თუ სათავეში წარღვნის საშიშროება გაქრება

მკითხველი

თუ სათავეში წარღვნის საშიშროება გაქრება

2014 ივლ 7 17:56:40

მედიკოსები პიროვნების პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზებს ეძებენ, რომ მკურნალობის ოპტიმალური გზები იპოვონ. საზოგადოებრივი ხასიათის პათოლოგიებს კი, უპირველესად, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა უმკურნალონ. არასწორი დიაგნოზი ერთ შემთხვევაში შეიძლება უცოდინარობის შედეგი იყოს, სხვა შემთხვევაში კი გარკვეული მიზნით განპირობებული მოჩვენებითი გულწრფელობა.

არც ისე სულელები ვართ, რომ ქვეყნის ნამდვილი უბედურების მიზეზს ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ზედაფენები რეკლამას არარსებულ და გამოგონილ მიზეზებს უწევენ და ქვეყნის ბედის გამო პასუხისმგებლობას გაურბიან _ ამტკიცებენ, რომ ჩვენი ხალხი ზარმაცი და უსაქმურია. სინამდვილეში მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე უმუშევრობას გაექცა საზღვარგარეთ, საიდანაც აქ დარჩენილ ოჯახებსაც არჩენენ და ქვეყნის ბიუჯეტსაც ხელს უმართავენ.

როდესაც ჩვენგან წასულ მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს და სპორტსმენებს უცხო ქვეყანაში ჯეროვანი დაფასება აქვთ, როგორ უნდა დავიჩივლოთ პროფესიონალიზმის დეფიციტზე?

ქვეყნის სიღატაკეს ბუნებრივი რესურსების სიმწირითაც ხსნიან. თუ ეს ასეა, რატომ ვართ სომხეთთან შედარებით ჩამორჩენილები? ამ კითხვაზე ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკებს და არც ახლების საკმაოდ დიდ ნაწილს პასუხი არ აქვთ. მინდა პირდაპირ ვთქვა _ ქვეყნის ყველა უბედურებას ერთადერთი მიზეზი აქვს და ესაა სახელმწიფო მოხელეთა კრიმინალური აპარატი. კომუნისტების დროსაც ასე იყო და მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა _ დღემდე სხვადასხვა შეფერილობის კრიმინალური ბანდები ებრძოდნენ ერთიმეორეს ძალაუფლებისთვის. მათ შორის უმნიშვნელო განსხვავება იყო.

ღმერთმა დაიფაროს დღევანდელი ხელისუფლება ამ მძიმე ბრალდებისგან, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობას საზოგადოება მანამდე ვერ იგრძნობს, სანამ სახელმწიფო აპარატი ძველი ხელისუფლების ნარჩენებისგან არ გათავისუფლდება. მათთან ერთად სიძველეთა მუზეუმს უნდა ჩავაბაროთ მუშაობისა და ცხოვრების ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ათეული წლის მანძილზე ბატონობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ადვილი საქმე არ არის და არც ვართ იმის მოლოდინში, რომ რომელიმე დეკრეტის საფუძველზე ვითარება მყისიერად შეიცვლება და ჩვენი ჩინოვნიკები ერთ დღეს ანგელოზის ფრთებს გამოისხამენ, მაგრამ სისტემური და ჯანსაღი კონტროლის შედეგად ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზმის ის დაავადება, რომელიც გვტანჯავდა ათეული წლის მანძილზე, ემორჩილება მკურნალობას.

არ არსებობს ეკონომიკური ხასიათის არც ერთი დანაშაული სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობის გარეშე. რა გასაკვირია, რომ ამის გამო სახელმწიფო აპარატი ქურდებითა და მექრთამეებით იყო სავსე. დღეს მშრომელ ხალხს საშინლად უჭირს ბიზნესის წამოწყება, მოხელეებისთვის კი სახელმწიფო ორგანოები ტრამპლინი გახდა ბიზნესის საკეთებლად. ყველა ბიზნესის წარმომავლობა რომ გაირკვეს, ქვეყანაში არსებული ციხეები პატიმართა მესამედსაც არ ეყოფოდა. ასეთი რამ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მაგრამ ქვეყნის მართვის საჭესთან მდგომი კრიმინალები, რომლებსაც ძარცვის დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, მართლმსაჯულებას ვერ უნდა გაექცნენ.

ისტორია იცნობს კრიმინალებს, მოწყალება რომ გაიღეს ღატაკთა და უმწეოთა გადასარჩენად. ჩვენს ქვეყანაში საკმაო რაოდენობის მილიონერია. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ ბევრია მძიმე ავადმყოფი, რომლებსაც ფული არ აქვთ, რომ უცხოეთში იმკურნალონ. მათ შეუძლიათ რამდენიმემილიონიანი ფონდი შექმნან საამისოდ, მაგრამ ნახა ვინმემ მათი ქველმოქმედება? ბიზნესი, რომლისთვისაც სინდისის ცნება არ არსებობს, არჩევანს აკეთებს წყნარი ოკეანის რომელიმე კუნძულზე, სადაც დასვენებისთვის ერთი დღე-ღამეში 25 ათას დოლარს იხდის. არც ამ ბიზნესმენს და არც მის მფარველს ხელისუფლებიდან, არც მშიერის ბედი აწუხებს და არც ავადმყოფის.

დღეს სახელმწიფო მოხელეებს უზარმაზარი პრივილეგიები აქვთ, მაგრამ, როგორც პრემიების საქმემ ცხადჰყო, ხელისუფლებაში მორალური კლიმატი საკმაოდ მძიმეა. არადა, ხელისუფლებასაც და მთლიანად ქვეყანასაც უპირველესად მორალური კლიმატის გაჯანსაღება სჭირდება.

სადაც ზნეობაზე მოთხოვნილება არ არსებობს, იქ მოვლენებს შიში უნდა მართავდეს. ადრე ხალხს ბევრი რამ სჯეროდა და მიმზიდველი დაპირებების გამო, ავანსად უწყობდა ოვაციებს კრიმინალების ბანდას. ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ გროშის ფასი აქვს იმ კაცის დაპირებას, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ იოტისოდენა მსხვერპლი არ გაუღია. ყალბ დაპირებას და სხვის ხარჯზე განცხრომას ხალხი დღეს არავის აპატიებს.

ჩვენი რეგიონის დედამდინარე მზიან ამინდში ხშირად მინახავს ამღვრეული _ სათავეში იყო უამინდობა. სხვა საკითხია წარღვნა, რომელმაც ამ ორიოდე წლის წინ მთლიანად წალეკა ცენტრალური ხელისუფლება. მინდა ადიდებულმა მდინარემ ზღვაში არ ჩაიტანოს ამ ხელისუფლების ნარჩენები. მდინარის ნაპირზე გარიყულებმა იქნებ შეძლონ ხალხის წიაღში დაბრუნება, ნაწილობრივი რეაბილიტაცია _ როდესაც სათავეში წარღვნის საშიშროება გაქრება, საზოგადოებრივი ცხოვრების მდინარეც დაიწმინდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.




 ახალი ამბები
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...
  • რა უჯდება ოზურგეთს საახალწლო მორთულობების დადგმაოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება. ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა. მერიის  პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს