქვთ, ვიღაც თავზე უნდა დაადგეს _ ან მათივე ხელმძღვანელი, ან სოფლის ხელმძღვანელობის რომელიმე წარმომადგენელი, _ ამბობდნენ ადგილზე მოსული ფამფალეთელები და მიუხედავად მრავალგზის შეხსენებისა, გიორგი მდინარაძის მხრიდან, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს წინა დღესაც ესაუბრა, მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, სასწრაფოდ გაეუქმებინათ ე. წ. "არკა". მათი თქმით, სწორედ ამ მაღალმა "არკამ" დააბრკოლა მილში წყლის მიმოქცევა. უფრო მეტიც, ადგილობრივებს მუშებმა უთხრეს, რომ ეს ყველაფერი მერის წარმომადგენლის, გიორგი მდინარაძის დავალებით გააკეთეს. გაბრაზებულმა მდინარაძემ ტელეფონში ე. წ. "სპიკერი" ჩართო და სასწრაფოდ დაურეკა კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც ჰკითხა, რატომ იცრუა. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არავის დაუვალებია მისთვის "არკის" დაშლა ან პირიქით _ გაკეთება: _ მოხდა ისე, რომ როცა წყალგაყვანილობა გაგვყავდა, უნებურად დავაზიანეთ ის პატარა თაღი, რომელიც მანამდე იყო იქ გაკეთებული და წყლის წნევის დარეგულირებას უწყობდა ხელს. ამიტომ თავადვე გავაკეთეთ. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს უფრო მაღალი გაგიკეთებიათ და ჩქარა დაშალეთო. უცებ ვერ დავშალეთ. თან გვალვაა და წყალმა ძალიან დაიკლო. ამიტომ "არკა" არ არის უწყლობის მთავარი მიზეზი. კარგი, ბატონო, მაგასაც გავაკეთებთ. უცებ არ ხერხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ხომ ყოველდღე ვმუშაობთ და დრო ხომ უნდა ვნახოთ, რომ ესა თუ ის საქმე გავაკეთოთ, _ თავის მხრივ, თავს იმართლებდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მდინარაძეს ესაუბრებოდა. _ მე ახლა ჩამოგიყალიბებთ ოთხ მიზეზს, რატომ არის ასე ცოტა წყალი. უპირველესი _ გვალვაა და ძალიან ცოტაა წყლის დებეტი. მეორე _ რამდენიმე ადგილზე გახეთქილია წყლის მილები. მესამე _ ეს "არკა" ამხელა არ უნდა გაკეთებულიყო. ბევრიც რომ იყოს წყალი, მაინც გაუჭირდება "გაგნება". როცა წყალი კარგად მოდიოდა, ხომ გახსოვთ, რომ ეს "არკა" ხელს არაფერს უშლიდა, ახლა რომ ამოიჩემეთ? რატომღაც მე რომ მაბრალებთ. უმთავრესი მაინც გვალვაა და ერთი გაწვიმება უფრო ადრე გადაჭრის ამ პრობლემას, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად, _ უთხრა შეკრებილებს გიორგი მდინარაძემ. ადგილობრივმა მცხოვრებმა გოგი ჩანჩიბაძემ ისაუბრა უწყლობის პრობლემაზე და თქვა, რომ ეს ახალწარმოშობილი მიზეზი არაა: _ პირიქით, ადრეული პერიოდიდან იწყება წყლის მილების მოძველების და დახეთქვის ამბები. ახლა აკეთებენ, მაგრამ გაკეთება თუ არ დასრულდა, მამაზეციერს არ შეუძლია, ორ დღეში წყალი მოგვცეს. ადრე ხალხი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს _ რომ გაფუჭდებოდა, მივდიოდით, ვნახულობდით, სად იყო დაზიანებული და ვაკეთებდით. მარტო მე რამდენი მირბენია ამისთვის. ახლა რომ დაწყდება წყალი, რატომღაც ჰგონიათ, რომ ვიღაც გადამთიელი უნდა მოვიდეს და გაუკეთოს. თავად კი ხელი არ გაანძრიონ. არაა ახლა ასე. სხვა დროა. თუ არა, უნდა დაველოდოთ, როდის გაკეთდება ახალი გაყვანილობა, _ თქვა მან. "გურია ნიუსი" ოზურგეთის საკრებულოს წევრს სოფელ ვაკიჯვრიდან, ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძეს ესაუბრა. თავის მხრივ, ნიჟარაძემ თქვა, რომ გამუდმებით ადევნებს თვალს სოფელში ამ პრობლემის მოგვარების საქმეს. _ ახლა ხალხი გაღიზიანებულია უწყლობის გამო, რადგან ძალიან არის შემცირებული დებეტი. დიდი ხანია, გვალვაა, რაც იშვიათად ხდება. როგორც მე ვიცი, ბევრ სოფელშია ასეთი პრობლემა. რაც შეეხება "არკას", კომპანიის მიერ დაზიანდა და თავადვე უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, უფრო მაღალი გაუკეთებიათ და არა ერთხელ ვუთხარი, რომ უნდა დამოკლდეს. გია მდინარაძის უბანში ეს მილი არ შედის და სიცრუეა, რომ მან დაავალა თაღის გაკეთება. ვინც ამას ამბობს, ხომ შეუძლია იქვე, ათი მეტრი მანძილი გაიაროს და ჩავიდეს მდინარაძის ეზოში, რომ დარწმუნდეს სიმართლეში?! ასე ლაპარაკი არ შეიძლება. პროექტი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, მასშტაბურია _ ერთი თემის ოთხი სოფელი მომარაგდება წყლით და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. წყლის გაყვანას, რეზერვუარების მშენებლობას ახლავს მომენტები, როცა შეფერხებები წარმოიშობა ხოლმე. საქმის კურსში ვარ. ახლა მთავარი მიზეზი მაინც გვალვაა. წყალმომარაგება მესამედიც აღარაა. თან მილი რომ გასკდება ან მშენებლობისას ზიანდება, ორმაგად ღიზიანდებიან აქ მცხოვრებლები და სამართლიანადაც. მე თვითონ დავდივარ ტყე-ღრეში, როცა მილები დახეთქილია. ხალხმაც უნდა იზრუნოს, როცა გასაჭირია, ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, _ გვითხრა ნიჟარაძემ. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, სოფელ ვაკიჯვარში მერის წარმომადგენელს  გიორგი მდინარაძეს ნამდვილად აქვს ოზურგეთის მერიაში განცხადება შეტანილი, სადაც მითითებულია კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008"-ს მუშაობაში უხეში დარღვევების შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა, მოთხოვონ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ ასეთი პროექტის გახორციელებისას. "გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს ვაკიჯვრის თემში წყალსადენის მშენებლობის პროცესს, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...